Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ტემპერატურული და კლიმატური რეკორდები დედამიწაზე და მზის სისტემაში

ტემპერატურული და კლიმატური რეკორდები დედამიწაზე და მზის სისტემაში

431

1922 წლის სექტემბერში მეტეოროლოგებმა დედამიწის ზედაპირზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხეს: დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე _ ელაზიზიაში თერმომეტრმა ჩრდილში პლუს 57,7 გრადუსი აჩვენა. გაეცანით შემთხვევებს, როცა ბუნებაში და, საერთოდ, სამყაროში ტემპერატურული და კლიმატური რეკორდები დამყარდა.

მზის ტემპერატურა

მთავარი ტემპერატურული რეკორდი, რა თქმა უნდა, მზის ზედაპირზე დამყარდა _ ეს დაახლოებით პლუს 15 მლნ გრადუსია ცელსიუსით.

ცხელივენერა

ვენერა მზის სისტემაში მეორე პლანეტაა ზედაპირის სიმხურვალით. ვენერას ტემპერატურა ზოგჯერ პლუს 464 გრადუსს აღწევს. ეს აიხსნება იმით, რომ ვენერაზე ძალიან მკვრივი ატმოსფეროა.

ყველაზე ცხელი წერტილი დედამიწაზე

დედამიწაზე აბსოლუტური სითბური რეკორდი 1913 წლის 10 ივლისს დამყარდა სიკვდილის ველზე (აშშ) _ იქ ტემპერატურამ ცელსიუსით პლუს 56,7 გრადუსს მიაღწია. სხვათა შორის, 2012 წლის 13 სექტემბრამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ პლანეტის სითბური რეკორდი დამყარებული იყო ლიბანის უდაბნოში, მაგრამ მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ 1922 წელს რეკორდის რეგისტრაციისას არასწორად იყო მითითებული პლუს 58,2 გრადუსი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე

დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა მეტეოროლოგებმა 2004 წლის 3 აგვისტოს აღრიცხეს ანტარქტიდაში, სადგურ “ფუძის გუმბათზე” (იაპონელთა საექსპედიციო სადგური) _ მინუს 91,2 გრადუსი, მოგვიანებით ეს რეკორდი დაემხო. ყველაზე დაბალი ტემპერატურა _ მინუს 93,2 გრადუსი 2010 წლის 10 აგვისტოს ისევ ანტარქტიდაში აღინიშნა.

ყველაზე ძლიერი წვიმა

ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა 1970 წლის 27 ნოემბერს კარიბის ზღვაში მდებარე გვადალუპაზე _ ნალექმა 3,8 სმ/წთ-ში შეადგინა.

ყველაზე მზიანი ადგილი პლანეტაზე

დედამიწაზე ყველაზე მზიან ადგილად ითვლება ქალაქი იუმა (არიზონას შტატი, აშშ).

ყველაზე ცხელი ქალაქი

პლანეტის ყველაზე ცხელ ქალაქად ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი ითვლება. იქ წლიური საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსია, ყველაზე ცხელი დღეები კი აპრილ-მაისშია, როდესაც საშუალო ტემპერატურა პლუს 34 გრადუსს აღწევს, მაგრამ 90%-იანი ტენიანობის პირობებში სიცხე ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად იგრძნობა.

ყველაზე დიდი სეტყვა

ყველაზე დიდი სეტყვა მოვიდა 2003 წლის ივნისში აშშ-ის შტატ ნებრასკაში. სეტყვის კაკლების დიამეტრი 17,8 სმ-ს შეადგენდა, გარშემოწერილობა _ 47,8 სმ-ს.

ყველაზე დიდი ფიფქი

ყველაზე დიდი ფიფქის დიამეტრი 38 სმ-ია.

ტემპერატურის ყველაზე მკვეთრად ცვლილების რეკორდი

აშშ-ის შტატის, მონტანას, ქალაქი ლომა რეკორდსმენია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიხედვით. 1972 წლის 15 იანვარს ლომაში ტემპერატურამ მინუს 48-დან პლუს 9 გრადუსამდე მოიმატა.

ყველაზე ცივი მთა დედამიწაზე

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა ჯომოლუნგმაა, კლიმატი ძალიან მკაცრია. მწვერვალზე ტემპერატურა არასდროს ადის 0 გრადუსზე მაღლა, იანვარში კი მინუს 50 გრადუსამდეც შეიძლება დაეცეს.

ყველაზე ცივი პლანეტა მზის სისტემაში

მას შემდეგ, რაც პლუტონს ჩამოართვეს პლანეტის სტატუსი, მზის სისტემის ყველაზე ცივ პლანეტად აღიარებულია ნეპტუნი. ამ პლანეტაზე ტემპერატურა მინუს 200 გრადუსს აღწევს. ასეთი დაბალი ტემპერატურა განპირობებულია იმით, რომ პლანეტა წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here