Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი დანიელ დარიო გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი დანიელ დარიო გარდაიცვალა

1216

101 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი დანიელ დარიო გარდაიცვალა. თავისი პირველი როლი მან 14 წლის ასაკში მუსიკალურ ფილმ “წვეულებაში” შეასრულა (1931).

თუმცა მისივე აღიარებით, მასში რეალური ნიჭი, მისმა პირველმა ქმარმა – მწერალმა და რეჟსორმა ანრი დეკუენამ აღმოაჩინა. სწორედ მისი წყალობით დაიწყო მსახიობმა სერიოზული როლების შესრულება, ხოლო ფილმ “მაიერლინგის” შემდეგ (1936) ის შეამჩნიეს და ჰოლივუდში მიიწვიეს.

80 წლიანი კარიერის მანძილზე დარიომ 150-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, ის სამჯერ დასახელდა ფრანგული კინოს საუკეთესო მსახიობად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here