Home რუბრიკები ისტორია სტალინი სტალინის წინააღმდეგ

სტალინი სტალინის წინააღმდეგ

964
სტალინი

პიროვნების კულტისულაც არ არის კონკრეტული პიროვნებისთვის დამახასიათებელი მოვლენა და არასწორი იქნება, მასრუსული სულის ფენომენივუწოდოთ, როგორც დასავლელი ფსიქოანალიტიკოსები დაცივილიზებული სამყაროსრუსი ლიბერალები მიიჩნევენ. პირველყოფილი პერიოდიდან დღემდე ადამიანებისთვის დამახასიათებელია თავიანთი ლიდერებისათვის ხოტბადიდების შესხმა. ამ მხრივ გამონაკლისი არც რევოლუციის შემდგომი რუსეთი ყოფილა. საკმარისი იყო, ბოლშევიკების პარტიას ძალაუფლება ხელში ჩაეგდო, რომ მათი ლიდერების მისამართით გამოთქმულ ქებადიდებას ბოლო აღარ უჩანდა. საბჭოთა ლიდერებს მიტინგებსა და ყრილობებზე ადიდებდნენ, მათ სახელებს ქალაქებსა და გემებს არქმევდნენ. ასე რომ, სტალინის სახელი სადიდებელ სიტყვებში წამყვან პოზიციას სულაც არ იკავებდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საზღვარგარეთელი მკვლევარი სტალინელები თუ ანტისტალინელები ამტკიცებენ, რომ სტალინი გაცილებით მეტი იყო, როგორც საბჭოთა ლიდერებს, აგრეთვე, კოალიციაში შემავალი მსოფლიოს პოლიტიკის გიგანტებს შორისაც. მწერალი კონსტანტინე სიმონოვი შენიშნავდა:

“იყო სტალინის კულტი, მაგრამ იყო სტალინის პიროვნებაც”.

სტალინი გაცილებით მაღლა რომ იდგა თავის “მოწაფეებზე”, ამაში სრულიად დავრწმუნდებით, თუ გავეცნობით სტალინის უახლოეს თანამებრძოლსა და მეგობარ ვიაჩესლავ მოლოტოვთან გათამაშებულ სცენას. როცა სტალინმა შენიშნა, რომ მოლოტოვი ქვეყნის ურყევი პოლიტიკიდან ოდნავ გადაიხარა, გადაწყვიტა, მისთვის სუბორდინაციისა და ფხიზლად ყოფნის მკაცრი გაკვეთილი ჩაეტარებინა, რაც სხვა თანამებრძოლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა გამხდარიყო. სტალინმა მართლაც ოსტატურად გაითამაშა სამი აქტისგან შემდგარი პატარა პიესა.

აქტი პირველი.

სტალინი დემონსტრაციულად არ აქცევდა ყურადღებას მოლოტოვს და “ოთხეულის” “სამეულად” გარდაქმნის შემდეგ დეპეშით აცნობა მალენკოვს, ბერიასა და მიქოიანს, რომ “აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებლად” მიაჩნია მათი პასუხი ცენზურის საქმეზე; განიხილავს მას, როგორც იმ “საქმის მიფუჩეჩების” მცდელობას, რომელიც, ერთი მხრივ, “სამეულის მიამიტობის შედეგია, ხოლო, მეორე მხრივ, ჯგუფის მეოთხე წევრის _ მოლოტოვის მოხერხებულობისა. ხომ კითხულობდა მოლოტოვი ყველა ამ პასკვილს, რომლებსაც ზიანი მოაქვს ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟისათვის და რატომ არ მიიღო სათანადო ზომები?” “არც ერთ ჩვენგანს, _ ჭკუას არიგებს მათ სტალინი, _ უფლება არ აქვს, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენი პოლიტიკის კურსის შეცვლის საქმეში. მოლოტოვმა კი მიითვისა ეს უფლება. რატომ, რის საფუძველზე? იმიტომ ხომ არა, რომ ეს პასკვილები შედის მისი მოღვაწეობის გეგმებში?” (აი, ყველაზე უფრო შავი ეჭვი). “თქვენგან დაშიფრული ცნობის მიღებამდე, _ აჯამებს სტალინი, _ ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია, მოლოტოვისთვის საყვედურის გამოცხადებით დავკმაყოფილდეთ. ამჟამად ეს უკვე საკმარისი არ არის. დავრწმუნდი, რომ მოლოტოვი არც ისე უფრთხილდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი მთავრობის პრესტიჟს, ოღონდ კი პოპულარობა მოიპოვოს უცხოეთის ზოგიერთ წრეებში. ასეთ ამხანაგს ვეღარ ჩავთვლი ჩემს პირველ მოადგილედ”. ამრიგად, საუბარია მოლოტოვის გადადგომაზე ჯერ კიდევ გაურკვეველი შედეგებით (რაც უნდა იყოს, ის ჯერ კიდევ “ამხანაგად” მოიხსენიება).

სტალინი და მოლოტოვი
სტალინი და მოლოტოვი

დიდმა “ინკვიზიტორმა” გულდასმით მოიფიქრა დამამცირებელი ეგზეკუციის პროცედურაც: მოითხოვს, გამოიძახონ მოლოტოვი და გააცნონ ეს დაშიფრული ცნობა, ოღონდ ასლი ხელში არ უნდა გადასცენ (“ამას თქვენ გიგზავნით და არა მას, _ შეთქმულივით დასძენს იგი, _ რადგან ზოგიერთ მის ახლობელს არ ვენდობი”.) ამგვარად, “სამეული” თითქოს უფლებამოსილ ტრიბუნალად გადაიქცა, მოლოტოვი _ მოულოდნელად გამოჭერილ ბრალდებულად, ხოლო სტალინის დეპეშა _ საბრალდებო განაჩენად.

აქტი მეორე.

იმავე დღეს, მითითების თანახმად, “სამეულმა” “ხალიჩაზე” გამოიძახა შერისხული მოვალეობის აღმსრულებელი და სტალინის დეპეშა წაუკითხა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს სცენა, რომელიც შექსპირსაც კი დააინტერესებდა, _ ნიშნის მოგების, შიშისა და თანაგრძნობის ნარევი ერთი მხრიდან და სასიკვდილო დაბნეულობა _ მეორედან. ამ პირქუში საზეიმო მოქმედების ყველა მონაწილეს მშვენივრად ესმოდა, რა განსხვავება იყოპატრონისმიერ მოწყობილ რიგით შეხურებებსა დაამხანაგების წინაშეპოლიტიკური უნდობლობის გამოხატვას შორის. სცენარი კი მხოლოდ მისი შემქმნელისთვის, სოჭში მყოფი რეჟისორისთვის, იყო ცნობილი. გავა წლები და მოლოტოვის პოსტსტალინური “რეაბილიტაციისას” მალენკოვი და მიქოიანი თვითკრიტიკულად მოინანიებენ თავიანთ “იძულებით თანხმობას” უფროსი ამხანაგის საწინააღმდეგოდ სტალინის მიერ მოწყობილ კამპანიაზე. იმხანად კი სტალინს შემდეგი შინაარსის ანგარიში გაუგზავნეს:

გამოვიძახეთ მოლოტოვი, წავუკითხეთ დეპეშა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მან თქვა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამგვარი უნდობლობა უსამართლოდ მიაჩნია, ცრემლი მოერია. შევახსენეთ შეცდომები”. შემდეგ ჩამოთვლილი იყო მოლოტოვის ყველა ცოდვა _ დაწყებული ლონდონის შეხვედრიდან, სადაც, როგორც მას სტალინის კარნახით გაუხსენა “სამეულმა”, საგარეო საქმეთა კომისარიატმა “ყოველგვარი საჭიროების გარეშე მოიშველია მთავრობის მითითება (იგულისხმებოდა სტალინის 21 სექტემბრის მითითება _ ვ. პ.) და ისე მოიქცა, რომ უცხოელთა თვალში მოლოტოვი დამთმობი, ხოლო საბჭოთა მთავრობა და სტალინი არადამთმობი პოლიტიკის მომხრეები გამოვიდნენ”. ამ ბრალდებებს თანამებრძოლებმა, თავის მხრივ, დაამატეს კიდევ ერთი:

“7 ნოემბერს გამართულ ბანკეტზე თანხმობა მიეცი ჩერჩილის ვაჟის მიღებაზემიღება არ შედგა, იმიტომ, რომ ჩვენ გამოვთქვით საწინააღმდეგო მოსაზრება (ჩერჩილის ვაჟი _ რენდოლფი იმ პერიოდში ჟურნალისტად იყო მოსკოვში ჩასული).

“სამეულის” წევრები ბელადის უშუალო დავალების უბრალოდ შესრულებით როდი შემოიფარგლნენ: მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი, ამასთანავე, “სამეულსაც” სცდიდა, ამიტომ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გადაწყვიტეს, მოლოტოვის საქციელი პოლიტიკურადაც შეეფასებინათ და ეს შეფასება დაემთხვეოდა მათ მიერ ამოცნობილ სტალინის თვალსაზრისს. ბოლოს ჩვენ ვუთხარით მოლოტოვს, რომ ბოლო ხანს მის მიერ დაშვებული ყველა შეცდომა, მათ შორის, შეცდომები ცენზურის საკითხში, ინგლისისა და ამერიკისთვის დათმობების პოლიტიკას ეხმაურება, და, რომ უცხოელებს უჩნდებთ აზრი, თითქოს მოლოტოვს საკუთარი, სახელმწიფოსა და სტალინის პოლიტიკისგან განსხვავებული პოლიტიკა აქვს, რომლის წყალობითაც მასთან საქმეების მოგვარება შეიძლება”. ბრალდება მძიმე იყო, მაგრამ “სამეულმა” თავი შეიკავა საორგანიზაციო დასკვნებისგან, რადგან სტალინის საბოლოო განაჩენს ელოდებოდა. იმავე დღეს სტალინმა აგარაკზე მიიღო მონანიების წერილი მოლოტოვისგან. მისთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი გულში ჩამწვდომი დოკუმენტი იყო, რომელსაც მოლოტოვისეული პათოსის აპოთეოზი აგვირგვინებდა:

“შენი დაშიფრული დეპეშა ჩემი, როგორც ბოლშევიკისა და ადამიანის, მიმართ დიდი უნდობლობით არის გამსჭვალული, რასაც ვიღებ, როგორც ძალზე სერიოზულ პარტიულ გაფრთხილებას ჩემი მომავალი მუშაობისთვის, სადაც უნდა ვიმუშაო. ვეცდები, საქმით მოვიპოვო შენი ნდობა, რომელშიც ყოველი პატიოსანი ბოლშევიკი, უბრალოდ, პირად ნდობას კი არა, პარტიის ნდობას ხედავს, რომელიც ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასია.

აქტი მესამე.

სტალინმა ორდღიანი პაუზა გააკეთა (ადვილი წარმოსადგენია, რა განიცადა ამ ხნის განმავლობაში მოლოტოვმა). მერე გვიან ღამით უპასუხა დეპეშით, რომლის ადრესატი უკვე “ოთხეული” იყო და ამით ერთგვარად დააბრუნა მოლოტოვი თავის ახლო წრეში. საჭირო ეფექტი მიღწეულია, ახლა სულგრძელობის გამომჟღავნებისა და მომხდარისთვის საკუთარი საბოლოო შეფასების მიცემის დროა.

სტალინი განაგრძობს თხრობას:

1.“ჩვენი სიმტკიცის წყალობით მოვიგეთ ბრძოლა მოსკოვის თათბირის შემადგენლობის შესახებ”, ვინაიდან ამ შემადგენლობიდან ჩინეთისა და საფრანგეთის გამორიცხვა იმას ნიშნავს, რომ “ამერიკამ და ინგლისმა უკან დაიხიეს ლონდონში დაკავებული პოზიიციიდან”.

2.“მოვიგეთ ბრძოლა ბულგარეთსა და იუგოსლავიაში, ამას მოწმობს ამ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შედეგები. ხსენებული ქვეყნების საკითხებში ყოყმანი რომ დაგვეწყო და სიმტკიცე არ გამოგვეჩინა ბრძოლას აუცილებლად წავაგებდით”.

3.“რაღაც პერიოდში თქვენ დაემორჩილეთ დაშინებასა და ზემოქმედებას ამერიკის მხრიდან, დაიწყეთ ყოყმანი, დაიჭირეთ ლიბერალური კურსი უცხოელი კორესპონდენტების მიმართ და აშშ-ისა და ინგლისის გულის მოსაგებად საკუთარი მთავრობა სალანძღავად მიუგდეთ ამ კორესპონდენტებს. თქვენი ანგარიში, ცხადია, მიამიტური იყო. მე მეშინოდა, რომ ამ ლიბერალიზმით ძირს გამოუთხრიდით ჩვენს მტკიცე პოლიტიკას და დააღალატებდით ჩვენს სახელმწიფოს”.

4.“სწორედ იმავე სიმტკიცისა და გამძლეობის პოლიტიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამი მინისტრის მომავალი კონფერენციის მუშაობისას”. (ვლადიემრ პეჩატნოვის მასალებიდან)

ეს მასალა აქ იმიტომ მოვიტანე, რომ მკითხველს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას, რა მაღლა იდგა სტალინი თავისი აზროვნებითა და პრაქტიკული საქმიანობით თანამებრძოლებთან შედარებით და რასაკვირველია ადამიანებს ჰქონდათ გათვლილი, რა პატივისგება ეკუთვნოდა მათგან. თუმცა სტალინი ყოველთვის შეუვალი იყო და თავისი განდიდებისა და უზომო ქების წინააღმდეგ გამოდიოდა.

აქვე მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს:

განმანთავისუფლების ძეგლი ბერლინის  ტრეპტოვ-პარკში
განმანთავისუფლების ძეგლი ბერლინის ტრეპტოვ-პარკში

*1943 წლის 8 ნოემბერს დამტკიცებულ ცნობილ ორდენზედიდებათავდაპირველად სტალინის ბარელიეფის განთავსებას გეგმავდნენ, მაგრამ სტალინმა ეს ვარიანტი დაბლოკა: “ესკიზის გადაკეთება მოგვიწია. რასაც მოსკალიოვი სამ დღეს მოუნდა. შედეგად ორდენზე გაჩნდა სიტყვა “დიდება”, რომელმაც ახალი სახელმწიფო ჯილდოს სახელი დაიმკვიდრა, ბარელიეფის ცენტრში გამოსახული ბაგრატიონი კი მოსკალიოვმა სტალინით შეცვალა.

როგორც რაზნიჩენკო თავის მოგონებებში წერდა, მოსკალიოვის ნამუშევარი სტალინს ხრულიოვმა მიუტანა. სტალინი თავის გამოსახულებას დააკვირდა და უთხრა:

“ჩვენ გვაქვს სპასკის კოშკი. შემდეგ ბელადმა შეისვენა და დასძინა: ეს მოსკოვის შუაგულია. აქ სწორედ სპასკის კოშკი უნდა მოვათავსოთ!”

“დიდების” ორდენთან ერთად “გამარჯვების” ორდენიც დამტკიცდა. თავდაპირველად მასზე ლენინისა და სტალინის გამოსახულებების განთავსება იგეგმებოდა, მაგრამ, ბელადის მოთხოვნით, ისინი სპასკის კოშკით ჩაანაცვლეს. მოგვიანებით სტალინის გამოსახულება მაინც განათავსეს მედლებზე: “გერმანიაზე გამარჯვებისთვის”, “იაპონიაზე გამარჯვებისთვის” და “დიდ სამამულო ომში გაწეული ღვაწლისთვის”. ლენინისა და სტალინის ბარელიეფები კი _ “დიდი სამამულო ომის პარტიზანის” და “საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წლის” საიუბილეო მედლებზე.

სამამულო ომის დასრულების შემდეგ უმაღლესი ხელმძღვანელი ჯგუფი გამოვიდა შემდეგი ინიციატივებით:

1.დაჯილდოვდეს ამხანაგი სტალინი “გამარჯვების” ორდენით;

2.ამხანაგ სტალინს მიენიჭოს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება;

3.დაწესდეს სტალინის სახელობის ორდენი;

4. მოსკოვი-მინსკის ავტოსტრადაზე, ქალაქის შესასვლელთან, დაიდგას სტალინის სახელობის თაღი.

გთავაზობთ, შესაბამისი მითითებები უმაღლესი საბჭოს მე-12 სესიაზე იქნას მიღებული.

1945 წელი. ვ. მოლოტოვი, ლ. ბერია, გ. მალენკოვი, ა. მიქოიანი”.

მარცხენა კუთხეში წითელი ფანქრით მიწერილია სტალინის შენიშვნა:

ჩემს არქივში. .სტალინი”.

სტალინისთვის პირველი პუნქტი მიუღებელი არ ყოფილა, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს “გამარჯვების” ორდენი სრულიად შეესაბამებოდა.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას, სტალინი საკუთარ თავს ამ წოდების ღირსად არ თვლიდა და “ოქროს ვარსკვლავი” არასოდეს გაუკეთებია.

აი რას ყვება მოლოტოვი მწერალ ჩუევთან საუბრისას:

მოლოტოვი, სტალინი და ვოროშილოვი.1937 წელი
მოლოტოვი, სტალინი და ვოროშილოვი.1937 წელი

სტალინმა გვითხრა, რომ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სულაც არ შეეფერებოდა, რადგან, როგორც წესი, გმირობას პირადად გამოჩენილი სიმამაცისთვის ანიჭებენ. “მე ასეთი სიმამაცე არ გამომიჩენია”, _ თქვა სტალინმა და ვარსკვლავისთვის ხელი არ უხლია. ამ ვარსკვლავს სტალინის პორტრეტებზე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ხატავდნენ. როცა გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი ბალიშზე დაკრული გამოიტანეს და დაკრძალვაზე ისე წაიღეს. სტალინი მხოლოდ ერთ ვარსკვლავს ატარებდა და ეს სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი იყო.”

1945 წლის მოვლენების გახსენებისას ვლადიმირ ალილუევი აღნიშნავს:

“აღლუმის მეორე დღეს, სსრკ-ის უმაღლესი პრეზიდიუმის მითითების თანახმად, სტალინს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ეს ინიციატივა მალენკოვმა გამოიჩინა, მაგრამ სტალინმა ამ უმაღლეს წოდებაზე უარი თქვა. კალინინს, რომელმაც ბრძანებას ხელი მოაწერა, მკაცრად დაელაპარაკა, _ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, გმირობა არ ჩამიდენია, მე, უბრალოდ, ხელმძღვანელი ვარ. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მხოლოდ გენერალისიმუსის წოდება მიიღო. შტაბის თანამშრომელთა მხრიდან მისი წოდებისთვის სპეციალური ფორმის მოძებნის ყველა დანარჩენი მცდელობა სკანდალით დასრულდა. სიცოცხლის ბოლომდე მარშლის ფორმას ატარებდა, რომელიც ბოლოს მხატვარ პ. ვასილიევს მისცა.

ასე რომ, სტალინის ორდენის შესახებ ბოლო ორი პუნქტიც უარყოფილ იქნა.

სხვათა შორის, ოთხი წლის შემდეგ, ბელადის 70 წლისთავის გამო სტალინის ორდენის დაწესების საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში. დამზადდა სამკერდე ნიშნების ნიმუშები, მომზადდა უმაღლესი პრეზიდიუმის საბჭოს მითითება, მაგრამ “ტირანმა” თავისი სახელობის ორდენის დამტკიცებაზე კვლავ უარი თქვა.

ყველასათვის ცნობილია ბერლინის ტრეპტოვ-პარკში აღმართული ქანდაკება, რომელიც საბჭოთა განმათავისუფლებელს ეკუთვნის. ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, რომ ამ ადგილზე თავდაპირველად სტალინის ძეგლის დადგმას გეგმავდნენ.

“მე ვიკითხე:

_ ევგენი ვიქტორევიჩ, მართალს ამბობენ, რომ ტრეპტოვ-პარკში დადგმული ქანდაკების გარშემო დიდი ხნის განმავლობაში კამათი იყო გაჩაღებული?

_ დიახ, კამათი მართლაც იყო, თანაც თავდაპირეველად ქანდაკების რამდენიმე ვარიანტი მეც მქონდა.

ვუჩეტიჩმა საბჭოთა განმათავისუფლებლის ოცდაათმეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტის დაპროექტების შესახებ რამდენიმე დეტალი მოგვითხრო: ვიფიქრე, რადგან ცოტა ხნის წინათ საბჭოთა ხალხის სახელით პოტსდამის გამარჯვებულთა დეკლარაციას სტალინმა ხელი მოაწერა, გამოდის, ქანდაკებების ანსამბლში სტალინი უნდა ფიგურირებდეს _ მთელ სიმაღლეზე ბრინჯაოთი შესრულებული, ხელში ევროპის ან დედამიწის ნახევარსფეროს გამოსახულებით”. ვუჩეტიჩმა მიცემული შეკვეთა სწრაფად შეასრულა, მაგრამ კმაყოფილებას სულაც არ განიცდიდა. კიდევ რამდენიმე ნიმუში დაამზადა: “ჯარისკაცი დიდების სახელით”, “ჯარისკაცი ავტომატით ხელში”, ბოლოს, გერმანელი ბავშვების გადარჩენის თაობაზე რამდენიმე შემთხვევის მოსმენის შემდეგ “ჯარისკაცი ბავშვით ხელში” შექმნა.

მან მეომარი გულდასმით გამოაქანდაკა და გენერალისიმუსის გვერდით დააყენა : ჯერ თავის სახელოსნოში, შემდეგ _ მოსკოვში, კრემლის ერთ-ერთ დარბაზში.

სამხატვრო საბჭოს წევრებმა ყურადღება გენერალისიმუსის მეტრ-ნახევრიან ფიგურას მიაპყრეს, თითქოს ჯარისკაცს ბავშვით ხელში ვერც კი ხედავდნენ. გამოჩნდა სტალინი. მაგიდას, რომელზეც ესკიზები ელაგა აუჩქარებლად შემოუარა, მოქანდაკეს მიუბრუნდა და ჰკითხა:

_ მისმინეთ, ვუჩეტიჩ, ეს… ულვაშიანი არ მოგბეზრდათ? და ჩიბუხით თავისი ფიგურისკენ მიუთითა.

_ ეს მხოლოდ ესკიზია, _ ვიღაცამ მოქანდაკის დაცვა სცადა.

_ ავტორი ომში დაიჭრა, ენა კი არ დაუკარგავს, _ შეაწყვეტინა სტალინმა და პოლიეთილენის ქვეშ დამალულ ფიგურას მიაჩერდა. _ ეს რა არის?

_ ესეც ესკიზია, _ უპასუხა ვუჩეტიჩმა.

_ როგორც ჩანს, ეს სულ სხვა რამ არის, _ შენიშნა სტალინმა, _ მაჩვენეთ…

ვუჩეტიჩმა ჯარისკაცის ფიგურას პოლიეთილენი ჩამოხსნა. სტალინმა ძუნწად გაიღიმა და თქვა:

_ აი ამ ჯარისკაცს დავდგამთ ბერლინის ცენტრში, ყველაზე შემაღლებულ ადგილზე… ასეც გადაწყდა… დაე, ამ გამარჯვებულ გოლიათს ეჭიროს ხელში პატარა გოგონა, რომელიც მსოფლიო ხალხებისთვის ნათელ მომავალს ნიშნავს”.

სტალინმა 55 წლის იუბილის აღნიშვნაზე უარი განაცხადა. მისი მე-60 წლისთავი სსრკ-ფინეთის ომს დაემთხვა, 65-ე წლისთავი კი _ დიდ სამამულო ომს. იმ დროისთვის პომპეზური დღესასწაულებისთვის სრულიად შეუსაბამო წლები იყო. 1949 წელს კი სტალინი თავისი 70 წლის იუბილის აღნიშვნის წინააღმდეგი იყო.

“სტალინს შეატყობინეს, პოლიტბიუროს წევრები გამოთქვამენ აზრს იმის შესახებ, რომ მისი დაბადების სამოცდაათი წლის იუბილე ფართოდ აღნიშნონ. სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

_ ვფიქრობ, _ თქვა პოსკრებიშევმა, რომ პოლიტბიურო ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და ამხანაგ სტალინს დათმობა მოუწევს. მის იუბილეს ხომ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, კომუნისტური და მშრომელთა პარტიის მასებზე გავლენის გასაძლიერებლად. და მეორე _ ეს მშვენიერი მიზეზია იმისათვის, რომ მოსკოვში შეიკრიბოს კომუნისტური და მუშათა პარტიების ყველა ლიდერი, რომლებიც, კარგად იცით, როგორ აქტუალურ თემებსაც განიხილავენ. სტალინი ამ გარემოებების იგნორირებას ვერ შეძლებს და ნამდვილად დაგვთანხმდება…

როცა პოსკრებიშევი შეეცადა, მომავალ იუბილეზე საუბარი წამოეწყო, სტალინმა შეაჩერა:

_ სხვა თემა შეარჩიეთ!

მიუხადავად სტალინის უარისა, პოლიტბიურომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოცდაათი წლის იუბილე მაინც აღენიშნათ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here