მთავარი პოლიტიკა ქართული კანონის ანალოგის შექმნა იქნებ შეფარული მინიშნებაა, რომ რუსეთი მზად არის სათანამშრომლოდ,...

ქართული კანონის ანალოგის შექმნა იქნებ შეფარული მინიშნებაა, რომ რუსეთი მზად არის სათანამშრომლოდ, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროების დონეზე

631
გააზიარეთ
დროშები

ყველამ იცის, რომ რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ისინი მუშაობენ და იქიდან არჩენენ დაახლოებით ამდენივე ჩვენს თანამოქალაქეს საქართველოში, თუმცა რუსეთში საქართველოდან მხოლოდ ის ადამიანები არ წასულან, რომლებსაც ლუკმაპურის შოვნა პატიოსანი შრომით სურდათ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი გახდა ერთერთი სასურველი ქვეყანა .. კანონიერი ქურდებისთვის. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წინა ხელისუფლებამ ახალი მუხლი შეიტანა დაკანონიერი ქურდობაისჯება, საქართველოდან გაქცეული კრიმინალების უმრავლესობამ სწორედ რუსეთში დაიდო ბინა. არც ისაა დასამალი, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა რუსეთი წალეკა და ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის უმთავრეს გამოწვევად სწორედ ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლა იქცა.

“ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის წლად 2018 წელი გამოცხადდა. პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანება იყო, რომ 2019 წელს ქვეყანაში არც ერთი კანონიერი ქურდი აღარ ყოფილიყო. სამართალდამცავებმა იმუშავეს, დაიჭირეს ისეთი ლიდერიც კი, როგორიც შაქრო კალაშოვია, მაგრამ ამით საქმეს არ ეშველა. არათუ ყველა რეგიონში, ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში რამდენიმე კანონიერი ქურდია, რომლებიც ორგანიზებულ ჯგუფებს ხელმძღვანელობენ, თვითონ არსად ჩანან და, შესაბამისად, მათთვის ბრალის წარდგენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოიფიქრა პუტინმა ის, რაც მოიფიქრა”, _ ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსეთის სათათბიროში გააკეთა.

სიმართლე რომ ითქვას, რუსეთის პირველ პირს ახალი არაფერი მოუფიქრებია. მან, პრაქტიკულად, იმ კანონის ანალოგი მიიღო, რომელიც საქართველოშია, მაგრამ საინტერესო შესწორებებით. ახალი კანონი, რომელიც პირადად რუსეთის პრეზიდენტმა წარადგინა და ქვეყნის პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა კიდეც, ითვალისწინებს არა მხოლოდკანონიერი ქურდებისდაკავებას, არამედ კრიმინალური ავტორიტეტების ციხეში ჩასმასაც. ამასთანავე, ამავე კანონში მკაფიოდ წერია, რომ მოსამართლეს არ აქვს უფლება, “კანონიერ ქურდსშეუფარდოს პირობითი მსჯავრი ან ჯარიმა, დაკავებული აუცილებლად ციხეში უნდა ჩასვას, სულ ცოტა, რვა წლით (მაქსიმუმი 15 წელია) და პლუს ამას, აუცილებლად უნდა დააჯარიმოს, სულ ცოტა, ხუთი მილიონი რუბლით (დაახლოებით 200 ათასი ლარი).

კანონს მხარი დაუჭირეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. “პრეზიდენტმა კორუფცია გამორიცხა, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, პოლიციას მოენახა ის სამი ადამიანი, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებაზე იტყოდნენ, რომ ის “კანონიერი ქურდი” ან კრიმინალური ავტორიტეტია. ასე სამართალდამცველები ნებისმიერს მიადგებოდნენ და ფულს გააკეთებდნენ, მაგრამ, კანონის მიხედვით, საკმარისია, ბრალდებულმა ტელეკამერების წინ განაცხადოს, რომ ის არ არის “კანონიერი ქურდი”, ავტომატურად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. შედეგად, ამას ვერავის დააბრალებენ, ხოლო, თუ ქურდი პასუხისმგებლობისგან თავის აცილების მიზნით განაცხადებს, რომ ქურდი არ არის, ე.წ. შავი სამყაროს კანონებით, მას ქურდობაზე პრეტენზია ვეღარ ექნება”, _ დააკონკრეტა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

სხვათა შორის, ანალოგიური მუხლი არის იტალიაშიც, თუმცა იქ მაფიის წევრობა ისჯება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოში როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს: რუსეთი ჩვენგან კანონებსა და რეფორმებს იპარავსო _ რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი წაბაძვით ჯერ მილიციას გადაარქვა სახელი და პოლიცია უწოდა, ახლა კი ეს კანონი გადაუწერია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, წინა ხელისუფლებას ორი რამის გამო უკრავდა მოსახლეობა ტაშს: პირველი იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც თავდაპირველი ფორმით ძალიან კარგ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა; და მეორე _ “კანონიერი ქურდების” მიმართ კანონის გამკაცრებას ყველა მიესალმა, თუმცა შემდგომ ესეც იარაღად იქცა სააკაშვილის ხელისუფლების ხელში, რადგან ნებისმიერ ადამიანს იჭერდნენ, აღარ წვალობდნენ ნარკოტიკისა თუ იარაღის ჩადებაზე და ბრალად პირდაპირ “შავი სამყაროს” წევრობას უყენებდნენ ხოლმე. მაგალითად, წინა ხელისუფლების პირობებში სასჯელს იხდიდა პატიმარი, რომელსაც სიმამრი ჰყავდა ქურდი. სიმამრმა ევროპიდან დარეკა, სიძემ უპასუხა და სიძე მაშინვე “შავ სამყაროსთან” ურთიერთობაში დაადანაშაულეს და 7 წელი მიუსაჯეს. აი, ის შესწორება რომ ყოფილიყო ჩვენს კანონში, რომელიც ტელეკამერის წინ “კანონიერი ქურდობის” უარყოფის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა ადამიანს, ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში არ მოხვდებოდა.

რაც შეეხება პოლიციას, არავინ მალავდა, რომ რუსული მილიცია კორუფციის ბუდე იყო და პუტინმა მასაც მიხედა. თუ პირველი პირი თავის ქვეყანაზე ზრუნავს, თუ ცდილობს, რომ მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს, თუ ცდილობს, კორუფცია აღმოფხვრას და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს, თურმე უნდა გავაქილიკოთ, აქაოდა, კანონი ჩვენგან გადაიწერა და თვითონ ვერ მოიფიქრაო. არადა, რუსეთის მიერ ქართული კანონის ანალოგის შექმნა იქნებ შეფარული მინიშნებაა, რომ ეს ქვეყანა მზად არის სათანამშრომლოდ, გამოცდილების გასაზიარებლად, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროების დონეზე. აკი არაერთხელ უთქვამთ ქართველ ძალოვნებს: რუსეთში მყოფ ქართველ ძებნილებს იმიტომ ვერ ვაკავებთ, რომ რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვსო. ასე კიდევ რა გამოდის _ აქაური დამნაშავეები რუსეთში სწორედ იმ იმედით გარბიან, რომ ქვეყნებს ურთიერთობა არ აქვთ და დაკავება-ექსტრადიციას ვერ განახორციელებენ, ხოლო რუსეთში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იქაური მოქალაქეები აქეთ მოდიან და მიზეზი იგივე აქვთ. შედეგად, საშიში დამნაშავეები როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს. მაგრამ ვის აინტერესებს მშვიდობიანი მოსახლეობა?! მთავარი ხომ ის არის, საერთაშორისო დონეზე ვამტკიცოთ, რუსეთთან არც ერთი მიმართულებით არ ვთანამრომლობთო.

როგორ გინდათ, დაგვაჯეროთ, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობს კანონი, რომელიც ქართულ ანალოგზე უკეთესი და მისაღებია. თუნდაც გაურკვეველი წარმომავლობის სექტების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა რამდენს ნიშნავს ან ლგბტ თემის პროპაგანდა რომ არის აკრძალული, ცოტაა?! გამოჩნდებიან ახლა ლიბერალები და იტყვიან, რომ ადამიანთა უფლებებს ვარღვევთ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ არავინ არაფერს არ არღვევს! ლგბტ თემის წარმომადგენლებს რუსეთში შეუძლიათ შეიკრიბონ სახლში, სარდაფში, სახლის სახურავზე… მაგრამ არ უნდა დაიწყონ ამ ყველაფრის აგიტაცია-პროპაგანდა; საჯაროდ არ უნდა უმტკიცონ ყველას, რომ გეი კარგია, რომ ლესბოსელი, ბისექსუალი კარგია. არიან? იყვნენ თავისთვის და არ იყვირონ, მოგვბაძეთო. ეს არ არის ადამიანების უფლებების შეზღუდვა, ეს პროპაგანდის აკრძალვაა და, ჩვენთან ასეთი ჩანაწერი რომ გაჩნდეს, მოსახლეობის 99 პროცენტი დაეთანხმება. თუმცა არა, ეს ჩანაწერი რომ გაჩნდეს, მაშინ ხომ ევროპასა და ამერიკას ვაწყენინებთ, მაშინ ხომ ათეულობით არასამთავრობო, რომლებიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს, გრანტის გარეშე დარჩებაარადა, ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გაილაშქრა გეების წინააღმდეგ და ხმამაღლა განაცხადა: ვერასოდეს გავუგებ იმ კაცს, რომელიც ამდენი ლამაზი ქალის გარემოცვაში სხვა კაცზე ფიქრობსო. ჰო, დონალდ ტრამპმა თქვა ეს. ჩვენ რომ ეს ვთქვათ, ამერიკული ინსტიტუტები, უბრალოდ, ჩაგვქოლავენ, საჯაროდ გაგვაკრიტიკებენ და ხელისუფლებაც დუმს… ჩვენ მხოლოდ ორი კანონი ვთქვით, რომელთა გადმოღებაც რუსეთისგან შეიძლება, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არავინ გაგვაქილიკებს, არც არავინ გვეტყვის: რუსეთს რატომ მიბაძეთო. ისინი არ უყურებენ, რომელი სახელმწიფოს მიერ არის მიღებული კანონი, თუ ხვდებიან, რომ ეს მათ ქვეყანას წაადგება, უპრობლემოდ მიაქვთ და ამას გლეხურ ენაზე ქვეყანაზე ზრუნვა ჰქვია. კიდევ ვიმეორებ: ქილიკისა და დაცინვის ნაცვლად, ეგებ იმაზე ვიფიქროთ, რომ ეს თანამშრომლობისკენ გადადგმული შეფარული ნაბიჯია და იქნებ ორმა სახელმწიფომ კრიმინალის მიმართულებით მაინც დაიწყოს თანამშრომლობა. შემდეგ ეგებ ისიც გამოჩნდეს, რომ სხვა სფეროშიც შესაძლებელია თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება…

ცნობისთვის: კრიმინალური ავტორიტეტების საწინაარმდეგო კანონის მიღების შემდეგ უკრაინაში 14 “კანონიერი ქურდიდააკავეს, რომლებიც რუსეთიდან არალეგალურად შევიდნენ. ოთხი ქურდი დააკავეს ბელარუსში, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციიდან ქურდები გარბიან. ძალიან დიდი ალბათობით, ისეთ კანონს, როგორიც რუსეთმა მიიღო, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა აამოქმედებს და ამით საკუთარ მოსახლეობას კრიმინალის მატებისგან დააზღვევს. და ეს არ იქნება ვინმესთვის კანონის მოპარვა _ ეს იქნება საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და, სანამ ამ ორს შორის განსხვავებას ვერ ვიპოვით, მანმადე, ალბათ, არც არაფერი გვეშველება.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here