მთავარი დაიჯესტი უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაცია ათონის მონასტრებში არ შეუშვეს

უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაცია ათონის მონასტრებში არ შეუშვეს

169
გააზიარეთ
უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაცია ათონის მონასტრებში არ შეუშვეს

უკრაინისახალი ეკლესიისწარმომადგენლები ათონის მთის რამდენიმე მონასტერში მღვდელმსახურებაზე არ დაუშვეს, _ იუწყება strana.ua.

“ახალი ეკლესიის” დელეგაცია ათონს 21-23 ივნისს ეწვია ქსენოფონტის, პანკტოკრატორის, ივერონის, ფილოფეის, ესფიგმენისა და კარაკალის მონასტრების მოსანახულებლად. მიიჩნეოდა, რომ ამ მონასტრების წინამძღოლები, ფილოფეისა და კარაკალის გარდა, პატრიარქ ბართოლომეოსის მიმართ ლოიალურად  იყვნენ განწყობილნი. უკრაინის “ახალი ეკლესიის” წარმომადგენლები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილნი, სხვებთან ერთად შევიდნენ ფილოფეისა და კარაკალის მონასტრებში, მაგრამ ათონელმა ბერებმა შენიშნეს და, როცა შეიტყვეს, რომ ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ, აიძულეს, მონასტრების ტერიტორია დაეტოვებინათ.

უკრაინისახალი ეკლესია

უკრაინის ახალი ეკლესია 2018 წლის დეკემბერში დაარსდა. მისი ხელმძღვანელია ეპიფანე დუმენკო. ამა წლის იანვარში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის “რასკოლნიკურ” ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მართლმადიდებლობა არ აღიარებს “ახალ ეკლესიას”. კიევისა და გალიციის მიტროპოლიტმა ფილარეტმა კი ერთი თვის წინათ განაცხადა, რომ “ახალ ეკლესიაში” განხეთქილებაა და ეპიფანე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთანავე, ფილარეტმა გააკრიტიკა ტომოსი. მისი თქმით, ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოკიდებულს ხდის კონსტანტინოპოლზე და არ შეესაბამება ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here