Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სტალინგრადი

სტალინი და სტალინგრადი

4150
სტალინი და სტალინგრადი

დასასრული. დასაწყისი იხ. #10, 2020 წ.

თავს უფლებას მივცემ, კიდევ ერთხელ აღვნიშნოსტალინიანასაღორძინება, რომელიც არ იძლევა შედეგს არათუ სტალინის ფენომენის შესასწავლად, არამედ პირიქით _ მუცლით მეზღაპრე ისტორიკოსებისგანშესწავლილი ფაქტებითცდილობენ, შექმნან სრულიად ახალი წარმოდგენა ჩვენს უახლოეს წარსულსა და იმ პიროვნებაზე, რომლის ნამდვილი ადგილი და მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში თუ ცივილიზაციის გადარჩენაში კაცობრიობას ჯერ ვერ გაურკვევია.

სტალინის ადამიანური თუ ინტელექტუალური პარამეტრები გაცილებით აღემატება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანის, არამედ გენიოსებად აღიარებულთა პარამეტრებს, თუნდაც ალბერტ აინშტაინის.

გენიოსი ათეულობით გამორჩეულ ნიშან-თვისებას უნდა ფლობდეს, რომ ის გენიოსად აღიარონ. სტალინი ფიზიკოსი არ იყო, მაგრამ იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რომელსაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს მიაწერენ, სტალინი ათი თავით მაღლა დგას ნებისმიერ გენიოსზე.

“მზე ხელისგულით ვერ დაიფარებაო,” _ ნათქვამია. სტალინი ის სიდიდეა, რომელსაც, ბუნების გარდა, ვერაფერი გადაფარავს, თუ, რა თქმა უნდა, ბუნებამ დანაშაულად არ ჩაუთვალა ის, რომ სტალინმა რამდენჯერმე შეუშალა ხელი ბუნების ჭირვეულობას და ის ხალხის სამსახურში ჩააყენა.

რაც შეეხება ომს, სტალინი ომის ღმერთია, თუმცა თვითონ სტალინმა თქვა, არტილერია ომის ღმერთიაო. სტალინი და ჰიტლერი არ არიან არც თანამედროვე და არც უახლესი ისტორიის რიგითი ბელადები, მათში აკუმულირებული იყო ბუნებრივი თუ ზეადამიანური ძალები, რომლებსაც ადამიანმა გაჩენის დღიდან სახელები გამოუნახა: “სიცოცხლე” და “სიკვდილი”, “კეთილი” და “ბოროტი”. რით შეიცნობა “სიკვდილი”? _ შედეგით, “სიცოცხლე?” _ ასევე შედეგით. “სიკვდილის შედეგი” დასასრულია, “სიცოცხლის შედეგი”, მიუხედავად თავისი ზიგზაგებისა, მაინც არ არის დასასრული.

სტალინი და სტალინგრადი

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ჩავთვალოთ, რომ სიკვდილის სიძლიერეს ანალოგი არ მოეპოვება, მაგრამ ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ სიცოცხლე გრძელდება. მე ადამიანს ვათავისუფლებ, _ამბობდა ჰიტლერი, _ დამამცირებელი ქიმერისაგან, რომელსაც სინდისი ეწოდება. სინდისი, ისევე, როგორც განათლება, ამახინჯებს ადამიანს. მე ის უპირატესობა მაქვს, რომ ვერ მაკავებს თეორიული თუ მორალური ხასიათის მოსაზრებები”.

“გიბრძანებთ, ტყვია დაუშინოთ ყოველ რუსს, როგორც კი გამოჩნდება 600 მეტრის მანძილზე. რუსმა უნდა იცოდეს, რომ მის წინააღმდეგ იბრძვის მტკიცე მტერი, რომლისგანაც არ უნდა ელოდოს ლმობიერებას”.

“შენ გული და ნერვები არ გაქვს, ომში ისინი არ გჭირდება. ჩაიკალი ლმობიერებისა და სიბრალულის განცდა, მოკალი ყოველი რუსი, საბჭოელი, ნუ მოერიდები, თუ შენ წინ იქნება მოხუცი ან ქალი, გოგო ან ბიჭი _ მოკალი და ამით თავს გადაირჩენ დაღუპვისგან, უზრუნველყოფ შენი ოჯახის მომავალს და საუკუნოდ მოიხვეჭ სახელს”.

მკითხველი მიხვდება, რომ ეს არის სიკვდილის ფილოსოფია, სწორედ ამაზე იდგა ფაშიზმი. ეს ხვედრი ელოდებოდა მსოფლიოს. ახლა ვნახოთ, რას ამბობს სტალინი 1945 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიის დელეგაციასთან შეხვედრისას:

მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მათ ობიექტურ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია, ძალიან კარგი ტექნიკოსები და ორგანიზატორები არიან, დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები. გერმანელების განადგურება შეუძლებელია, ისინი დარჩებიან”, _ ეს კი კეთილი, სიცოცხლის მიუკერძოებლობის, ადამიანის მორალური კოდექსის ძირითადი კანონია.

ერთხელ უმცროსმა მეგობარმა მიამბო:

“ჩვენს ჯგუფში ანცი ბიჭი იყო, ჭკვიანი და მოხერხებული, საგნებს არ სწავლობდა. ფიზიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა უთხრა, იქნებ ყველაზე იოლ კითხვაზე მაინც მიპასუხო, ნიშანი რომ დაგიწეროო. მიპასუხე, რა არის ომის კანონიო? მოსწავლემ დაუფიქრებლად უპასუხა: “თუ არ მოკალი, შენ მოგკლავენ”. მასწავლებელი სახტად დარჩა და უთხრა, _ პასუხი სწორია, მაგრამ სხვა საგანშიო”.

ისტორიკოსს, მწერალს, რიგით მოქალაქეს, სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისს თუ ქუჩაში მოხეტიალე ადამიანს სრულიად დაუფიქრებლად შეუძლია თქვას: სტალინი და ჰიტლერი ერთნაირები არიან, ფაშიზმი და კომუნისტური პარტია კი _ ტყუპისცალები. ამ შემთხვევაში შენ, ვინც უნდა იყო, არ წაგიკითხავს არაფერი, ზღაპრებიც კი, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. შენ მონა ხარ, სხვის დაკრულზე რომ ცეკვავ. თუ შენი მამის საწოლის თავზე ჩამოკიდებულ სტალინის სურათს, რომელზეც 30 წელიწადი ლოცულობდა ბრძოლებში ფეხდაკარგული მამაშენი, იღებ და დედის თვალწინ ანადგურებ, მაშინ ხომ იმ მამის შვილი არ ხარ?! შენ ხომ იმ უპატიოსნესი ქალბატონის შვილი არ ხარ, რომელიც გარდაცვლილი ქმრის სურათის გვერდით სტალინის სურათსაც ისევე წმენდდა და ეფერებოდა, როგორც აწ გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს?! ფუი, შენს კაცობას!

ზოგიერი ვაიისტორიკოსი თავის ნაჯღაბნებში ამტკიცებს, საბჭოთა კავშირმა ომი წარუმატებლად დაიწყოო და ხაზს არ უსვამს მოულოდნელი თავდასხმის ფაქტორს.

ისტორიულ მასალებში, რომლებიც ახლახან გამომზეურდა, როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა არქივიდან, მინიშნებულია, რომ ისეთი გმირული წინააღმდეგობა, როგორიც საბჭოთა არმიამ 1941 წლის 22 ივნისს გაუწია მომხდურ ფაშისტებს, მსოფლიო ომების ისტორიაში არ არის აღწერილი.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საბჭოთა კავშირი აწარმოებდა თავდაცვით ომს, რადგან 22 ივნისს დილის 4 საათზე ქვეყანას თავს დაესხა მსოფლიოში ყველაზე ორგანიზებული და მაღალი კვალიფიკაციის არმია, რომელიც შეიარაღებული იყო უმაღლესი ხარისხის საბრძოლო ტექნიკით. მიუხედავად თავდატეხილი უბედურებისა, საბჭოთა კავშირი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა უძლიერეს მოწინააღმდეგეს.

1941 წელს მოვიგეთ გადამწყვეტი ბრძოლა მოსკოვთან, რომლის მსგავსიც მსოფლიო ომების ისტორიას არ ახსოვს. 1942 წელს წელში გავტეხეთ სიკვდილის მანქანა და 1943 წლის დასაწყისში გერმანელების მზე ჩავასვენეთ სტალინგრადთან.

1943 წლის 2 თებერვლიდან 1945 წლის პოტსდამის კონფერენციამდე განვლილი პერიოდი _ ეს არის სტალინური ბრძნული დიპლომატიის ჯადოსნური რგოლები, რომლებშიც ბულდოგივით გაწვრთნილი უინსტონ ჩერჩილი ხშირად, დიდად პატივცემული თეოდორ რუზველტი კი იშვიათად, მაგრამ მაინც გადამხტარა თავისი პოლიომიელიტიანი ფეხებით.

სტალინგრადის ბრძოლა 1942 წლის 17 ივლისს დაიწყო და 1943 წლის 2 თებერვალს ფელდმარშალ პაულიუსისა და 300 000-იანი არმიის დატყვევებით დასრულდა.

სტალინგრადის ბრძოლა ორ პერიოდად იყოფა _ თავდაცვით და შეტევით პერიოდებად. თავდაცვა დაიწყო 17 ივლისს და გაგრძელდა 18 ნოემბრამდე. ამ ხნის განმავლობაში ჟუკოვმა და ვასილევსკიმ რამდენიმეჯერ მიმართეს სტალინს, ნებართვა მიეცა შეტევაზე გადასულიყვნენ, მაგრამ სტალინმა სარდლები თავისთან მიიწვია და გეგმის დაზუსტება მოსთხოვა. სტალინგრადის ფრონტის ოპერატიულ რუკაზე იმდენი ხაზი ჰქონდა გავლებული, რომ ვერაფრით გაარკვევდით, რომელი პირველი იყო, რომელი ბოლო და რომელი რაზე მიანიშნებდა, მაგრამ თვითონ სტალინი ყველაფერს შესანიშნავად ხედავდა და რუკას შეგნებულად არ აახლებდა.

1942 წლის 18 ნოემბერს ჟუკოვი ტელეფონით დაუკავშირდა სტალინს და მოახსენა, რომ მთავარსარდლის ბრძანების შესაბამისად, დონის ფრონტი შეტევაზე გადადის 19 ნოემბერს, ხოლო სტალინგრადის ფრონტი ბრძოლებში 20 ნოემბერს ჩაერთვება.

1942 წელს, რომელსაც ზოგიერი ვაიისტორიკოსი ტრაგიკულ წელს უწოდებს, წითელმა არმიამ გაანადგურა 5 სხვადახვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები: ორი გერმანული, 2 რუმინული და ერთიც იტალიური არმია. ნაცისტურმა გერმანიამ მოკლულთა და ტყვედ აყვანილთა სახით მილიონამდე ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა, ამასთან ერთად, გერმანელებმა დაკარგეს უამრავი სამხედრო იარაღი და ტექნიკა.

ომი მიმდინარეობდა 100 000 კვ.კმ ფართობზე, ფრონტის სიგრძე კი 800 კილომეტრს აღწევდა. სტალინგრადის ეპოპეა საბჭოელთა ტრიუმფით დასრულდა. სტალინგრადთან წითელი არმიის გამარჯვებას ზეიმობდა მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა. გერმანელი ხალხიც, რომელიც ფაშიზმისაგან გახიზნული სხვა ქვეყნებში აღნიშნავდა საბჭოთა არმიელებისა და ხალხის გმირულ შემართებას. სართო გათვლებით, ომისგან მიყენებულმა ზარალმა სტალინგრადში 9 მილიარდ მანეთს გადააჭარბა. მთელი ქალაქი ბათქაშისა და რკინა-ბეტონის მთებში იყო მოქცეული.

სპეციალისტების გაანგარიშებით, დანგრეული სტალინგრადის ნანგრევებისაგან გაწმენდა იმდენივე ჯდებოდა, რამდენიც ვოლგის ნაპირზე, ცარიელ ადგილას ასეთივე ქალაქის აშენება.

მიხეილ დიასამიძე
მიხეილ დიასამიძე

სტალინს ურჩიეს, დანგრეული სტალინგრადი შემოფარგლული ყოფილიყო კაპიტალური კედლით და გადაქცეულიყო ომის ისტორიულ მუზეუმად. სტალინმა პასუხის გაცემას თავი აარიდა. სტალინგრადის მომავლის ბედი სტალინგრადელებმაც შეიტყვეს და ქალაქის ოდნავ გასუფთავებულ ადგილზე შეიკრიბნენ, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ქალაქის მიტოვებაზე. თქვეს, რომ დღესა და ღამეს გაათენებდნენ ნანგრევებისგან ქალაქის გასასუფთავებლად. სტალინგრადელთა სურვილს სტალინმაც დაუჭირა მხარი და განაცხადა: “სტალინგრადი იქ უნდა აშენდეს, სადაც იყო”. ასე გამოცხადდა სტალინგრადი საერთოსახალხო მშენებლობად.

უახლესი ისტორიისა და, კერძოდ, დიდ სამამულო ომზე შექმნილ ფუნდამენტურ კვლევებს შორის გამოირჩევა მეცნიერის, ისტორიკოსის, პროფესორ ავთანდილ დიასამიძის, ღრმა შინაარსიანი და დოკუმენტური მასალა, რომელიც ხშირად ქვეყნდება როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ მედიაში. დაწერო სტალინგრადის გმირულ ბრძოლებზე და არ გაიხსენო ავთანდილ დიასამიძის შრომის შედეგი, არ მიაწოდო იგი მკითხველს, როგორც შეუდარებელი მასალა ქართველი გმირების შესახებ, რომლებიც ავთანდილ დიასამიძემ გააცოცხლა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამიტომ გაზეთის დღევანდელი ნომერი ბევრი ოჯახისა და გვარის წარმომადგენელს გაახარებს მონათხრობი ამბით. აი ისიც:

“დასრულდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა. სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. სტალინგრადთან გამარჯვებით დაიწყო ძირეული გარდატეხა არა მხოლოდ დიდ სამამულო ომში, არამედ მეორე მსოფლიო ომში. სტალინგრადის ბრძოლა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხალხთა დიადი გმირობა იყო.

სტალინგრადის სახელოვან გმირთა შორის ბევრია ქართველი ხალხის მამაცი შვილის სახელიც.

ჭიჭიკო ბენდელიანი
ჭიჭიკო ბენდელიანი

სტალინგრადთან წითელი არმიის კონტრშეტევით ბრძოლებში თავი გამოიჩინეს: საბჭოთა კავშირის გმირმა, ავიაციის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ნანეიშვილმა; გენერალ-მაიორმა (შემდგომში გენერალ-პოლკოვნიკმა), საბჭოთა კავშირის გმირმა პორფილე ჩანჩიბაძემ; სტალინგრადის საჰაერო ჯარების სარდლის მოადგილემ, 76-ე მსროლელი დივიზიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ თავართქილაძემ; გენერალ-მაიორმა კირილე ჯახუამ; დივიზიის მეთაურის მოადგილემ, გენერალმაიორმა კალაძემ. სტალინგრადის დიად ისტორიულ ბრძოლებში სხვადასხვა საჯარისო შენაერთებისა და ნაწილების უნარიანი მეთაურობით თავი გამოიჩინეს: . გოცირიძემ, . ჯორჯაძემ, . დიასამიძემ, . კუხალაშვილმა, . ხარაზიამ, . ჭანკოტაძემ, . ჩიტაიშვილმა, . ერისთავმა და სხვებმა. სტალინგრადის გმირულ ეპოპეაში მრავალმა ჩვენმა თანამემამულემ თავდადებისა და გმირობის შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენა, მათგან, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ მფრინავი ჭიჭიკო ბენდელიანი. სტალინგრადის ბრძოლების დასაწყისში ჭიჭიკო ბენდელიანი დანიშნეს 43-ე საავიაციო გამანადგურებელი პოლკის შტურმანად. თავისი საბრძოლო გმირობით მან აღაფრთოვანა ხელქვეითები და პირადი მაგალითი უჩვენა მათ ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებების შესასრულებლად. ჭიჭიკო ბენდელიანს არ აშინებდა მტრის სიჭარბე და ყოველთვის პირველი მიდიოდა იერიშზე. ჯერ კიდევ სტალინგრადისათვის წარმოებულ თავდაცვით ბრძოლებში (1942 წლის სექტემბერში) “იაკ-1” ტიპის თვითმფრინავით მან საჰაერო ბრძოლა გაუმართა 8 გერმანელ ასს. ბრძოლა 25 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც მტრის 2 თვითმფრინავი “მესერშმიტ- 109” მიწას დაენარცხა. სტალინგრადისა და სამხრეთდასავლეთის ფრონტებზე ჭიჭიკო ბენდელიანმა სულ 385 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 72 საჰაერო ბრძოლაში ბენდელიანმა პირადად ჩამოაგდო მტრის სამიმესერშმიტ-109”, ერთიმესერშმიტ-110”, ერთიფოკე ვულფ-198”, ორიიუნკერს-52”, ხოლო ჯგუფურ ბრძოლებში სხვებთან ერთად ჩამოაგდო ფაშისტთა 12 თვითმფრინავი. აღსანიშნავია, რომ, ამის გარდა, ჭიჭიკო ბენდელიანმა ოთხჯერ მიიტანა იერიში მტრის აეროდრომებზე და მიწაზევე გაანადგურამესერშმიტ-111”, “იუნკერს-52”-ისა დამე-109”-ის ტიპის სამი თვითმფრინავი. სტალინგრადისთვის როგორც თავდაცვით, ისე კონტრშეტევით ბრძოლებში დიდი აღიარება და დიდება მოიპოვა 1378-ე მსროლელი პოლკის მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა მიხეილ დიასამიძემ, რომელმაც თავი გამოიჩინა პირადი მამაცობითა და გმირობით. 1942 წლის 27 დეკემბრის მოწინავე წერილში გაზეთი “პრავდა” წერდა: “პოდპოლკოვნიკმა დიასამიძემ, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, გამოიჩინა არა მხოლოდ პირადი მამაცობა და გმირობა, არამედ დახელოვნებული მხედართმთავრის ნამდვილი ოსტატობაც. მისი მეთაურობით მსროლელი პოლკი 5 დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის გაცილებით ჭარბი ძალების 30 კონტრიერიშს გაუმკლავდა. პოლკის საბრძოლო რიგებს გერმანელებმა რამდენიმე ათასი ბომბი დააყარეს, განუწყვეტლივ უშენდა მას ჭურვებსა და ნაღმებს არტილერია და ნაღმსატყორცნები. ყველა იერიში მოგერიებული იქნა. პოლკმა მოსპო 40 ტანკი და მტრის ორ ბატალიონამდე ქვეითი ჯარი”. სიკვდილის გზად გადააქცია დიასამიძემ გერმანელთა ბატალიონების გზა, ცეცხლმოდებული ტანკებით, როგორც ჩირაღდნებით, გააშუქა იგი. მიხეილ დიასამიძისა და მისი მეომრების გმირულმა ბრძოლამ შეაჩერა მოწინააღმდეგე, რომელიც 19 დეკემბერს მე-5 დამკვრელური არმიის მიერ უკუგდებულ იქნა კოტელნიკოვიდან. ვერხნეკუმსკის რაიონში გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში სარდლობის დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის, გმირობისათვის, მისდამი დაქვემდებარებული ნაწილის უნარიანი და მამაცური ხელმძღვანელობისათვის მიხეილ დიასამიძეს 1942 წლის 22 დეკემბერს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. სტალინგრადის გმირ მებრძოლთა შორის ბევრია ქართველი. მათ შორის არიან: . ანტიშვილი, . გვასალია, . გორდაძე, . დავითაძე, . ზედგენიძე, . იგურიძე, . კალანდაძე, . კაზაშვილი, . კალამაშვილი, . კაკაბაძე, . კაპანაძე, . ლობჟანიძე, . მარგველაშვილი, . მჭედლიშვილი, . მექვაბიშვილი, . მაისაშვილი, . მამალაძე, . ნანობაშვილი, . სუხიაშვილი, . ოქრუაშვილი, . სამხარაძე, . საბანაძე, . უსენაშვილი, . უზარიაშვილი, . ფხოველიშვილი, . ქურიძე, . ქარდავა, . შავერდაშვილი, .ჩიქვილაძე, . ჩხარტიშვილი, . ცირეკიძე, . ხიდაშელი, . ჯეირანაშვილი, . გავერდაშვილი, . უზნაძე, . ბერიანიძე, . ალმანიძე, . ბერულავა, . გუნია, . გოგორიშვილი, . ერისთავი, . ძნელაძე, . ჩიკვაიძე, . მენდალიშვილი, . მღვდლიშვილი, . ჩიგოგიძე, . მგალობლიშვილი, . ბერძენიშვილი, . კიზივაძე, . აბრამიშვილი, . გვენცაძე, . ბუჩიძე, . ლეჟავა, . თავაძე, . თვაური, . ჩოჩიევი, . კუხალაშვილი, . პატარაძე, . ქასრაშვილი, . აბაზაძე, . ჩიტაიშვილი, . ერისთავი, . ჯავახიშვილი, . ჩარკვიანი, . სულხანიშვილი, . ყავრიშვილი, . პაატაშვილი, . გოგიშვილი, . ცერცვაძე, . ოსიკაშვილი, . მგელაძე, . ზედელაშვილი, . გოგიბერიძე, . ქურიძე, . ხიტალაშვილი, . კილასონია, . მინდელი, . მიქელაძე, . გონგაძე, . ერქომაიშვილი, . ლომიძე, . ჭაბაშვილი, . სვანიძე . . იჩქიტიძე და სხვ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here