Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე შვიდი საოცარი ასტრონომიული მოვლენა

შვიდი საოცარი ასტრონომიული მოვლენა

515
შვიდი საოცარი ასტრონომიული მოვლენა

პლანეტების გამუდმებით მოძრაობა, გრავიტაციის ძალა და ვარსკვლავების ევოლუცია სხვადასხვა ასტრონომიული მოვლენის მიზეზია. მათგან რამდენიმეს დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. სხვა მოვლენებზე კი, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინათ მოხდა, მოწმობს დედამიწასთან ახლოს ჩაფრენილი კომეტები. გაეცანით ყველაზე იშვიათ და საოცარ ასტრონომიულ მოვლენებს.

ჰეილ-ბოპის კომეტა

ჰეილბოპის კომეტა

ჰეილ-ბოპის კომეტა ყველაზე კაშკაშა კომეტად ითვლება. ის 1000-ჯერ მეტად კაშკაშაა კომეტა ჰალეაზე. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. მეცნიერთა გამოთვლებით, მზის გარშემო კომეტის შემოვლის დრო 2392 წელიწადია. კომეტა 1995 წლის 23 ივნისს აღმოაჩინეს ამერიკელმა ასტრონომებმა _ ალან ჰეილმა და ტომას ბოპმა. ყველაზე ახლო დისტანცია, რომლითაც მან ჩაუფრინა დედამიწას, 193 მლნ კმ-ია. კომეტის ორბიტა ძალიან რთული დასადგენია, ამიტომ მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, კიდევ როდის შევძლებთ მის დანახვას.

კომეტა ჰალეა

კომეტა ჰალეა

კომეტა ჰალეა დედამიწას უახლოვდება ყოველ 75-76 წლის შემდეგ. სახელი ეწოდა ინგლისელი ასტრონომის _ ედმუნდ ჰალეას პატივსაცემად, რომელმაც ის 1531 წელს აღმოაჩინა. კომეტა მოძრაობს ეპლიპტიკურ ორბიტაზე. არის ერთ-ერთი კაშკაშა კომეტა მზის სისტემაში. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. კომეტის სიგრძე 14 კმ-ია, სიგანე _ 8 კმ. მისი ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ყინულოვანი წარმონაქმნით. კომეტა ჰალეამ მზეს ბოლოს 1986 წელს ჩაუქროლა, მის გამოჩენას 2061 წელს ელოდებიან.

ვენერას მოძრაობა მზის დისკოზე

ვენერას მოძრაობა მზის დისკოზე

ამ ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება მაშინ შეიძლება, როცა ვენერა მოძრაობს დედამიწასა და მზეს შორის და ფარავს მზის დისკოს პაწაწინა ნაწილს. ამ მომენტში ვენერა მოჩანს, როგორც პატარა შავი ლაქა, რომელიც მზეზე გადაადგილდება.

ეს მოვლენა მეორდება ყოველ 8 წელიწადში, ოღონდ ყოველ ჯერზე ვენერა სხვადასხვა ადგილას მოძრაობს. ერთსა და იმავე ტრაექტორიას ვენერა ყოველ 112 წელიწადში გადის. მისი ბოლო მოძრაობა მზის დისკოზე 2012 წელ აღინიშნა.

დიდი თეთრი ლაქა

დიდი თეთრი ლაქა

ყოველ 30 წელიწადში სატურნის ატმოსფეროში პერიოდულად წარმოიქმნება შტორმები. ამ მოვლენას უწოდებენ დიდ თეთრ ლაქას, რომლის სიგრძე შეიძლება რამდენიმე ათას კმ-ს აღწევდეს. ამ მოვლენის წარმოქმნის მიზეზად მეცნიერები თვლიან ენერგიის რაღაც წყაროს, რომელიც ეჯახება პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებს.

გამოთვლილია, რომ სატურნის ატმოსფეროში ასეთი შტორმისას ყოველ წამში ჩნდება 10 ელვა. თითოეული ელვა აორთქლებს ტენს 16 ათასი კმ-ის რადიუსში და, როგორც კი ყველაფერი აორთქლდება, ელვა ხშირდება და ძლიერდება. ამ ელვის ძალა დედამიწის ელვაზე 10 ათასჯერ ძლიერია.

პლანეტების აღლუმი

პლანეტების აღლუმი

ეს ასტრონომიული მოვლენა _ ერთ ზოდიაქურ თანავარსკვლავედში პლანეტების დაახლოება _ იშვიათია. მეცნიერთა პროგნოზით, პლანეტების შემდეგი აღლუმი მარსის, მერკურის, ვენერას, იუპიტერის, სატურნისა და მთვარის მონაწილეობით 2040 წელს მოხდება.

2000 წელს ასტრონომები აკვირდებოდნენ 5 პლანეტის _ მარსის, სატურნის, ვენერას, მერკურისა და იუპიტერის აღლუმს. 2011 წელს კი აღლუმში მონაწილეობდა 3 პლანეტა: იუპიტერი, მერკური და ვენერა.

ცისფერი მთვარე

ცისფერი მთვარე

“ცისფერ მთვარეს” უწოდებენ მეორე სავსემთვარეობას ერთი კალენდარული თვის განმავლობაში. ასეთი რამ კი 2 წელიწადში ერთხელ ხდება. ორ სავსემთვარეობას შორის სხვაობა 29 დღეა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მოვლენა ორჯერ დავინახოთ 1 თვეში, თუმცა ეს ალიან იშვიათად ხდება.

სინამდვილეში ტერმინ “ცისფერ მთვარეს” ცოტა რამ აქვს საერთო მოვლენის ფერთან, თუმცა გარკვეული ოპტიმალური ეფექტის გამო მთვარე ზოგჯერ ცისფერი ჩანს. მაგალითად, 1883 წელს ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ ატმოსფეროში იყო ბევრი ვულკანური ფერფლი, რომლის გამოც მთვარე ცისფრად მოჩანდა.

მზის სრული დაბნელება

მზის სრული დაბნელება

მზის დაბნელება წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება, მაგრამ მზის სრული დაბნელება იშვიათია. მოვლენის არსი მდგომარეობს მთვარის მიერ მზის სრულ დაფარვაში დედამიწისგან. ბოლოს ასეთი რამ მოხდა 2012 წელს. მეცნიერთა გამოთვლებით, მზის სრული დაბნელება 138 წლის შემდეგ მოხდება.

მთვარე უფრო ახლოს არის მზესთან, ვიდრე დედამიწა. ამის გამო დედამიწაზე მცხოვრებთ აქვთ საშუალება, დააკვირდნენ ამ ასტრონომიულ მოვლენას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here