მთავარი ისტორია სტალინი _ ლეგენდა და სინამდვილე

სტალინი _ ლეგენდა და სინამდვილე

4018
გააზიარეთ
სტალინი

არავის ეგონოს, ნაკლებად მიყვარს ჯვრის მონასტრიდან დანახული სვეტიცხოველი და დედათა მონასტერი, ასაფრენად გამზადებული თეთრი გედი _ ჩემი ალავერდი. მამადავითიდან კამკამა ზეცის ცქერა და მზის ბრწყინვალებით მუდამ განათებული სამება, გორის ციხის ახლოს მდგარი სახლის ნახვა, “იმერეთი, ჩემი დედა”, უშგულიდან დანახული ერთიანი საქართველო.

კვირიკეს ეკლესიაში შალიანის ხატთან ცრემლად და ოფლად დაღვრილი დამნაშავისა თუ უდანაშაულოს სახე და ფერი, ქათქათა ბათუმი, ლაჟვარდოვანი სოხუმი თუ ჩემი ყრმობის საყვარელი ქალაქი სტალინირი. შორეულ ლანდებად მეჩვენებასიზმრადნახულიჩაძირული ქვები”, “სამშობლო”, “ღალატი”, “კოლხეთის ცისკარი”, “გიორგი სააკაძე”, “პატარა კახი”, “მაია წყნეთელი”, თვალსაჩინოებად დანახულიჯურღაის ფარი”, “დავით გურამიშვილი”, “გიორგი სააკაძე”, “ბაშიაჩუკი”, “მამლუქი”, “ხევისბერი გოჩადა სხვ. ახლაც მიწყვია ჩემს საწერ მაგიდაზემთვარის მოტაცება”, “დავით აღმაშენებელი”, “მძიმე ჯვარი”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “უქარქაშო ხმლები”, “დავით გურამიშვილი”, ვაჟა, აკაკი, ილია, გალაკტიონი, აკაკი ხორავა, ვასაძე, ახმეტელი, ფალიაშვილი და სხვ.

მწარეა თუ ტკბილი ეს მოგონებები? _ ვეკითხები თავს და თვალზე ცრემლი მადგება. გუთანი, რომელიც ჩვენს წინაპარს კვალში მიჰქონდა, ისევ იქ დგას, სადაც წინაპარმა სუნთქვა შეწყვიტა, ხნულის გაყვანა აღარ გრძელდება. წინაპართა ბუხრებიდან კვამლი აღარ ამოდის. ჩემი ფიქრიც ღრმა სინანულია იმისა, რომ შევწყვიტეთ კვალის გავლება, რომელიც არც ისეთი წარმატებული იყო, შევწყვიტეთ იმ ქვეყნის შენება, რომელსაც აშენებდა “ძე კაცისა” _ სტალინი.

დღესაც ჟრუანტელს მივლის, როდესაც მახსენდება 1950-იან წლებში რუსთაველის თეატრის სცენის სიღრმეში გაღებული ფანჯრიდან ხმალამოღებული ხიმშიაშვილის შეძახილი და აბობოქრებულ ხალხში გადაშვება შეძახილით: “მე გასწავლით, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავის დადება!”

ჩვენ გვზრდიდნენ ახალი ქვეყნის მოქალაქეებად, რომლებსაც პატრიოტიზმით, სიყვარულითა და სოციალური სამართლიანობით უნდა გვეცხოვრა, მაგრამ აღმოვჩნდით სხვა ქვეყანაში, სადაც პატრიოტიზმი სირცხვილია, სიყვარული _ ავადმყოფობა, სოციალური სამართლიანობა კი _ “ნიველირება”.

ყოველგვარი შეფარვისა და ბოდიშების გარეშე უნდა ვაღიარო, რომ სტალინს, როგორც ძეს კაცისა და ზეკაცს, ებრძვიან არა მისი “უსამართლობისთვის”, არამედ მისი სამართლიანობისთვის. და დღევანდელი მსოფლიო იბრძვის ჰიტლერის დევიზით: “ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსი ხალხის სიმრავლის, ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რუსეთმა კვლავ არ შვას ახალი სტალინი”.

მაგრამ ისე, როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი ნაზარეველის პარტია ვერ დაამარცხეს მსოფლიოს სხვადასხვა ჯურისა და იდეის ხალხებმა, ვერც სტალინური სამართლიანობის იდეას დაამარცხებს ქვეყნად ვერავინ. ამიტომაც თამამად განვაგრძობ ქრისტეს ყველაზე დიდი მიმდევრისა და დამფასებლის, ერნესტ რენანის წარმოდგენილ ნააზრევსა და გორელი ჯუღაშვილის ნააზრევსა და გაკეთებულთან პარალელების გავლებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველები არ ვიმსახურებთ, ვიყოთ ნაზარეველის იდეების ცხოვრებაში განმახორციელებლის მშობელი ერის სახელის ღირსი. ეს რომ ასეა, დიდმა ილიამ საუკუნის წინათ ბრძანა: “მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი”. დარწმუნებული ვარ, რენანის მსგავსად, სტალინური მზით გამთბარი თანასწორუფლებიანი (და არა დემოკრატიული) მსოფლიო გარკვეული პერიოდის შემდეგ გრანდიოზულ ძეგლს დაუდგამს ქვეყნად თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობის მხედართმთავარ სტალინს.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“მართალია, იესო დიადი ბუნებისა და თავისებურობის კაცი იყო, მაგრამ პირველ ხანებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც, იგი იოანეს მხოლოდ ბაძავდა. კარგად არ იცოდა, რა მოწოდების კაცი იყო იოანე, მაგრამ, რაკი მან პირველმა დააწესა ნათლისღება, იესომ მოვალედ ჩათვალა თავისი თავი, მაგალითი მისგან მიეღო და თვითონაც ხალხის ნათლისცემა დაიწყო. ნათელსა სცემდნენ იესოს მოწაფენიც. და აი, მთელი იორდანეს კიბე გაივსო ნათლისმცემლებით, რომელთა ქადაგებასაც ესა თუ ის გავლენა ჰქონდა ხალხზე, მაგრამ მოწაფემ მალე გადააჭარბა თავის მასწავლებელს და იესოს ნათლისცემას უფრო ეტანებოდნენ. ამ გარემოებამ შურიც კი დაჰბადა იოანეს მოწაფეთა შორის და იოანესთან დაიჩივლეს, მაგრამ ორივე მასწავლებელი ამ წვრილმანებზე მაღლა იდგა. ამასთანავე, იოანეს უპირატესობა ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ იესო ვერც კი იფიქრებდა მის დამარცხებაზე. მას უნდოდა, გაზრდილიყო იოანეს ჩრდილის ქვეშ და ხალხზე გავლენის მოსაპოვებლად ეხმარა ის საშუალებანი, რომელთა მეოხებითაც ასე განსაცვიფრებლად განითქვა სახელი იოანე ნათლისმცემელმა. იოანეს დატყვევების შემდეგ იესომ ქადაგებანი რომ განაახლა, პირველი წინადადება იოანეს საყვარელი სიტყვებით დაიწყო, შემდეგშიც იესო სიტყვასიტყვით იმეორებდა ხოლმე იოანეს ნათქვამს. ჩანს, ეს ორი სკოლა დიდხანს იყო კეთილგანწყობილებაში და მათ მეთაურთა შორის მეგობრობაც არ მოსპობილა”.

წერილის ავტორის აზრით:

მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ საქმე გვაქვს იმ შეუსაბამო მდგომარეობასთან, როდესაც სტალინი, როგორც რევოლუციის საქმისათვის თავშეწირული რაინდი, მოხვდა ამერიკიდან და გერმანიიდან დალუქული ვაგონებით შემოგზავნილი ავანტიურისტი მასონების ჯგუფში, რომლებიც რუსეთის გასათავისუფლებლად კი არ იყვნენ ჩამოსული უცხო მიწიდან, არამედ რუსეთის ხელში ჩასაგდებად. “იოანეს დატყვევება”, რომელიც ზემოთ არის მოხსენიებული, ლენინის გარდაცვალებას ნიშნავს ჩემეულ შენიშვნაში და იმისათვის, რომ სტალინს განეგრძო დაწყებული საქმე, ნათლად ჩანს, როგორ განაგრძო მან საქმე ლენინისებურად, სადამდეც ამის აუცილებლობა იყო საჭირო.

გაზეთ “პრავდის” სპეციალურმა კორესპონდენტმა მიხეილ კოლცოვმა (ნამდვილი სახელი და გვარი მოისეი ფრიდლიანდი) პარტიის პლენუმზე თავისი ძმა, მომავალში სახელგანთქმული მხატვარი და კარიკატურისტი ბორის ეფიმოვი (ბორის ფრიდლიანდი) წაიყვანა; როდესაც სხდომის დარბაზში შევიდნენ, ლენინი ცენტრალურ ადგილზე იჯდა, ხოლო სტალინი ტრიბუნაზე იდგა და სიტყვას ამბობდა. უფროსი ძმა უმცროსს მიუბრუნდა და უთხრა: “აი ვინ იქნება რუსეთის მომავალი დიქტატორი”. ეს მოხდა 1921 წელს, _ იგონებს პოლიტიკური კარიკატურის დიდოსტატი ეფიმოვი. _ მე სტალინს, საერთოდ, არ ვიცნობდი, ხოლო ლენინი ყველა კომუნისტისთვის საფიცარი სახელი იყო. დღესაც იმას ვფიქრობ, საიდან იცოდა ჩემმა ძმამ, რომ სტალინი ქვეყნის მმართველი გახდებოდა, თანაც _ დიქტატორი.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“იესო მარტო ზეაღმტაცი მორალისტი აღარ არის, მას აღარ აკმაყოფილებს მარტოოდენ უზენაეს ზნეობრივ მოძღვრებათა ქადაგება. ახლა იგი ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს არსებული წეს-წყობილება, გარდაქმნას თვით ქვეყანა და დაამყაროს იგი იმ იდეალზე, რომელიც მან უკვე შეიმუშავა. ამიერიდან იესო რევოლუციონერია. ლექსი “სასუფეველი ღმრთისა”, ანუ “სასუფეველი ცათა” იესოს მოგონილი არ არის. ამ ლექსს, დიდი ხანია, ებრაელები იცნობდნენ, მაგრამ იესომ ისეთი ღრმა, ზნეობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მისცა, რომ თვით დანიელის წიგნის დამწერიც კი ვერ მისწვდებოდა. დანიელის აზრით, ქვეყნად მხოლოდ ბოროტებაა გამეფებული. ბატონი და პატრონი ამ ქვეყნისა ეშმაკია. მეფეები ხოცავენ წინასწარმეტყველთ, მღვდლები და მწიგნობარნი არ ასრულებენ იმას, რასაც სხვებს უქადაგებენ, მართალნი იდევნებიან, ერთადერთი ხვედრი კეთილის მყოფელთა მხოლოდ ტანჯვა და ცრემლებია. მაგრამ აღსდგება ღმერთი და შურს იძიებს. უკვე მოახლოებულ არს დრო იგი. ბოროტებამ თავის უმაღლეს წერტილამდე მიაღწია. ჯერი სიკეთის გამეფებაზე მიდგა, მაგრამ სიკეთის გაბატონებას წინ უძღვის ქვეყნის გარდაქმნა. იგი უცბად გადაბრუნდება, სამყარო დაინგრევა. დაარსდება ახალი ქვეყანა, ახალი ცხოვრება და ეს ცხოვრება იმდენად კარგი იქნება, რამდენადაც ცუდია დღევანდელი. წინანი უკან დარჩებიან, დაჩაგრულნი ამაღლდებიან და ახალი წესით განაგებენ ქვეყანას. ამჟამად სიკეთე და ბოროტი ერთმანეთშია არეული, როგორც ღვარძლი და თავთუხი. გლეხს ჯერ არ მოუცლია ყანის გასამარგლავად, მაგრამ მოვა დრო და ღვარძლს ყანიდან ამოთხრიან, სასუფეველი ცათა ზღვაში გადასროლილ ბადესა ჰგავს. ამ ბადეს კარგი და ცუდი თევზი ნაპირზე ერთად გამოაქვს. კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ, უვარგისს კი გადაყრიან”.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინი ამბობს: _ “სახელმწიფო ჰუმანური აღზრდის სკოლა არ არის”. ქვეყანა უნდა გადაბრუნდეს, ბოროტება უნდა მოისპოს, ჩაგვრა უნდა შეწყდეს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. ფორმაციას ფორმულა ცვლიდა და დღესაც ცვლის, მაგრამ სახელმწიფოს დამსჯელი მანქანა, რომელიც დაუნდობლად ექცევა ხალხს, უცვლელი რჩება. პირველი, ვინც დედამიწაზე ჩაგრულთა და პროლეტართა ბელადი გახდა, იყო სტალინი. იყო თუ არა ის სახელმწიფო, რომელიც სტალინმა ააშენა, მარქსიზმის იდეებზე დაფუძნებული? _ არა! იყო თუ არა სტალინის ეპოქა ლენინური? _ სრულიად არა! მაშ, რა იყო საფუძველი იმ უზარმაზარი ქვეყნისა, რომელიც უსწრაფესად აშენდა და ზესახელმწიფოდ იქცა? ამის საფუძველი იყო სტალინიზმი. მოძღვრება, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ადამიანთა თანასწორუფლებიანობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, რომლის მიხედვით გამორიცხულია დაქირავებული შრომა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, უმაღლეს დონეზეა აყვანილი კანონის დიქტატურა.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“ქვეყნად სასუფევლის დამაარსებელნი იქნებიან არა მდიდრები, არა მყვირალა ფარისეველნი და მღვდლები, არამედ გულწმინდა და გულუბრყვილო ქალები, გლეხები. საზოგადოდ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. პირველი თვისება მესიისა არის ის, რომ იგი “მახარობელია გლახაკთა”, იესოს ხასიათის ბუნებრივმა სიფაქიზემ აქაც უმაღლეს წერტილამდე მიაღწია. ფართო და ძირითადი ცვლილება საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ისეთი ცვლილება, რომლის მეოხებითაც ყველა სოციალური კლასი გათანასწორდება, ხოლო დღევანდელი ბატონები დამცირდებიან _ აი, რა იყო იესოს ოცნება”.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინმა პირველმა ჩამოაყალიბა მუშათა და გლეხთა სახელმწიფო მათივე მმართველობით. საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ რგოლებში მტკიცედ იყო დაცული ის პროცენტული რაოდენობა, რა რაოდენობითაც უნდა ყოფილიყო არჩეული მუშა თუ კოლმეურნე, ქალი თუ კაცი, განსაზღვრული იყო განათლების ცენზი, აგრეთვე, მტკიცედ იყო დაცული, როგორც (თუ დღევანდელ ტერმინს გამოვიყენებთ) გენდერული თანასწორობა, ასევე ეროვნული, სოციალური და რელიგიური თანაფარდობა. პრივილეგიურ მდგომარეობაში იყო მუშათა და გლეხთა კლასი და ფენა ინტელიგენციისა, გაძლიერებული იყო ახალგაზრდობასთან აღმზრდელობითი მუშაობა და ახალგაზრდა კადრების დაწინაურება. ახდა ქრისტეს ოცნება! წინანი უკან მოხვდნენ, ჩაგრულნი კი _ წინა პლანზე. ქრისტეს ოცნება ყველა კლასის თანასწორუფლებიანობისა ძალაში შევიდა. ასევე ძალაში შევიდა ყველა ის ძირითადი დებულება, რომლებიც ქრისტეს მოძღვრებაში იყო გათვალისწინებული.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“საზოგადოდ, იესოს გარემოცვაში არავითარი უფროს-უმცროსობა, იერარქია არ ყოფილა, ყველა ძმად ითვლებოდა. იესომ ლექსიკიდან გამოდევნა ყველა ის სიტყვა, რომლებიც კი რომელიმე მათგანს უპირატესობას ანიჭებდა. სიტყვები რაბი _ მასწავლებელი და “მამაო” _ მათ წრეში აღარ ისმოდა, ვინაიდან მასწავლებელი ერთი იყო _ თვით იესო, ხოლო მამა ყველასი კი ერთი _ ღმერთი.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინმა, როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში მოსპო ზეაღმატებული მიმართვები. ყველასთვის არსებობდა ერთი მიმართვა და ეს იყო “ამხანაგო”. გარდა უცხოელი მოკავშირეებისა და სტუმრებისა, სტალინს ყველა, დიდი თუ პატარა, ამხანაგოთი მიმართავდა. გამონაკლისი იყო ხელისუფლების წევრი, მისი ორი-სამი ახალგაზრდობის მეგობარი, რომლებსაც შეეძლოთ, მისთვის მიემართათ ფსევდონიმით _ კობა.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“სასუფევლის დროს მოწაფენი უნდა მსხდარიყვნენ მარჯვნივ და მარცხნივ იესოსი და განესაჯათ თორმეტი თემი ისრაელისა. “ვინ უნდა იჯდეს მახლობლად “ძისა კაცისა?” _ კითხულობდნენ ერთმანეთში მოწაფენი. ამ საკითხის გადაწყვეტა მეტისმეტად აინტერესებდათ მოწაფეებს, ვინაიდან ეს “მახლობელი”, მათი აზრით, პირველი მინისტრის თანამდებობის აღმსრულებელი იქნებოდა.

წერილის ავტორის აზრით:

ძნელი წარმოსადგენია, რომ სტალინი ყრილობის თუ სხვა საორგანიზაციო შეკრების პრეზიდიუმს ქრისტეს მოძღვრების მიხედვით ალაგებდა. სასუფევლის (ე.ი., სამსჯელოს) მაგიდის ცენტრში ყოველთვის სტალინი იჯდა. მარჯვნივ და მარცხნივ _ მისი უახლოესი თანამებრძოლები. ვინც სტალინის მარჯვნივ პირველი იჯდა (ეს უმრავლეს შემთხვევაში მოლოტოვი იყო), ყველაზე საპატიო მოწაფე იყო და პირველ მინისტრადაც ის ითვლებოდა. საინტერესოა, რომ, შემთხვევით თუ შეგნებულად, სტალინს საბჭოთა კავშირი ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოერთებამდე 12 რესპუბლიკად ჰქონდა დაყოფილი.

* მიხედვით წიგნისაცხოვრება იესოსი”:

“იესოს სძულდა ყველაფერი ის, რაც გულის სიწმინდეს არ მოასწავებდა. უსარგებლო წესები და ცერემონიები ფარისეველთა, მანჭვა-გრეხა მლოცველთა, რომლებიც ამ საშუალებით ვითომდა ცხონდებოდენ, იესოს სულის საძირკვლამდე აღაშფოთებდა. მარხულობა იესოს საზრუნავი საგანი არ არის, იგი შენდობას მსხვერპლის შეწირვაზე მაღლა აყენებს. სიყვარული ღმრთისა, კაცთმოყვარება და ურთიერთ თანანადებთა მიტევება _ აი, მთელი მოძღვრება იესოსი! მაშ, რაღა საჭიროა სამღვდელოება და მათი სამსახური, ან რას უნდა მოველოდეთ მათგან? მღვდელი ყოველთვის მომხრეა საჯარო ღვთისმსახურებისა, ლოცვა მორწმუნისა კარდაკეტილ სახლში მისთვის ხელსაყრელი არ არის. ლოცვა მას ვერაფერს შეჰმატებს და, მაშასადამე, ამგვარი ლოცვისა მღვდელი ყოველთვის წინააღმდეგი იქნება. ტყუილად ვეცდებით, ვიპოვოთ სახარებაში ისეთი ადგილი, რომლითაც იესო რაიმე სარწმუნოებრივი წესის შემოღებას გვიბრძანებდეს. ნათლისღებას მისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ლოცვისთვისაც საჭიროა მხოლოდ წრფელი გული. ზოგნი, უფრო კი სულმდაბალნი, მხოლოდ კეთილი განზრახვებით აპირებდენ სასუფეველში შესვლას და იესოს ეძახდენ: “რაბი, რაბი”. იესო ყოველთვის თავიდან იშორებდა მათ და ამბობდა რა, რომ ჩემი სარწმუნოება მარტოოდენ კეთილ საქმეთა გაკეთებაზეა დამყარებულიო, ხშირად იმეორებდა წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვებს: “ეს ხალხი პატივსა მცემს ბაგითა, გულით კი შორს არიან”.

წერილის ავტორის აზრით:

სტალინის სულიერი სამყარო იესოს მოძღვრებაზეა დაფუძნებული, ის ორთოდოქსი ქრისტიანია, რომელიც უცვლელად ასრულებს უფლის დანაბარებს. მისი ლოცვების ფარული შესრულება განა “კარდაკეტილ სახლში ლოცვა” არ არის, რომელიც “მღვდელს ხელს არ აძლევს”? სტალინს სწამდა, რომ “ღვთისბოძებული ბელადის” საფლავს ნაგვით აავსებდნენ, მაგრამ ისიც შთაგონებული ჰქონდა, რომ ამ ნაგავს ისტორიის ქარი, ღმერთისგან მონაბერი, გაფანტავდა; მან ისიც კარგად იცოდა, რომ “ეს ხალხი პატივსა მცემს ბაგითა, გულით კი შორს არიან”.

ლეგენდა სინამდვილედ იქცა 1899 წლის მაისში, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიის დამამთავრებელი კურსის უკანასკნელი გამოცდის წინა ღამეს იოსებ ჯუღაშვილს ბერი გამოეცხადა და თავისთან იხმო. სემინარისტმა იოსებმა ყველაფერი სემინარიის დირექტორს გაანდო და მანაც თანხმობა მისცა, ხლებოდა ბერს. სტალინი აფხაზეთში გაემგზავრა. იხილა სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტერი და წარუდგა მის წინამძღვარ არქიმადრიტ იერონს, რომელმაც გულთბილად მიიღო ყმაწვილი ჯუღაშვილი, იგი ახალი ათონის მთავარი სიწმინდით დალოცა და თავის კელიაში შეიყვანა. იერონმა იოსებს საიდუმლო გაანდო:

“რუსეთზე მოვა მხეცის მეფობა, ყიურები დაიწყებენ რუსი ხალხის განადგურებას, შენ კი გაანადგურებ ყიურებს. წადი!” სოსო ჯუღაშვილი სემინარიის კედლებს აღარ გაკარებია და შეუდგა წმინდა მისიის აღსრულებას.

1919 წლის 5 ნოემბერს უისტონ ჩერჩილმა თავისი გამოსვლა პარლამენტში ამ სიტყვებით დაიწყო:

“ლენინი შეგზავნილი იყო რუსეთში გერმანელების მიერ, ზუსტად ისევე, როგორც შეგზავნიდნენ შუშის ჭურჭელს ტიფის ან ქოლერის კულტურით, რათა ის ჩაეპირქვავებინათ წყალში, რომელიც დიდ ქალაქს კვებავს”.

იმ დაპლომბილი ვაგონის 165 მგზავრიდან, რომლებიც ლენინთან ერთად ჩამოვიდნენ პეტროგრადში, 128 იყო ებრაელი და ბოლშევიკების რევოლუციურ ორგანიზაციებში საკვანძო ადგილებს დაეუფლნენ. 1917 წლის მარტში პეტროგრადში ტურუხანსკის გადასახლებიდან ჩავიდა სტალინი.

პეტროგრადში ამერიკიდან ჩავიდა ლევ ტროცკი, რომელიც რუსეთში გამოგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მასონმა ვუდრო ვილსონმა. ტროცკის მფარველობდნენ ფრიად გავლენიანი ძალები, მათ შორის, სიონისტური ორდენის _ “ნაით ბრითის” _ ხელმძღვანელები, რომელთა ლოზუნგიც იყო: “ჩვენ უნდა გადავაქციოთ რუსეთი თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ”.

ასე დაიწყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის.

გრიგოლ ონიანი

2 COMMENTS

  1. სტალინი იყო გენიოსი და ვერცერთი და ვერავინ მისი მაგინებელი ჩრდილს ვერ მიაყენებს მის გაკეთებულ საქმეს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here