მთავარი ისტორია სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

სტალინი _ ლენინის მოსწავლე?

1562
გააზიარეთ
სტალინი

1924 წლის 21 იანვარს ლენინმა, როგორც ყველა მოკვდავმა, უკანასკნელად ამოისუნთქა. პარტიულ თუ სამთავრობო ელიტაში მოულოდნელი არავისთვის ყოფილა ლენინის სიკვდილი, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ თავზარი დასცა მსოფლიო რევოლუციის ხანძრის აგიზგიზების მოსურნეთ, რომლებიც ამერიკიდან და ევროპიდან იყვნენ რუსეთშიექსტრადირებულნი”.

ლენინი, რა თქმა უნდა, ძრავად იყო ჩადგმული რუსულ რევოლუციურ მანქანაში, მაგრამ ამ მანქანის საჭეს, მისდა უნებურად, სრულიად სამამრთლიანად ის კაცი მიუჯდა, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა ამ უზარმაზარი მანქანის დაძვრაში. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რატომ იყვნენ ასე სისხლცხორცეულად დაინტერესებული გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი “ინვესტორები”, რომლებიც რუსეთის რევოლუციას აფინანსებდნენ და მსოფლიოში სოციალისტური რევოლუციის “ჭიაკოკონას” ამზადებდნენ, თავიანთ ქვეყნებში კაპიტალიზმი შეეცვალათ სოციალიზმით.

სტალინს უცხოელი “ინვესტორებისა” და გამყიდველი ტროცკისტ-მენშევიკების მოსატყუებელი კბილები, უკვე დიდი ხანია, დაცვლილი ჰქონდა და მშვენივრად ხვდებოდა: მსოფლიო რევოლუცია სატყუარა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს “ინვესტორები” უკიდეგანო რუსეთის ტერიტორიასა და მის წიაღისეულს დაპატრონებოდნენ. მსოფლიო რევოლუცია დაგეგმილი იყო ყველა იმ სახელმწიფოში, რომლებშიც სასიცოცხლოდ აუცილებელი წიაღისეულის საბადოები იყო განლაგებული. როგორც კი ამ ქვეყნებს მსოფლიოს მმართველი “ფარული ხელი” გააკონტროლებდა, რევოლუციის მონაპოვარს სხვა “ნათლია” და სხვა “მეჯვარე” ეყოლებოდა.

ლენინის გარდაცვალება “ფარული ხელისთვის” ნიშნავდა ხელ-ფეხის გახსნას, რადგან მერყევი ბელადი უნდა ჩაენაცვლებინა რევოლუციის პრინციპულ დემონს _ ლევ ტროცკის, რომელიც ლენინის გარდაცვალებამდე მისი უპირობო მხარდაჭერით სარგებლობდა.

ლენინის გარდაცვალებისთანავე სტალინმა თანამებრძოლებსა და მათ, ვისაც სურდა, პატივი მიეგო ლენინის ხსოვნისთვის და ეგლოვა ბელადი, დაავალა, მარჯვენა მკლავზე შემოეკრათ შავი ლენტი. ასე დაიწყო ლენინის ამქვეყნიდან წასვლის საკრალური რიტუალი, რომელსაც ორთოდოქსი ქრისტიანი სტალინი ასრულებდა. სამხრეთში დასასვენებლად მყოფ ტროცკის კი მისივე მეგობრების პირით შეუთვალა: “ნუ ჩამოვა. პარტიისთვის მისი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლენინის კუბოსთან დაღვრილი ცრემლი”.

ასე დიპლომატიურად ჩამოიშორა ლენინის კუბოსთან დგომის კონკურენტი სტალინმა, თუმცა ლენინის კუბოსა და ბელადის სახელთან მიახლოების უფლება თავის თავსაც აუკრძალა და სხვასაც. ამით სტალინმა გაცხარებულ ორთაბრძოლაში, რომელშიც შეიძლებოდა დამარცხებულიყო, ტაიმ-აუტი აიღო და გარკვეული დროით გადადო ლენინის მემკვიდრეობის საკითხი. როგორც კი ლენინი კუბოში ჩაასვენეს, სტალინმა შუბლზე შავი ლენტი გაიკეთა და ლენინის კუბოს თავთან ჩამოჯდა. ცხარე ცრემლით სტიროდა, რომ მასწავლებელი მოუკვდა და ვალდებულია, მასწავლებლის ყველა ანდერძი შეასრულოს.

ტროცკი შავი ზღვის სანაპიროს თვალწარმტაცი ბუნებით ტკბებოდა და მსოფლიოში რევოლუციის გამარჯვებაზე იყო ჩაფიქრებული, როდესაც სტალინი ლენინის კუბოსთან მდგარი ფიცს დებდა და აიმედებდა კუბოში ჩაწოლილ ბელადს, რომ ფიცს აუცილებლად შეასრულებდა. ფიცის ყოველი პარაგრაფი ასე იწყებოდა: “მიდიოდა რა ჩვენგან, ამხანაგმა ლენინმა გვიანდერძა…”. არადა, ლენინის ანდერძი არავის უნახავს დაწერილი და არც არავის მოუსმენია, სტალინის გარდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ანდერძს ვერავინ აღასრულებდა, “მოსწავლე” სტალინის გარდა.

“სტალინის ვარაუდი ძალიან მარტივი იყო: ბოლშევიკური პარტია, ხალხი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ზეკაც ვლადიმერ ლენინს უბრალო მოკვდავი ლევ ტროცკი ვერ შეცვლიდა. სტალინს აშინებდა ის, რომ ტროცკი დაუყოვნებლივ არ გამხდარიყო ბოლშევიკური პარტიისა და სსრ კავშირის პოლიტიკური ლიდერი. ამ შემთხვევაში მისი თავიდან მოცილება ძნელი იქნებოდა. მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო ახალი ლიდერი? სტალინს პასუხი უკვე მოფიქრებული ჰქონდა: არავინ. ლენინის ადგილი არავის უნდა დაეკავებინა. სტალინს სჭირდებოდა შუალედური პერიოდი (“უმეფობის ხანა”). თუ ამას მიაღწევდა, იგი, სულ მცირე, ორ რამეს მაინც მიაღწევდა:

პირველი. ტროცკის ავტორიტეტი შეირყეოდა, მას ყველა დამარცხებულ პოლიტიკურ მოღვაწედ ჩათვლიდა;

მეორე. ტროცკის საბოლოოდ გასანადგურებლად სტალინს კიდევ რჩებოდა დრო. ძალთა ასეთი განლაგებით კმაყოფილი დარჩებოდნენ კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი. პარტიისა და სახელმწიფოს ლიდერის ცარიელი სავარძელი მათაც უტოვებდა გარკვეულ იმედს.

1924 წლის 26 იანვარს სტალინმა ლენინი ღმერთკაცად გამოაცხადა, თავისი თავი _ მის მოწაფედ.

მოწაფე” “მასწავლებლისგანდიდების გზით მიდიოდა. სტალინის კონკურენტები უკვე მომხდარის გააზრებასაც ვერ ასწრებდნენ, რომმოწაფემათ მორიგ სიურპრიზს სთავაზობდა.

…იოსებ სტალინის ნაშრომი “ლენინიზმის საფუძვლების შესახებ” შეაფასეს, როგორც მოწაფის მოკრძალებული მცდელობა, მასწავლების მოძღვრების სისტემაში მოყვანის მიზნით შექმნილი. სინამდვილეში მსგავსი რამ სტალინს ფიქრადაც არ გაუვლია. “მოწაფეს” “მასწავლებლის” ნაწერებში ქექვა არ სჭირდებოდა. სტალინს უკვე მოფიქრებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის მშენებლობის გეგმა, რომელსაც ლენინის ნააზრევთან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდა.

…ის, რასაც სტალინი ლენინიზმს უწოდებდა, სინამდვილეში წარმოადგენდა სტალინიზმს, სრულიად ახალ მოძღვრებას. მსგავსება ლენინიზმთან მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითი იყო.

ცხადია, იოსებ სტალინი ლევ ტროცკისაც სტალინიზმით ებრძოდა. ლენინი ამ შემთხვევაში იმ დროშის როლს თამაშობდა, რომლის გარშემო შეიძლებოდა ძველი ბოლშევიკების დარაზმვა, დროშა კი ხელთ სტალინს ეპყრა…. სტალინმა ლევ ტროცკი სტალინიზმით დაამარცხა, სტალინიზმით დაამარცხა სხვა ოპონენტებიც: ლევ კამენევი, გრიგორი ზინოვიევი, ნიკოლაი ბუხარინი” (. გურული, “მეფე მამა”).

მალე სტალინმა გამოსცა ნაშრომი “ლენინისა და ლენინიზმის შესახებ”, რომელიც აშკარად მიანიშნებდა, რომ პარტიას ჰყავს ბელადი ლენინი, თვითონ კი არის მისი “მოწაფე”.

ტროცკი მიხვდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და თავის გადასარჩენად თავგანწირული ნახტომი გააკეთა _ გამოსცა, მისი ჭკუით, დამანგრეველი ძალის პოლიტიკური დოქტრინაოქტომბრის გაკვეთილები”, რომელშიც შეეცადა, ფრთები შეესხა თავისი შელანძღული ავტორიტეტისთვის და ხელახლა შეეკრა კამარა რუსეთის პოლიტიკურ ცაზე.

მაგრამ 1924 წლის 26 ნოემბერს “პრავდამ” გამოაქვეყნა მასალა პროფკავშირის ცენტრალური საბჭოს პლენუმზე სტალინის გამოსვლის შესახებ სათაურით “ტროცკიზმი თუ ლენინიზმი”. ეს იყო სტალინის მიერ პოლიტიკურ, სამართლებრივ, ადამიანურ და დიპლომატიურ ენაზე დაწერილი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ყველა გზას უჭრიდა ტროცკის, არა თუ პარტიისა და ქვეყნის ლიდერობის, არამედ ქვეყანაში ცხოვრებისაც კი. ფოლადის კაცი ტრიბუნაზე იდგა და დაბალი ტემბრის ხმით კრემლიდან შორეულ აღმოსავლეთამდე თითოეულ საბჭოთა მოქალაქეს გასაგებად ესაუბრებოდა. გარდასახვის დიდი ოსტატობით, იუმორით, სარკაზმით, ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟების მოხმობით მძიმე მდგომარეობაში აყენებდა სიტყვის ოსტატებსა და ორატორებს.

როდესაც გამორჩეულმა ორატორმა რადეკმა აღნიშნა, ამხანაგ სტალინს არ შეუძლია იკისროს ბოლშევიკური შტაბის გამაერთიანებლის როლის შესრულება, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი ვართ, შევქმნათ მისგან ბელადიო, ტრიბუნაზე მყოფმა სტალინმა ღიმილით გადახედა დელეგატებს და მიმართა:

არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ენის დამორჩილება _ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან თავიანთ ენას და ენა მართავს მათ, ასეთი ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. სწორედ ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებს მიეკუთვნება რადეკი. კაცი, რომელიც ემორჩილება თავის ენას და ვერ ზღუდავს მას, ვერ ხვდება, როდის რა უნდა თქვას.

კამენევმა კი აიღო თავის თავზე ის ტვირთი, რომ ამტკიცოს ლენინის სტატია 1915 წელს გამოქვეყნებული, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის შესახებ _ რუსეთს არ ეხებაო. ნათლად ჩანს, რომ ლენინის ინსტიტუტის დირექტორს გადაუწყვეტია, მეეზოვედ იმუშაოს და გზა გაუწმინდოს ტროცკის, რათა ფეხი არაფერს წამოჰკრას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მეეზოვის სამუშაო სათაკილოა, არამედ იმიტომ, რომ ისეთმა განათლებულმა კაცმა, როგორც კამენევია, სხვა საქმეზე რომ იმუშაოს, უფრო კარგი იქნება, მაგრამ ეს სამუშაო მან თვითონ აირჩია და ამის გამო ჩვენ არაფერი გვეთქმის. რაც შეეხება ზინოვიევს, ის თავის დროზე ამაყობდა, შემიძლია ყური დავადო დედამიწას და ვიგრძნო მომავალი ისტორიის ნაბიჯებიო. რა გამოდის აქედან? Eეტყობა, ოპოზიციას ყურებში ყველაფერი რიგზე არ აქვს და ამიტომ ვურჩევ, ყურებზე იმკურნალოს”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდებოდა, რომ ფილმ “ნატვრის ხეში” კახი კავსაძის გმირის _ იორამის მიერ ყურის მიწაზე დადება და შეძახილი: “რევოლუცია მოდის!”, რეჟისორის მიგნება კი არა, პროფკავშირისA ცენტრალური საბჭოს პლენუმზე სტალინის მიერ ექსპრომტად გამოყენებული პასაჟია.

ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო ტროცკი ქვეყანაში პირველკაცობდა, როდესაც რკპ () მეცამეტე კონფერენციაზერეიტინგით მეოთხესტალინი ოპოზიციის დამანგრეველი კრიტიკით გამოვიდა. მსუბუქი შენიშვნის შემდეგ _ “თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, მაგრამ ნუ აკრიტიკებთ და ნუ აწყენინებთ ტროცკის”, სტალინმა საანეკდოტოდ აქცია ტროცკის სახელი, როდესაც განაცხადა:

“თუ კარგად გავერკვევით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცნობილი გამოთქმა ტიტ ტიტიჩზე საკმაოდ მიესადაგება ტროცკის: _ “შენ ვინ გაწყენინებს, ტიტ ტიტიჩ, შენ თვითონ ყველას აწყენინებ”.

ეს არ არის “რიგით მეოთხე” პოლიტიკოსის ნათქვამი სიტყვები. ეს იმ ზვიგენის მოქმედებაა, რომელიც პოლიტიკურ ოკეანეში თავისუფლად ნავარდობს და მტაცებლებს ყლაპავს.

როდესაც სტალინის ბიოგრაფიასა და ნაშრომებს ვეცნობით, ძალაუნებურად გვახსენდება გენიალური რუსთაველი: “კაცი კაცსა შემოსტყორცნა, ცხენკაცისა დადგა გორი”.

ოპოზიციასთან ორთაბრძოლაში “ხელშეუხებელი” ლენინიც საკმარისად “შემოელახა” სტალინს:

“ოპოზიციამ წესად აქცია, ცამდე აქოს და ადიდოს ამხანაგი Lლენინი, უწოდოს მას ყველაზე გენიალური გენიალურ ადამიანთა შორის. ვშიშობ, ეს ქება გულწრფელი არ არის და აქ სტრატეგიული ეშმაკობა იმალება. Lლენინი ყველაზე გენიალურია და ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთეულები იბადებიან საუკუნეებში? პრეობრაჟენსკი, ნება მიბოძეთ, გკითხოთ: რატომ დაშორდით ამ ყველაზე გენიალურ ადამიანს ბრესტის ზავის საკითხში? რატომ მიატოვეთ ეს ყველაზე გენიალური ადამიანი მძიმე წუთებში და არ მოუსმინეთ მას? სად, რომელ ბანაკში იმყოფებოდით მაშინ? ან სად იყო საფრონოვი, რომელიც ახლა ფარისევლურად აქებს და ადიდებს ამხანაგ ლენინს, სწორედ ის საფრონოვი, რომელიც ისე გათავხედდა, რომ ერთ-ერთ ყრილობაზე ამხანაგ ლენინს უვიცი და ოლიგარქი უწოდა?! რატომ არ დაუჭირა მან მხარი გენიალურ ლენინს, ვთქვათ, მეათე ყრილობაზე? რატომ იყო ის მძიმე წუთებში მუდამ მოწინაღმდეგეთა ბანაკში, თუ მართლა ფიქრობს, რომ ამხანაგი ლენინი გენიოსია გენიოსთა შორის?”

სტალინმა პრეობრაჟენსკის ლენინიც მიაყოლა:

პრეობრაჟენკი არ არის მართალი, როცა ამტკიცებს: წინა წლებში ჩვენი პარტია მოვლენებს არ ჩამორჩებოდაო. ეს მტკიცება არასწორია და თეორიულად მცდარი. შეგვიძლია დავასახელოთ მთელი რიგი მაგალითებისა, თუნდაც ბრესტის ზავი. განა ჩვენ ბრესტის საკითხში არ დავაგვიანეთ? განა საჭირო არ შეიქნა გერმანელების შემოტევა და ჩვენი ჯარისკაცების საყოველთაო გამოქცევა, იმისათვის, რომ ზავის აუცილებლობა, ბოლოს და ბოლოს, შეგვეგნო? ფრონტის დაშლა, ჰოფმანის შემოტევა, პიტერთან მისი მოსვლა, გლეხობის მოძალება ჩვენზე, განა ყველა ეს ფაქტი საჭირო არ შეიქნა იმისთვის, რომ გაგვეგო _ საერთაშორისო რევოლუციის ტემპი ისეთი სწრაფი არ იყო, როგორც გვინდოდა, რომ ჩვენი არმია ისეთი მტკიცე არ იყო, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, და რომ გლეხობა ისეთი მომთმენი არ იყო, როგორც ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობდა, რომ მას ზავი უნდოდა და რომ იგი ზავს ძალით მოიპოვებდა? ან ავიღოთ სურსათის გაწერის გაუქმების მაგალითი. განა ჩვენ გაწერის გაუქმება არ დავაგვიანეთ? განა საჭირო არ შეიქნა ისეთი ფაქტები, როგორიც იყო კრონშტადტი და ტამბოვი, რათა გაგვეგო, რომ სამხედრო კომუნიზმის პირობებში ცხოვრება აღარ შეიძლებოდა? განა თვითონ ილიჩმა არ აღირა, რომ ამ ფრონტზე უფრო სერიოზული დამარცხება განვიცადეთ, ვიდრე იყო რომელიმე დამარცხება დენიკინისა და კორჩაკის ფრონტებზე? სწორედ ამიტომ ჩვენი პარტია წარსულში რამდენადმე ჩამორჩებოდა მოვლენებს”.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შეცდომას უშუალოდ ლენინთან და მისი ხელით ქვეყნის მართვასთან მივყავართ.

სტალინი კბილებით იცავდა ოქტომბრის მონაპოვარს, იცავდა რუს ხალხსა და რუსეთის იმპერიას, იცავდა მისი მიწის ყოველ გოჯსა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, ერთი ხელით ებრძოდა გარეშე, მეორეთი _ შინაურ მტრებს. მისი ყოველი სიტყვა გრდემლზე იჭედებოდა და, “როგორც ტყვია, ისე ვარდებოდა თოფის ლულიდან”.

ლენინის იდეა სოციალიზმია (უტოპიური), სტალინის მიზანი _ რუსეთი და რუსი ხალხი. ლენინი ინტერნაციონალისტია, სტალინი _ ნაციონალიინტერ”-ის გარეშე. ლენინის მეგობრები დასავლეთიდან რევოლუციას შემოყოლილი ავანტიურისტები და ოქროს მაძიებლები არიან, სტალინის მეგობრები კი _ რუსეთის მუშათა და გლეხთა კლასი.

“უბედურების დღე” რუსი ბოლშევიკებისთვის 1924 წლის 21 იანვარს დადგა. გარდაიცვალა ლენინი. ჩვენ ვნახეთ, როგორ იწრთობოდა რევოლუციის ქურაში ფოლადი და როგორ იჭედებოდა იგი სამართლიანობისა და თანასწორობის უმძიმეს გრდემლზე. სტალინი არც ქვეყნის მართვას და არც ლენინის ცხედარს არ შეუშინებია. მას, ალბათ, ადრე ჰქონდა დამუშავებული მოქმედების გეგმა მოსალოდნელი კატაკლიზმების შემთხვევაში. სტალინის პირველივე ლოზუნგი: “ხელები შორს ლენინისგან” ძალაში შევიდა და მანამდე ჩვეულებრივი, ემიგრაციაში ფუფუნებაში მცხოვრები, ცოლისგან ბევრჯერ ნაცემი ლენინი 1924 წლის 26 იანვარს გენიად გამოცხადდა.

“ლენინი რევოლუციისათვის იყო დაბადებული. ის იყო რევოლუციური აფეთქებების ნამდვილი გენია და რევოლუციის ხელმძღვანელობის უდიდესი ოსტატი. ის თავს არასდროს გრძნობდა ისე თავისუფლად და აღტაცებულად, როგორც რევოლუციური ძვრების ეპოქაში. ლენინის გენიალური შორსმჭვრეტელობა არასოდეს მჟღავნდებოდა ისეთი სისრულითა და სიცხადით, როგორც რევოლუციური აფეთქებებისას”.

და აქ მოხდა სასწაული: სტალინმა დედამიწის ერთ მეექვსედს სახელმძღვანელოდ, მსოფლიოს კი “ცნობისთვის” წარუდგინა ლენინის ანდერძი, რომელიც ლენინს არც უთქვამს და არც დაუწერია და, რომლის შესრულებაც ლენინს თავის დროზე “მოწაფისთვის” დაუვალებია.

ის, რისი შესრულებაც სტალინმა ლენინის ცხედარს შეჰფიცა, სტალინის მოფიქრებული და დაწერილი იყო, ხოლო ლენინის მიერ დაწერილ ანდერძზე ლენინის პირად მდივან ელენე ვოლოდიჩევას განუცხადა: “ეს ლენინის დაწერილი არ არის, ეს მისი ავადმყოფობის დაწერილია”.

აი ანდერძის პირველი პუნქტი, რომელიც სტალინმა მოიფიქრა და ლენინის დაწერილი არ იყო:

*”მაღლა გვეჭიროს და წმინდად დავიცვათ პარტიის წევრის დიადი სახელი”. _ “ვფიცავთ, ამხანაგო ლენინ, ღირსეულად შევასრულებთ ამ ანდერძს”.

ლენინმა კი ყრილობას მართლა დაუტოვა ანდერძად რომ:

სტალინი უხეში და შეუთავსებელია გენერალური მდივნის პოსტისთვის”.

მაშინ რას ეფიცებოდამოწაფე” “მასწავლებელს”?

ანდერძის მეორე პარაგრაფი:

*”დავიცვათ ჩვენი პარტიის ერთიანობა, როგორც თვალისჩინი”.

ლენინი ამ სიტყვებს ვერ დაწერდა, რადგან კარგად იცოდა, რომ “დემოკრატიული ოპოზიცია”, ტროცკის მეთაურობით, ვერასოდეს შეურიგდებოდა “დიქტატორ” სტალინს, რომელიც უნდა შეცვლილიყო რეალური ლიდერით.

სტალინი კი ორგანულად ვერ იტანდა ოპოზიციას, რომელიც დასავლეთის მიერ იყო წახალისებული, მით უმეტეს _ “იუდა” ტროცკის.

მაშ, რა პირობას დებდა ლენინის კუბოსთან სტალინი?

ფიცის მესამე პარაგრაფი ლენინისა და სტალინის ერთად შემუშავებული დებულებაა მარქსსა და ენგელსზე დაყრდნობით:

* “დავიცვათ და განვამტკიცოთ პროლეტარიატის დიქტატურა. ვფიცავთ, ამხანაგო ლენინ, რომ არ დავზოგავთ ძალებს, რათა ღირსეულად შევასრულოთ ეს ანდერძიც”.

ყველაზე დიდხანს საზოგადოებაში ანდერძისა და ფიცის ამ პარაგრაფმა იმუშავა, ოღონდ ერთი განსხვავებით: სტალინის პერიოდში ნამდვილად იყო პროლეტარიატის დიქტატურა, ხოლო სტალინის შემდგომ პერიოდში _ მართველი პარტიის დიქტატურა.

მეოთხე პარაგრაფი ანდერძისა ასეა ჩამოყალიბებული:

* “განვამტკიცოდ მუშებისა და გლეხების კავშირი”.

ამ პარაგრაფის შინაარსი არ გამოხატავს ლენინის განწყობას, რადგან ის დასანახავადაც ვერ იტანდა რუს გლეხს, ისევე, როგორც ტროცკი. აქედან გამომდინარე, ანდერძის ეს პარაგრაფიც სტალინის თვითშემოქმედებაა, რომელიც წარმოთქვა, დაიფიცა და გააკეთა კიდეც.

ანდერძის მეხუთე პარაგრაფი:

* “განვამტკიცოთ და გავაფართოოთ რესპუბლიკების კავშირი”.

საეჭვოა, რომ ეს სიტყვებიც ლენინს ეკუთვნოდეს, რადგან რესპუბლიკების არსებობაზე ლენინს სხვა თვალსაზრისი ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, ბევრს რომ ჰგონია _ სრული თავისუფლება; პირიქით _ უფრო შეზღუდული _ გუბერნიის ფორმით. სტალინი თავის მიერ მოფიქრებულ რესპუბლიკების განმტკიცებაზე უფრო გულწრფელად იფიცებს, ვიდრე ლენინის დანაბარების შესრულებაზე.

დასარულ, თურმე ლენინის დანაბარები:

* “გვიანდერძა კომუნისტური ინტერნაციონალის პრინციპებისადმი ერთგულება”.

ეს ხშირად წარმოუთქვამს ლენინს _ მსოფლიო რევოლუციის გულანთებულ მხარდამჭერს, მაგრამ სტალინს, როგორც პრაგმატიკოსს, ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა მის რეალურობაში, რაც ცხოვრებამაც დაადასტურა, და სტალინმა 1943 წელს კომუნისტური ინტერნაციონალი საბოლოოდ დაასამარა.

სტალინმა ლენინის გარდაცვალებისთანავე გააუქმა ბევრი მისი დადგენილება. მათგან ბევრი არქივების გახსნის შემდეგ შეიქნა ცნობილი, ბევრს კი დღემდე ადევს გრიფისრულიად სიდუმლოდ”. რელიგიის საკითხებზე ლენინის დადგენილებების გაუქმებას მკაცრი ფორმულირება აქვს დართული: “უარყოფილ იქნას”.

არის თუ არა სტალინი ლენინის “მოწაფე”? _ არა და არა!

სტალინს ლენინისგან არაფერი უსწავლია, ლენინს კი სტალინისაგან ბევრი რამ ჰქონდა ნასწავლი. მაშ, რატომ დასჭირდა სტალინს ლენინის გაღმერთება?

სტალინმა ამ შემთხვევაში ტამპლიერის როლი შეასრულა, გამოიგონა “უფლის საფლავი” და სამასი მილიონი ადამიანი დაუმორჩილა ერთ სარწმუნოებას _ ლენინიზმს, რომელიც, ფაქტობრივად, სტალინიზმი იყო.

ჩნდება კითხვა: რა ბედი ელის სტალინსა და სტალინიზმს?

სტალინიზმი სტალინის მიერ შემნილი მიმდინარეობა არ არის, სტალინიზმი თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობისთვის კაცობრიობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია, რომელსაც უამრავი სისხლი და ადამინური მსხვერპლი დასჭირდა უხსოვარ დროიდან დღემდე. საზოგადოებაში ბრძოლა მაშინაც იყო, როდესაც კლასები საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ბრძოლა “რაღაცისთვის” მაინც მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც უტოპიური სოციალიზმის ფუძემდებლები გამოჩნდნენ, 400 წელი დასჭირდა, ჰიპოთეზა თეორიად ქცეულიყო. საზოგადოებამ უამრავი ცდა ჩაატარა თავისი ცხოვრების მოსაწყობად და მეტ-ნაკლებად ღვთიურს მიუახლოვა და იბრძოლა მის დასამკვიდრებლად. სტალინიზმს არ უნდა მოვთხოვოთ ორ ათწლეულში ამქვეყნიური სამოთხის აშენება, მაგრამ სტალინიზმის შედეგებმა ცხადყო მისი ცხოველმყოფლობა. სტალინიზმი მომავალში თავის კონსტრუქტორსა და არქიტექტორს აუცილებლად იპოვის და ჩვენი შთამომავლები აღთქმულ სტალინურ ქვეყანაში იცხოვრებენ.

ექნება თუ არა მას რაიმე შეხება ლენინიზმთან, ძნელი სათქმელია. მგონია, რომ ლენინისა და სტალინის მსოფლმხედველობა საველე ბინოკლს ჰგავს: თუ ერთი მხრიდან გაიხედავ, საგნები და მოვლენები ძალიან შორს და ბუნდოვნად გამოჩნდება, ხოლო, თუ ბინოკლს შემოვაბრუნებთ და მეორე მხრიდან გავიხედავთ, იმავე მოვლენებსა და საგნებს ახლოს და მკაფიოდ დავინახავთ. ასე მეჩვენება უბრალო მოკვდავს ლენინიზმი და სტალინიზმი. და არ ვფიქრობ, ლენინი იმდენ ხანს შემორჩეს ადამიანების მეხსიერებას, რამდენსაც სტალინი შემორჩება.

დღეს რუსი ინტელექტუალები ამბობენ:

“რუსი ხალხი პუტინს იმას კი არ ედავება, რომ პუტინია, არამედ იმას, რომ ის მეტი სტალინი უნდა იყოს”.

ესე იგი, რუსეთი არ ითხოვს, რომ პუტინი სტალინი იყოს. ასე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ უნდათ, რომ პუტინში მეტი იყოს სტალინი.

პუტინი, რა თქმა უნდა, ძლიერი პიროვნებაა, რომელმაც ფეხზე დააყენა დასავლეთის შეტევითა და ლოთი ელცინის მოქმედებებით დაუძლურებული რუსეთი და ქვეყანას ზესახელმწიფოს სტატუსი დაუბრუნა, რითაც ამერიკელთა ჰეგემონიას მსოფლიოზე წყალი შეუყენა, მაგრამ, როგორც ორი ათასი წლის განმავლობაში ადამიანი ვერ ამაღლდა ცად უფლის მსგავსად, არ ვფიქრობ, გაჩნდეს ახალი სტალინი, რომელიც უკეთესი ცხოვრების ფორმას შემოიღებს, ვიდრე სტალინიზმია.

ამით ვამთავრებ “მასწავლებლისა” და “მოსწავლის” ურთიერთობაზე მასალების გამოქვეყნებას.

გრიგოლ ონიანი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here