მთავარი Facebook ფრაზები გვარამია: სააკაშვილი, კვესიტაძისთვისაც და ყველა ჩვენთაგანისთვის, რესპოდენტია და არა ლიდერი

გვარამია: სააკაშვილი, კვესიტაძისთვისაც და ყველა ჩვენთაგანისთვის, რესპოდენტია და არა ლიდერი

3273
გააზიარეთ

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “განსხვავებული აქცენტებში” მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების გაღიზიანებას ეხმაურება. 

სააკაშვილის მხარდამჭერები კვესიტაძის კითხვებმა გააღიზიანა, რასაც ფეისბუქში აჟიოტაჟი მოჰყვა. კითხვებზე უკმაყოფილება ღიად გამოხატა მიხეილ სააკაშვილმაც.

„რამდენიმე განმარტება წუხანდელ “განსხვავებულ აქცენტებზე”:

Eka Kvesitadze საუკეთესოა ჰარდ თოქის ჟანრში და ამიტომაც მიყავს ამ ჟანრის გადაცემა რ2ზე. ჩვენ მხოლოდ საუკეთესოები გვყავს;

როგორც მაყურებელს, მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის გუშინდელი შეკითხვები, სრულიად ადეკვატური და რელევანტური იყო როგორც შინაარსის, ასევე, ჰარდ თოქის ჟანრიდან გამომდინარე, ფორმის თვალსაზრისით. ხოლო, როგორც დირექტორი, მივიჩნევ, რომ სრულ შესაბამისობაში იყო რ2ის სარედაქციო პოლიტიკასთან;

ვწუხვარ, რომ “ქართულ ოცნებასთან” და “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა გარკვეულ ჯგუფს, ასევე გონია, რომ რ2 “მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიაა”. ჟურნალისტზე არაეთიკური თავდასხმების სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ. სააკაშვილი, კვესიტაძისთვისაც და ყველა ჩვენთაგანისთვის, რესპოდენტია და არა ლიდერი. მის მიმართ ჩვენი პირადი დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენი პირადი საქმეა და რ2ში ჩვენს საქმიანობასთან არავითარ კავშირში არაა.

p.s. ჩემი გემოვნებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან წარმატებული იყო გუშინდელი ინტერვიუ, და კარგი ინტერვიუები, მხოლოდ ჟურნალისტის კარგი მუშაობის პირობებშია შესაძლებელი. ეს იმათთვის, ვინც ამ ტრივიალურ საკითხებში ვერ ერკვევა და დიდად არც ჰარდ თოქი იცის რა არის”, – წერს გვარამია.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ჩვენი კომენტარი და თხოვნა ის იქნება ამ სამშობლოს გამანადგურებლებს თუ მოგვაშორებთ ეკრანიდან !არც გაზეთი მინდა სადაც ესინი სრია და ტელევიზია სადაც ესინი გამოჩნდებიან. ნუ შეგვაზიზღეთ ამათი გამოჩენით მასმედია. და კიდევ საერთოდ გაქრეს არ შეიძლება? 1 ტაბულა და მისი ავად სახსენებელი მეპატრონე. ათეისტი მეგონა მაგრამ კიდევ უარესი. მოშორდეს ხალხს რას გაღიზიანებს

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here