მთავარი საქართველო “სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება!” – ნუ დაუჯერებთ “პეტრე კოლხებს” და სხვა აფერისტ ნაყარ-ნუყარებს!

“სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება!” – ნუ დაუჯერებთ “პეტრე კოლხებს” და სხვა აფერისტ ნაყარ-ნუყარებს!

498
გააზიარეთ
“სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება!” – ნუ დაუჯერებთ “პეტრე კოლხებს” და სხვა აფერისტ ნაყარ-ნუყარებს!

თუკი 1991 წელს ქართველებმა თბილისში, რუსათაველის გამზირზე გამართეს ტაშფანდური იმის გამო, რომ თავად საღიარებელმა უკრაინამ გვაღიარადამოუკიდებლად”, ახლა, რომ არაპანდემია”, ქართველები იმავე რუსთაველის გამზირზე ახალ ტაშფანდურს გამართავდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო

ხალხი მუდმივად უნდა “აბოლო” და შეუქმნა იმის განცდა, რომ რაღაც “კეთდება”. სწორედ ამას ემსახურება სტრასბურგის გადაწყვეტილების აჟიტირებული ტირაჟირება ქართულ მასმედიაში. სტარტი პროპაგანდისტულ კამპანიას “თვით” ქ-მა თეა წულუკიანმა მისცა, რომელმაც ქვეყანას ამცნო, რომ საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა “მოუგო”.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“ – შეჰკივლა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და კიდევ უფრო ადრე – სოროსის ფონდის თანამშრომელმა.

ამ ხელოვნურ ყიჟინას აჰყვა მასმედია, სხვადასხვა ჯურის “ექსპერტი” და ლიბერალ-მამაოებიც, მაგალითად, როგორიც არის ფსევდო-მღვდელი, პანდემიამდე კაფე-ბარების “ლომი”, გეების “ღვთაება” და ხანდახან “მამაოც” – პეტრე, კოლხად თვითგამოცხადებული. კოლხმა ბრძანა: “რუსეთი საქართველოს მტერია… ეს საყოველთაოდ აღიარეს… ამისთვის იბრძოდა ილია და სხვებიც, ვინც ერის დამოუკიდებლობას შეეწირა… გილოცავთ!..”- წერს ფსევდომამაო, რომელიც ჩირქს ილია ჭავჭავაძესაც სცხებს და ცილს სწამებს.

სინამდვილე კი ასეთია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 279 გვერდზეა გადმოცემული. სასამართლოს მიერ არ ცხადდება “გამარჯვებული ქვეყანა”, ეს სტრასბურგის პრეროგატივა არ არის. რაც კონკრეტულად ხელშესახები შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს 160 მოქალაქის- შიდა ქართლის მცხოვრებლებისთვის, არის რუსეთის სახელმწიფოს მიერ შესაძლო ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებმა ანუ რუსეთმა და საქართველომ, 1 წლის მანძილზე თავად უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში კომპენსაციათა ოდენობაზე (შენიშვნა: საუბარია ოსების მიერ დატყვევებულ მშვიდობიან ქართველ მოქალაქეებზე, რომლებმაც ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდი ოსების ტყვეობაში გაატარეს).

პოლიტიკურად კი პირიქით, რუსეთი აბსოლუტურად სუფთად გამოდის ამ დავიდან. სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარები არ მონაწილეობდნენ ქართველების დარბევაში, მათი სახლების გადაწვაში, ტყვედ აყვანასა და წამებაში. პირიქით, სტრასბურგის სასამართლო ამყარებს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში – “ლაპარაკობს ქართველი ხალხი!” გადმოცემულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ რუსული რეგულარული საჯარისო ნაწილები შიდა ქართლის სოფლებს იცავდნენ მაროდიორებისაგან და ყაჩაღებისაგან (და სხვა შემთხვევითი ინციდენტებისაგან, რომლებიც ოსების მხრიდან მომდინარეობდა, მაგრამ არა რუსული ჯარების მხრიდან!). თუმცა სასამართლო რუსეთს აკისრებს ირიბ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოსებისა და აფხაზეთში – აფხაზების მხრიდან ჩადენილ ქმედებებზე, რომლებიც ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევას მოასწავებენ.

სასამართლოს მიერ რუსეთი მოხსენიებულია, მხოლოდ როგორც შიდა ქართლსა და აფხაზეთში “ეფექტური კონტროლის” მქონე მხარე, მაგრამ არა მხარედ, რომელიც თავად ახორციელებდა დარღვევებს. რუსეთს უფრო საყვედურობენ ჩვენი მოსახლეობის არასაკმარის დაცვას აფხაზ-ოსების ქმედებებისაგან. ამას ამერიკელების მიერ დაფინანსებული ანტირუსული “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” აღიარებს: “რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად” – აღნიშნულია საიას განმარტებაში, სტრასბურგის მიერ მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყბადაღებულ ტერმინს “ოკუპაცია” – სადაც კი ეს სიტყვა გაიჟღერებს, ინგლისურენოვან ტექსტებში – “ოქიუპეიშენ” (occupation), იგი ორგაზმისმაგვარ გრძნობებს იწვევს ქართულ პოლიტიკურ-ჟურნალისტურ ისტებლიშმენტში. ახლაც ასეა, ჩვენს ხალხს ატყუებს საკუთარი ისტებლიშმენტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ თითქოს აღიარა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და ეს დიდი ნაბიჯია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!

გატყუებენ, პატივცემულო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ გატყუებენ! ნუ დაუჯერებთ “პეტრე კოლხებს” და სხვა აფერისტ ნაყარ-ნუყარებს!

არანაირად არ არის ეს გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელშემწყობი; შეიძლება, პირიქით, უფრო გვაშორებს პერსპექტივას, მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ პრობლემები როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ისე, პირველ რიგში, რუსეთთან, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ამ კონფლიქტებში. ნაცვლად ამისა რუსეთს “ოკუპანტს” ვეძახით, გამოვრიცხავთ მასთან საერთო ენის გამონახვის და ქართული ინტერესების გატარების შესაძლებლობას, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა და ყარაბაღის ვითარება სათავისოდ შემოაბრუნა… არ გვინდა ჩვენ ეს და ვიმეორებთ სიტყვა “ოკუპაცია”-ს, რომელიც ინგლისურად, განსხვავებით ქართულისა და რუსულისაგან, საერთოდ არ ჟღერს ასე დრამატულად. “ოქიუპეიშენ” ქართულად ნიშნავს “დაკავებას”, ასევე სამსახურში დაკავებულ პოზიციას, პროფესიას, დროებით რაიმით სარგებლობას. ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში “ოკუპაცია” სწორედ “დაკავებას” ნიშნავს, ანუ იმას, რომ ცხინვალის რეგიონი “დაკავებულია” რუსული ჯარების მიერ. ეს არ არის დაპყრობა და ანექსია , არ არის მძაფრი იურიდიული ტერმინი. ამიტომ ფუჭი ორგაზმია ამ სიტყვის გამოყენების გამო ინგლისურენოვან დოკუმენტებში, იგი არ წარმოადგენს მძიმე ბრალდებას და იურიდიული თვალსაზრისით ნულოვანი შედეგის მომტანია.

არ ვამტკიცებთ, რომ ეს კარგია, მაგრამ ეს ფაქტია.

გულბაათ რცხილაძე

https://georgie.su/

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. მართალი ბრძანდებით ბატონო გულბაათ. არაფერი გადაწყვეტილება ეს არ არის — მითუმეტეს ისტორიული! ეს უფრო ასეთი ჟესტია მათი მხრიდან: ‘თავი დაგვანებეთ!’, ‘ნუ შეგვაწუხეთ!’ რუსეთს დავა თუ მოვუგეთ, ამას ჩვენ თვითონ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყველგან და ყველაფერში, სხვების დაუხმარებლად!!! ეს ისეთივე ფუჭი აურზაურია, როგორიც “ვიზალიბერალიზაცია’ იყო თავის დროზე.

  2. gaixaret batono gulbaat simartles ambobt 100% . scored am gaunatleblobam migvikvana am donemde, da amitomac chevni”sasikadulo” “evropaganatlebumigebulma” mtavrobam chaakena kvekana aset sashinel dgeshi.

    ropdis ganatdeba sakartvelos caze mxolod upalm uckis, sxva imedi agar arsebobs!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: nini Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here