Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სტალინგრადი

სტალინი და სტალინგრადი

3955
მოლოტოვი, ვოროშილოვი, შჩერბაკოვი, სტალინი, ვასილევსკი, როკოსოვსკი, განიხილავენ გეგმას სტალინგრადის რაიონში პაულიუსის არმიის ალყაში მოსაქცევად

13 მარტის დილის 4 საათი იყო, როცა კრემლის კურანტების ხმამ გამაღვიძაგული დამწყდა, რადგან სიზმარში თითქმის ცხადად ვხედავდი, როგორ დაეჯახა სტალინის დაჯავშნილ მანქანას (რომლითაც კორტეჟის გარეშე გადაადგილდებოდა დანგრეული სტალინგრადის ქუჩებში) “პალტარატონკა” _ სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა. როგორც კი მძღოლმა დაინახა მანქანაში მჯდომი პიროვნება და მასში სტალინი ამოიცნო, მიწაზე დაენარცხა და მუშტები წაიშინა თავში. სტალინი სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, ქალი ფეხზე წამოაყენა და დაამშვიდა: “ეს თქვენი ბრალი არ არის. საშინელი ომის ბრალია, ყველაფერი მალე აღდგება და მოწესრიგდება.” შემდეგ თავისი დაცვის უფროსს, ვლასიკს დაავალა, განკარგულება გაეცა, რომ ქალი ყოველგვარი კითხვადაკითხვისაგან გაეთავისუფლებინათ

ჩემი სიზმრის შეწყვეტაში დამნაშავე არა კრემლის კურანტები, არამედ ჩემი კედლის საათი იყო, რომელიც კრემლის კურანტების მსგავს მელოდიას გამოსცემს ყოველ ნახევარ საათში. ხოლო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ასეთი შინაარსის სიზმარი ვნახე იყო ის, რომ, რადგან დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი ახლოვდება, რედაქციამ დამავალა, წერილი სტალინგრადის დაცვაზე გამეკეთებინა და ეს დავალება ძილშიც ჩამყვა.

ზემოაღწერილი საგზაო ინციდენტი კი თეირანის კონფერენციიდან დაბრუნებულ სტალინს მართლაც შეემთხვა, როდესაც საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დათვალიერების მიზნით ბაქოდან მანქანით გაემგზავრა მოსკოვში. მანამდე კი აი, როგორ მიდიოდა საქმე:

საბჭოთა კავშირის მარშალი ალექსანდრე ვასილევსკი ყვება: სტალინმა კერძო საუბარში მითხრასტალინგრადიდან ჰიტლერი არ წავა, შეიძლება კავკასიიდან ფეხი ამოიკვეთოს, მაგრამ სტალინგრადიდან ჯარის ნაწილებს არ გაიყვანს, რადგან ის ჩემ სახელთან არის დაკავშირებული. (ენციკლობედია “სტალინი,” გვ.391.)

არც ერთი საომარი ოპერაცია იმდენ ხანს არ მზადდებოდა, რამდენ ხანსაც სტალინგრადის დაცვის, ჰიტლერელთა ალყაში მოქცევისა და განადგურების ოპერაცია, რომელზეც დამოკიდებული იყო მსოფლიოს ბედი და ჰიტლერის სამომავლო გეგმები.

სტალინგრადი და ფერდმარშალი პაულიუსი ჰიტლერის ბერმუდის სამკუთხედი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი უნდა შთაენთქა.

გენერალური შტაბის მიერ დიდი ხნის განმავლობაში შემუშავებული გეგმის განხორციელებით გამარჯვებაში დარწმუნებული გიორგი ჟუკოვი 1942 წლის 17 ივლისს მაღალი სიხშირის ტელეფონით დაუკავშირდა სტალინს და სთხოვა ნებართვა, დაეწყო გადამწყვეტი შეტევა სტალინგრადთან თავმოყრილი ფაშისტების ჯარებზე და მთავარსარდალი დაარწმუნა ოპერაციის წარმატებით დასრულებაში.

1942 წლის 12 სექტემბერს სტალინმა გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმის განხორციელებით გამარჯვებაში დარწმუნებული გიორგი ჟუკოვი და გენშტაბის უფროსი ალექსანდრე ვასილევსკი კრემლში გამოიძახა. დაიწყო გეგმის განხილვა. სტალინმა ეჭვი შეიტანა გროზნოს ნავთობსაბადოს დაცვის საიმედობაში და იკითხა:

_ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჰიტლერს საიმედოდ ჩავუკეტოთ გროზნოსთან მისასვლელი დერეფანი? სტალინი თავისი სამუშაო რუკით განმარტოვდა სხვა მაგიდაზე და დაიწყო მასზე მონიშვნა. ჟუკოვი და ვასილევსკი კაბინეტის სხვა კუთხიდან უთვალთვალებდნენ სტალინის ყოველ მოძრაობას და ჩუმად საუბრობდნენ, სტალინს ხელი რომ არ შეშლოდა, მაგრამ სტალინმა ყური მოჰკრა სიტყვებს _ “სხვა გეგმა”-ს და რუკიდან თავის აუწევლად იკითხა:

_ რომელ სხვა გეგმაზეა საუბარი?

სარდლები სახტად დარჩნენ _ ძალიან გაუკვირდათ, როგორ გაიგონა სტალინმა მათი კონსპირაციული საუბარი. სტალინი წელში გაიმართა და ჟუკოვსა და ვასილევსკის მიუახლოვდა.

_ აი რა, _ თქვა სტალინმა,_ წაიღეთ თქვენი გეგმა გენშტაბში და ამაღამ ამ გეგმაზე კიდევ იმუშავეთ, ხვალ კი, 9 საათზე, ისევ აქ შევხვდეთ ერთმანეთს. გაითვლისწინეთ კავკასიის ფრონტის ადგილი ოპერაციაში. _ დასძინა სტალინმა.

მეორე დილით გეგმა დაწვრილებითი განიხილეს და ძირითადი მიმართულებების ნაწილი შეიცვალა.

_ რაც ჩვენ, სამმა კაცმა ვიცით, არავინ უნდა იცოდეს, _შენიშნა სტალინმა, _ მაგრამ ერთს კი გთხოვთ, ყოველგვარ გეგმას, რაგინდ კარგად უნდა იყოს შედგენილი, თუ ის ძირითად რგოლებამდე არ არის დაყვანილი და მისი შესრულება პატრიოტიზმითა და სამშობლის დაცვის ინტერესებით არ იქნება ნაკარნახევი, დამარცხება უწერია. უნდა ჩახვიდეთ სტალინგრადში და მოამზადოთ არმიები იდეური თვალსაზრისით. ვიჩქაროთ ნელა. გერმანელები სტალინგრადთან არ ჩქარობენ, მოფიქრების დრო გვაქვს.

ჟუკოვი და ვასილევსკი ამის შემდეგ კიდევ ორჯერ შეხვდნენ სტალინს გეგმაში სხვადასხვა შესწორების შესატანად. როდესაც სტალინმა მიიჩნია, რომ გეგმა სრულყოფილი იყო, იკითხა:

_ ვინ დაიკისრებს პასუხისმგებლობას სტალინგრადის ოპერაციის წარმატებით დასრულებაზე _ ამხანაგი ჟუკოვი თუ ამხანაგი ვასილევსკი?

_ ჩვენ შეთანხმებული ვართ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა დაიკისროს ვასილევსკიმ. _ უპასუხა ჟუკოვმა.

_ სტალინგრადის ოპერაცია ყველა მიმართულებით მომზადებული და უზრუნველყოფილია. ვასილევსკიმ თავის თავზე უნდა აიღოს სამხედრო შენაერთების სრული კოორდინაცია. _ დაასკვნა სტალინმა.

ოპერაციის გადამწყვეტ მომენტში ცნობილი შეიქნა, რომ პაულიუსის მე-6 არმიის დასახმარებლად სტალინგრადისკენ მიემართებოდა ფელდმარშალ მანშტეინის სატანკო არმია. ამან გამოიწვია სტალინგრადის ფრონტის რიგი სტრატეგიული საკითხების შეცვლა, გადაიდო ოპერაციის ჩატარების დროც. სტალინგრადი უნდა გაძლიერებულიყო არტილერიით, რისთვისაც მობილიზებული იქნა დამატებითი ძალები.

1942 წლის 15 ნოემბერს სტალინმა ნება დართო ჟუკოვსა და ვასილევსკის, თავიანთი შეხედულებისამებრ გადაეწვიტათ შეტევის დაწყების თარიღი. ორი დღის შემდეგ ჟუკოვმა და ვასილევსკიმ სტალინს მოახსენეს, რომ დონის ფრონტის ჯარები შეტევას დაიწყებენ 19 ნოემბერს, ხოლო სტალინგრადის ფრონტის _ 20 ნოემბერს.

მაგრამ 17 ნოემბერს მაღალი სიხშირის ტელეფონის ზარი გაისმა ვასილევსკის სამეთაურო შტაბში:

_ გამარჯობა, ამხანაგო ვასილევსკი, თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს, მოსკოვში უნდა ჩამოხვიდეთ.

_ ამხანაგო სტალინ, როგორ ჩამოვალ მოსკოვში, როდესაც ზეგ ვიწყებ შეტევას? _ უპასუხა ვასილევსკიმ.

_ საქმე ისეთია, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მოსკოვში, დაბრუნებას მოასწრებთ, თქვენთან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილო.

პოსკრებიშევმა ვასილევსკი მიიწვია სტალინის კაბინეტში, სადაც სტალინი სულ სხვა საკითხზე ატარებდა თათბირს.

სტალინის კაბინეტში ისხდნენ მალენკოვი, ბერია, მიქოიანი, ვოზნესენსკი და მოლოტოვი. სტალინი მიესალმა ვასილევსკის და მიუთითა, საწერ მაგიდასთან დამჯდარიყო. თვითონ კი მივიდა თავის სამუშაო მაგიდასთან, უჯრა გამოაღო, ამოიღო კონვერტი და ვასილევსკის წინ დაუდო:

_ წაიკითხე, მანამდე ჩვენ ჩვენს საქმეს მოვრჩებით, _ უთხრა სტალინმა და სათათბირო მაგიდას დაუბრუნდა.

კონვერტი გავხსენი, _ იგონებს ვასილევსკი, _ ის დაწერილი იყო მეოთხე მოტორიზებული კორპუსის სარდლის, ვოლსკის მიერ. ვოლსკი სტალინს აუწყებდა როგორც კომუნისტი და მებრძოლი ტანკისტი, რომ სტალინგრადის ოპერაცია განწირულია დასაღუპავად და ამიტომ ვალდებულია, საქმის ყურში ჩააყენოს უმაღლესი მთავარსარდალი, რათა შეაჩეროს შეტევის დაწყება და შეცვალოს გენერალური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიშლება არა მხოლოდ სტალინგრადის დაცვა არამედ საბოლოოდ გადაიწურება გამარჯვების იმედიც”.

კითხულობდა ვასილევსკი წერილს და ვერ მიმხვდარიყო, რაში იყო საქმე.

სტალინმა თათბირი დაამთავრა, მონაწილენი დაითხოვა და ვასილევსკის მიუბრუნდა:

_ რა შეგიძლია თქვათ ამ წერილის შესახებ, ამხანაგო ვასილევსკი?

_ შეშფოთებული ვარ.

_ რას ფიქრობთ ამ წერილის გაცნობის შემდეგ ჩვენი გეგმების განხორციელებაზე?

_ შეტევის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება და მის წარმატებაში დარწმუნებული ვარ. _ უპასუხა ვასილევსკიმ.

_ რით ხსნით ამ წერილის დაწერის მიზეზს?

_ მგონია, ეს ყველაფერი გასული დღეების დაძაბული მუშაობისა და ფიქრის შედეგია. გადაღლის შედეგი. ამას რეალობასთან კავშირი არა აქვს.

_ ამ წერილის შემდეგ რას ფიქრობთ _ შეიძლება მისი ამ პოსტზე დატოვება?

ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვასილევსკიმ თქვა: _ მიმაჩნია, რომ ვოლსკი საუკეთესო მეთაურია და უფრო სწორი იქნება მისი თანამდებობაზე დატოვება, მაგრამ მას ამის თაობაზე უნდა ველაპარაკო.

_ შეგიძლიათ დამაკავშიროთ ვოლსკი? მინდა მას პირადად ველაპარაკო.

_ ვასილევსკი დაუკავშირდა თავის სამეთაურო პუნქტს და ტელეფონთან მოაყვანინა ვოლსკი. ყურმილი სტალინს გადასცა.

_ გამარჯობა, ვოლსკი! წავიკითხე თქვენი წერილი და იცით, რა უნდა გითხრათ? _ არასწორად გაქვთ შეფასებული საკუთარი თავი და ძალები. თქვენ გაბედული და უშიშარი მეთაური ხართ და სრულიად დაუმსახურებლად გაქვთ გული გატეხილი. დარწმუნებული ვარ, პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე. ამ წერილის შესახებ არავინ იცის და არც არავის გავაგებინებ, მხოლოდ ვასილევსკის წავაკითხე და მანაც თქვა, გადაღლილობისა და აღელვების შედეგიაო. ასე რომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, გამაგრდით და იბრძოლეთ როგორც გეკადრებათ, ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, გისურვებთ წარმატებებს!

სტალინის სიტყვებით აღტაცებულმა ვოლსკიმ საბჭოთა კავშირის მთავარსარდალს ერთგულება აღუთქვა. სტალინმა კი მას მადლობა გადაუხადა.

შეტევა დანიშნულ დროს დაიწყო. სტალინის ბრძნული გადაწყვეტილებებითა და საბჭოეთის ხალხების თავგანწირვის შედეგად ფაშისტებმა მწარე მარცხი იგემეს სტალინგრადის მისადგომებთან. სტალინგრადთან გამარჯვება მთავარსარდალს პირველმა ვასილევსკიმ მიულოცა. სტალინს არ დავიწყებია წერილის ავტორი ვოლსკი და ვასილევსკის ჰკითხა, როგორ იბრძოდა სატანკო კორპუსი, რომელსაც ვოლსკი მეთაურობდა.

_ უპირველესი როლი შეასრულა ოპერაციის წარმატებით დასრულებში. _ უპასუხა ვასილევსკიმ

_ აი რას გთხოვ, ამხანაგო ვასილევსკი, დღესვე მონახე რამე საჩუქარი და კორპუსის წინაშე ჩემი სახელით გადაეცით ვოლსკის, სხვა ჯილდოზე აქ კრემლში ვიფიქრებთ.

ვასილევსკიმ თავისი პირადი იარაღი _ გერმანული პისტოლეტივალტერი” _ დაცვის წევრს გაატანა ხელოსანთან, რომელმაც ოქროს ფირფიტა გაუკეთა და მასზე ამოტვიფრა: “სახსოვრად ვოლსკის სტალინისგან.” ეს იარაღი ვასილევსკიმ კორპუსის წინაშე საზეიმოდ გადასცა ვოლსკის.

1943 წლის 2 თებერვალს დასრულდა სტალინგრადის დაცვის 200-დღიანი გმირული ეპოპეა, რომელიც ოქროს ასოებით შევიდა მსოფლიო ომების ისტორიაში.

1949 წელს კლიმენტ ვოროშილოვი წერდა:

“მსოფლიო ომების ისტორიაში ამიერიდან შევა სტალინგრადის ბრძოლაც, როგორც ბრძოლის კლასიკური ნიმუში.”

1943 წლსი 4 თებერვალს მოსკოვში ჩაფრინდნენ ალექსანდრე ვასილევსკი და ნიკოლოზ ვორონოვი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის წარმომადგენლები. ისინი სტალინმა დაუყოვნებლივ მიიღო. სანამ სამხედროები სამხედრო სალმით მოახსენებდნენ სტალინგრადის ოპერაციის შედეგებს, სტალინი მათ კართან მიეგება, გამარჯვება მიულოცა.

იმავე დღეს სტალინგრადის ეპოპეის ხელმძღვანელ ბირთვს _ ვასილევსკის, ჟუკოვსა და სტალინს უმაღლესი სამხედრო წოდება _ საბჭოთა კავშირის მარშლობა ებოძათ..

სტალინგრადის ბრძოლას და მის მნიშვნელობას ფასი ეკარგება თუ არ ვახსენებთ 1942 წლის 27 ნოემბრის საღამო, როდესაცბოდოსაპარატით ბოლო ინსტრუქციები მისცა სტალინგრადის გმირ დამცველებს ქვეყნის მთავარსარდალმა. ეს დიალოგი სამამულო ომის ოქროს გვირგვინია, რომელიც სტალინს ადგას თავზე, აი ისიც:

სტალინგრადი. 1942 წლის 27 ნოემბერი. აპარატ “ბოდოსთან” სტალინი დგას და ესაუბრება სტალინგრადში მყოფ ვასილევსკისა და ვატუტინს.

_ არ დაგიმთავრებიათ ერთი საქმე და იწყებთ მეორეს. მტერი ალყაში გყავთ მოქცეული, რისთვისაც დაკავებული გყავთ სამი არმია, რას უყურებთ. რატომ არ გამოათავისუფლებთ არმიებს, რომლებმაც უნდა იბრძოლოს და არა იყარაულოს. დაუყოვნებლივ შეასრულეთ ჩემი ბრძანება, საჭიროა, შექმნათ პატარა ოპერატიული პუნქტი 10-15 კაცის შემადგენლობით, რომელიც გააკონტროლებს ბლოკირებული შენაერთების იზოლაციას. რაც შეიძლება უფრო შეავიწროვეთ რკალი. მიხაილოვმა (ჟუკოვმა) მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს და თავი დაანებოს “სატურნის” გეგმაზე მუშაობას, რაც შეეხება “სატურნის” გეგმის მომზადებას, ის განახორციელოს ვატუტინმა და კუზნეცოვმა. მოსკოვი მათ აუცილებლად დაეხმარება. მეორე _ გაკვირვებული ვარ, საიდან აიღო ლელიუშენკომ 8 საბროლო დივიზია, რა გამოთქმაა და რა მიმართვაა _ ლელიუშენკოს მარჯვენა და ლელუშენკოს მარცხენა ფრთა, როდესაც ლელუშენკოს ჰყავს ერთი გვარდიული არმია?

ვასილევსკი: _ კარგად მესმის, რომ გერმანელთა სტალინგრადის დაჯგუფების განადგურება ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაგრამ ამხანაგმა ბერიამ თქვენი სახელით გამოგვიცხადა, რომ “სატურნს” განაგებს თვითონ. მე მზად ვარ, შევასრულო თქვენი ბრძანება.

სტალინი: _ როგორია თქვენი სხვა გეგმები? სად ფიქრობთ განალაგოთ “დონცოვის” და “ივანოვის” ოპერპუნქტები, სად იქნება “ვორონოვი” _ თქვენთან თუ დაუბრუნდება “სატურნის” რაიონს?

ვასილევსკი: _ აუცილებელია მოგახსენოთ არსებული მდგომარეობა მიმდინარე მომენტისათვის… ვასილევსკი მთავარსარდალს აცნობს მოქმედების გეგმას, მაგრამ სტალინმა კონკრეტული დავალება მისცა.

სტალინი: _ მექანიზებული კორპუსი გადაისროლეთ ბელინსკაიაში და მისი გამოყენების უფლება დაუტოვეთ ვატუტინს. განაგრძეთ.

ვასილევსკი: _ ამხანაგო სტალინ, “ვორონოვი” მთხოვს წამოვიდეს 2 დღით ლელუშენკოსთან ერთად, რათა ერთობლივად უფრო სწრაფად შეადგინონ “სატურნის” გეგმა

სტალინი: _ სად არის დონცოვის (როკოსოვსკის) სამეთაურო პუნქტი?

ვასილევსკი: _ 24-ე არმიის მონაკვეთში.

სტალინი: _ კარგი. გაიყოლოს რამდენიმე სპეციალისტი და “დონცოვსა” და “ივანოვთან” ერთად სასწრაფოდ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ლელიუშენკოს დიდხანს ნუ მოაცდენთ, მან არმია სასწრაფოდ უნდა მიაბრუნოს ჩრდილოეთისკენ. მე მაინტერესებს ვინ უხელმძღვანელებს პირველ გვარდიულ არმიას?

ვასილევსკი: _ ნება დამრთეთ, ჩემს თავზე ავიღო ეს.

სტალინი: _ მე გეკითხებით, ვინ იქნება პირველი გვარდიის არმიის სარდალი მარჯვენა ფლანგზე _ ლელიუშენკო, კუზნეცოვი თუ სხვა ვინმე?

ვასილევსკი: _ გთხოვთ, ნება დამრთოდ, ეს მოვალეობა დავაკისრო კუზნეცოვს ვატუტინის უშაუალო პასუხისმგებლობით.

ვასილევსკის პასუხისაგან სტალინმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ბოლოს იკითხა:

_ სად იქნება პირველი გვარდიული არმიის შტაბი _ ლელიუშენკოსთან თუ კუზნეცოვთან.

ვასილევსკიმ კვლავ დაბნეულად აუხსნა გვარდიის შტაბის ადგილმდებარეობის კოორდინატები, ვითარების გამოსწორება კი იმით სცადა, რომ სტალინს სთხოვა, სასწრაფოდ გამოეგზავნა კავშირგაბმულობისა და ზურგის მომარაგების სპეციალისტები.

ნერვებმოშლილმა სტალინმა ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ვასილევსკის თითქმის ყვირილით ჰკითხა:

_ ბოლოს და ბოლოს, მითხარით, ვინ იქნება მარჯვენა დაჯგუფების სარდალი_ კუზნეცოვი თუ ლელუშენკო და სად იქნება მათი ადგილსამყოფელი?

ვასილევსკის აბდაუბდა საუბრიდან სტალინმა კვლავ რომ ვერაფერი გაიგო, თვითონ დაიწყო ვითარების მოგვარება:

_ ამხანაგო ვასილევსკი, ლელუშენკო უკვე სარდლობს ფრონტს გერმანელების წინააღმდეგ, მას თავი გაანებე, უკეთესი იქნება, თუ დარჩება თავის ადგილზე მარცხენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი კი გადაიყვანე მარჯვენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი ამით კიდევ უფრო პროდუქციული იქნება “სატურნის” მომზადებაში.

ვასილევსკი და ვატუტინი: _ ასეც მოვიქცევით, ამხანაგო სტალინ.

სტალინმა “ბოდოს” აპარატთან ვასილევსკის უხმო.

_ ჩაიწერეთ. პირველი: თქვენი ამოცანაა, გააერთიანოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ძალები და ერთობლივი ძალებით გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. გთხოვთ, ნუ მიედ-მოედებით სხვა საქმეებს, თქვენ მხოლოდ ეს ერთი საქმე გავალიათ. მეორე: მთელი ავიაცია ნოვიკოვის ავიაციის ჩათვლით თქვენს განკარგულებაშია. თქვენი ამოცანაა დაუნდობლად ურტყათ მტერს საბოლოო განადგურებამდე. მესამე: თუ საჭირო იქნება, შეიძლება გამოგიყოთ სატანკო კორპუსი თქვენი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად. ან “დონცოვის”, ან “ივანოვის” დასახმარებლად. მეოთხე: თქვენ გევალებათ შეუფერხებლად, ყოველდღიურად ჩააბაროთ ანგარიში მთავარსარდლის ბანაკს “დონცოვისა” და “კუზნეცოვის” მოქმედებათა შესახებ. მეხუთე: ხვალ დილით უნდა მომახსენოთ, საჭიროა თუ არა 62-ე არმიის გადაცემა დონის ფრონტისთვის. ხვალვე მითხარით, სად გავაგზავნოთ სატანკო კორპუსი. გაქვთ თუ არა შეკითხვა, არის თუ არა თქვენთვის ყველაფერი გასაგები.

ვასილევსკი: _ ყველაფერი გასაგებია.

სტალინი: _ კეთილი, აპარატთან მოვიდეს ვატუტინი. ამხანაგო ვატუტინ, მიიღეთ დავალება. პირველი: უნდა უხელმძღვანელოთ ლელიუშენკოსა და რომანენკოს მოქმედებებს. უნდა მოამზადოთ ოპერაცია “სატურნი”. მეორე: ვორონოვი დატოვეთ ფედოროვის განკარგულებაში “სატურნის” მოსამზადებლად და, ამასთანავე, ლელიუშენკოს მისახმარებლად. მესამე: პირველი შერეული ავიაკორპუსის გარდა, რომელიც ფედოროვის განკარგულებაში გამოგიგზავნეთ, დღე-დღეზე მიიღებთ კიდევ ერთ ავიაკორპუსს, რომელშიც იქნება გამანადგურებლების დივიზია თავისი მოიერიშეებით. მეოთხე: თუ მეხუთე მექანიზებულ კორპუსს მიიღებთ, ეს რომანენკოს განკარგულებაში იქნება თუ არა?

ვატუტინი: _ გიპასუხებთ, დღევანდელი მდგომარეობით მეხუთე მექანიზებული კორპუსის გამოგზავნა რომანენკოსთვის უფრო სამართლიანი იქნება, მაგრამ თუ მის მიღებამდე მდგომარეობა შეიცვლება და დახმარება დასჭირდება ლელიუშენკოს, ჩვენ მას ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადავჭრით.

სტალინი: _ ვინ გაანაწილებს იმ მექანიზებულ კორპუსს, რომელსაც თქვენ მიიღებთ?

ვატუტინი: _ გვარდიული მექანიზებული კორპუსი დარჩება ლელიუშენკოს მარცხენა ფლანგზე.

სტალინი: _ გიმეორებთ, ორივე მექანიზებული კორპუსი _ მეხუთე და გვარდიულიც _ შეიძლება დარჩეს მარცხენა ფლანგზე ლელიუშენკოსთან, თუ რომანენკოს საბრძოლო რაიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. “სატურნის” წარმატებისათვის თქვენ უმოკლეს დროში მიიღებთ ერთ მექანიზებულ კორპუსს დამატებით და ერთ სატანკო კორპუსს. ეს იქნება თქვენი რეზერვი. სასწრაფოდ დასვით კუზნეცოვი ლელიუშენკოს მარჯვენა ფრთაზე, პირველ გვარდიულ არმიაში და შეუქმენით ყველა პირობა, იმუშაოს “სატურნის” ოპერაციაზე. ყველაფერი გასაგებია, თუ კიდევ დაგრჩათ რამე გასარკვევი?

ვატუტინი: _ ჩვენთან, დიდი ხანია, არ გამოჩენილა საარტილერიო დივიზია, არ ვიცი, რა ხდება.

სტალინი: _ საარტილერიო და საზენიტო დივიზიები უკვე დატვირთულია და ისინი მალე იქნება თქვენთან.

ვატუტინი: _ გასაგებია, გთხოვთ მაცნობოთ მათი ნომრები. მე მხოლოდ 3 პოლკი დამრჩა დანარჩენები გადავეცი 21-ე არმიას. გთხოვთ, თუ ამის საშუალება გექნებათ, კიდევ გამომიგზავნოთ 4 პოლკი.

სტალინი: _ თქვენი მოთხოვნები სასწრაფოდ გამოგზავნეთ უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში. გამოვნახავ დროს და, თუ ახლა მხოლოდ 2 პოლკს გიგზავნით, ხვალ თქვენს მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებ. გმადლობთ, ნახვამდის!

ძვირფასო მკითხველო, ეს საუბარი იმიტომ მოვიყვანე დაწვრილებით, რომ გაიგოთ, რა ზუსტად იცოდა ომისა და მეომრის ყველა წვრილმანი სტალინმა და როგორ გულდასმითა და ყოველგვარი კითხვების გარეშე აძლევდა დავალებას სარდლებს. არავის სამხედრო ნიჭსა და თავდადებას არ ვამცირებ, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილოა თქმა იმისა, რომ ომი პარტიამ, კოალიციამ, რუსულმა ზამთარმა და ღვთისმშობლის ხატმა მოიგო. ხატს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ის ხატი, რომელმაც მსოფლიო და მისი კულტურა გადაარჩინა ჯერ არ გამოჭედილა. ჯერ არ აღვლენილა ლოცვა იმის სადიდებლად, ვინც მართლმადიდებლურ მსოფლიოს ქრისტეს საფლავი შემოუნახა, ვინც ქრისტეს რჯული შეინარჩუნა, ვინც ქრისტეს 10 მცნება კონსტიტუციად აქცია და ვინც 30 წლის განმავლობაში კრემლში უფლის მოვალეობას ასრულებდა.

მე აღვწერე სტალინგრადის დაცვის ერთი ეპიზოდი, როგორ უმარცვლავს და თავში უდებს სტალინი თავის სარდლებს ომის მსვლელობის ყველა მოსალოდნელ სირთულეს და ზღუდეს. მსოფლიოს ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში იმდენჯერ არ უხსენებიათ რომელიმე ქალაქისა თუ ადგილის სახელწოდება, რამდენჯერაც ახსენეს სტალინგრადი. სტალინგრადის დაცვისა და იქ ფაშისტების განადგურების შემოქმედი კი, უპირველესად, თვითონ სტალინია.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here