Home სხვადასხვა დაიჯესტი “ტესლა” ელექტრომობილებს აძვირებს

“ტესლა” ელექტრომობილებს აძვირებს

922
“ტესლა” ელექტრომობილებს აძვირებს

კომპანიატესლათავის ელექტრომანქანებზე ფასს ზრდის. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ილონ მასკმა რამდენიმე საცალო მაღაზიის დახურვის შესახებ განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ფასის 3%-იანი ზრდა Model 3-ს არ შეეხება. მარტის დასაწყისში ტესლამ ამერიკის ბაზრისთვის Model 3-ის ფასი 35 ათას დოლარამდე დასწია, სწორედ ამისთვის იყო საჭირო რამდენიმე მაღაზიის დახურვა, რათა კომპანიას ავტომობილის ფასი დაერეგულირებინა.

დღეს “ტესლა” აცხადებს, რომ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით მეტი საცალო მაღაზიის დახურვა აღარ სურს და ამიტომ გარკვეულ მოდელებზე ფასს ზრდის.

7 მარტს “ტესლამ” ჩინელ პარტნიორებთან 521 მილიონდოლარიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც ამერიკული ავტომწარმოებლის უდიდესი საწარმოს ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here