მთავარი ისტორია ღია წერილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს, რომელმაც სტალინი უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა

ღია წერილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს, რომელმაც სტალინი უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა

10134
გააზიარეთ
სტალინი-კადიროვი

ბატონო პრეზიდენტო, არ მინდა ისე მოგმართოთ, როგორც დაიმსახურეთ, რადგან კარგად ვიცნობ ზოგადკავკასიურ, კერძოდ, ქართველი და ჩეჩენი ხალხის სულიერებას და მათ ბუნებას. როგორც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია სტალინით არ განისაზღვრება, ისე არ შეფასდება თქვენით ჩეჩენი ხალხის კულტურა და ისტორია.

თქვენ, ვისაც მრავალრიცხოვანი “კორტეჟი” დაგყვებათ “შორეული ბომბდამშენი ავიაციით” დაწყებული, “მოტორიზებული პოლკით დამთავრებული” და თავს იცავთ თქვენივე ხალხისგან _ “მუსა ხართ და არა ჯოყოლა” (ვაჟა-ფშაველა, “სტუმარ-მასპინძელი”).

ჩეჩენი და ქართველი ხალხის ისტორია რომ იცოდეთ, ჩვენს ან თქვენს რჯულს სცემდეთ პატივს, მიცვალებულს არ დაწყევლიდით. იმის გამო, რომ მოკლულ მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა, ალუდა ქეთელაური (ვაჟა-ფშაველა, “ალუდა ქეთელაური”) თემმა მოიკვეთა, მაგრამ კაცში კაცობის დანახვის გამო, სალოცავში შესაწირი კურატი (დაუკოდავი ხარი) მაინც აიყვანა და ბერდიას შეკითხვას: “ვის ამწყალობებ, ალუდავ, ამა კურატით შავითა?” ალუდამ უპასუხა:

“ეგ სამხვეწროა, ბერდიავ,

ძოღან მოკლულის ქისტისა.

მუცალს ეტყოდენ სახელად,

მაუნათლავის შვილისა”.

ეს ადრე იყო. თემისა და პიროვნების განსჯისა და დანახვის თვალსაზრისით, ვაჟა-ფშაველამ, როგორც ამას ერთი ქართველი მეცნიერი ამბობს, “ქრისტეს გაუსწრო”.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი წყევლაკრულვა სტალინის წყევლა კი არ არის, არამედ ჩეჩენი ხალხის შვილის, ჯოყოლას, წყევლაკრულვაა, პირველ რიგში, შემდეგ კი _ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ ვაი, რომ ეს არ გესმით და არც მოგეკითხებათ.

ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე გავატარე ხუთი წელიწადი, ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 40-40 დღე ვიყავი ჩეჩნეთის შუაგულში, იშორის ხიდზე, სადაც საკონტროლო პუნქტი გვქონდა გახსნილი ქართველ მეცხვარეებს და იქ ხშირად შემინიშნავს ჩეჩენი ბიჭების ავტომანქანებზე გაკრული სტალინისა და შამილის სურათები.

1940-იან წლებში ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ბევრი იყო თავისი ქვეყნისა და ხალხის მტერი. თქვენნაირისტალინის მაწყევარებიხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრებდნენ ჩეჩენ ხალხს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 1941 წლის აგვისტოში ჯარში გასაწვევი 8 000 ახალგაზრდიდან 719 დეზერტირი გახდა და ტყეს შეაფარა თავი. 1942 წლის მარტში ჯარში გასაწვევი 14 576 ახალგაზრდიდან ომში არ წავიდა და დეზერტირად იქცა 13 560. ასეთივე მდგომარეობა იყო 1943 წელსაც. 3 წელიწადში ომს თავი აარიდა ჩეჩენინგუშეთის 62 751 ახალგაზრდამ. სამამულო ომის ფრონტზე ჩეჩენინგუშეთიდან იბრძოდა 10 ათასი ადამიანი. დაღუპულად და უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 300 მებრძოლი, მაშინ, როდესაც პატარა ბურიატიის 13 000-მა ახალგაზრდამ შესწირა სამშობლოს დაცვას თავი, ხოლო ოსებმა 10 700 სიცოცხლე ანაცვალეს სამშობლოს.

1941-დან 1944 წლამდე შინაგან საქმეთა სამხედრო კომისარიატის ჯარებმა გაანადგურეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე მოქმედი 197 შეიარაღებული ბანდა, ამას შეეწირა 4 532 ადამიანი. 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, ჩეჩენი ხასან ისრაილოვი თავის ძმასთან ერთად სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა კავკასიაში შემოჭრილ გერმანელ დივერსანტებს. პირველი შეიარაღებული გამოსვლა დაგეგმილი იყო 1941 წლის შემოდგომაზე, რათა ფაშისტებთან ერთად ეზეიმათ საბჭოთა კავშირის დამარცხება. და, რადგან ჰიტლერს “ბლიც-კრიგი” ჩაეფუშა, ჩეჩნებმაც აჯანყების დაწყება 1942 წლის 10 იანვრისთვის გადადეს.

* ჩეჩნებმა ჰიტლერელებთან შესახვედრად არა მხოლოდ ოქროს უნაგირი და დარახტული ბედაური მოამზადეს, არამედ შექმნეს გერბიც, რომელიც შედგებოდა არწივის, მზის, ჩაქუჩის, ნამგლისა და საწერი კალმის გამოსახულებებისგან. იქვე იყო გამოსახული გასასრესად გამზადებული შხამიანი გველი და დასაკლავად გამზადებული ღორი. გერბზე გამოსახული იყო ორი ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაგან ერთი გველს იარაღს უმიზნებდა მოსაკლავად, მეორე კი ღორს უღერებდა ხმალს. გერბის განმარტება ასეთი იყო: არწივი კავკასიას გამოხატავდა, მზე _ თავისუფლებას, მზის 11 სხივი _ კავკასიის ხალხების 11 ნაციონალურ ჯგუფს. ნამგალი მოსავალთან ასოცირდებოდა, ხოლო ურო კავკასიელ ხალხთა ძმობას გულისხმობდა. კალმისტარი სწავლა-განათლებას და მეცნიერებას ნიშნავდა. შხამიანი გველი წარმოდგენილი იყო კომუნისტად სიკვდილის მოლოდინში, ხოლო ღორი რუსეთთან ასოცირდებოდა, ასევე განადგურების მოლოდინში.

* გერმანელებმა თავიანთი წარმომადგენელიც შეარჩიეს კავკასიაში _ დაღესტნელი ოსმან გუბე. 1943 წლის იანვარში ოსმან გუბე, თავის მომხრეებთან ერთად, კონტრდაზვერვამ დააპატიმრა. მან დაკითხვისას აღიარა, რომ მომზადებული ჰყავდა ათასობით ადამიანი, რომლებიც მხარში ამოუდგებოდნენ გერმანელებს, თუ ისინი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდნენ. აი რა ეჭვები ჩნდებოდა ჩეჩენ-ინგუშეთის მშვიდობიან მოსახლეობაში: “საბჭოთა ხელისუფლება ამას არ გვაპატიებს: ჯარში ჩვენ არ მივდივართ და არ ვეხმარებით სახელმწიფოს, კოლმეურნეობებში არ ვმუშაობთ, ფრონტს არ ვეხმარებით, გადასახადებს არ ვიხდით, ყველგან ყაჩაღობა და კაცის კვლაა გაჩაღებული. ყარაჩაელები სწორედ ამისთვის გაასახლეს, ამისთვის გაგვასახლებენ ჩვენც”.

პრეზიდენტო, თუ უარყოფთ ჩემს ჩამონათვალს ან რაღაცის შესწორებას მოისურვებთ, უფრო ვრცელ მასალას მოგაწვდით, მაგრამ ახლა მივუბრუნდები მთავარს _ სტალინის დაწყევლას.

ომი, რომლის გადატანაც ჩვენს ხალხს მოუწია, იოსებ სტალინის ბრძანებით განხორციელებულ რეპრესიებთან ახლოსაც ვერ მივა. წყეული იყოს ის, უკუნითი უკუნისამდე, რადგან ჩეჩენი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ცოდვა ადევს. იმხანად გადასახლებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა”.

პრეზიდენტო!

* დეპორტაციის პერიოდში, ვაგონებში შეყვანით დაწყებული, ადგილზე ჩასვლით, გაქცევის მცდელობისა და სხვა წინააღმდეგობის გაწევისთვის მოკლეს 50 დეპორტირებული ადამიანი. ავადმყოფობით, ბუნებრივი სიკვდილითა და უბედური შემთხვევით მგზავრობის პერიოდში გარდაიცვალა 1 272 დეპორტირებული, რაც გადასახლებულთა რაოდენობის 0,26%-ს შეადგენს.

* თითოეულ გადასახლებულს მიეცა უფლება, წაეღო 100 კგ-ის ოდენობით მისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები და სანოვაგე, ოჯახზე _ არა უმეტეს ნახევარი ტონისა. რაც შეეხება პროდუქტებს, ხორბალსა და სხვა მარცვლეულს, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს, ახალ საცხოვრებელ ადგილზე მეურნეობის მოსაწყობად ხელისუფლება გადასახლებულს აძლევდა აქტს ორმხრივი ხელმოწერით, რომ ადგილზე ჩასვლისთანავე სახელმწიფო აუნაზღაურებდა ყველა იმ საქონელსა და ფურაჟს, რომლებიც აქტში იყო მითითებული.

* დეპორტირებულებისთვის გამოიცა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილება “პაიოკის” 150 %-ით გაზრდის თაობაზე (პური, ცხიმეული, ზეთი, თევზეული. ყველა იმ პროდუქტზე, რომლებიც საბჭოთა მოქალაქის “პაიოკში” შედიოდა). დადგენილებას სტალინი აწერს ხელს.

* 1949 წლის აღწერით, ჩეჩენი მოსახლეობის რაოდენობა გადასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაწილი გათავისუფლებული იყო გადასახლების ადგილებიდან და თავისუფლად და შეუფერხებლად შეეძლო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, 67 ათასით მეტი აღმოჩნდა. ხოლო სამშობლოში დაბრუნების მომენტში ჩეჩნების რაოდენობა 100 000-ით მეტი იყო, ვიდრე გადასახლების წინ.

ასე რომ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენს წყევლა-კრულვაში ერთი სიტყვაც არ არის მართალი. თქვენ ეკუთვნით იმ ლიბერალურ ფრთას, რომლის ფერი და მიმართულება ჯერჯერობით უკუნით არის მოცული. და სწორედ ასეთ ადამიანებზე ითქმის:

წყეულიც იყვნენ ისინი უკუნითი უკუნისამდე!

* საბჭოთა კავშირში ყველასთვის ერთი კანონი მოქმედებდა და, თუ სამშობლოს ღალატისთვის ნებისმიერ მოქალაქეს სიკვდილით სჯიდნენ, რატომ არ უნდა დასჯილიყო 62 000 ჩეჩენი მოღალატე, რომლებმაც თავი აარიდეს ომს? თუ სტალინი 62 000 ახალგაზრდას სიკვდილით დასჯიდა, სწორედ მაშინ იქნებოდა ჩეჩენი ხალხის გენოციდი, რადგან განადგურდებოდა გენოფონდი, სტალინმა კი 62 000 დეზერტირი, თავიანთ მშობლებსა და ახლობლებთან ერთად, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიყვანა. და იქნებ მართებულადაც ადანაშაულებენ ქართველები სტალინს, როდესაც მან თავის სამშობლოდან ჰიტლერის წინააღმდეგ საბრძოლველად ათას სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მეომარი გაიწვია _ 700 000 და მსხვერპლიც ქართველებმა ათას სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი გაიღეს, სულ 350 ათასი?

ასე რომ, პრეზიდენტო, სიმდიდრის დაგროვებასა და სასახლეების აშენებასთან ერთად, იქნებ ერთ-ორ წიგნსაც გადაავლოთ თვალი, რათა გონს მოხვიდეთ და გაათვითცნობიეროთ, ვინ იყო სტალინი და რა გზა გამოიარა ჩეჩენმა ხალხმა ბოლო 100 წლის განმავლობაში!

* მე ვიცნობდი სოციალიზმისა და ქვეყნის მშენებელ მოძმე ჩეჩენ ხალხს, რომლებიც, ამერიკელებისგან გაბრიყვებული, კვლავ უბრუნდებოდნენ 1940-იანი წლების დაწყევლილ პერიოდს, მაგრამ რუსმა ჯარისკაცმა კვლავ, ძალით თუ ნებით, მშვიდობა დაამყარა.

თქვენ უკუნითი უკუნისამდე დაწყევლეთ სტალინი, მაგრამ არც კი იცით, ვინ იყო ის, რა გააკეთა კაცობრიობისთვის და როგორ აფასებდნენ მის მოღვაწეობას მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, თუმცა საიდან გეცოდინებათ ან სად წაიკითხავდით?!

* აი რა თქვა 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე ერთ-ერთი სხდომის მიმდინარეობის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა: “მე და ჩემი მეუღლე ყოველ დილით სანთელს ვანთებთ და ღმერთს შევთხოვთ სტალინის ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს, მხოლოდ მას შეუძლია გადაარჩინოს კაცობრიობა კატასტროფისაგან”.

ხედავთ განსხვავებას თქვენსა და ჩერჩილის სიტყვებში?

* ამერიკელი მწერალი, მეცნიერი და სოვეტოლოგი ალექს დე ჯონგი დოკუმენტურ მასალებზე შექმნილ თავის 700-გვერდიან წიგნშისტალინიწერს: “ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, აღარ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისაამდენად, სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.

* აი რას წერდა რუსული ენის მასწავლებელი კ. გ. მალაკურბანოვი 1988 წელს:

“სწორედ ისეთი ადამიანები, როგორიც სტალინია, სჭირდება დღევანდელ გარდაქმნას. იგი მკაცრად სჯიდა ყოველგვარი დარღვევისა და დანაშაულისთვის. სწორადაც იქცეოდა. ასეა საჭირო. ახლა ჩვენთან რაღას არ აკეთებენ: უფრო მეტი დანაშაული, მეტი პროსტიტუცია და ნარკომანია! და სრული განუკითხაობა. სტალინის დროს ასე არ ხდებოდა. მიპასუხეთ, გეთაყვა: დაუშვებდა კი სტალინი იმას, რომ 20 წლის ლაწირაკი თვითმფრინავით წითელ მოედანზე დამჯდარიყო? _ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში!”

* ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი წერს:

“სტალინი დემოკრატიული ქვეყნების სხვა ლიდერებზე მეტად იყო მზად, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით”.

* “ისრაელის შექმნაში ხელის შეწყობისთვის სტალინს ვაღმერთებდით. ხომ ამბობენ, ებრაელი ჭკვიანი და ეშმაკიაო და ეს მართლაც ასეა, მაგრამ სტალინი ყველა ჩვენგანზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ისეთი ფინანსურ-პოლიტიკური პარტია გაითამაშა, როგორიც მხოლოდ ზე-გროსმაისტერს ეკადრება”, _ გოლდა მეირი ისრაელის პრემიერმინისტრი 1969-1974 წლებში.

* აი ჰარი ტრუმენის, ამერიკის შეერთებული შტატების 33- პრეზიდენტის, შეფასება:

“სტალინი უდიდესი პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში, ის ასეთად დარჩება კიდევ დიდხანს. ქვეყნიერების დასასრულამდე, ალბათ, ასე იქნება. მისი მთავარი მონაპოვარი, ფაშიზმის დამარცხებასთან ერთად, არის ის, რომ დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული უზარმაზარი ქვეყანა სუპერსახელმწიფოდ აქცია. მასში მცხოვრები 300 მილიონი ადამიანი კი სოციალურად მართლაც თანასწორია და ისეთი განსხვავება არ არის, როგორც ჩვენს ქვეყანაში”.

იოახიმ ფონ რიბენტროპი, ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი:

“ჩვენი მთავარი მტერი საბჭოთა კავშირია, სტალინი კი, როგორც სტრატეგი და სახელმწიფო მოღვაწე, უფრო ნიჭიერია, ვიდრე ჩერჩილი და რუზველტი ერთად”.

ბერნარდ შოუ, ინგლისელი მწერალი:

_ “განსაცვიფრებელია სტალინის გონება და განათლება. ეს არის დიდი ინტელექტის ადამიანი. მე ვეთაყვანები მას. დიდება დიდ სტალინს! სტალინი გიგანტია, დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები _ პიგმეები”.

ბატონო პრეზიდენტო! თვითკრიტიკის მიზნით, ვინმეს ხომ ვერ მიუმატებდით დიდი ინგლისელი მწერლის ჩამონათვალს?

თქვენდამი მოწერილ ღია წერილში ჩემი უსაყვარლესი ჩეჩენი მწერლისა და თქვენი “კარგი მეგობრის”, გერმან სადულაევის, სტალინზე გამონათქვამები უნდა გამოვიყენო. გერმან სადულაევისა, რომელიც ცნობილია, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ სრულიად მსოფლიოში, როგორც უნიჭიერესი პატრიოტი შემოქმედი, და რომელსაც თქვენ “განსაკუთრებით აფასებთ”:

“სტალინი რთული ისტორიული ფიგურაა, რომელიც ნებისმიერ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს შეიძლება გაუტოლდეს. რაც შეეხება ჰიტლერთან მის შედარებას, ეს გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან ჰიტლერი სისხლის სამართლის დამნაშავეა თავისი სახელმწიფო პოლიტიკით. ამდენად, ფაშიზმისა და ჰიტლერის შედარება სტალინთან აშკარა შეუსაბამობაა. სტალინი შეიძლება შევადაროთ ჩერჩილს. ჩერჩილის ქმედება, ბენგალიელი ხალხისთვის შიმშილობის მოწყობა, სრულიად გაუმართლებელია. ინგლისელმა ხალხმა ცოტა რამ თუ იცის ამ ენით აუწერელი სისხლიანი ისტორიის შესახებ, მაგრამ მათ წინაშე მუდამ იდგება სისხლიანი ყმაწვილის, ჩერჩილის, სტატუეტი, ფსიქოპათისა, რომელმაც ყოველგვარი მიზეზისა და მიზნის გარეშე დახოცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი. სტალინმა მეორე მსოფლიო ომში ჩეჩნებზე მიიტანა ეჭვი სამშობლოს ღალატში და გადაასახლა ისინი ყაზახეთში, იმავე პირობებში, როგორშიც ჩეჩნეთში ცხოვრობდნენ. რას იზამდა მის ადგილას ჩერჩილი? _ ჩეჩნებს ადგილზე დახოცავდა. აქედან დავასკვნათ, რომელი რომელს სჯობდა. თუ მეკითხებით, იყო თუ არა სტალინი მკვლელი, გიპასუხებთ, რომ ეს არის ყბედობა და ტყუილი. მას მილიონობით ადამიანი არ დაუხოცავს და, თუ ისტორიკოსები სტალინის მილიონობით მსხვერპლზე წიგნებს წერენ, ეს ყველაფერი სოროსის გამომცემლობის კისერზეა, სწორედ მაგისთვის მაგისი… იმ პერიოდში შეუძლებელი იყო ქვეყნის მართვა მტკიცე ხელის გარეშე. თუ პაციფისტი ხარ, მაშინ უნდა წახვიდე მონასტერში და ილოცო. თუ ხელისუფალი ხარ და უმაღლესი მხედართმთავარი, უნდა დაამყარო წესრიგი და შეინარჩუნო ქვეყნის უსაფრთხოება… ხელისუფალმა არჩევანი უნდა გააკეთოს ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის”.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს დღევანდელ ურთიერთობას უკრაინელებსა და დონბასელებს შორის, მაშინ, როდესაც უკრაინელები იცავენ თავიანთი ქვეყნის ერთიანობის ინტერესებს, მწერალმა ასე უპასუხა:

“მე არ მაინტერესებს მათი პოლიტიკური ფორმულირება. მე ვიცი, რომ უკრაინელები ხოცავენ რუსებს, ესვრიან დონეცკის მშვიდობიან მოსახლეობას. მე არ ვამართლებ არც სტალინურ რეპრესიებს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მოვუწოდებ ყველას, არ შეხედონ ისტორიას ერთმნიშვნელოვნად. როდესაც ვსაუბრობთ სტალინურ რეპრესიებზე, იქვე უნდა წარმოვიდგინოთ ჩერჩილი, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი და მშვიდობიანი მშრომელების დემონსტრაციების ინგლისში ტყვიამფრქვევით. მე არ მწამს დასავლური დემოკრატიისა და სოციალიზმისა. მე არ მინდა ისეთი სოციალიზმი, სადაც მის საყრდენ ძალად წარმოდგენილი იქნება სექსუალური უმცირესობის ყოფითი პირობები, ავანგარდული კულტურა თუ მიგრანტების საკითხის ძირითად თემად განხილვა. ეს არასწორი სოციალიზმია. ჩემთვის ძვირფასია ადამიანი სოციალისტური ღირებულებებით. საბჭოთა საზოგადოებაში ვცხოვრობდით ერთიანი მსოფლმხედველობით, ვიყავით ერთად, გვიყვარდა და ვაფასებდით ერთმანეთს და ეს იყო მთავარი, და არა ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა _ ვინ იყო მოლდაველი, რუსი, ქართველი, უკრაინელი თუ პოლონელი. მე სწორედ ეს მინდა, დაბრუნდეს დღესაც. საბჭოთა კავშირი დაანგრიეს მოღალატეებმა და სამშობლოს გამყიდველებმა, მაგრამ ეს ვერ აფერმკრთალებს მის მიერ მოტანილ კეთილდღეობას. ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვიყავით წარმმართველი ძალა პლანეტაზე. რუსეთის კორუფცირებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ სამთავრობო სავარძლებში სხედან, ბურჟუაზიაა და ერთეულთა ინტერესებს ემსახურებიან. მასობრივი გამოსვლები, რომელთა ლოზუნგია “პუტინ, წადი!” (და ყველაფერი კარგად იქნება), სწორი არ არის… საქმე არ არის პერსონალიებში, საქმეა სისტემა… ყველაზე ახლოს ჩვენთვის, თუმცა არა მთლიანად მისაღები, ჩინეთია. და, თუ რუსეთში ჩინური კანონმორჩილება არ არის, სწორედ ამისთვის იყო საჭირო ის რეპრესიები, რომლებიც ჩატარდა, და რომლებმაც უზრუნველყო კანონის უზენაესობა. მასობრივი რეპრესიები სწრაფად აღადგენს კანონმორჩილებას და სწრაფად შეცვლის ქვეყნის მდგომარეობას უკეთესობისკენ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი და არამოტივირებული რეპრესიების, მაგრამ რეპრესიების აუცილებლობას ვაღიარებ. რაც შეეხება სტალინს, ვამაყობ, რომ ჩემს დიად ქვეყანას მართავდა სტალინი”.

რაც შეეხება დეპორტაციას, ეს ომისა და შავბედობის მძიმე სურათია, რომელიც ერთნაირად მიმდინარეობს დედამიწის ყველა, დიდ თუ პატარა, სახელმწიფოში. კვლავ გახსნა ჭრილობისა, რომელიც უკვე მოშუშებულია, და მისი ხელახლა მკურნალობის დაწყება, სწორად არ მიმაჩნია. და, თუ ეს თქვენთვის საინტერესოა, შემიძლია, დოკუმენტური საარქივო მასალებით წარმოგიდგინოთ სრული სურათი ამ მძიმე წარსულისა, რომელიც არც ჩეჩენ ხალხს წარმოაჩენს დადებით კონტექსტში და არც დეპორტაციის ჩამდენ ქვეყანასა თუ ხელისუფალს, თუ იგი სადმე და ოდესმე მომხდარა. ამ მძიმე მოგონებების დროდადრო გააქტიურებას მოჰყვება ის მძიმე შედეგები, რომლებიც ჩეჩნებმა და ქართველებმა არცთუ დიდი ხნის წინათ კვლავ იწვნიეს. ეს დაკვეთა იყო გარეშე მტრებისა, რომლებმაც განახორციელეს ერთ მუშტად და ერთ ოჯახად შეკრული უზარმაზარი ქვეყნის დაშლა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მისი განადგურება.

დასასრულ, მინდა, შეგახსენოთ დიდი დაღესტნელი პოეტის, რასულ გამზათოვის, სიტყვები: “თუ წარსულს შურდულით დაუწყებთ კენჭების სროლას, მომავალი, იცოდეთ, ზარბაზნებს დაგიშენთ!”

გრიგოლ ონიანი,  თავმჯდომარე  

საერთაშორისო საზოგადოებისასტალინი

გააზიარეთ

12 COMMENTS

  1. გმადლობთ გრიგოლ რომ იცავთ სტალინის სახელთან ერთად ქართულთა და ჩეჩენთა ძმობას.

  2. კარგი ნაშრომია,მაგრამ ვშიშობ,რომ რამზან კადიროვსა და მისნაირებს მხოლოდ პუტინის ენა ესმით.

  3. უღრმესი მადლობა! დიდხანს იცოცხლეთ!
    სტალინის ეროვნების ართმევის ქართველებისთვის ჩანაფიქრი არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ სტალინის მშობელი ერი განწირული ჰყავთ ამოსაფესვად. ხოლო თვით სტალინის როლის დამცრობა მეორე მსოფლიო ომში ნიშნავს საბჭოთა კავშირისთვის _ რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მთავარი ძალის როლის ართმევას და გერმანიასთან ომში დაღუპული 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლის შეურაცხყოფას, რასაც აშკარად ვხედავთ ბოლო დროის ამერიკულ ფილმებში მეორე მსოფლიო ომზე _ წერილებს, წიგნებსა და სატელევიზიო ლექციებს რომ ყურადღება არ მივაქციოთ.
    პატივისცემით ცირა ნიკოლაიშვილი; ისტორიკოსი, ჟურნალისტი; “ძველი თაობა”…

  4. დიდი მადლობა ასეთი წერილის დაწერისტვის კადიროვი უწიგნურობას ამჟრავნებს კარგია.რომ დეტალებსი აუხსენით

  5. ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ჩემს აზრს დიდი სტალინის შესახებ ! დიახ ის იყო გენიოსი და მას მსოფლიო ლიდერებიც აღიარებენ, ჩვენი ხალხის უწიგნურ ნაწილს კი ისე მოსდის, როგორც ანდაზაშია ნათქვამი : “. : შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს”-ო .

  6. დიდება დიდ ს ტ ა ლ ი ნ ს კაცობრიობის პირველ ბ ე ლ ა დ ს.

  7. სტალინის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მან გადაარჩინა კაცობრუობა ფაშიზმისაგან!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here