Home რუბრიკები ისტორია სტალინი – მსოფლიო ლიდერთა შორის უპირველესი

სტალინი – მსოფლიო ლიდერთა შორის უპირველესი

3509
სტალინი

სტალინის, როგორც ცნების, და არა როგორც პიროვნების, განსაზღვრას ყველაზე მეტად მიუახლოვდა ამერიკელი მწერალი ალექს დე ჯონგი, რომელმაც, როგორც თავის სქელტანიან წიგნშისტალინი”, აგრეთვე, პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში, ფართოდ მიმოიხილა, ვინ იყო სტალინი, და, საერთოდ, როგორ უნდა განისაზღვროს მისი ფენომენი. მწერლის აზრით, თითოეული ჩვენგანის არსებობა თანამედროვე ცივილიზაციაში სტალინთან არის დაკავშირებული. სტალინი ის მტკიცე, ბუნებრივი შენადნობი სტელაა, რომელზეც კაცობრიობა უამრავ წარწერას გააკეთებს, გადაშლის და კვლავ ახალს დააწერს.

არ მესმის, ამ შემთხვევაში, სტელაზე მინაწერია უფრო ძვირფასი თაობებისა და ცივილიზაციისთვის თუ ის შენადნობი, რომელზეც იწერება და იშლება ადამიანთა გონის ნაყოფი და ნააზრევი. ჩემი აზრით, როგორც არაფერი დარჩა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ მოწყობილი კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის “საპნის ოპერიდან”, ასევე არაფერი დარჩება თაობებს იმ წარწერებიდან, გარდა ნაკაწრებისა. მათი დაზიანების მიხედვით დაადგენენ, რამდენი ასეული საუკუნე გაძლო სტელამ, რომელმაც ამდენი ნაკაწრი შემოუნახა თაობებს.

ვინ გადასცემს თაობიდან თაობას, ცივილიზაციიდან ცივილიზაციას იმას, რაც სტალინმა შექმნა და განახორციელა ადამიანისთვის განკუთვნილი სიცოცხლის მოკლე ხნის განმავლობაში?

სტალინმა პირველმა დაამკვიდრა დედამიწაზე რვასაათიანი სამუშაო დღე.

სტალინმა პირველმა აკრძალა მუშებისა და მოსამსახურეების გათავისუფლება სამუშაოდან პროფკავშირსა და პარტიასთან შეუთანხმებლად.

სტალინმა პირველმა შემოიღო შრომის უფლება: უმაღლესი სპეციალური განათლების კურსდამთავრებულმა ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სასწავლებლიდანვე იცოდა, სად, რომელ სამუშაო უბანზე იყო მისთვის დაჯავშნილი სამუშაო ადგილი.

სტალინმა პირველმა შემოიღო უფასო განათლება ყველა რგოლსა და საფეხურზე.

სტალინმა უზრუნველყო უფასო სამედიცინო მომსახურება უკიდეგანო 300-მილიონიან ქვეყანაში.

სტალინმა დანერგა უფასო საბინაო უზრუნველყოფა და მომსახურება.

სტალინმა პირველმა შემოიღო აზრის გამოთქმის თავისუფლება სოციალური პირობების შესახებ კრებებსა და პრესაში (და არა პოლიტიკური ყბედობა).

სტალინმა პირველმა მოუწოდა ხალხს, დაეცვათ თავიანთი ქვეყანა ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეებისგან, თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა.

სტალინის მმართველობის პერიოდში, ახალ კურსდამთავრებულს, რომელიც განაწილებით მიდიოდა სამუშაოდ შორ მანძილზე, ადგილზე ჩასვლისთანავე უნაზღაურდებოდა გზის ხარჯები, სათანადო საცხოვრებელი ადგილის მიჩენით.

სტალინის მმართველობის პერიოდში ბავშვის დაბადებისათვის 3 წლით ნაწილობრივ ან მთლიანად ხელფასის ანაზღაურებით ეძლეოდა შვებულება დედას სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

სტალინის მმართველობის პერიოდში ახალშობილს უფასოდ ამარაგებდნენ რძით დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობდა.

სტალინის მმართველობის პერიოდში ბავშვთა სანიტარული საკურორტო მკურნალობა ნებისმიერ დაავადებაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ტარდებოდა.

სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა მოქალაქე იყო სოციალური დაცვით ყველაზე გარანტირებული მოქალაქე დედამიწაზე. სწორედ ამან შექმნა იმის წინაპირობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველასგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი სესხისა და დახმარების გარეშე, შექმნა სოციალური საფუძველი, ყოფილიყო პლანეტაზე #2-ე სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ომის შემდგომმა საბჭოთა ქვეყნის სამეცნიერო თუ ტექნიკურმა პოტენციალმა გააოგნა იმჟამინდელი მსოფლიო. ამის შედეგი იყო 1946 წლის 5 მარტს ამერიკის ქალაქ ფულტონში ინგლისის ყოფილი პრემიერმინისტრის _ უინსტონ ჩერჩილის გამოსვლა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცივი ომის გაჩაღებას.

სამი სისხლისმღვრელი ომის გამოვლის შემდეგ სტალინს კვლავ მტკიცედ ეჭირა საჭე და საბჭოთა უძლეველ ხომალდს უსაფრთხოდ მართავდა კაპიტალიზმის მრისხანე ტალღებში. ამის შედეგი იყო, რომ ომის შემდგომმა აღმშენებლობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია: ფერფლიდან აღდგა ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი, აყვავდა სოფლის მეურნეობა, გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა მრეწველობაში, არ იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრუმენის მომარჯვებულმაკომბალმა რუსი ბიჭებისათვის”. 1949 წელს საბჭოთა კავშირში წარმატებით გამოსცადეს ატომური ბომბი, ამის შემდეგ სტალინმა თავისუფლად ამოისუნთქა.

სტალინმა, ამერიკელებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა, ახალი გზა მისცა ატომურ ენერგიას.

სტალინმა ააგო მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი გემი.

სტალინმა, როგორც ზევსმა ცეცხლი, ატომური ენერგია სინათლის წყაროდ მისცა ხალხს და ააშენა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური. სტალინმა ატომური ენერგია, რომელიც, ბევრის აზრით, ნგრევისათვის იყო შექმნილი (და ასეც გამოიყენებდნენ) ხალხთა კეთილდღეობის სამსახურში ჩააყენა. მან მტკიცედ შეუტია კოსმოსსაც. სტალინის ნებით დაწყებული საქმის დაგვირგვინება იყო დედამიწის გარშემო პირველი თანამგზავრის გაშვება, რომელსაც მოჰყვა ადამიანის კოსმოსში გასვლა.

სტალინური განათლების სისტემის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ორგანიზებითა და ფუნდამენტური მეცნიერების უსწრაფესი განვითარებით შეშფოთებული ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი საქვეყნოდ აცხადებდა: საბჭოთა კავშირმა კოსმოსისთვის ბრძოლაში სასკოლო მერხების წყალობით დაჯაბნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მიბაძოს განათლების რუსულ სისტემას და აითვისოს იგი”.

დღეს აშშის ცენტრალური სამმართველოს სკოლაგამოვლილმა ქართველმა კოლაბორაციონისტებმა დაახრჩვეს საქვეყნოდ სახელგანთქმული ფუნდამენტური მეცნიერების უპოპულარულესი ინსტიტუტები _ მათემატიკის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ფიზიოლოგიის; უცხოეთიდან ჩამოიყვანეს ლგბტთემის წარმომადგენელი პედაგოგმასწავლებლები, რომლებიც მცირეწლოვან გოგონებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა გაიკეთონ აბორტი თუნდაც სკოლაში, დიდ შესვენებაზე. მას შემდეგ, რაც ჩვენს წმინდან დედოფალს ძუძუებს აგლეჯდნენ რჯულის შეცვლაზე უარის თქმის გამო, მას შემდეგ, რაც ცოტნე დადიანი თავისი მეგობრების გვერდით წვებოდა წამების გასაზიარებლად, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეფეებს ასაჭურისებდნენ და თვალებს თხრიდნენ ან კუნძზე ნაჯახით თავს ჭრიდნენ, მას შემდეგ, რაც გიორგი სააკაძემ უსაყვარლესი შვილი პაატა შაჰს დაუტოვა მძევლად მარტყოფის ომის წინ, მას შემდეგ, რაც ბაკურმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი შეეწირა მომხვდურს ბახტრიონზე; რომ არაფერი ვთქვათ ხევისბერზე, რომელმაც ღალატის გამო ხანჯლით განგმირა თავისი შვილი ონისე, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და ქვეყნის მეორე პირი საქვეყნოდ აცხადებს, რომ ის თავის შვილებს პატრიოტებად არ ზრდის და როგორც უნდათ, ისე უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა წარიმართოს ამის შემდეგ საქართველოს საქმე?

გასაკვირი არ არის, რომ ამ ეპოქისთვის არ არის საჭირო სტალინი; არ სჭირდებათ არც მისი ძეგლი, არც მისი მემკვიდრეობა და არც მისი სახელი.

მკითხველი შემეკითხება: მაშ, რა არის ის სტელა, რომელზეც იწერება, იშლება და კვლავ იწერება კაცობრიობის ხელით ისტორია? _ სტელა ზოგადი ცნებაა, რომლის ფიზიკური ადგილი არ არსებობს ბუნებაში, ისე, როგორც არ არსებობს კავკასიონზე ამირანის ადგილი, სადაც ის ღმერთმა მიაჯაჭვა.

ამირანის ლექსის სვანურ ვარიანტში ასეთი სტრიქონებია:

“…რო ჩემი ხმალი წრთებოდა,

ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სამჭედლო ექანებოდა,

მჭედლები, მემჭდეურები ერთმანეთს ეფარებოდა”.

ამირანი ლეგენდაა. ხალხმა იგი ისეთად წარმოიდგინა, როგორიც ამ ლექსშია დახატული.

სტალინი? _ ის ხომ რეალობაა! სტალინგრადი ხომ ის სამჭედლოა, სადაც სტალინის ხმალი იწრთობოდა? თანამედროვე ცივილიზაციას არ ახსოვს ისეთი სამჭედლო, როგორიც სტალინგრადში იყო. ბერლინის ოპერაცია ხომ სტალინის ხმლის წრთობის მეორე სამჭედლო იყო, ოპერაცია, როცა ქალაქი გამდნარი ფოლადის ოკეანეში ცურავდა. ასეთი რამ ლეგენდაშიც არ შეგვხვდება.

მაშ, რატომ არ გვინდა აზროვნებისა და გმირობის ნამდვილი სცენების ნახვა და გააზრება, როცა ასე ხარბად ვეწაფებით იმ ლეგენდებსა და ცრუ წარმოდგენებს ბედნიერებაზე, სიმამაცესა თუ გამძლეობაზე, რომლითაც გაჯერებულია არა მხოლოდ მცოდნეთა გონება, არამედ ატმოსფეროც კი?

ვინ არის ამის შემოქმედი? _ ვისაც სჭირდება ეს, ვისაც სჭირდება ზღაპარი და ოპიუმი, რათა გააბრუოს და შემდეგ ადვილად გააბრიყვოს დამონებული ხალხი, ამოაგდოს ცხოვრების ნორმალური რიტმიდან, დაავიწყოს ეროვნული ტრადიციები, სამშობლოს სიყვარული, ჩაუნერგოს ნიჰილიზმი, რწმენისა და მიზნის გარეშე ცხოვრების სურვილი.

“ლევადა ცენტრის” ხელმძღვანელმა ლევ გუდკოვმა, რადიოსადგურ “თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის რეიტინგმა რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის რეიტინგსაც გადააჭარბა.

“დემოკრატიული” დასავლეთის ისტორიკოსთა უმრავლესობა დღემდე ამტკიცებდა, რომ სტალინი ისტორიას, რა თქმა უნდა, შემორჩებოდა, მაგრამ შემორჩებოდა ნეგატიურ კონტექსტში.

დიდი დრო არ დასჭირვებია სტალინის წინასწარმეტყველებას, ამხდარიყო და მისი საფლავიდან ისტორიის ქარს ნაგავი გადაეყარა. სწორედ ამაზე მიანიშნებს “ლევადა ცენტრის” ხელმძღვანელი და სიამაყით ამბობს, რომ დღეს სტალინი მსოფლიოს სახელგანთქმული ადამიანების არცთუ გრძელ სიაში ლიდერობას არავის უთმობს. ამიტომაცაა, რომ რუსეთის სატელევიზიო შოუებში მეტ-ნაკლებად ცდილობენ, არა მხოლოდ რუსეთის მცხოვრებთ, არამედ მსოფლიოს გააცნონ ის მიზეზები, რომლებიც არათუ ინარჩუნებს ან ამცირებს, არამედ ზრდის სტალინის ავტორიტეტს მსოფლიოში.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რუსეთში სტალინისადმი პატივისცემის ზრდის ტემპი უკავშირდება რუსი ხალხის მონურ ბუნებას, რომელიც ყოველთვის მიისწრაფვის ძლიერი ხელისაკენ.

მე კი, _ განმარტავს გუდკოვი, _ მიმაჩნია, რომ სტალინი არის მშრომელი ხალხის სამართლიანობისათვის მებრძოლი რაინდის განსახიერება, რომელიც აფუძნებს ისეთი ქვეყნის აშენების იდეას, რომელიც არ იქნება დამყარებული ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციაზე. მე მახსოვს საბჭოთა მოქალაქის ამაყი სახე, რომელიც მართავდა ყველაზე დიდ სახელმწიფოს მსოფლიოში, როგორც თავისუფალი მოქალაქე, სოციალურად დაცული, მორალურად მდგრადი, თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი”.

გვქონდა ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო ცნობდა და ითვლებოდა ძლევამოსილ ქვეყნად, დიდ ქვეყნად, დიდი ისტორიით, დიდი სამრეწველო პოტენციალით, დიდი მეცნიერებით, დიდი კულტურით, განათლების უდიდესი მიღწევებითა და ახალი ქვეყნის მშენებლობის იდეებით, რომელშიც მეფობდა სამართლიანობა არა მხოლოდ მდიდრებისათვის, არამედ ყველასთვის. ამაზე ფიქრობდა და ზრუნავდა მხოლოდ სტალინი, სხვა არავინ.

ნატალია ნაროჩნიცკაია _ პროფესორი, ისტორიული პერსპექტივების ფონდის პრეზიდენტი, ევროპის დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რუსეთის პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატი:

“…მსოფლიოში მოვლენებს იხილავენ არა ფაქტების მოშველიებით, არამედ მსოფლმხედველობის მიხედვით. დასავლეთი გულმოდგინებით სწავლობს და ამტკიცებს, რომ ივანე მრისხანე, რომელმაც ათჯერ უფრო ნაკლები მსხვერპლი გაიღო ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ვიდრე ეკატერინე მედიჩმა მხოლოდ ერთ ბართლომეს ღამეს, მაინც უფრო დიდი დამნაშავეა. დასავლეთი კარგია, ჩვენ კი ბარბაროსები ვართ. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, სრულიად ნათელია, რომ სინამდვილეში სტალინი დასავლეთს რეპრესიების გამო არ სძულს. იგი ამ კუთხით არც პირველია და არც უკანასკნელი. მაგალითისთვის ავიღოთ რობესპიერი და კრომველი. ისინი არ განისჯებიან ისე, როგორც სტალინი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრად მეტი სისხლი აწევთ თავიანთი ხალხისა.

სტალინი დასავლეთს სძულს იმ სიძლიერისთვის, რომლითაც რუსეთს შემოუმტკიცდა თავისი ისტორიული მიწები (როგორც პუშკინი ამბობდა: “ყინულოვანი ფინეთის ნაპირებიდან აელვარებულ კოლხეთამდე”), და, ასევე, თეირანის, იალტისა და პოტსდამისათვის. სწორედ ეს არ აძლევს დასავლეთს მოსვენებას და სწორედ ამიტომ გვარწმუნებენ დღენიადაგ, რომ სამამულო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ, არამედ ამერიკელებმა. მაგრამ ჩვენი სამშობლო ჩვენ მაინც უნდა შევაფასოთ ნათელი გონებით.

სოფლის მეურნეობის მიმდევარი ერები _ პოლონელები, ჩეხები, უნგრელები, რუმინელები, ჩვენგან გავიდნენ – კომპოზიტორებად, პროფესორებად, აკადემიკოსებად, მაღალი კლასის ინჟინრებად, დრამატურგებად, კინემატოგრაფისტებად, ჰიტლერი კი მათ მეღორეებად ამზადებდა, ხოლო ბალტიისპირელებს “განხალხებას” უპირებდა, რათა მათი და ფინელების ადგილზე გერმანელები დაესახლებინა. ჩამოთვლილი ერების მსოფლმხედველობა დღეს შეცვლილია და, შესაბამისად, შეცვლილია, მეოცე საუკუნის ისტორიული სამართლიანობაც. მათთვის ჩვენ მტრები ვართ, გერმანელები კი ისტორიული მეზობლები და მეგობრები არიან.

ჩვენი ვალია, დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი სამშობლო, არამედ ჩვენი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობაც”.

უფრო საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვეცნობით საქვეყნოდ სახელგანთქმული ჩეჩენი მწერლის _ გერმან სადულაევის ინტერვიუს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თავის ვრცელ ინტერვიუში მწერალი ფართოდ მიმოიხილავს სტალინის პიროვნებას, რომლის შინაარსიც მე არ გამკვირვებია, რადგან კარგად ვიცნობ ჩეჩენი ხალხის ცხოვრების გმირულ ეპიზოდებს, როგორც ისტორიული წყაროებით, ისე ჩეჩენ ხალხთან ახლო ურთიერთობითა და თანაცხოვრებით.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში ვმუშაობდი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე, და მქონდა ჩეჩენ ხალხთან ურთიერთობა და მათზე ბევრი რამის დაწერა და თხრობა შემიძლია, მაგრამ ახლა ამის დრო არ გვაქვს. გეტყვით ერთ ფაქტს:

დაბა კოჩუბეიში, სადაც ათასი რჯულის ადამიანი ირეოდა, შეიმჩნეოდა ჩეჩენთა სიმრავლე. მაკვირვებდა ის, რომ ჩეჩნებისა და ლეკების მსუბუქი ავტომანქანების წინა საქარე მინაზე მიკრული იყო სტალინის, ხოლო უკანაზე შამილის პორტრეტები. ჩეჩნები რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი გადასახლების საქმეში მთავარი დამნაშავე ლავრენტი ბერია იყო და არა სტალინი. სწორედ ეს სურათები აღმიდგა თვალწინ, როდესაც ვეცნობოდი ჩეჩენი მწერლის, გერმან სადულაევის, ინტერვიუს.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებთ სტალინის პიროვნებასო, მწერალმა გერმან სადულაევმა უპასუხა:

_ სტალინი რთული ისტორიული ფიგურაა, რომელიც ნებისმიერ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს შეიძლება გაუტოლდეს. რაც შეეხება ჰიტლერთან მის შედარებას, ეს გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან ჰიტლერი სისხლის სამართლის დამნაშავეა თავისი სახელმწიფო პოლიტიკით. ამდენად, ფაშიზმისა და ჰიტლერის შედარება სტალინთან აშკარა შეუსაბამობაა. სტალინი შეიძლება შევადაროთ ჩერჩილს.

ჩერჩილის ქმედება, ბენგალიელი ხალხისთვის შიმშილობის მოწყობის საქმეში, სრულიად გაუმართლებელია. ინგლისელმა ხალხმა ცოტა რამ თუ იცის ამ ენით აღუწერელი სისხლიანი ისტორიის შესახებ, მაგრამ მათ წინაშე მუდამ იდგება სისხლიანი ყმაწვილის, ჩერჩილის, სტატუეტი _ ფსიქოპათის, რომელმაც ყოველგვარი მიზეზისა და მიზნის გარეშე დახოცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი.

სტალინმა მეორე მსოფლიო ომში ჩეჩნებზე მიიტანა ეჭვი სამშობლოს ღალატში და გადაასახლა ისინი ყაზახეთში, იმავე პირობებში, როგორშიც ჩეჩნეთში ცხოვრობდნენ. რას იზამდა მის ადგილას ჩერჩილი? ჩეჩნებს ადგილზე დახოცავდა. აქედან დავასკვნათ, რომელი რომელს სჯობდა? თუ მეკითხებით, იყო თუ არა სტალინი მკვლელი, გიპასუხებთ, რომ ეს არის ყბედობა და ტყუილი. მას მილიონობით ადამიანი არ დაუხოცავს და, თუ ისტორიკოსები სტალინის მილიონობით მსხვერპლზე წიგნებს წერენ, ეს ყველაფერი სოროსის გამომცემლობის კისერზეა, სწორედ მაგისთვის მაგისი…

იმ პერიოდში შეუძლებელი იყო ქვეყნის მართვა რეპრესიების გარეშე. თუ პაციფისტი ხარ, მაშინ უნდა წახვიდე მონასტერში და ილოცო. თუ ხელისუფალი ხარ და უმაღლესი მხედართმთავარი, უნდა დაამყარო წესრიგი და შეინარჩუნო ქვეყნის უსაფრთხოება. მაგალითისთვის ავიღოთ უკრაინა და იანუკოვიჩი: იანუკოვიჩმა ვერ შეძლო რამდენიმე ათეული თანამედროვე ფაშისტის რეპრესირება, რასაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების დიდი მსხვერპლი. ხელისუფალმა არჩევანი უნდა გააკეთოს ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის”.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს დღევანდელ ურთიერთობას უკრაინელებსა და დონბასელებს შორის, მაშინ, როდესაც უკრაინელები იცავენ თავიანთი ქვეყნის ერთიანობის ინტერესებს, მწერალმა ასე უპასუხა:

“მე არ მაინტერესებს მათი პოლიტიკური ფორმულირება. მე ვიცი, რომ უკრაინელები ხოცავენ რუსებს, ესვრიან დონეცკის მშვიდობიან მოსახლეობას. მე არ ვამართლებ არც სტალინურ რეპრესიებს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველას, არ შეხედონ ისტორიას ერთმნიშვნელოვნად. როდესაც ვსაუბრობთ სტალინურ რეპრესიებზე, იქვე უნდა წარმოვიდგინოთ ჩერჩილი, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი და მშვიდობიანი მშრომელთა დემონსტრაციების დაშლა ინგლისში ტყვიამფრქვევის გამოყენებით. მე არ მწამს დასავლური დემოკრატიისა და სოციალიზმისა. მე არ მინდა ისეთი სოციალიზმი, სადაც მის საყრდენ ძალად წარმოდგენილი იქნება სექსუალური უმცირესობის ყოფითი პირობები, ავანგარდული კულტურა თუ მიგრანტების საკითხის ძირითად თემად განხილვა. ეს არასწორი სოციალიზმია.

ჩემთვის ძვირფასია ადამიანი სოციალისტური ღირებულებებით. საბჭოთა საზოგადოებაში ვცხოვრობდით ერთიანი მსოფლმხედველობით, ვიყავით ერთად, გვიყვარდა და ვაფასებდით ერთმანეთს და ეს იყო მთავარი, და არა ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა _ ვინ იყო მოლდაველი, რუსი, ქართველი, უკრაინელი თუ პოლონელი. მე სწორედ ეს მინდა დაბრუნდეს დღესაც.

საბჭოთა კავშირი დაანგრიეს მოღალატეებმა და სამშობლოს გამყიდველებმა, მაგრამ ეს ვერ აფერმკთალებს მის მიერ მოტანილ კეთილდღეობას. ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვიყავით წარმმათველი ძალა პლანეტაზე. რუსეთის დღევანდელი კორუფცირებული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ სამთავრობო სავარძლებში სხედან, ბურჟუაზიაა და ერთეულთა ინტერესებს ემსახურებიან. მასობრივი გამოსვლები, რომელთა ლოზუნგია “პუტინ, წადი!”, “წადი, პუტინ!” (და ყველაფერი კარგად იქნება) სწორი არ არის. წავა პუტინი, მოვა კასიანოვი ან კუდრინი, ან _ ვინც გინდა. ეს არ არის მთავარი. მთავარია, არ მოვიდეს ივანოვი, არც პეტროვი, არც ზიუგანოვი, არც სხვა ვინმე. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს მშრომელი ხალხი. საქმე არ არის პერსონალიებში, საქმეა სისტემა. დღევანდელი სისტემა არ იძლევა ქვეყნისა და ხალხის განვითარების საშუალებას, რადგან სახელმწიფო სისტემა ემსახურება ერთეულ ადამიანებს. ამ შემთხვევაში, თუ პუტინს შეცვლის ზიუგანოვი, მერე რა? ზიუგანოვიც ისეთად იქცევა, როგორიც პუტინია დღეს. სისტემამ არ უნდა მისცეს ადამიანს ხალხზე ბატონობის უფლება.

უნდა შეიცვალოს მთელი სისტემა. ყველაზე ახლოს ჩვენთვის, თუმცა მთლიანად მისაღები არა, ჩინეთია. კომუნისტური პარტიის პროგრამის სრულყოფილი და უნაკლოდ შესრულება ქმნის საზოგადოების განვითარების სრულ გარანტიას, რაც ნათლად დაადასტურა ჩინეთის მაგალითმა. და, თუ რუსეთში ჩინური კანონმორჩილება არ არის, სწორედ ამისთვის იყო საჭირო ის რეპრესიები, რომლებიც ჩატარდა და რომლებმაც უზრუნველყო კანონის უზენაესობა. მასობრივი რეპრესიები ძალიან სწრაფად აღადგენს კანონმორჩილებას და სწრაფად შეცვლის ქვეყნის მდგომარეობას უკეთესობისაკენ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი და არამოტივირებული რეპრესიების, მაგრამ რეპრესიების აუცილებლობას ვაღიარებ.

თუ შემეკითხებით, არიან თუ არა პუტინი და მედვედევი ჩემი მტრები, გიპასუხებთ, რომ პუტინი და მედვედევი ჩემთვის კლასობრივი მტრები არიან და არა პირადი მტრები. იმასაც დავუმატებ, რომ ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი რეპრესიები.

რაც შეეხება სტალინს, მე ვამაყობ, რომ ჩემს დიად ქვეყანას მართავდა სტალინი”.

გრიგოლ ონიანი

P.S. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში მოვიწვიო ჩემთვის უძვირფასესი სტუმარი, აღიარებული მწერალი გერმან სადულაევი, რომელსაც აუცილებლად გავაცნობ ქართველ მკითხველს.

3 COMMENTS

  1. გმადლობთ, ძვირფასო („ბატონოს“ ვერ გაკადრებთ) გრიგოლ, ასეთი ბრწყინვალე სტატიისათვის! ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ვინ არის ავტორი-მეთქი, და გამიხარდა ბოლოში თქვენი გვარის დანახვა. დიდის ფასი მხოლოდ დიდმა იცის!

  2. ზალიან საინტერესო და მარტალი ისტორია წავიკიტხე, მაგრამ ზოგიერტ ტვინ გამორეცხილს ხომ ამას ვერ გააგებინებ ,ტქვენ წარმოიდგინეტ ჩემი ახლობელი სლოვაკიაში იყო და იქ ქალაქის ცენტრში დიდი სტალინის სურატი არის გაკრული და წერია იოსიფ სტალინ და მერე წერია მსოპლიოში ყველაზე ზლიერი პოლიტიკოსი და გენერალ სინუსი, უცჰკვიანესი პიროვნება რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა , მე ისეტ ოჯახში გავიზარდე სადაც სოსო (სოსელო) უყვარდატ და პატივს სცემდნენ, მეც მიყვარს და იქნებ მოვიდეს დრო მისსნაირი მკაცრი, იმედიანი ,უჩკვიანესი, პრინციპული ადამიანი გამოჩნდეს, ვინც პეხზე დააყენებს ამ პატარა საქრტველოს <3

  3. გმადლობთ ასეთი საინტერესო სტატიისთვის, ნამდვილად სჭირდება დღეს საქართველოს სტალინი, იქნებ უფალმა ინებოს და წარმოგვიჩინოს დიდი სტალინისნაირი ბუმბერაზი ტვინის ადამიანი, რატა გადარჩეს საქართველო და ქართველი ერი, ამ მასონური მთავრობისგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here