Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე უცნაური და ლამაზი ლაბირინთები

ყველაზე უცნაური და ლამაზი ლაბირინთები

588

ლაბირინთი _ ეს არის სივრცე, შესაძლოა, ნაგებობა, რომელშიც დახლართული ბილიკებით უნდა მიხვიდეთ გასასვლელთან, სხვაგვარად ჩიხში შეხვალთ. ძველად ადამიანები ქმნიდნენ ასეთ უცნაურ დერეფნებსა და ბაღებს, რათა გზაკვალი აერიათ მტრებისთვის. ადამიანი, რომელიც არ იცნობდა ლაბირინთს, იბნეოდა და საათების, დღეების, ზოგჯერ კვირების განმავლობაშიც ეძებდა გასასვლელს. ლაბირინთებს ყველაზე ხშირად იყენებდნენ ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები და ჩინელები. ლაბირინთის სიმბოლოსთან დაკავშირებულია რელიგია და მისტიკა. ბოლო ხანს ლაბირინთს აგებენ, როგორც დეკორატიულ ბაღს დამთვალიერებლებისთვის. ახალგაზრდებს შორის, აგრეთვე, პოპულარულია კვესტოთახები (სათავგადასავლო ოთახები) ლაბირინთებით, რომლებშიც საჭიროა გასასვლელის მოძებნა გარკვეული დროის განმავლობაში. ლაბირინთების უცნაურ და დახლართულ ბილიკებს საკმაოდ ბევრ კინოფილმში ნახავთ. გაეცანით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ 7 ლაბირინთს.

ლონდონის მიწისქვეშეთი
ლონდონის მიწისქვეშეთი

ლონდონის მიწისქვეშეთი

პირველი მიწისქვეშა ლაბირინთები ლონდონში ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ გათხარეს. ეს მიწისქვეშა დერეფნები ქალაქთან ერთად იზრდებოდა და მოძალადეების, ქურდების, მკვლელებისა და მკვდრების ადგილად იქცა. XVI საუკუნის ლონდონის კლასიკურ ჯურღმულებს დღესაც ათვალიერებენ ტურისტები მცირე თანხის გადახდის შემდეგ. თუ გიდსაც აიყვანთ, შეძლებთ ჯურღმულების ლაბირინთის სიღრმეში შესვლას და წამების კამერებისა და მუმიფიცირებული ნეშტების ნახვას.

პიზანის ვილის ლაბირინთი სტრაში
პიზანის ვილის ლაბირინთი სტრაში

პიზანის ვილის ლაბირინთი სტრაში

ვენეციის ოლქის დასახლებულ პუნქტ სტრაში მდებარე პიზანის ვილის პარკი იტალიის 10 საუკეთესო პარკის სიაშია. ეს პარკი თავისი ლაბირინთით XVIII საუკუნეში ააგო ალვიზე პიზანიმ _ ვენეციის დოჟამ.

1807 წელს პიზანების ოჯახმა ვილა ნაპოლეონ ბონაპარტეს გადასცა. ეს ლაბირინთი ერთ-ერთ რთულ ლაბირინთად ითვლება მსოფლიოში. დამთვალიერებლებმა შეიძლება საათობით იხეტიალონ, სანამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ ჩავარდებიან და მშველელს არ მოუხმობენ. ლეგენდის თანახმად, ამ ლაბირინთში გზა ვერ გაიკვლია ნაპოლეონმა, რომელიც დაენაძლევა თავის ერთ-ერთ გენერალს, რომ გასასვლელს 1 საათში იპოვიდა.

ლაბირინთის ცენტრში იღბლიან მგზავრს ელის XVIII საუკუნის უნიკალური კოშკი, რომლის სახურავიდანაც მედუზა გორგონა იმზირება.

ფრანგული ლაბირინთი Reignac-sur-indre
ფრანგული ლაბირინთი Reignac-sur-indre

ფრანგული ლაბირინთი Reignac-sur-indre

ლაბირინთი Reignac-sur-indre, უკვე წლებია, ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი ლაბირინთის წოდებას ატარებს. “მწვანე” ლაბირინთი მდებარეობს პატარა პროვინციულ ქალაქ ტურენში. ლაბირინთის განსაკუთრებულობა არის ის, რომ მასში გზა ყოველ წელს სხვადასხვაა, რადგან ნარგავებს ყოველწლიურად უცვლიან ადგილს. ხელოვნების ეს უცნაური ნიმუში შექმნეს ფერმერებმა, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღების მოპყრობას ქალაქის პრობლემებისადმი. მათ იმხანად არც კი უფიქრიათ, რომ ქმნიდნენ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალო ლაბირინთია.

ჰავაიური ლაბირინთი Dole Plantation
ჰავაიური ლაბირინთი Dole Plantation

ჰავაიური ლაბირინთი Dole Plantation

ანანასების უზარმაზარი ლაბირინთი Dole Plantation -ი მდებარეობს ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთზე _ ოაჰუზე. აქ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გასასვლელი მოძებნონ სპეციალური აუდიოჩანაწერის თანხლებით, რომელშიც მოთხრობილია ოაჰუზე ანანასების პლანტაციების შექმნის ისტორია. გასეირნების დასრულების შემდეგ მას, ვინც წარმატებით დაძლევს ლაბირინთის გასასვლელისკენ მიმავალი გზას, საინტერესო პრიზით აჯილდოებენ.

ლაბირინთი Top Pearsys Maize დიდ ბრიტანეთში
ლაბირინთი Top Pearsys Maize დიდ ბრიტანეთში

ლაბირინთი Top Pearsys Maize დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთში ფერმერებმა და ლანდშაფტის დიზაინერებმა 2011 წელს გადაწყვიტეს, შეექმნათ საინტერესო თანამედროვე ლაბირინთი, რომელშიც მთავარი ვარსკვლავი იქნებოდა ჰარი პოტერი. ახალგაზრდა ჯადოქრის პორტრეტები ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან. დიზაინერებმა შექმნეს არა მხოლოდ საინტერესო ლაბირინთი, არამედ ყველაზე დიდი ნახატი “მოძებნე 10 განსხვავება”. ასეთი უცნაური გაფორმების გარდა, ბაღში ბევრია გადახლართული ბილიკები და ლაბირინთიდან გასასვლელის პოვნას შეიძლება საათები დასჭირდეს.

მასაჩუსეტსის ლაბირინთი
მასაჩუსეტსის ლაბირინთი

მასაჩუსეტსის ლაბირინთი

უზარმაზარი ლაბირინთი Davis Mega Noze განთქმულია თავისი მასშტაბურობით. ეს ლაბირინთი მდებარეობს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში. ამ ლაბირინთს 10 000 ადამიანი უვლის, შედეგად ყოველწლიურად ისეთ ფორმებს იღებს, რომლებიდანაც გასასვლელის პოვნა ძალიან ჭირს.

დროებითი ლაბირინთები
დროებითი ლაბირინთები

დროებითი ლაბირინთები

ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია პატარა დროებითი ლაბირინთები, რომლებსაც ქმნიან ყინულისგან ან სხვა მასალისგან. ყინულის ლაბირინთები ძალიან პოპულარულია ყინულის ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება ჩინეთის ქალაქ ხარბინში. ეს ფესტივალი ათასობით ტურისტს იზიდავს. ყინულის ლაბირინთები პოპულარულია, აგრეთვე, ლუდის ფესტივალ ოქტობერფესტზე. ამ ლაბირინთებში ტიხრები საოცარ გასასვლელებს ქმნის, ფერადი ნათურები და მუსიკის ჰანგები კი _ შესანიშნავ ატმოსფეროს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here