მთავარი ბლოგი ტერაქტი მანჩესტერში

ტერაქტი მანჩესტერში

931
გააზიარეთ
ტერაქტი მანჩესტერში

ორშაბათს, ინგლისის,  მანჩესტერის   საკონცერტო დარბაზში  მომხდარ ტერორისტული აქტს,  რომლის  შედეგადაც   22 ადამიანი დაიღუპა და 49 მდე დაიჭრა აქვს, ორი მთავარი შეხების წერტილი ბრიტანულ-ევროპულ პოლიტიკასთან. პირველ რიგში , ევროპასა და  დიდ ბრიტანეთს  შორის მოლაპარაკებას, ლონდონის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ. მეორე ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნები რომელიც ა.წ. 8 ივნისს უნდა  გაიმართოს.  განვიხილოთ ორივე ვარიანტი თანმიმდევრულად.

ბრიტანეთი ევროკავშირიდან სწრაფად გამოყოფის მომხრეა

შეგახსენებთ რომ ევროკავშირიდან გამოსვლი შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანეთმა მიიღო 2016 წლის 23 ივნისის  რეფერენდუმზე .ხოლო 2017 წლის 29 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად  დაქოქა  ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა რაც წერილით შეატყობინა ევროკავშირის თავჯდომარე დონალდ ტუსკს. ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე სტატიის შესაბამისად ბრიტანეთი ვალდებულია დატოვოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს , ზუსტად ორი წლის შემდეგ როდესაც გამოაცხადა  Brexit-ი.

ბრიტანეთ ევროკავშირს შორის  წინასწარი მოლაპარაკებების დროს გაირკვა რომ ლონდონს გადაწყვეტილი აქვს მაქსიმალურად იაფად და დიდხანს გაწელოს გამოსვლის დრო,  ასევე უარს ამბობს ყველა ვალდებულებებზე რასაც ევროკავშირი აკისრებს . მაგრამ უნდა რომ შეინარჩუნოს გადაწყვეტილების მიღების  მთლიანი უფლება, განსაკუთრებით  თავდაცვის  და   აღმოსალეთის (რუსეთის სანციები , სირია ) საკითხებში .

ევროკავშირმა კი შიდა მოლაპარაკებებზე პრინციპულად  სხვა  მიმართულებები გამოსახა- რომ ბრიტანეთმა მაქსიმალურად მალე უნდა დატოვოს ევროკავშირი და   გამოსვლაში უნდა გადაიხადოს მაქსიმუმი თანხა –  რომელიც 100 მილიარდ ევროს შეადგენს . აქ შედის 55 მილიარდი ინგლისის ვალდებულება ევროკავშირის საფინანსო საბიუჯეტო პროგრამის და რომლის გარშემო მოლაპარაკებაც უნდა დაწყებულიყო 8 ივნისის  რიგგარეშე  საპარლამენტო აჩევნების შემდეგ.

მაგრამ უკვე ეხლა გაჩნდა დიდი უთანხმოების ნაპერწკალი ყოფილ პარტნიორებს შორის – ამ დღეებში ლონდონმა გამოაცხადა, რომ  თუ ევროკავშირი არ გადახედავს თავის მოთხოვნებს, ბრიტანეთი საერთოდ გამოვა მოლაპარაკებების პროცესიდან.  ეს განაცხადა 21 მაისს ბრიტანეთის Brexit-ის საქმეთა მინისტრმა დევიდ დევისმა. ეს კი მოლაპარაკებებში   „ყველა ვისიც მმართებს-ყველას მოუტევებ“-ის სტრატეგიაა, რაც ევროკავშირის მწვავე რეაქციას გამოიწვევს.  ზუსტად ამ ფონეზე განვიხილოთ ტერატის  მეორე შინაპოლიტიკური შემადგენელი ნაწილი.

 არჩევნების მოგება კითხვის ნიშნის ქვეშაა

ეხლა განვიხილოთ პრობლემის მეორე  ასპექტი –  ბრიტანეთის შიდა სიტუაცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ. მინდა მოვიყვანო ბრიტანელი ექსპერტ დევიდ ჯონსის ნააზრები:“ რაში სჭირდებოდა ქალბატონ მეის, რომელმაც 29 მარტს ევროკვაშირის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა Brexit-ის შესახებ,  უცბად  მიიღო გადაწყვეტილება და ხელმეორედ ააფორიაქა ქვეყანა?  ამ ნაბიჯის მიღმა როგორც პოლიტიკური მოტივები ასევე პირადი ამბიციები დევს. Brexit-ის პროცედურის გაშვების პირობებში , (ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლით გამოსვლის პროცესი დამთავრდება 2019 წლის 29 მარტს) კონსერვატორთა ლიდერმა მოინდომა ხელისუფლების უფრო მეტი კონსოლიდაცია, კაბინეტის განმტკიცება და უფრო მეტი ამომრჩეველთა მხარდამჭერის მოპოვება მკაცრ Brexit-ს ამოფარებული.

ბრიტანეთის პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა რომელსაც უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წელი აქვს , არ აძლევს ტერეზა მეის საკმარის თავისუფლებას ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან დღესდღეობით თემთა პალატაში მმართველ პარტიას მხოლოდ 17 ხმიანი უპირატესობა აქვს. ამის გარდა , ივნისის სავარაუდო წარმატება პრემიერს საშუალებას  მისცემს განთავისუფლდეს იმ წინასაარჩევნო დაპირებებისგან რომელიც დევიდ კემერონისგან ერგო  .“

მაგრამ საქმე არც ისე რბილადაა , ბოლო გამოკითხვებით , მეის პარტია 50 პროცენტს ვერ აგროვებს ამიტომ მარტო არ შეეძლება ხელისუფლების დაკონპლექტება. უფრო სწორედ კონსერვატიული პარტია რომელიც ბრიტანეთის სათავეშია ამომრჩეველთა მხოლოდ 46 %-ის მხარდაჭერით სარგებლობს. უახლოესი კონკურენტები -ლეიბორისტები 33% რაც როგორც ავღნიშნე  ეს არ მისცემს მეის მარტომ დააკონპლექტოს  მთავრობა.

ამასთან მეის დამარცხებას  შეილება  ბრიტანეთის დაშლის პროცესიც მოყვეს. როგორც  შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარდჟენმა განაცხადა: 2018 წლის შემოდგომა  იქნება საუკეთესო დრო შოტლანდიის ბრიტანეთიდან გამოყოფაზე ახალი რეფერენდუმის ჩასატარებლად.ამ დროისთვის ამბობს სტარჟენი, ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირთნ ურთირთობას გაარკვევს, რაც საშუალებას მისცემს შოტლანდიელებს გაერკვეს „კი“ან „არა“-ში .

ესე იგი როდესაც ტერეზა მეი მიდიოდა რიგგარეშე არჩევნების გამართვის გადაწყვეტილებისკენ, მისი  გათვლა იყო მაშინდელი სოციალური გამოკვლევების შედეგებზე დამყარებული, სადაც ის მარტო აყალიბებდა ხელისუფლებას.მაგრამ  ბოლო გამოკითხვათა ციფრები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მეის პროგნოზებს ეწინააღმდეგება, რაც მიუთითებს იმაზე რომ ის იმყოფებოდა სტრატეგიული მარცხის წინაშე რომელიც ბრიტანეთის დაშლის მიზეზიც შეილება გამხდარიყო. ამ დროს ხდება ტერაქტი რომელსაც თავის თავზე იღებს ე.წ.“ისლამური სახელმწიფოს“  მისტიკური მიმდევარი . ამას კი ყველა პარტიის მიერ საარჩევნო კომპანიის გაყინვის გადაწყვეტილება მოყვა.

ბუნებრივია, ტერაქტის პირობებში პარტიების მიერ წინასაარჩევნო  სააგიტაციო კომპანიის შეჩერება,  მმართველ პარტიას რომლის ხემძღვანელიც არის ტერეზა მეი, აძლევს საშუალებას, თავისი სტატუსიდან გამომდინარე მარტომ აწარმოოს საარჩევნო კომპანია. მეიმაც უცბად გამოიყენა „შანსი“ და მეორე დღესვე მოიწვია  სამთავრობო საგანგებო კომიტეტი „კობრა“ რომელიც მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში იკრიბება .

აქედან გამომდინარე, სიტუაცია ნათელია: ტერეზა მეი იყო არა მარტო პარლამენტის არჩევნებში მთავრობის ერთპარტიულად დაკონპლექტების ჩავარდნის  საშიშროების წინაშე, არამედ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე   19 ივნისს Brexit-ის შესახებ, თავისი სტრატეგიის ჩავარდნის საშიშროების წინაშეც. საჩქაროდ საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორების მიზეზი და ეს მიზეზიც მოიძებნა.

დასკვნა თქვენთვის მომინდვია………..

ვიქტორ ცაავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here