მთავარი დაიჯესტი ფანტაზიები ნატოს გაფართოებაზე

ფანტაზიები ნატოს გაფართოებაზე

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ნატოში ინტეგრაციისთვის და რა თანხა დაჯდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება

110
გააზიარეთ

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკულმა ცენტრმა (CSIS) 8 სექტემბერს გამოაქვეყნა მოხსენება ნატოს გაფართოებაზე. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია 5 ქვეყანაზე _ საქართველოზე, უკრაინაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, შვედეთსა და ფინეთზე.

“ამ ქვეყნებიდან სამი _ საქართველო, უკრაინა და ბოსნია და ჰერცეგოვინა _ აქტიურად ცდილობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას. შვედეთი და ფინეთი არ მიისწრაფვიან წევრობისკენ და კვლავ ემხრობიან არაინტეგრაციას”. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურვილი, გახდეს ნატოს წევრი, საკამათო საკითხია; როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში სერბეთის რესპუბლიკის ყოფნით (ის ნატოში შესვლის წინააღმდეგია), აგრეთვე, ბოსნია და ჰერცეგოვინის, როგორც შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე წარმონაქმნის, სპეციფიკური სტატუსის გამო.

მოხსენების ავტორები მიუთითებენ: “ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის ნატოს შესაძლებლობები შეზღუდულია. რუსეთთან შედარებით, ნატოს არაწევრი ქვეყნების დანახარჯები და ძალები გაცილებით მეტია, მაგრამ ნატო მცირე შესაძლებლობების ძალების განლაგების პრობლემას განიცდის. ალიანსს, რომელმაც ცივი ომის პერიოდში 40 დივიზია (დაახლოებით 360 საბრძოლო ბატალიონი) განალაგა ჩრდილოეთ ევროპაში, ახლა დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა ბალტიისპირეთში 4 ბატალიონის შესაყვანად.

შვედეთში მიიჩნევენ, რომ ნატოს აქვს ნაკლოვანებები: აშშის გენერალურ სტრატეგიაზე დამოკიდებულება; მოვალეობების დუბლირება ნატოს სარდლობას, სამხედრო ქვედანაყოფების წარმომდგენ ქვეყნებსა და მიმღებ ქვეყნებს შორის; ალიანსის აღმოსავლეთევროპელი წევრი ქვეყნების შედარებითი სისუსტე; ევროპაში ინფრასტრუქტურის არარსებობა.

მოხსენების ავტორები მიუთითებენ შენელებული ტემპით გადაწყვეტილების მიღებაზე. აშკარაა, რომ ალიანსის გაფართოება გააღრმავებს ამ მდგომარეობას. ალიანსის შიგნით სირთულეები იქმნებოდა კონფლიქტის პერიოდში სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის არჩევისას.

“ნატოს თავდაცვითი კონცეფციის განხილვისას დამგეგმავები აწყდებოდნენ არჩევანის სირთულეებს: მხარი დაეჭირათ წინა ხაზის თავდაცვისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა ტერიტორიის შენარჩუნებას თუ დაეწყოთ მობილური თავდაცვა, რომლის მიუხედავადაც თავდაპირველად ტოვებ ტერიტორიას და თანამიმდევრულად გადადიხარ კონტრშეტევაზე”.

2016 წლიდან ნატო ყოველწლიურად ატარებს ერთობლივ სწავლებას ქართველ სამხედროებთან და აქვს ოფისი საქართველოში. საქართველო წარმატებით რომ დაუპირისპირდეს რუსეთის სამხედრო ოპერაციას, თვით ნატოს მონაწილეობითაც კი, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირობის შესრულება: მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გადასროლა და თურქეთის თუნდაც პასიური მონაწილეობა კონფლიქტში, თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის განლაგების შემდეგ მათი გადაადგილებით საქართველოს ტერიტორიაზე ხმელეთსა და ჰაერში. ჯარების ბაზებში განლაგებისთვის ინფრასტრუქტურის შესქმნელად და სამხედრო კონტინგენტის როტაციისთვის, აგრეთვე, წვრთნების ჩასატარებლად წელიწადში 7 მლრდ დოლარია საჭირო. ამ თანხის ნახევრის გადახდა აშშ დააწვება მხრებზე, მეორე ნახევარი _ ალიანსის ევროპელ წევრებს.

უკრაინა უფრო რთული შემთხვევაა. ავტორები ფანტაზიას მიმართავენ “რუსულ აგრესიაზე” და აღწერენ სცენარს, რომლის მიხედვით რუსი სამხედროები დაიკავებენ უკრაინის ნაწილს და ალყაში მოაქცევენ უკრაინის ჯარს, რომელიც შეეცდება ხარკოვისა და სხვა ქალაქების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით ნატოს შეუძლია, დაარტყას რუსულ სამხედრო შენაერთებს, მათ შეჩერებას ვერ მოახერხებს. კონტრშეტევისთვის სათანადო პირობების შექმნას ნატო მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეძლებს, მაგრამ საპასუხოდ რუსეთი, ვარაუდობენ მოხსენების ავტორები, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებას მის ტერიტორიაზე ნატოს 3 ბრიგადის მუდმივად განლაგება დასჭირდება, აგრეთვე, შეიარაღების შესყიდვა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ერთი ბრიგადის დისლოკაცია, აშშის ინსტრუქტორები და მეთაურები (250კაცი), აშშის 2 და ნატოს ერთი საჰაეროსამხედრო ძალების ესკადრილია. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა 27 მლრდ დოლარი.

მოხსენების ავტორებს გათვალისწინებული აქვთ დონბასის ფაქტორიც. ნავარაუდევია, რომ აჯანყების ჩახშობას დიდი ძალისხმევა და ფინანსები დასჭირდება. “მშვიდობის მხარდასაჭერად” აუცილებელი იქნება 98 მლრდ დოლარის გამოყოფა 5 წლის განმავლობაში, შემდეგ კიდევ 130 მლრდ ერაყისა და ავღანეთის გამოცდილების გათვალისწინებით.

ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ძირითადი პრობლემა სერბი მოსახლეობა და თვით სერბეთის პოზიციაა. დაპირისპირებას, სავარაუდოდ, დასჭირდება 24,6 მლრდ დოლარი. ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაწილში ნათქვამია, რომ იქ წესრიგის დასამყარებლად აუცილებელი იქნება ჯარების შეყვანა.

შვედეთი. აქ მოხსენების ავტორები თავიანთ წარმოსახვას გასაქანს აძლევენ. “ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის შეჭრისას, შვედეთი აუცილებლად იქნება ჩათრეული. რადგან ფინეთი ბუფერის როლს ასრულებს რუსეთთან, ხმელეთიდან თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა. შვედეთი სამი თავდაცვითი ამოცანის გადაჭრის წინაშე დადგება: რუსეთის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების დაცვა, თავისი ტერიტორიის დაცვა რუსეთის შეჭრისგან და კუნძულ გოტლანდისა და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვა, რათა ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ მათი გამოყენება სამხედრო ქვედანაყოფების შესაყვანად ბალტიის ქვეყნებში”.

ამისათვის საჭიროა, თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების განლაგება გოტლანდისა და შვედეთის სხვა პოზიციების დასაცავად. ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს 3,2 მლრდ დაუჯდება, ნატოს კი მოუწევს კიდევ 6,4 მლრდის დამატება.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, სუფთა სამხედრო ამოცანების გარდა, შვედეთი სამხედროპოლიტიკურ პრობლემებსაც აწყდება ნატოში ინტეგრაციის გზაზე: ნატოს წევრობა არა მხოლოდ შვედეთის ტერიტორიის დაცვისა და საგარეო აგრესიისგან დაცვის გარანტიაა, ის, აგრეთვე, “მოითხოვს, რომ შვედეთი მონაწილეობდეს სხვა ქვეყნების კონფლიქტებში, რაც ამ ქვეყანას არ გაუკეთებია XVIII საუკუნის შემდეგ”.

“რაც შეეხება ფინეთს, მოხსენების ავტორები ვარაუდობენ, რომ ფინელები დაინტერესებულნი არ არიან, თავიანთ ტერიტორიაზე მიიწვიონ უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტები, რათა ამით რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს.

რუსეთფინეთის კონფლიქტზე საუბრისას მოხსენების ავტორები ავითარებენ რუსეთის მიერ ალანდის კუნძულების ოკუპაციას. ფინეთი იძულებული იქნება, რომ აგრესიას უპასუხოს, მაგრამ ფინეთს არ აქვს არც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და არც შესაბამისი სამხედრო ავიაცია რუსეთთან დასაპირისპირებლად. ნატოს ფინეთის დახმარება 5,3 მლრდ დოლარი დაუჯდება.

აღასანიშნავია, რომ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრის მოხსენებაში აშკარად ჩანს განზრახვა, რუსეთი წარმოაჩინონ ევროპული ქვეყნების საფრთხედ და შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნებს, ნატოსთან დაახლოების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

vpoanalytics.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here