Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

2006
სტალინი, ბუხარინი, ორჯონიკიძე

ლენინისა და სტალინისმასწავლებლობისა და მოსწავლეობისპერიოდის განხილვა, თუმცა მოკლედ, მაგრამ მაინც გავიარეთ. როგორ გრძნობდა თავსმოწაფე” “მასწავლებლისგარეშე? _ როდესაც დღემდე ჩაგვჩიჩინებენ, სტალინმა მხრები გაშალა 1937 წელს მოაზროვნე პარტიული და შემოქმედებითი ინტელიგენციის განადგურების შემდეგო, თანამედროვე მკვლევარების ნაშრომებსა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მეჩვენება, რომ ბევრი რამ, როგორც ამას გვეუბნებოდნენ და დღესაც დაბეჯითებით გვიმეორებენ, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.

პარტიულმა ბრძოლამ და სტალინის განრისხებამ კულმინაციას 1927 წელს მიაღწია, როდესაც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 7 ივნისს ვერაგულად მოკლეს საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პეტრე ვოიკოვი.

ვოიკოვი სიცოცხლეს რუსმა მონარქისტმა გამოასალმა. ვარშავის ტრაგედიის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა შავი ზღვისპირა აგარაკზე მყოფ სტალინს. ოფიციალური შეტყობინების გარდა, ბელადმა სხვადასხვა არხით სხვა ათასი ცნობა მიიღო, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად შემდეგი დირექტივა გაუგზავნა მოლოტოვს კრემლში:

“მივიღე ცნობა რუსი მონარქისტის მიერ ვოიკოვის მკვლელობის შესახებ. აშკარად ჩანს ინგლისის ხელი. მათ უნდათ, ჩამოაგდონ კონფლიქტი ჩვენსა და პოლონელებს შორის. უნდათ, განმეორდეს სარაევო. სასწრაფოდ გატარდეს უმკაცრესი ზომები დამნაშავეთა დასასჯელად (სტალინის პირადი არქივი. ფურცელი 558, მე-11 საქმე, ფურცელი 1-3).

მკითხველმა იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ სტალინის მიერ ნახსენები სარაევო ნიშნავს პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზს. ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში (ბოსნია) სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა, რაც I მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი შეიქნა.

სტალინმა ვოიკოვის მკვლელობა არა მხოლოდ ინგლისის ხელისუფლებას დააბრალა, არამედ ტერორისტულ აქტში თანამონაწილედ ქვეყანაში არსებული ოპოზიაც დაადანაშაულა, რის გამოც 1927 წლის 18 ივნისს სოჭიდან კრემლში მოლოტოვს შემდეგი შინაარსის შიფროგრამა გაუგზავნა:

ლონდონის მიერ ტერორისკენ კურსის აღება სრულიად ცვლის ჩვენს საშინაო და საგარეო მდგომარეობას, ეს არის ომისათვის მზადების გამოცხადება. მოსკოვში რკინიგზის სადგურზე ახლახან გამართული ოპოზიციის მიტინგი ცხადყოფს, რომ ისინი ცდილობენ ქვეყნის ერთიანობისა და ზურგის მოშლას. სწორედ ეს გვიბიძგებს, მკაცრად გავცეთ პასუხი ოპოზიციას. ამის გარეშე ჩვენი მოწოდება მტკიცე ზურგის შექმნაზე ყალბი ფრაზებია. ჩვენ ან უნდა დავიხიოთ უკან, ან წავიდეთ წინ! ასე დგას დღეს საკითხი. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და მომავალშიც დავდგებით მეორე მიმართულებაზე _ მხოლოდ წინ!”

1927 წლის ოქტომბრის კონფერენციაზე სტალინმა მონაწილეებს დაუსაბუთა ზინოვიევის ქარაფშუტული მიდგომა და მისი ზერელობა სახელმწიფო მშენებლობის საქმეში, შედეგად პლენუმმა ზინოვიევი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო “რევოლუციის დემონი” ტროცკი გამოიყვანა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობიდან (სკკპ რეზოლუციები. ტომი III, გვ. 360-361).

კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობაზე (1927 წლის დეკემბერი) სტალინმა კატეგორიულად მოსთხოვა ოპოზიციას პასუხი და მოუწოდა, შეეწყვიტათ უსაგნო, ყოველგვარ აზრსა და მიზანს მოკლებული პოლემიკა და ჩამდგარიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის გაშლილი შრომის ავანგარდში, უწინარესად, მიეხედათ თავიანთი ქვეყნისთვის და შემდგომ _ მსოფლიოსთვის. სტალინმა ყრილობაზე კატეგორიულად განაცხადა:

პარტია იბრძვის და მომავალშიც იბრძოლებს სოციალდემოკრატების იდეოლოგიური საფუძვლების _ “პერმანენტულირევოლუციების მოწყობის _ წინააღმდეგ. მიწაზე ყურის დადებით ისტორიის ნაბიჯების გამოცნობის დრო წავიდა”.

სტალინმა კატეგორიულად მოსთხოვა მოლოტოვსა და პოლიტბიუროს ყველა წევრს, მკაცრად ემსჯელათ ზინოვიევსა და ტროცკიზე.

და აქ სტალინმა გამოიყენა ფრაზა, რომელსაც მსოფლიოში ბევრი მიიჩნევს ედუარდ შევარდნაძის გამონათქვამად.

როდესაც შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა (1990 წელი), უმაღლესი საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხელი ასწია და დარბაზს მიმართა: “პროსბა ნე რუგატ მენია, ზა პრიამოტუ ი გრუბოსტ” (“გთხოვთ, არ გამლანძღოთ პირდაპირობისა და უხეშობისთვის”).

როდესაც სტალინმა მოლოტოვს შიფროგრამა გაუგზავნა და ოპოზიციის მიმართ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა, თავისი მოთხოვნა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

“პროსბა ნე რუგატ მენია, ზა პრიამოტუ ი გრუბოსტ” (სტალინის პირადი არქივი. ფ. 558, აღწერა 11, საქმე 71, ფურცელი 13-14).

როგორც ჩანს, ახალგახსნილ საარქივო მასალებს იმხანად, 1980-იან წლებში პირველ რიგში, პოლიტბიუროს წევრებს აცნობდნენ და ამ საარქივო მასალებში შევარდნაძემ ის სიტყვები ამოიკითხა, რომლითაც პოპულარობა მოიხვეჭა, ანუ აქ ნათლად ჩანს პლაგიატი შევარდნაძის მხრიდან, მან სტალინის მიერ 63 წლის წინათ დაწერილი ფრაზა “მოიპარა” და გამოიყენა…

მეორე დღესვე მოლოტოვმა ასეთი შინაარსის ცნობა გაუგზავნა სოჭში მყოფ სტალინს: “ცენტრალური საკონტროლო კომისიას შემოაქვს წინადადება, ზინოვიევი და ტროცკი გამოყვანილი იქნენ ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან”.

როგორც ირკვევა, სტალინი არ დაეთანხმა მოლოტოვის წინადადებას. პოლიტბიუროსა და საკონტროლო კომისიის სხდომაზე ზინოვიევსა და კამენევს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს გაფრთხილებით.

ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სტალინის მიერ გამოჩენილი სიმკაცრე სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მკვლელობის გამო, იყო ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ნევილ ჩემბერლინის მიმართ პასუხი, რომელიც გამოხატავდა საბჭოთა კავშირის საგარეო და საშინაო მკაცრ და განუხრელ პოლიტიკას.

ერთ-ერთ გამოსვლაში ცენტრალური კომიტეტის წევრმა სერგეი სირცოვმა განაცხადა, ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი ადამიანებს ფიქრისთვის სჯისო. ცირცოვის განცხადება სტალინმა თავის თავზე მიიღო და ასე უპასუხა:

“ვსჯი ფიქრისათვის? _ სისულელეა. ჩვენ ვსჯით ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი, კი არ ფიქრობენ, არამედ გუდავენ პარტიას”.

“პარტიის მგუდავები” და საბოტაჟის მომწყობნი 1927 წლის ნოემბერში: ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და მათი აქტიური მხარდამჭერები, გამოყვანილი იქნენ პოლიტბიუროს შემადგენლობიდან და დათხოვნილი სამსახურებიდან.

ლევ ტროცკი გაგზავნილი იქნა ალმა-ატაში, ზინოვიევი და კამენევი გადაყვანილნი იქნენ რიგით სამუშაოზე. შემდეგ კი, 1927 წლის დეკემბერში, სამივე გარიცხეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან.

კამენევმა ცოტა ხანში უარყო ოპოზიციონერობა და თხოვნით მიმართა სტალინს, ეპატიებია მისთვის ჩადენილი დანაშაული. იგი შეწყალებული და აღდგენილი იქნა პარტიაში, მაგრამ, როგორც იტყვიან, კუზიანს, სამარის გარდა, არაფერი ასწორებსო და 1932 წელს მეორედ გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს კრასნოიარსკის მხარეში. ტროცკი-ზინოვიევის ჯგუფი სრულიად იქნა განადგურებული.

ასე რომ, სტალინი ჩრდილში არასოდეს მდგარა და სიცრუის ბადე არ მოუქსოვია. 1918 წლიდან მას არასოდეს შეუცვლია არც თავისი და არც პარტიის გენერალური ხაზი. მტკიცედ სწამდა, რომ ყველა მაძღარი კაცის ერთი გამეტებული ლუკმა მშიერს დაანაყრებდა, ერთი შეძლებულის გამონაცვალი საცვალი ტიტველს შემოსავდა. სტალინს სტკიოდა ის, რაც ქვეყანას სტკიოდა, სტალინს უხაროდა ის, რაც ქვეყანას უხაროდა.

ბევრჯერ დასჯილ-მოხსნილი და ბევრჯერვე აღდგენილი ოპოზიცია კვლავ ჯიუტად მიიწევდა მსოფლიო რევოლუციისთვის რუსი ხალხის გამხმარ ფიჩხად გამოსაყენებლად, რომლითაც დედამიწაზე უნდა აგიზგიზებულიყო პერმანენტული რევოლუციის ხანძარი, მაგრამ ეს ერთი კაცის ძალისხმევით არ განხორციელდა, ეს იყო სტალინი დიდ რუს ხალხთან ერთად, რომელმაც არაერთხელ მიაღწია უდიდეს გამარჯვებას.

1926 წლის 14 თებერვალს სტალინმა ლენინგრადში მყოფ კიროვს დირექტივა გაუგზავნა:

“ჩვენ გეზი უნდა ავიღოთ იმისკენ, რომ რაც შეიძლება მოვიახლოვოთ ოპოზიციის საუკეთესო ამხანაგები, _ არ არის საჭირო, მათ ხელი ვკრათ და მოვიშოროთ”.

სწორედ “მიახლოებულმა ოპოზიციონერებმა” გამოასალმეს სიცოცხლეს კიროვი, როდესაც შეთქმული ტროცკისტ-ზინოვიეველების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა სმოლნის დერეფანში რევოლვერი დაახალა სტალინის უახლოეს თანამებრძოლს. ეს არაერთხელ აღიარეს სასამართო პროცესზე ტროცკისტ-ზინოვიეველთა ხროვის წარმომადგენლებმა.

ტროცკის იდეების განმახორციელებელი ნიკოლაი ბუხარინი წლების განმავლობაში იყო პარტიის “ლიუბიმჩიკი”, ამ მეტსსახელით ის ლენინმა მონათლა. ბუხარინი 12 წლის განმავლობაში რედაქტორობდა საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარულ ბეჭდვით ორგანოს _ გაზეთ “პრავდას”, იყო კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის, პრეზიდიუმისა და სამდივნოს წევრი, 1917-1932 წლებში _ ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1919-1924 წლებში _ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, 1924-1929 _ წლებში ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, 1928 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

რიგით მეორე ტროცკისტი ალექსეი რიკოვი 1924 -1930 წლებში იყო საკავშირო მთავრობის მეთაური; ლენინის სიცოცხლეში, 1921-1924 წლებში კი _ მისი მოადგილე; ლენინის გარდაცვალების შემდეგ _ მთავრობის ხელმძღვანელი; 1922-1930 წლებში _ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, საორგანიზაციო ბიუროს წევრი.

მიხეილ ტომსკის, 1921-1930 წლებში ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, აგრეთვე, ორგბიუროს წევრს, სტალინი არასოდეს თვლიდა სანდო და მიუმხრობელ კაცად. ტომსკი ეკონომიკის საკითხებში ყოველთვის ბუხარინის მხარეს იყო.

1930 წლის 13 აგვისტოს სოჭიდან სტალინმა შიფროგრამა გაუგზავნა მოლოტოვს:

“არავითარ დათმობასა და პრივილეგიებზე არ წახვიდე პიატაკოვის, ბრიუხანოვისა და მემარჯვენე გადახრის სხვა წარმომადგენლების წინაშე”. სტალინმა მიიღო ცნობა, რომ მოსალოდნელი იყო სამომხმარებლო საქონელზე ფასების მატება, რაც, გარდა ბიუჯეტის დეფიციტისა, “სხვა” გარემოებებითაც იყო გამოწვეული. ფინანსთა მინისტრი ბრიუხანოვი და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის მმართველი პიატაკოვი წინადადებითაც კი შევიდნენ მთავრობაში, ვერცხლის მონეტები მოთუთიებული ლითონით შეეცვალათ, რათა დაეძლიათ მოსალოდნელი კრიზისი. რიკოვი დაეთანხმა. სწორედ ამ და სხვა მდგომარეობათა დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ გაგზავნა სტალინმა ზემოთ მოყვანილი შიფროგრამა კრემლში მოლოტოვთან.

საბოლოოდ, 1930 წლის 18 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ბრიუხანოვისა და პიატაკოვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მანამდე კი, 1929 წლის ნოემბერში, პოლიტბიუროს წევრობიდან გამოიყვანეს და თანამდებობიდან გადააყენეს ნიკოლაი ბუხარინი, ხოლო 1930 წლის შემოდგომაზე თანამდებობა დაატოვებინეს მთავრობის თავმჯდომარე რიკოვს, ასევე, გამოიყვანეს პოლიტბიუროს შემადგენლობიდან; ეს ბედი გაიზიარა ტომსკიმაც.

ხელისუფლებაში ადგილს ინარჩუნებდა ბუხარინი, რაც, გარკვეულწილად, სტალინის ნებაც იყო. იგი ინარჩუნებდა ძველ ურთიერთობას სტალინთან და თანაგრძნობის გამოსახატავად გადაწყვიტა კიდეც, გამოეშვა “ტექგაზეთი”, რისთვისაც 1931 წლის 20 ოქტომბერს წერილით მიმართა სტალინს, გაზეთის პირველი ნომრისთვის გაეგზავნა სადირექტივო სურვილები და მისალმება.

სტალინმა 3 ნოემბერს წერილითვე უპასუხა ბუხარინს:

ძნელია, გამოგიგზავნოთ მისალმება, რადგან ჩემთვის უცნობია, რომელ რიცხვში აპირებთ გაზეთის პირველი ნომრის გამოშვებას და რა სადირექტივო რჩევას მიიჩნევთ საჭიროდ. დაწერეთ თვითონ მოკლედ, მარტივად, არაამაღლებული ტონით მისალმება. ტექსტი გააცანით კაგანოვიჩს და მოაწერეთ ჩემი გვარი. სტალინი” (სტალინის პირადი არქივი. . 558, აღწერა 11, საქმე 76, ფურცელი 87).

ძნელია, იპოვო გამოქვეყნებულ პოლიტიკურ ლიტერატურაში თუ სტალინის ახალგახსნილ პირად არქივში ან სხვა ისტორიულ არქივებში დოკუმენტი, რომ სტალინი რომელიმე მომენტში ან საკითხის განხილვა-გადაწყვეტილებისას შეშინებული გამოიყურებოდეს.

სტალინის გენერალური ხაზი ერთნაირი იყო, როგორც სახელმწიფოს აღმშენებლობის, ისე პარტიის ერთიანობის საკითხში. ის ყოველთვის ემიჯნებოდა ნგრევას და მოუწოდებდა პარტიას ერთიანობისა და შრომისკენ:

“კინოფირებიდან უნდა გადავინაცვლოთ მეცხოველეობის ფერმებში”, _ ამბობდა ოპოზიციონერთა პოზიორობით შეწუხებული სტალინი.

1921 წელს დააპატიმრეს დიდი ჯგუფი ინჟინერ-ტექნიკოსებისა, რომელთა მიერ შექმნილი იყო ალტერნატიული “სამრეწველო პარტია” (პრომპარტია). ახალშექმნილი პარტიის საქმიანობა შეფასდა, როგორც სახლმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ახალი პარტიის გავლენიან ხელმძღვანელ ბირთვს უკვე მოესწრო ფესვების გადგმა საზღვარგარეთ, ამის შესახებ სადაზვერვო აგენტურამ სხვადასხვა არხით მიაწოდა ინფორმაცია სტალინს.

1930 წლის 6 აგვისტოს სტალინს აცნობეს, რომ გამოძიებამ დაკითხა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გამოჩენილი ეკონომისტი ნიკოლაი კონდრატიევი, რასაც მოჰყვა ვლადიმერ გრომანის, პრომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და აგრარიკოსი ეკონომისტის _ მაკაროვის _ დაკითხვის ოქმები. ადგილობრივი საგამოძიებლო ორგანოებიდან მიღებული მასალები თითქმის ერთი ერთზე დაემთხვა დაზვერვის მონაცემებს, რის გამოც სტალინმა განრისხებულმა მისწერა მოლოტოვს და საყვედური გამოთქვა ლეონიდ რაზმინის მიმართ, რომელიც გოელროს პროექტის ერთ-ერთი ავრტორი იყო და დაახლოებული ლენინსა და სტალინთან. რაზმინი პირველი დირექტორი გახლდათ თბოენერგეტიკის ინსტიტუტისა, რომელზეც აწყობილი იყო ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ელექტროფიკაცია. პრომპარტიის ლიდერი რაზმინი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. ოთხ კედელს შორის მოქცეული მეცნიერი სხვადასხვა განმარტებას და მონანიების წერილებს უგზავნიდა სტალინს და არწმუნებდა, რომ მეცნიერები, რომლებიც უკვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომებს და ფიქრობენ მომავალში მათ გამოსწორებაზე, გამომწყვდეული არიან ციხის კედლებში, მეტ სარგებლობას მოუტანენ ქვეყანას, თუ ციხიდან გათავისუფლდებოდნენ.

1936 წლის თებერვალში, სტალინის ინიციატივით, პოლიტბიურომ მოიწონა ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომლითაც პატიმრობიდან გათავისუფლდნენ რაზმინი და მისი მეგობრები. მათ აღუდგინეს სამსახურეობრივი უფლებები და დაეხმარნენ საზოგადოებრივი ავტორიტეტის დაბრუნებაში. 1943 წელს სტალინმა რაზმინს პირველი ხარისხის სტალინური პრემიაც კი გადასცა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

ეს შემთხვევა გამონაკლისი როდი იყო. მხოლოდ იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ მძიმე დანაშაულისთვის ციხის საკანში გამომწყვდეული კონსტანტინე როკოსოვსკი გარეთ გამოუშვა, ჯერ დივიზია ჩააბარა, შემდეგ კი _ ფრონტის სარდლობა, დააკერა მარშლის ოქროს სამხრეები და ორჯერ გადასცა ჰიტლერის დამარცხებისათვის საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი ჯილდო _ გამარჯვების ორდენი.

უამრავია სტალინის მიერ დამნაშავის უმკაცრესად დასჯის ფაქტები, მაგრამ ასევე უამრავია გამოსწორების გზაზე დამდგარი ოპოზიციონერების, პირადი მტრების თანაგრძნობისა და დიდების მწვერვალზე მათი აყვანის ფაქტებიც. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, ჩემს მკითხველს, ნუ ჩათვლით სტალინს ჩვეულებრივ ადამიანად და ნუ მოითხოვთ მისგან ერთპიროვნულად მისთვის სასარგებლო და მისაღებ მარტივ მიდგომას.

1951 წელს ლიკანში დასასვენებლად მყოფმა სტალინმა ასე უპასუხა ქართველი კომუნისტებისგან დავალებამიცემულ მორის ტორეზს ქართველი “დიდი” პიროვნების შეწყალების შუამდგომლობის თაობაზე:

ამხანაგო ტორეზ, მე კონტინენტების ურთიერთკავშირების მოგვარების საკითხები მაწუხებს და არა ვიწრო ოჯახური ურთიერთობების”.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ზოგჯერ სხვის ოჯახურ საქმეებშიც ერეოდა, მორის ტორეზისთვის გაცემულ პასუხში, კარგად ჩანს, რომ ეს ჩვენი ოჯახური საქმეა და შენ ნუ ჩაერევიო.

როდესაც 1920-1930-იან წლებში სტალინის ბრძოლისა და მოღვაწეობის პერიოდების აღწერას დავასრულებთ და გადავალთ საბოლოო შედეგებზე, რომლის ბოლო აკორდიც 1937-38 წლები იყო, მკითხველი მიხვდება, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები და მედროვე ისტორიკოსები წერენ და ამბობენ.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here