მთავარი საქართველო ქართველი “ბოევიკები” შველას იხვეწებიან

ქართველი “ბოევიკები” შველას იხვეწებიან

3030
გააზიარეთ
ქართველი “ბოევიკები” შველას იხვეწებიან

ქართული ლეგიონის უფროს მამუკა მამულაშვილის მოკვლას შეეცადნენ ადგილობრივი ხელისუფლების ერთი წარმომადგენლისა და ბიზნესმენის დაკვეთით.

ამის თაობაზე მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, _ იუწყება “პოლიტნავიგატორის” კორესპონდენტი.

“ახლახან თავს დაგვესხნენ მე, ჩემს მოადგილესა და ჩვენი ლეგიონის რამდენიმე მებრძოლს.

ეს მოხდა ქალაქ ობუხოვში. დამკვეთი იყო ლარისა ოლიენკო, რომელიც დღეს ობუხოვის რაიონული საბჭოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, დავიჭერით მე და ჩემი მოადგილე.

ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, შევიტანეთ განცხადება, რომელზეც დღემდე რეაქცია არავის მოუხდენია”, _ დაიჩივლა მამულაშვილმა. მისი განცხადებით, თავდასხმაში ბიზნესმენ ვადიმ სტოლიარის ხელიც ურევია.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ იგი და მისი მოადგილე იბრძოდნენ დონბასში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, ამიტომ საოცარია, რომ უკრაინის პოლიცია არ რეაგირებს მის განცხადებაზე.

“ეს სამართალდამცველთა პრობლემა არ არის, ეს საზოგადოების პრობლემაა. ასეთია სურათი, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ”, _ დაასკვნა მამუკა მამულაშვილმა. მან უკრაინის საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.

“მსურს, თითოეულმა უკრაინელმა გაითავისოს, რომ ჩვენ გვებრძვის სერიოზული ძალა, ადამიანები, რომლებიც უშიშროების ფედერალური ბიუროსთვის მუშაობენ. ისინი უსაზღვრო რაოდენობის ფინანსებს ფლობენ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში გამოსაყენებლად.

ეს ადამიანები თავს წირავდნენ, არაერთი თანამებრძოლი დაკარგეს უკრაინაში. ვფიქრობ, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მოხალისეთა დასახმარებლად”, _ შეჰღაღადა ქართველმა.

გააზიარეთ

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ასდ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here