Home სხვადასხვა Facebook ფრაზები უგულავა სააკაშვილს: საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში

უგულავა სააკაშვილს: საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში

1131
უგულავა-სააკაშვილი

ევროპული საქართველოსერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილ თანაგუნდელ მიხეილ სააკაშვილს დეგრადირებულ უწოდებს და ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებაში ადანაშაულებს. როგორც უგულავაფეისბუქისპირად გვერდზე წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის საფრთხობელა და ორღობის ჭორიკანაა.

“მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა “ოცნება” ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები – თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო – ივანიშვილის წისქვილზე ასხავ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში. აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ.

არჩევნებია და “ოცნებას” ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნლისტებს გაურბიხარ – საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე – გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია”, – წერს უგულავა. უგულავას ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მოჰყვა სადაც მან „ევროპული საქართველო“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხარეს მოთამაშე პარტიად დაასახელა. „ევროპული საქართველო” არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, გამიჯნოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here