მთავარი ისტორია შეიძლება ვენდოთ რუსეთს? ანუ კოაბიტირებული ბოკერიას საცოდავი ჯახირი

შეიძლება ვენდოთ რუსეთს? ანუ კოაბიტირებული ბოკერიას საცოდავი ჯახირი

712
გააზიარეთ
შეხვედრა ელბაზე

ზუსტად ერთი კვირის წინათ, ანუ 2019 წლის 25 სექტემბერს, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მეთერთმეტე წლისთავზე, გაეროსმოლაპარაკების სივრცეშიერთმანეთს პირველად შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრები _ ზალკალიანი და ლავროვი (თბილისელი კაცი, როგორებიც მის გამინისტრებამდე იყვნენ ივანოვი, პრიმაკოვი და, რა თქმა უნდა, შევარდნაძე).

როგორც იქნა, გავბედეთ და დიპლომატიის ამ დანაღმულ ველზე შევაბიჯეთ რუსეთ-საქართველოს შორის დაპირისპირების უაღრესი დაძაბულობისა და “ოკუპირებულ ზონებში ბოლო თვეების განმავლობაში ვითარების უკიდურესად გართულების ფონზე”.

როგორც ჩანს, ჩვენი ელექტრონული მედიისთვის დიპლომატიური გარღვევის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, რადგან იმ დღის საინფორმაციო ტელეეთერი თითქმის მთლიანად პარლამენტში მომხდარ მორიგ სკანდალს დაეთმო, რომელიც ძალიან ჰგავდა ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის “როგორ წაეკიდა ივან ივანოვიჩი ივან ნიკიფოროვიჩს” მიხედვით დადგმულ სამოყვარულო სპექტაკლს ეკა ბესელიათი და ვანო ზარდიაშვილით მთავარ როლებში.

ძალიან ნატურალისტური იყო.

სამაგიეროდ, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრასშაბლონური კრიტიკით აღჭურვილი დახვდა ნაცების ანასხლეტების ლიდერი გიგა ბოკერია: ამ შეხვედრიდან კარგს არაფერს ველოდები, რადგან რუსეთი ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების მუხანათური დარღვევით არის ცნობილი (დაახლოებით ასე თქვა), და ამას ისტორია ადასტურებსო (ზუსტად ასე).

ტელეაუდიტორიის მოტყუებას შეეცადა.

ამაოდ.

რადგან ისტორიას ამ საკითხში აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტები აქვს აღნუსხული.

მაგალითისთვის განვიხილოთ “დიდი სამეულის” იალტის ხელშეკრულების დაცვის თემა მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდში. ვნახოთ, სამთაგან რომელმა მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოკავშირეო ვალდებულებები _ აშშმა და დიდმა ბრიტანეთმა (ერთი მხრივ) თუ საბჭოთა კავშირმა (მეორე მხრივ), რომლის მუხანათობის საყოველთაო ჭეშმარიტებად გასაღებას შეეცადა თვითკმაყოფილი მარიონეტი გიგა ბოკერია.

ვინმეს მონაყოლი კი არ ვირწმუნოთ, დოკუმენტებს გავეცნოთ, ათეული წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული რომ იყო.

ოპერაციაწარმოუდგენელი

ოპერაცია “წარმოუდგენელი” (ინგლისურად:Operation Unthinkable) კოდური სახელწოდებაა თავდაცვით-შეტევითი გეგმის, რომელიც ინგლისისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული იყო თავიანთი მოკავშირის _ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 1945 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, ე.ი. იმ პერიოდში, როცა საბჭოთა არმია ტრიუმფალურად მიიწევდა ბერლინისკენ ფაშისტური ბუნაგის გასანადგურებლად.

საბჭოთა კავშირისთვის დასავლეთელ მოკავშირეთა მიერ ზურგში დანის ჩარტყმის კლასიკური მაგალითი იყო ეს ოპერაცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის დავალებით შეადგინა დიდი ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის გაერთიანებულმა შტაბმა, ისე, რომ ამის შესახებ სხვა შტაბებმა არაფერი იცოდნენ.

ინგლისის მთავრობა 1998 წლამდე კატეგორიულად უარყოფდა ამგვარი გეგმის არსებობას. დღეს კი მასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში ინახება და ყველასთვის მისაწვდომია.

შეტევის გეგმის უშუალო ამოცანა პოლონეთიდან საბჭოთა ჯარების “ძალისმიერი” განდევნა იყო და, ამასთან ერთად, დასავლეთ ევროპაში საბჭოთა ჯარების შეჭრის შემთხვევაში თავდაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებდა. ზოგიერთ წყაროში შეტევის ოპერაცია განიხილებოდა, როგორც მესამე მსოფლიო ომის დაწყების გეგმა. ამაზეც მიდიოდნენ დასავლეთელი მოკავშირეები.

ომი მთავრდება, გეშინოდეთ ახალი მსოფლიო ომის

1945 წლის აპრილიში წითელი არმია სრულად აკონტროლებდა პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ნაწილობრივ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიებს. 13 აპრილს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ავსტრიის დედაქალაქი ვენა, 16 აპრილს კი დაიწყეს ბერლინის შტურმის ოპერაცია. 25 აპრილს საბჭოთა და ამერიკის ჯარის ნაწილები მდინარე ელბასთან, ქალაქ ტორგაუში შეხვდნენ ერთმანეთს.

წყნარ ოკეანეში იაპონიის ჯარებს დაატოვებინეს, პრაქტიკულად, ყველა ოკუპირებული ტერიტორია, იაპონიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაანადგურეს. მაგრამ იაპონიის სახმელეთო ჯარები ჯერ კიდევ დიდი ძალა იყო, რომელთა დამარცხებას ჩინეთში და თვით იაპონიის კუნძულებზე, ამერიკის სარდლობის გათვლით, დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, ომი 1947 წლამდე გაგრძელდებოდა. იალტის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირმა ივალდებულა, გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ გაელაშქრა იაპონიის წინააღმდეგ აშშ-ის დასახმარებლად, რაც პირნათლად შეასრულა.

ჩერჩილის შეფასებით, ფაშისტური გერმანიის დამარცხებითკომუნისტურმა რუსეთმა და დასავლეთის დემოკრატიებმა დაკარგეს საერთო მტერი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მათი კავშირის გამაერთიანებელი თითქმის ერთადერთი რგოლი იყო”. მისივე დასკვნით, “რუსეთის იმპერიალიზმისა და კომუნიზმის დოქტრინასარაფერი დააბრკოლებდა საბოლოოდ გაბატონების გზაზე.

ასეთი პერსპექტივის წინაშე მდგარი “დასავლეთის დემოკრატიების” მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივი გალაშქრება იყო და უინსტონ ჩერჩილმა დაავალა სამხედრო კაბინეტის გაერთიანებულ შტაბს, შეემუშავებინა სსრ კავშირის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების გეგმა.

შტაბმა ჩერჩილის დავალება ოპერატიულად შეასრულა: 22 მაისისთვის დეტალური გეგმა ჩერჩილს წარუდგინეს. ეს იყო მაღალპროფესიულ დონეზე შედგენილი სრულყოფილი სამხედრო დოკუმენტი, რომელშიც ამომწურავად იყო შეფასებული არსებული ვითარება, ჩამოყალიბებული იყო ოპერაციის მიზნები, გარკვეული იყო დასავლეთელ მოკავშირეთა ჯარების შემადგენლობა, დარტყმების მიმართულება, წითელი არმიისა და დასავლეთის მოკავშირეთა არმიების (ნაწილების) ადგილმდებარეობა, აგრეთვე, კარტოგრაფიული მასალები.

ე.ი., ეს გეგმა იდეის დონეზე კი არ იყო შედგენილი, არამედ წარმოდგენილი იყო, როგორც მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პრაქტიკულად განსახორციელებელი პროგრამა.

ისტორიული აკვიატებულობა

ინგლისურ დოკუმენტებში, როგორც წესი, საბჭოთა არმიის ნაცვლად გამოიყენებენ ტერმინს “რუსეთის არმია”: საბჭოთა კავშირი ასოცირდება საბჭოთა რუსეთთან. აშკარაა, რომ დასავლეთის პარტნიორების დამოკიდებულება ყოფილ საბჭოეთთან დღეს ექსტრაპოლირებულია რუსეთის ფედერაციაზე.

რუსეთის, როგორც მუხანათი მოკავშირის ცნება, ისტორიული აკვიატებულობიდან მოდის.

ხოლო სანიმუშო და სამაგალითო მოკავშირე, რა თქმა უნდა, დასავლეთია.

და ესსანიმუშო მოკავშირესამთა კავშირის წევრის _ სსრკის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომსა და თავდასხმას ამზადებს.

დოკუმენტურად ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციის ძირითად საერთოპოლიტიკურ მიზნად პოლონეთის მიმართ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების საბჭოთა კავშირისთვის თავსმოხვევა იყო. თუმცა იმავე გეგმის შემდგენელის მტკიცებით: “შესაძლებელია, რომ ორი ქვეყნისნებაგანხილული იყოს უშუალოდ პოლონეთთან დაკავშირებულ საქმედ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ (კონფლიქტში) ჩვენი ჩარევის ხარისხი უეჭველად შეზღუდული იქნებამზად უნდა ვიყოთ ტოტალური ომისთვის: “თუ (რუსებს) სურთ ტოტალური ომი, ისინი მას მიიღებენ”.

აი, ასეთი ერთგული მოკავშირე იყო დასავლეთი.

ასეთი პირისგამტეხი და ზურგში დანის ჩამცემი მოკავშირე იყო რუსეთი.

ეს _ ბოკერიას განცხადების გამო, ისტორიის მოშველიებით რომ სურდა, დაემტკიცებინა თავისი “პრინციპული” პოზიცია ზალკალიან-ლავროვის პირველი შეხვედრის მიმართ.

მაგრამ აქ წერტილის დასმა ნაადრევია.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების გეგმის და, რაც მთავარია, იდეის ავტორები რეალისტები არიან და იციან, რომ მოკავშირეთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი) ძალები საბჭოთა შეიარაღებულ ძალებზე სუსტია) და სსრ კავშირთან დაპირისპირების შემთხვევაში მათ წარმატებას უზრუნველყოფს მოულოდნელობის ეფექტი და ჯარებისა და ავიაციის მართვის უპირატესი ცოდნა. ამ შემთხვევაში ინგლისელები და ამერიკელები შეძლებენ, მიაღწიონ დანციგ-ბრესლაუს საერთო ხაზს. თუ ამ ხაზის დასავლეთით წითელი არმია საბოლოოდ არ დამარცხდება, მაშინ ტოტალური ომი გარდუვალია.

ეს ვარიანტიც გათვალისწინებული აქვთ და შეგნებულად მიდიან მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე.

მშვიდობისა და დემოკრატიის მტრედები!

მართალია, ამ ვარიანტს განიხილავდნენ, როგორც უკიდურესად არასასურველსა და სარისკოს, რომელსაც მოკავშირეთა ყველა ძალისა და რესურსის მობილიზაცია დასჭირდებოდა, აღიარებდნენ, რომ წარმატება მაინც ვერ იქნებოდა გარანტირებული. მაინც მიდიოდნენ ამ რისკზე, მიუხედავად იმისა, რომ წინ ედოთ 1942 წელს ფაშისტური “დრანგ ნეხტ ოსტენის” კრახის მაგალითი.

“დიდი სამეულის” დასავლეთელი მოკავშირეები თავიანთი სამხედრო ძალის შესავსებად დამარცხებული გერმანიის 10-12 დივიზიის სრულ აღჭურვასა და მობილიზებაზე იწყებენ ზრუნვას. იმედი აქვთ, რომ სსრ კავშირის წინააღმდეგ აღდგება პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობა და ბერლინგის (ანუ პროსაბჭოთა მთავრობის) არმიაც.

შეცდნენ, რადგან არც საბჭოთა დაზვერვას ეძინა თვითკმაყოფილების ყურთბალიშზე, სტრუქტურას, რომელსაც მარშალი ლავრენტი ბერია ედგა სათავეში.

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორ . ერიქსონის აზრით, ჩერჩილის გეგმა გვეხმარება, გავარკვიოთ, რატომ გადაწყვიტა მარშალმა ჟუკოვმა, მოსკოვიდან მიღებული ბრძანების თანახმად, 1945 წლის ივნისში გადაეჯგუფებინა თავისი ძალები, გაემაგრებინა თავდაცვა და დეტალურად შეესწავლა მოკავშირეთა ჯარების დისლოკაცია. მიზეზები დღეს ცნობილია: აშკარაა, რომ ჩერჩილის გეგმის თაობაზე შეიტყო მოსკოვმა და საბჭოთა არმიის გენერალურმა შტაბმა შესაბამისი კონტრზომები დროულად განახორციელა. ოპერაცია “წარმოუდგენლის” გეგმა საბჭოთა კავშირს გადმოსცა “კემბრიჯის ხუთეულმა”.

ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი, მგონი, ადასტურებს, რომ, მხოლოდ მეფე კი არა, ტყუილიც შეიძლება შიშველი იყოს, როცა გიგა ბოკერიას მეზღაპრე ანდერსენის ამპლუის პრეტენზია გაუჩნდება.

არმაზ სანებლიძე

P.S. ახლა პრესაში იმაზე კამათობენ, ვისი ინიციატივით გაიმართა ზალკალიანლავროვის შეხვედრა.

ნახეს რა სალაპარაკო!

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here