Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე პოპულარული წიგნები

ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე პოპულარული წიგნები

2801
“დროის მანქანა”, ჰერბერტ უელსი

1866 წლის 21 სექტემბერს დაიბადა ინგლისელი მწერალიფანტასტი ჰერბერტ ჯორჯ უელსი. მისმა ნაწარმოებებმა, როგორიც არისდროის მანქანა”, “სამყაროთა ომებიდაუჩინარი ადამიანი”, შეცვალა მსოფლიო და თვალსაზრისი ფანტასტიკაზე. გთავაზობთ ჩამონათვალს ნაწარმოებებისა, რომლებმაც პოპულარობა მოიხვეჭა და რომელთა მიხედვით ფილმებიც გადაიღეს.

დროის მანქანა”, ჰერბერტ უელსი

ჰერბერტ უელსს ფანტასტიკის მამად მიიჩნევენ, სწორედ მან დაამკვიდრა ტერმინი “დროის მანქანა”. რომანის მიხედვით, 802701 წელს მსოფლიოში ნამდვილი ანტიუტოპიაა _ სამეცნიერო ტექნოლოგიებმა და ადამიანის სოციალურმა არასრულყოფილებამ საზოგადოების დეგრადაცია გამოიწვია. ყველა არსება დაყოფლია ორ სახეობად _ მორლოკებად და ელოებად. მთავარი გმირი _ მოგზაური _ ყვება, რა წინაღობების გადალახვა მოუწია, დროში “უკან” რომ დაბრუნებულიყო. წარსულსა და მომავალში მოგზაურობის შესახებ რომანის გარდა ჰერბერტ უელსმა ფანტასტიკური ისტორიებით მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა. მის ნაწარმოებებს შორის არის პოპულარული “უჩინარი ადამიანი” და “სამყაროთა ომები”, რომელშიც კაცობრიობა უცხოპლანეტელთა თავდასხმას იგერიებს.

“მარსელი”, ენდი ვეიერი

მარსელი”, ენდი ვეიერი

ენდი ვეიერს ფანტასტიკის ჟანრში დებიუტმა მსოფლიო აღიარება მოუტანა. ისტორია მარკ უოტნისა, რომელიც შემთხვევით დარჩა მარსზე და იძულებული შეიქნა, არსებობისთვის ებრძოლა, 2014 წლის მოვლენა იყო ფანტასტიკის ჟანრში და, საერთოდ, ლიტერატურაში. გმირს თავისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება უწევს “ადამიანური შეცდომით” დაზიანებული ტექნიკისგან თავის გადასარჩენად.

“მარსელი”, ენდი ვეიერი

“მარსელი” ბესტსელერად იქცა 2015 წელს. ის 5 ენაზე გადათარგმნეს და რამდენიმეჯერ გამოსცეს. რომანმა ენდი ვეიერს პრემია “სეიუნი” და 2014 წლის “საუკეთესო ავტორის” ტიტული მოუტანა. 2015 წლის 11 სექტემბერს რეჟისორმა რიდლი სკოტმა მსოფლიოს აჩუქა “მარსელის” ეკრანიზაცია. ფილმში მთავარი როლი მეტ დეიმონმა შეასრულა. ფილმი 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.

“1984” ჯორჯ ორუელი

“1984” ჯორჯ ორუელი

ბრიტანელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ბევრი წიგნი დაწერა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, არის “1984”. მისი სხვა ნაწარმოებები დოკუმენტური, პოლიტიკური ან სატირული ხასიათისაა. “1984” ითვლება ანტიუტოპიის ნიმუშად. წიგნში აღწერილია ბნელი ქალაქი, რომელშიც ყველას და ყველაფერს უთვალთვალებს დიდი ძმა, ხოლო აზრების პოლიცია ავლენს რეჟიმისთვის მიუღებლებს. ეს ნაწარმოები იდეალურად ჩაეწერა თავისი დროის რეალიებში და ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილი სამყარო დღესაც აქტუალურია _ თავისუფლებისა და სიყვარულისთვის სიცოცხლის გარისკვა ხომ ყოველთვის გმირობად ითვლებოდა?!

“დაპირისპირება”, სტივენ კინგი

დაპირისპირება”, სტივენ კინგი

სტივენ კინგის პოსტაპოკალიფსური რომანი, რომელიც საშინელებებსა და ფანტასტიკის ელემენტებს შეიცავს, 1978 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს. რომანში მოთხრობილია სუპერგრიპის პანდემიაზე, რომელმაც თითქმის გაანადგურა კაცობრიობა; გადარჩენილები კი ჯგუფებად ერთიანდებიან, რათა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კეთილისა და ბოროტის ბრძოლა და კაცობრიობის მუდმივი პრობლემები _ ეს ყველაფერი შესანიშნავი მანერით არის აღწერილი კინგის “დაპირისპირებაში”, რომელიც დღეს კინგის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. 1980 წლიდან წიგნის 4,5 მლნ ეგზემპლარი დაიბეჭდა.

“451ო ფარენჰაიტით”, რეი ბრედბერი

“451 ფარენჰაიტით”, რეი ბრედბერი

ამერიკელმა მწერალმა რეი ბრედბერიმ 800-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოები შექმნა და მისი ბევრი ისტორია საფუძვლად დაედო ფილმებსა და თეატრალურ წარმოდგენებს. ბრედბერის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ანტიუტოპია “451ო ფარენჰაიტით” და “მარსის ქრონიკები”. რეი ბრედბერი ფანტასტიკის ჟანრის კლასიკოსად ითვლება. 1953 წელს გამოცემული რომან- ანტიუტოპიაში მოთხრობილია მომავლის საზოგადოებაზე, რომელშიც წიგნი აკრძალულია. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამით მწერალი მიგვანიშნებს სახელმწფო ცენზურაზე და სწორედ ამიტომ რომანის აქტუალურობა დღესაც ძალიან დიდია.

“კოსმოსური ოდისეა 2001”, არტურ კლარკი

კოსმოსური ოდისეა 2001”, არტურ კლარკი

ინგლისელმა არტურ კლარკმა დაწერა 22 რომანი, რომანების 3 ციკლი და უამრავი მოთხრობა. რომანების ყველაზე წარმატებული ციკლია “კოსმოსური ოდისეა 2001”, რომელმაც ავტორს პოპულარობა მოუხვეჭა. ეს რომანი 1968 წელს გამოვიდა. წიგნს საფუძვლად დაედო ფილმი, რაც იშვიათობაა. სცენარმა, რომელზეც სტენლი კუბრიკი კლარკთან ერთად მუშაობდა, კლარკს თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული სიუჟეტის შექმნისკენ უბიძგა.

“პიკნიკი გზის პირას”, ბორის და არკადი სტრუგაცკები

პიკნიკი გზის პირას”, ბორის და არკადი სტრუგაცკები

ძმები სტრუგაცკების ნაწარმოებები მსოფლიო კლასიკად არის აღიარებული. თითოეული სიუჟეტი სიღრმითა და ფილოსოფიურობით გამოირჩევა, ძმების თითოეული წიგნი კი მოვლენად იქცეოდა ხოლმე მსოფლიოს ლიტერატურაში.

“პიკნიკი გზის პირას”, ბორის და არკადი სტრუგაცკები

1972 წელს დაწერილი მოთხრობა “პიკნიკი გზის პირას” 22 ქვეყანაში გამოიცა. ამ მოთხრობის საფუძველზე გადაიღო ანდრეი ტარკოვსკიმ ფილმი “სტალკერი”. სტალკერი _ ეს არის ახალი ნიჰილისტი, რომელიც არად აგდებს აკრძალვებს და ფულს გამოიმუშავებს ინდუსტრიულ ტერორზე _ აწყობს “ექსკურსიებს” ქალაქ-მოჩვენებებში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here