მთავარი ისტორია სტალინი სამ განზომილებაში

სტალინი სამ განზომილებაში

558
გააზიარეთ
სტალინის ძეგლი გორში

წინა წერილში ვწერდი, რომ სტალინმა მკაცრად შეაფასა ფრიდრიხ ენგელსის სტატიარუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ”, რომელშიც ცუდად იყო მოხსენიებული რუსეთი, რუსი ხალხი და მათი იმპერატორი. სტალინმა არ დაუშვა ამ ერთერთ გერმანულ გამოცემაში 1906 წელს გამოქვეყნებული სტატიის ჟურნალბოლშევიკშიდაბეჭდვა დაბოლშევიკისრედაქციის წერილს დააწერა რეზოლუცია: “ჩემს არქივში სტატიასთან ერთად” (სტალინი, 1934 წელი).

სტალინმა თავის ერთერთ გამოსვლაში თქვა: “თუ ჩვენ მხართეძოზე წამოვწვებით და ჩვენი კლასიკოსების მიერ 50-100 წლის წინათ წარმოთქმულ სიტყვებს დავუწყებთ ღეჭვას, საქმეს წინ ვერ წავწევთ. უნდა ვიაზროვნოთ ახალი იდეებით და ვიყუროთ წინ. უკან მომზირალ კაცს თვალი დაუდგესო”.

ზოგი იკითხავს _ როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები: თუ ჩვენს მომავალს წარსულზე დავაფუძნებთ, როგორც ამას გვასწავლის სტალინი, როგორ შევძლებთ ამას, თუ უკან არ მოვიხედავთ?

სტალინი გვასწავლის: კარგია, რომ ველოსიპედი გამოიგონეს. მისმა გამომგონებლებმა ბევრი რამ გვასწავლეს, მაგრამ კვლავ ველოსიპედის გამოგონებაზე კი არ უნდა ვიმუშაოთ, არამედ ველოსიპედისთვის ძრავის მიყენებაზე, რათა უფრო სწრაფად ვიაროთ და, თუ გვინდა, რომ გაუვალ ადგილებშიც ველოსიპედით ვიაროთ, მასზე ფრთების გაკეთებაზეც უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გაჩნდა სრულიად მართებული გამოთქმაახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის”. როდესაც ფრიდრიხ ენგელსისა და კარლ მარქსის ნაშრომებზე სტალინის შენიშვნებსა და კრიტიკას გავეცანი, ძალიან გამიკვირდა, როგორ მოხდა, რომ მარქსის მეგობარი ენგელსი სტალინმა გააკრიტიკა-მეთქი, ფრაზა “თუ ჩვენი დიდი კლასიკოსების მიერ 50-100 წლის წინათ წარმოთქმულ სიტყვებს დავუწყებთ ღეჭვას” უცნაურად მომეჩვენა _ ეს ხომ მარქსსაც ეხება და ლენინსაც, მაგრამ საქმე უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მეგონა.

აი ამონარიდები ენგელსის ნაშრომიდან:

* “ევროპა დგას ალტერნატივის წინაშე _ ან დაემორჩილოს სლავებს, ანდა სამუდამოდ დაიმოჩილოს ის დამანგრეველი ძალა, რომლის ცენტრიც არის შემტევი ძალა _ რუსეთი”.

* “გერმანიის ინტერესებზე, გერმანიის თავისუფლებაზე, გერმანულ ერთობაზე, გერმანიის კეთილდღეობაზე საუბარიც არ შეიძლება, სანამ დგას საკითხი _ თავისუფლება თუ მორჩილება, ბედნიერება თუ უბედურება მთელი ევროპისა. არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა: რა გსურთ _ გსურთ თავისუფლება თუ გსურთ ქვეშევრდომობა რუსეთისა? აქ სხვა კითხვა არ არსებობს!”

* “ხალხები, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ თავისუფლება და თავისი ისტორია, რომლებიც დამპყრობლების გავლენითა და დახმარებით მოხვდნენ ცივილიზაციის პირველ და ყველაზე დაბალ საფეხურზე, სიცოცხლისუუნარონი არიან და ვერასდროს შეძლებენ დამოუკიდებლობის მოპოვებას და მის დაცვას. ასეთი გახლავთ ავსტრიელი სლავების ბედი. ასევე არასდროს ჰქონიათ საკუთარი ისტორია ჩეხებს და ეს ეგრეთ წოდებული ნაცია ისტორიულად არარსებულია, დღეს კი ისინი მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ”.

* მაშინ, როდესაც ფრანგებმა, გერმანელებმა, იტალიელებმა, პოლონელებმა და მადიარებმა აიტაცეს რევოლუციის დროშა, სლავები, როგორც ერთი კაცი, გამოვიდნენ კონტრრევოლუციური დროშით ხელში, რომლებსაც წინ სამხრეთელი სლავები მიუძღოდნენ, შემდეგ _ ჩეხები და უკან კი შეიარაღებული რუსები მოჰყვებოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, გადამწყვეტ მომენტში გამოსულიყვნენ საბრძოლველად” (ფ. ენგელსი, ნაშრომი “დემოკრატიული პანსლავიზმი”).”

ლენინი, ენგელსი და მარქსი
ლენინი, ენგელსი და მარქსი

მსოფლიო პროლეტარიატის მესაძირკვლე კარლ მარქსმა მეორე მანიფესტიც დაწერა, რომელიც რუსულად არ უთარგმნიათ, რადგან ესნაშრომიკაცთმოძულეობის, ქვეყნისმოძულეობისმანიფესტსწარმოადგენდა. მარქსის ესგენიალური ნაშრომიმხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში ითარგმნა და გამოიცა რუსულ ენაზე. ეს ნაშრომი არის პირველი სოციალისტური სახელმწიფოს ძირის გამოთხრისა და მისი ხალხისა და მათი მომავლის დისკრედიტაციის თვალსაჩინო ნიმუში. ეს ნაშრომია “XIX საუკუნის საიდუმლო დიპლომატია”.

მარქსის ეს ნაშრომი, როგორც ენგელსის “სიბრძნისმფრქვეველი” ნაშრომები, სტალინმა დაბლოკა და არათუ შეიტინა მარქსის ტომებად გამოცემულ წიგნებში, არამედ არცკი ათარგმნინა რუსულ ენაზე, რათა რუსი ხალხი მასობრივად არ გასცნობოდა მას. მკითხველი უფრო კარგად რომ დარწმუნდეს მარქსის არამარქსისტობაში, მოკლედ გადმოგცემთ ამ ნაშრომის შინაარსს.

მარქსის ეს ნაშრომი, ფაქტობრივად, რუსეთისადმი ზიზღის მანიფესტია. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მარქსი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ყირიმში მიმდინარე მოვლენებს, სადაც თურქეთის, ინგლისისა და საფრანგეთის სახელმწიფოების ინტერესებს უჭერდა მხარს. მარქსი რუსეთის იმპერიის მიმართ სიძულვილს არ მალავდა და სინანულსაც კი გამოხატავდა ნაპოლეონის მარცხზე რუსეთში და რუსეთის დამარცხებას მხოლოდ ბრიტანეთის ძალებით ხედავდა: ბრიტანეთს აქვს რესურსი, დაარტყას რუსეთს სუსტ წერტილებში, მან შვედეთს უნდა დაუჭიროს მხარი, დაუბრუნოს ფინეთი და ამის შემდეგ პეტერბურგისა და ოდესის ფლოტები ღია რჩება, რაც უზარმაზარი რუსეთისთვის ხელფეხის მოკვეთის ტოლფასი იქნება”.

მარქსი, აგრეთვე, საუბრობს სანქციების დაწესებაზე რუსეთის მიმართ: ინგლისის ბაზარს ჩამოცილებული რუსეთი სულ რამდენიმე თვეში იგრძნობს დიდ რყევებს და ის რუსეთი, რომლისაც ასე ეშინია ევროპას, აღარ იქნება საშიში”.

კარლ მარქსი მეორე “მხარდამჭერ” მოწოდებასაც ავრცელებს თავის ნაშრომებში, რომელიც შეტანილია მისი თხზულებების მე-16 ტომში (გვ. 11).

* “ის მოჩვენებითი თანაგრძნობა თუ იდიოტური გულგრილობა, რომელიც ევროპამ გამოიჩინა მაშინ, როდესაც რუსეთი იპყრობდა კავკასიის ციხესიმაგრეებს, ამჯერად გმირულ პოლონეთს ახრჩობს და ამ ბარბაროსულ დერჟავას არც არავინ ეწინააღმდეგება. მას ევროპაშიც მიუწვდება ხელი და თავად პეტერბურგიდან მიუთითებს მუშათა კლასს _ აკონტროლონ თავიანთი მთავრობების საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირდნენ მას ყველა არსებული საშუალებით” (. მარქსი, ტომი 16, გვ 11).

* “პეტრე დიდმა ბარბაროსობით დაამარცხა ბარბაროსი რუსები (კ.მარქსი, ტომი 16, გვ. 30).

კიდევ ერთი მაგალითი მარქსის დამოკიდებულებისა იმ ქვეყნისადმი, რომელიც მას განადიდებდა წლების განმავლობაში: ლონდონში მუშათა საერთაშორისო მოძრაობისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ მიტინგზე მარქსი რუსი მწერლისა და პუბლიცისტის, ალექსანდრე გერცენის (მეფის რუსეთის ყველაზე რადიკალური კრიტიკოსი მწერალი), წინააღმდეგ გამოვიდა: _ მე ასეთი პიროვნებას არ ვიცნობ, მასზე არაფერი მსმენია, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ იგი რუსია და, თუ საორგანიზაციო კომიტეტი მას არ დაატოვებინებს შეხვედრას, მაშინ იძულებული ვიქნები, თვითონ დავტოვო მიტინგიო. სხვათა შორის, გერცენის მიერ გამოქვეყნებული “კომუნისტური პარტიის მანიფესტის” თარგმანი მარქსმა და ენგელსმა აბუჩად აიგდეს და “ლიტერატურული კურიოზი” უწოდეს. ასეთი კურიოზული შემთხვევებითა და გამონათქვამებით სავსეა მარქსის შემოქმედება. მისი მსოფლიოში გავრცელებული, ეგზომ პოპულარული თხზულებები მკითხველს ამცნობს რუსეთის უპერსექტივობას არა მხოლოდ რევოლუციაში, არამედ, საერთოდ, ცხოვრებაში.

მარქსის პოპულარიზაცია რუსეთში ლენინისა და ტროცკის უპირველესი მიზანი იყო და მიაღწიეს კიდეც მისი სახელის უკვდავყოფას. სტალინმა კი სრულად არ გაიზიარა ლენინის დამოკიდებულება მარქსისადმი და ქვეყნის აღმშენებლობა-განმტკიცება სხვა გზით წაიყვანა…

1918 წლის 7 ნოემბერი. მოსკოვი. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლიციის წლისთავზე, ლენინის ინიციატივით, დიდი თეატრის წინ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. წარმოითქვა სიტყვები: “აქ დღეიდან სოციალიზმის აკვანთან სამუდამო დარაჯად დაიდგმება კარლ მარქსის ფიგურა, ფიგურა ადამიანისა, რომელმაც მუშებსა და გლეხებს მიუთითა თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა”. როგორც ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, მარქსის ფიგურა თაბაშირისგან ყოფილა დამზადებული, რომელიც მალე ჩამოიშალა, მაგრამ იმ ადგილზე მარმარილოს დაფა გაჩნდა წარწერით: “პირველი ქვა ქანდაკებისა მთელი მსოფლიოს პროლეტართა დიდი ბელადისა და მასწავლებლისა კარლ მარქსისა”. დიდხანს ელოდა მშენებელს დიდი თეატრის წინ მარმარილოს დაფაზე ამოტვიფრული ზემოხსენებული წარწერა, მაგრამ პროლეტარიატის ცოცხალი ბელადი არ ჩქარობდა მისი “დიდი წინაპრის” ძეგლის აღმართვას, სანამ არ დადგა 1961 წელი. და ტროცკის საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა ნიკიტა ხრუშჩოვმა უკვდავყო რუსეთზე “შეყვარებული” პროლეტარიატის დიდი ბელადის, კარლ მარქსის, სახე. სწორედ 1961 წელს, საქართველოს გასაბჭოების 40 წლისთავზე, საქართველოში ზეიმზე ჩამოსასვლელად მზადების პერიოდში, ხრუშჩოვმა კრემლში გამოიძახა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და დაავალა, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, არსად დახვედროდა სტალინის არც ერთი დიდი თუ პატარა ძეგლი თუ ბიუსტი, ყველა უნდა მოეხსნათ და გაენადგურებინათ, გარდა გორში აღმართული ძეგლისა. მოსკოვიდან ჩამოსული საგანგებო კომისიის მონაწილეობით, ნაძირალა ტროცკისტ-მენშევიკებმა საქართველოში არათუ ქალაქის მოედნებზე, წარმოება-დაწესებულებების ტერიტორიებზეც არ დატოვეს კვარცხლბეკზე სტალინის არც ერთი ძეგლი თუ ბიუსტი. ეს მაშინ, როდესაც მოსკოვში გრანდიოზული ძეგლი დაუდგეს რუსეთის მოძულე და მსოფლიოში რუსეთისთვის სახელის გამტეხ კარლ მარქს, რომელიც ამბობდა: “რუს ხალხში და რუსეთში რევოლუციის გამარჯვებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია”. სწორედ მარქსისა და ენგელსის, უფრო მეტად კი ლენინის ნაშრომების საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, უახლესი ისტორიის მკვლევარი ვახტანგ გურული თავის წიგნში “სტალინის დიდი ექსპერიმენტი” წერს: ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მაქრსიზმის ყოვლისშემძლეობით. იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალმარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს”.

სტალინის ძეგლთან. მოსკოვი, 2020 წლის 5 მარტი
სტალინის ძეგლთან. მოსკოვი, 2020 წლის 5 მარტი

სლავების სიძულვილით გაჟღენთილი მარქსის საპირისპიროდ გაგაცნობთ სტალინის დამოკიდებულებას სლავებისა და სლავოფილების მიმართ:

“ახლა ბევრს საუბრობენ სლავოფილობასა და სლავოფილებზე. ჩვენ ხშირად გვადარებენ ძველ, ცარიზმისდროინდელ სლავოფილებს. ეს არ არის სწორი. ძველი სლავოფილები, მაგალითად, აქსაკოვი და სხვები, მოითხოვდნენ ყველა სლავის გაერთიანებას რუსი მეფის ხელისუფლების ქვეშ. მათ არ ესმოდათ, რომ ეს მავნე, განუხორციელებელი იდეა იყო. სლავ ხალხებს სხვადასხვა საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი აქვთ, განსხვავებული კულტურული დონე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა, სლავ ხალხთა გეოგრაფიული მდებარეობა ასევე არ უშლის ხელს მათ გაერთიანებას. ჩვენ ახალი სლავოფილები, ბოლშევიკი-სლავოფილები, კომუნისტები მხარს ვუჭერთ არა გაერთიანებას, არამედ სლავი ხალხების კავშირს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული სხვაობის მიუხედავად, ყველა სლავი კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან ჩვენი საერთო მტრის _ გერმანელთა წინააღმდეგ. სლავთა ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენ კავშირი გვჭირდება სლავურობის დასაცავად. აი, თუნდაც ბოლო ორი მსოფლიო ომი. რატომ დაიწყო ისინი? _ სლავების გამო. გერმანელებს სლავების დამონება სურდათ. ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად ამ ომებში? _ როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალდნენ სლავი ხალხები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სერბები, ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები. განა ომშიც იგივე არ ხდება? განა საფრანგეთი უფრო დაზარალდა? _ არა. ფრანგებმა გაუხსნეს ფრონტი გერმანელებს. მათ საფრანგეთის ჩრდილოეთის ნაწილის მსუბუქი ოკუპაცია მოახდინეს, სამხრეთ ნაწილს კი ხელი არ ახლეს. ასევე ბელგიამ და ჰოლანდიამ მყისვე თათები მაღლა ასწიეს და დაუწვნენ გერმანელებს. ინგლისი მცირეოდენი ნგრევით გადარჩა. რა საშინლად დაზარალდა უკრაინა, ბელოსრუსია, რუსეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია. მახეში გაება ბულგარეთიც კი, რომელსაც თავის დაძვრენა უნდოდა. ესე იგი, გერმანელებისგან ყველაზე მეტად სლავები იტანჯებოდნენ. ახლა ჩვენ ძლიერად ვურტყამთ გერმანელებს და ბევრს ჰგონია, რომ ისინი ვეღარასდროს დაგვემუქრებიან. არა, ეს ასე არ არის. მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია. ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია. ისინი დარჩებიან. ჩვენ ვურტყამთ გერმანელებს და საქმე დასასრულისკენ მიდის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკავშირეები ეცდებიან, გადაარჩინონ გერმანელები და მოელაპარაკონ მათ. ჩვენ დაუნდობელნი ვიქნებით გერმანელთა მიმართ, ხოლო მოკავშირეები შეეცდებიან, რბილად მოექცნენ მათ. ამიტომ ჩვენ, სლავები, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გერმანელები, შესაძლოა, ისევ დადგნენ ფეხზე და გამოვიდნენ სლავების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ, ახალი სლავოფილები, ასე მედგრად მოგიწოდებთ სლავი ხალხების კავშირისაკენ. ამბობენ, რომ ჩვენ გვსურს, სლავებს თავს მოვახვიოთ საბჭოთა წყობა. ეს ლიტონი სიტყვებია. ჩვენ ეს არ გვინდა, ვინაიდან ვიცით, რომ საბჭოთა წყობის სურვილისამებრ გატანა საზღვარგარეთ არ შეიძლება. ამისათვის საჭიროა შესაბამისი პირობები. ჩვენ შეგვეძლო ბულგარეთში დაგვემყარებინა საბჭოთა წყობა. იქ ეს უნდოდათ, მაგრამ არ წავედით ამაზე. ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებში, გვინდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული მთავრობები გვყავდეს. კავშირის შექმნით სლავები შეძლებენ ერთმანეთისთვის სამეურნეო და სამხედრო დახმარების აღმოჩენას. ამჟამად ჩვენ წარმატებით შეგვიძლია ამის განხორციელება”.

სტალინის მოღვაწეობის ერთ-ერთი შესანიშნავი მკვლევარი, მწერალი ბორის გროისი თავისებურად აყალიბებს სტალინის ფენომენს და მას განიხილავს სამ განზომილებაში. ის არ ერიდება თამამ შეფასებებს სტალინის ისტორიულ როლზე, როგორც მოაზროვნესა და როგორც პრაგმატიკოსზე. ლოგიკურად აფასებს მოვლენებს და ფილოსოფიურ ასპექტში ხედავს მოვლენებს, როგორც წარსულში (სტალინის წარსულში), ისე თანამედროვეობაში და, რა თქმა უნდა, მომავალში.

მსგავს დებულებებს არა მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილ, არამედ რუსულ და თარგმნილ უცხო სამეცნიერო თუ დოკუმენტურ-ისტორიულ ნაწარმოებებშიც არ შევხვედრივარ ასე ხილულად სტალინის დანახვის თვალსაზრისით. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სტალინს, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩენოს, ახალი სამყაროს შემოქმედის როლზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. მისი ამბიცია იყო, ყოფილიყო ისტორიული ძალის ისტორიის გამომხატველი და არა ისტორიის ხელახლა წარმდგენი. სტალინს უნდა განესახიერებინა ისტორიული აუცილებლობა ისტორიის წინსვლისა. ავანგარდისტების, ორთოდოქსი მარქსისტებისა და კომპარტიის მემარცხენე ფრთისგან განსხვავებით, სტალინი ისტორიას უზარმაზარ როლს ანიჭებდა. სტალინი, ერთი მხრივ, ნათელ მომავალს წარმოადგენდა აწმყოში, მეორე მხრივ კი, ამავე აწმყოში წარსულის პროგრესულ ძალებს ხედავდა. სტალინის ერთ-ერთი და, შეიძლება ითქვას, მთავარი აღმოჩენა და სიკვდილის შემდგომი წარმატების რეცეპტი იყო ის, რომ მან არა მხოლოდ მომავლის აშენება მოინდომა, არამედ წარსულის მშენებლობა და მისი შეცვლა დაიწყო. ტოტალიტარიზმის სტალინური ვერსიის თავისებურება კი ის არის, რომ სტალინს არა მხოლოდ თანამედროვეობაზე, არამედ წარსულზეც უნდოდა ტოტალური კონტროლის დაწესება და ხშირად ამას წარმატებით ახერხებდა”. შეუძლებელია, უფრო კარგად ჩამოყალიბდეს და ლაკონურად შეფასდეს სტალინის შემოქმედება, ვიდრე ამ დებულებებშია მოქცეული. მეცნიერს იქნებ არ ეცალა და არ მოიყვანა წარსულის კონტროლის მაგალითები, მაგრამ მე გაგაცნობთ:

* “შემდეგ სტალინმა ყურადღება მიაპყრო ისეთ “წვრილმანს”, როგორიც არის ორცხობილა. თურმე არმიიდან ამოუღიათ ორცხობილა და გალეტებით შეუცვლიათ. გალეტები კი დიდი ყინვებისას მაგრდება და მათი ჭამა შეუძლებელი ხდება.

_ რატომ მოხდა ეს? _ კითხულობს სტალინი და თვითონვე პასუხობს: _ იმიტომ, რომ არმიის ხელმძღვანელები არ ინტერესდებიან ისეთი საკითხებით, როგორიც არის არმიის კვება. “ნამდვილი გრაფი კუტუზოვი დადიოდა ჯარისკაცებთან და ნახულობდა, რას ჭამდნენ ისინი, ხოლო “თვითნაკეთი გრაფი” კულიკი ამას არ აკეთებს” (1940 წლის მაისი, ვიაჩესლავ მალიშევის დღიურიდან, გვ. 131).

წარსულზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობაა, როდესაც ქვეყნის უმძიმესი განსაცდელის ჟამს სტალინმა ბრძანა, თავის სამუშაო კაბინეტში შეეეტანათ სუვოროვისა და კუტუზოვის უზარმაზარი ფერადი სურათები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის სამსახურში ჩააყენა, დააწესა მათი სახელობის უმაღლესი ხარისხის ორდენები. წერილის ეპიგრაფად სწორედ ამიტომ მოვიშველიე ვაჟას სიტყვები:

ცოცხლების მოსაშველებლად

მკვდრებიდან გამოყოფილნი”.

დიდი სამამულო ომის პერიოდში ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ერთ-ერთ ქალაქში აღმოაჩინეს იარაღის მეფისდროინდელი არსენალი _ რუსული ხმლების საწყობი. ხმლების გამოყენებას საბრძოლო იარაღად ხელს უშლიდა ის, რომ ხმლების პირებზე ამოტვიფრული იყო წარწერა: “იმპერატორისა და ქვეყნის გადასარჩენად, ვჩეხოთ მტერი”.

ფრონტის სარდალი სტალინს დაუკავშირდა და საწყობის შესახებ მოახსენა.

_ პირები როგორი აქვს? _ იკითხა სტალინმა.

_ საუკეთესო. _ უპასუხა სარდალმა.

_ მაშინ ჩეხეთ იმპერატორის სადიდებლად ფაშისტები!

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here