მთავარი ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინი და ივანე ბენედიქტოვი

1401
გააზიარეთ
სტალინი და ივანე ბენედიქტოვი

ივანე ბენედიქტოვი 1902 წელს დაიბადა კოსტრომის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში მან ისეთივე რთული და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრების გზა გაიარა, როგორც იმდროინდელმა ახალგაზრდების უმრავლესობამ. დაიწყო რიგითი აგრონომობიდან, გაიარა ყველა გზა და 35 წლისამ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრობას მიაღწია. 1937-დან 1959 წლამდე ჯერ სახალხო კომისრის, ხოლო ხრუშჩოვის პერიოდში მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ორი ბატონის მსახური ყველაზე კარგი შემფასებელია იმ პერიოდის, რომელსაც ასე განუკითხავად ლანძღავს საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

ივანე ბენედიქტოვი არ არის ის პიროვნება, რომელსაც სტალინის ბრწყინვალება თვალებს უბნელებდა ან ხრუშჩოვზე განაწყენებული ცილისმწამებლურ ვერსიებს ხლართავდა. ბენედიქტოვი შეიძლება შევადაროთ ფოტოს გამამჟღავნებელს (“პრაიავიტელს”), რომელიც ნეგატივს სრულ პორტრეტად გამოაჩენს, რომელზეც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება შავისა და თეთრის გარჩევა.

ვფიქრობდი, ჩემი კომენტარებით მომეწოდებინა თქვენთვის, მკითხველო, ბენედიქტოვის შეფასებები სტალინის შესახებ, მაგრამ ავტორი ისეთი დამაჯერებლობით იხსენებს ფაქტებს, მოვლენებსა და აკეთებს შესაფერის ანალიზს, რომ ვამჯობინე, თვითონ განსაჯოთ, ვინ ვინ არის. თუმცა შევეცდები, ზოგიერთ კითხვას ბენედიქტოვის პარალელურად, მეც გავცე პასუხი, თანამედროვე ეპოქიდან და პირობებიდან გამომდინარე.

გთავაზობთ ივანე ბენედიქტოვის მოსაზრებებს, რომლებსაც რამდენიმე ნაწილად მოგაწოდებთ.

“იმხანად, ეს იყო 1937 წელი, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატში ხელმძღვანელ თანამდებობას ვიკავებდი. ერთ დილით, კაბინეტში შესულს, მაგიდაზე შინაგან საქმეთა კომისარიატიდან მიღებული წერილი დამხვდა. განსაკუთრებით არ ავღელვებულვარ, რადგან შინსახკომის თანამშრომლებისთვის ხშირად გვიწევდა ჩვენს დაწესებულებაში მავნებლური ჯგუფების შესახებ გამოვლენილ საქმეებზე ჩვენების მიცემა. ერთი შეხედვით ინტელიგენტური და საკმაოდ სიმპათიური გამომძიებელი ზრდილობიანად მომესალმა და დაჯდომა შემომთავაზა. შემდეგ ორი თანამშრომლის შესახებ მკითხა, რა აზრის ვიყავი მათზე.

_ შესანიშნავი სპეციალისტები და პატიოსანი ადამიანები არიან, ამხანაგ სტალინისა და პარტიის საქმიანობისადმი ერთგული კომუნისტები, _ დაუფიქრებლად ვუპასუხე. საქმე ეხებოდ ჩემს ორ უახლოეს მეგობარს, რომლებთანაც, როგორც იტყვიან, ერთი ფუთი მარილი მქონდა ნაჭამი.

_ დარწმუნებული ხართ? _ მკითხა გამომძიებელმა. მის ხმაში გაოცება იგრძნობოდა.

_ სრულიად, მათზე პასუხს ისევე ვაგებ, როგორც საკუთარ თავზე.

_ მაშინ ამ დოკუმენტს გაეცანით, _ მითხრა მან და რამდენიმე ფურცელი გადმომცა.

მათი წაკითხვისას უსიამოვნო სიცივე ვიგრძენი. ეს იყო განცხადება: “სახკომისარიატში ბენედიქტოვის მავნებლური საქმიანობის შესახებ”, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში “გერმანიის დაზვერვის დავალებით ახორციელებდა”. ყველა აქ ჩამოთვლილი ფაქტი მართლა მოხდა. ეს შეეხებოდა გერმანიაში ნაყიდ, ჩვენი პირობებისთვის გამოუსადეგარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვას; არასწორ განკარგულებებსა და დირექტივებს, გარკვეული ადგილებიდან შემოსული სამართლიანი საჩივრების უგულებელყოფას და ყველა ის ცალკეული გამონათქვამიც კი იყო მოცემული, რომლებიც ვიწრო სამეგობრო წრეში ჩემი გონებამახვილობის დასამტკიცებლად ხუმრობით მითქვამს… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი უცოდინარობითა და არასაკმარისი გამოცდილებით ხდებოდა _ არავითარი ბოროტი განზრახვა არ მქონია და ვერც მექნებოდა, თუმცა ყველა ეს ფაქტი ისეთი ლოგიკით იყო გადმოცემული, გამომძიებლის ადგილზე მეც რომ ვყოფილიყავი, “ბენედიქტოვის მავნებლურ განზრახვებს” ნამდვილად დავიჯერებდი. ყველაზე საშინელი დარტყმა კი წინ მელოდა: საშინელი ტყუილით თავზარდაცემულმა მაშინვე ვერ მივაქციე ყურადღება, გამოგონილ საბუთს ხელს ვინ აწერდა. პირველის გვარი არც გამკვირვებია _ ეს არამზადა, რომელიც ჭორების გავრცელებისთვის ციხეში მოხვდა, შინსახკომში საჩივრების შედგენით ისედაც ცნობილი იყო და მის განცხადებებს სერიოზულ ყურადღებას აღარავინ აქცევდა. მეორე და მესამე ხელმოწერები როცა დავინახე, მათში იმ უახლოესი მეგობრების გვარები ამოვიკითხე, რომლებსაც ბოლომდე ვენდობოდი.

_ რას იტყვით ამ განცხადებაზე? _ მკითხა გამომძიებელმა, როდესაც გონს მოვეგე.

_ ყველა აქ მოცემული ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს შეცდომები უცოდინარობითა და გამოუცდელობით დავუშვი. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რისკზე მივდიოდი და საკუთარ თავზე იმ დროს ვიღებდი პასუხისმგებლობას, როცა სხვები გულხელდაკრეფილი ამჯობინებდნენ ყოფნას. გერმანიის დაზვერვასთან კავშირი წინასწარგანზრახული ღალატით კი სრული სიცრუეა.

_ მათ ისევ თვლით პატიოსან კომუნისტებად?

_ დიახ, ვთვლი და თანაც არ მესმის, რამ აიძულა ისინი, ხელი ამ ყალბ საბუთზე მოეწერათ… თუმცა გონებაში ცალკეული ფაქტების გახსენებისას ვხვდებოდი, რამაც აიძულა. გამახსენდა, სახკომისარიატში მთავარ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ როგორ ცივად და დაძაბულად მექცეოდნენ. თანაც ჩემზე გაცილებით ძლიერი სპეციალისტები იყვნენ.

_ კარგია, მეგობრები გასაწირად რომ არ გემეტებათ, _ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მითხრა გამომძიებელმა. _ ყველა არ იქცევა ასე (უმრავლესობა კი სხვანაირად იქცეოდა, რითაც იქმნებოდა ეჭვი _ გრ. ონიანი.)

_ რა თქმა უნდა, თქვენ შესახებ რაღაც ინფორმაცია მოვიძიე. გულგრილობა არ გახასიათებთ და საკმაო შესაძლებლობების მქონე პიროვნება ხართ.

თქვენი “პატიოსანი კომუნისტი” მეგობრების შესახებ კი კარგს არაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ უნდა გაგვიგოთ, ვინაიდან მოცემულ ფაქტები მართლა მოხდა, ვალდებულნი ვართ, მათზე რეაგირება მოვახდინოთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ყველაფერი გვითხარით? მესმის, რთულ მდგომარეობაში ჩავარდით, მაგრამ იმედს ნუ გადაიწურავთ, კონკრეტული დასკვნა ჯერ არ გამოგვიტანია, _ მითხრა გამომძიებელმა გამომშვიდობებისას და ხელი ჩამომართვა.

არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი ან ცოლს რა ვუთხარი. მეხსიერებაში მხოლოდ ის შემომრჩა, ჩვენს საერთო მეგობრებს სათითაოდ როგორ ვურეკავდით და “ხალხის მტერთან” ჩვენი კავშირის გამო მათთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობაზე ვაფრთხილებდით. უბრალოდ, ვალდებულებიც ვიყავით, გაგვეფრთხილებინა. მეორე დღეს, შუადღეზე, როდესაც კაბინეტში ვიჯექი და მიღებული ცნობების არსში ჩაწვდომას ვცდილობდი, ტელეფონის ზარი გაისმა. მეორე დილისთვის ცენტრალურ კომიტეტში მიმიწვიეს.

ყველაფერი გასაგებია, პარტიიდან გამრიცხავენ და შემდეგ გამასამართლებენ”, _ გავიფიქრე. ცოლმა ვერ გაუძლო და მთელი ღამე ტირილში გაატარა. დილით ცენტრალური კომიტეტის შენობისკენ გავემართე. სხდომაზე სოფლის მეურნეობის საკითხებს განიხილავდნენ. არაფერი მესმოდა, ვიჯექი და იმის მოლოდინში ვიყავი, ჩემს გაკიცხვას როდის დაიწყებდნენ. როგორც იქნა, სტალინმა ჩემი გვარი დაასახელა.

“სახკომისარიატში ბიუროკრატიული ქმედებები არ მცირდება, _ მძიმედ და გარკვევით წარმოთქვა მან. _ ძველ, გამოცდილ, დღევანდელ სახკომისარს ყველა პატივს ვცემთ, თუმცა იგი ბიუროკრატიას ვერაფრით გაუმკლავდა, ამიტომ ყველამ ერთად ხელმძღვანელობის შეცვლა მოვითათბირეთ და გთავაზობთ, სახკომისრის თანამდებობაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, ამხანაგი ბენედიქტოვი დავნიშნოთ”.

სხდომის შემდეგ ვოროშილოვი მომიახლოვდა და მითხრა, რომ სტალინი თავისთან მიხმობდა. ოთახის ბოლოში პოლიტბიუროს წევრების _ მოლოტოვის, კაგანოვიჩისა და ანდრეევის _ კარგად ნაცნობი სახეები შევამჩნიე.

_ აი ჩვენი ახალი სახალხო კომისარი, _ თქვა სტალინმა. ჩვენს გადაწყვეტილებას ეთანხმებით თუ რამე საწინააღმდეგო გაქვთ?

_ დიახ, მაქვს, ამხანაგო სტალინ, თანაც სამი.

_ გისმენთ!

_ პირველ რიგში, ძალიან ახალგაზრდა ვარ, თანაც ახალ თანამდებობაზე სამუშაოდ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გამაჩნია.

_ ახალგაზრდობა ისეთი ხარვეზია, რომელიც, სამწუხაროდ, წარსულში სწრაფად რჩება. კარგიც იქნებოდა, ასეთი ხარვეზიანი ბევრი თუ გვეყოლებოდა. ცოდნისა და გამოცდილების შეძენა კი მონდომების საკითხია. როგორც მითხრეს, მონდომება არ გაკლიათ. მოკლედ, ნუ გაკადნიერდებით, ჩვენ ყურადღებას არ მოვადუნებთ. სირთულეებისათვის მოემზადეთ, სახკომისარიატი მიშვებულ მდგომარეობაშია. მესამე რა იყო?

სტალინს კომისარიატის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ჩემი გამოძახების შესახებ მოვუყევი, რამაც განწყობა შეუცვალა. ცოტა ხნის შემდეგ კი დამაკვირდა და მკითხა:

_ როგორც კომუნისტმა, სიმართლე მითხარით, ამ ბრალდებების დასაჯერებლად რაიმე საფუძველი ნამდვილად არსებობს (იქნებ ამ ნარკომის მოადგილის დაპატიმრების განკარგულებაც სტალინმა გასცა _ გრ. ონიანი.)?

_ არავითარი, ჩემი არცოდნისა და გამოუცდელობის გარდა.

_ კეთილი, წადით და იმუშავეთ. ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ.

_ მეორე დღეს, როცა ცკ-ის ერთ-ერთმა მდივანმა დამირეკა, მივხვდი, რომ საშიშროება აღარ არსებობდა.

კითხვა: _ როგორც ჩანს, სტალინმა მიღებული გადაწყვეტილება ვეღარ შეცვალა და ამან გადაგარჩინათ

პასუხი: _ ასე არ ვფიქრობ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მისთვის ფორმალური მოსაზრებები და პირადი ამბიციები არაფერს ნიშნავდა. ჩვეულებრივ, სტალინი ისე იქცეოდა, როგორც საქმე მოითხოვდა, და მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის სულაც არ ეშინოდა. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი საქმე მისი პირადი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ადამიანთა მავნებლური საქმიანობის შესახებ ბრალდებების დამტკიცებას სტალინი ლიბერალებს ავალებდა და, როგორც წესი, დამნაშავეების მხარეს იდგა ხოლმე, ხშირად კი მათ გამართლებასაც აღწევდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისიც ხდებოდა. არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე, როგორ უკამათიათ სტალინს, კაგანოვიჩსა და ანდრეევს. სტალინის შენიშვნები ყოველთვის იქით იხრებოდა, რომ ქვეყნის მტერთან ბრძოლაც კანონის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. ჩემი საქმით სხვა ნებისმიერი არამზადა რომ დაეკავებინათ, საქმეს მსვლელობას აუცილებლად მისცემდა…

კითხვა: _ გამოდის, რეპრესიებიც სტალინის ზურგს უკან ხორციელდებოდა? არადა, მე-20 ყრილობაზე ამის უტყუარი მტკიცებულებები მოიყვანეს, რომ ინიციატორი სწორედ სტალინი იყო

პასუხი: _ ამ საკითხის უტყუარობაზე საკმაოდ დიდ ეჭვი გამაჩნია. იმ დროს სტალინისა და მისი მომხრეების სახელის შელახვის მიზნით ყველაფერი დაჩქარებით კეთდებოდა. მათი წინააღმდეგობის გაწევის უნარის გატეხვის შემდეგ, ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა სახელმწიფოს ფარგლებსა და პარტიაში მონოპოლური მდგომარეობის მოპოვების იმედს იტოვებდა. როდესაც ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს, ყველანაირ არგუმენტს ეთმობა ყურადღება, მათ შორის საეჭვოსაც. მაგალითად, ხრუშჩოვის მოხსენება, რომელიც კიროვის მკვლელობაში სტალინის მონაწილეობას ეხებოდა, ვერ დამტკიცდა. ხრუშჩოვის სიტყვები სტალინის მიერ “საომარი მოქმედებების” მართვის შესახებ, აბსურდული გამოდგა, რომლებიც ომის წლებში მის გვერდით მოღვაწე ყველა მარშალმა და გენერალმა დაადასტურა. საერთოდ, მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვის მიერ წაკითხულ მოხსენებაში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო, გაუგებარი ფაქტი იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით გაუგებარი იყო ის მონაკვეთი, რომელშიც საუბარი მაშინდელ რეპრესიებში პოლიტბიუროს წევრების მონაწილეობას ეხებოდა, რომელთა რიცხვში ხრუშოვიც შედიოდა…

კითხვა: _ მაშ ასე: გასაგებია, არქივების შესწავლასა და შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი ხნის ლოდინი მოგვიწევს. დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სოციალიზმის მოწინააღმდეგეები ჩვენს იდეოლოგიას მძიმედ ურტყამენ? ადამიანებს პარტიისადმი ნდობას უკარგავენ, ხალხის მიერ განვლილ გზას არცხვენენ! როგორც პროპაგანდისტსა და საზოგადოებაცოდნისლექტორს, ახალგაზრდა აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა ხშირად მიწევს, კულტისა და რეპრესიების შესახებ ძალიან ბევრ კითხვას ვისმენ. რა ვუპასუხო? ეს სიცარიელე რით უნდა შევავსო, როდესაც ამ თემაზე მემუარების პუბლიკაციებიდან ყველა საკითხი დაუნდობლადაა ამოღებული? რატომ არ შეგიძლიათ, ამ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვათ, როგორც იმ მოვლენების მოწმემ? თუნდაც რაიმე ვერსია ან ჰიპოთზა! ამ თემაზე ხომ სრულიად არაკომპენტენტური და გაბოროტებული ადამიანები გამოთქვამენ აზრებს? თითქოს სრული სიმართლე იყოს და ამაში სხვებსაც არწმუნებენან იქნებ თქვენ, როგორც სტალინის დროის სახკომისარს, მათთან საწინააღმდგო არაფერი გაქვთ და ჩვენი ისტორიის უნდა გვრცხვენოდეს?

პასუხი: _ თქვენი დაჟინება დამარწმუნებელია. ჩვენი ისტორიის ნამდვიად არ უნდა გვრცხვენოდეს. გამორჩეული დრამატულობის გარდა, ეს სახელოვანი ხალხის გმირული ისტორიაცაა. ჩემს მოსაზრებას კი საჭირო ფაქტებითა და დოკუმენტებით დავადასტურებ. დიახ, იმ წლების აქტიური მონაწილე ვარ. სტალინს ხშირად ვხვდებოდი და 1930-40-იანი წლების პარტიისა და სამეურნეო ხელმძღვანელებს კარგად ვიცნობდი. პოლიტბიუროს სხდომებს ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს სოფლის მეურნეობის საკითხებს ვუთმობდი. სხვა საკითხებში შედარებით სუსტად ვარ გარკვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელ ყოვლისმცოდნეებზე მეტი ვიცი, მაგრამ არასაკმარისად პროფესიონალურად. ასე რომ, გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ.

30-40-იანი წლების რეპრესიები, ნაწილობრივ ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული _ უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი პირების პროვოკაციები. სირთულეც სწორედ ეს იყო.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ყველა, ვინც სიმდიდრე, სხვადასხვა პრივილეგია და სხვის ხარჯზე ცხოვრების საშუალება დაკარგა, არ გარბოდა საზღვარგარეთ. ბევრმა მათგანმა შექმნილი არეულობით ისარგებლა და სახელმწიფო და პარტიულ აპარატებში შეაღწია, შინაგან საქმეთა სახკომისარიატშიც კი. მით უმეტეს, რომ იმხანად განათლებული და კვალიფიციური ადამიანების სიმცირე ყველგან იგრძნობოდა. პოტენციურმეხუთე კოლონასრევოლუციამდელი ინტელიგენცია წარმოადგენდა, რომელსაც პრივილეგიები და შეღავათები უკვე დაკარგული ჰქონდა, და მისი წარმომადგენლები სახელმწიფო აპარატს გამოუვალი მდგომარეობის გამო შეეფარნენმათ მიეკუთვნებოდნენ: ყოფილი საბჭოთა ბურჟუები, აგრეთვე, კულაკები, საშუალო ფენის გლეხობის ნაწილი და ექსცესებსა და სტიქიებში დაზარალებული ზოგიერთი მუშა, რომლებიც მუდამ იყვნენ ნებისმიერი რევოლუციისა და სოციალური არეულობის მონაწილეები. მათგან მცირე, მაგრამ ადვილად გამოსავლენ საფრთხეს იატაკქვეშა ორგანიზაციებს შეფარებული ბურჟაზიული და მონარქისტულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენდნენ, რომელთა ნაწილიც ემიგრაციულ წრეებთან კავშირს მუდმივად ინარჩუნებდა. ეს ყველაფერი სტალინისა და შინაგან საქმეთა კომისარიატის გამოგონილი არ ყოფილა, სინამდვილე იყო.

საკმარისი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გამოძიების მსვლელობისას დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი გამოვლინდა, რომლებიც ქვეყნისთვის მავნე ქმედებებს გაცნობიერებულად და მიზანმიმართლად ეწეოდნენ. 30-იან წლებში ქიმიურ და ტყავის წარმოებაში მსგავსი მავნებლური ფაქტების მოწმე პირადად ვიყავი. იგივე ხდებოდა სამიწათმოქმედო სახკომისარიატის სახელმწიფო მეურნეობებში, სადაც პირადად მომიწია მუშაობა. აქ ზოგიერთი რევოლუციამდელი ინტელიგენციის წარმომადგენელი სპეციალისტი ჩვენთვის ფეხის დადების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა.

მსგავსი დივერსიული აქციებით სრულდებოდა ტროცკისტულ-ზინოვიევური და შემდეგ ბუხარინის ოპოზიციური ქმედებები. მართალია, 20-იან წლებში მათი ლიდერები აიძულეს, უკანა პლანზე გადასულიყვნენ და მოსანანიებელი სიტყვით გამოსულიყვნენ, მაგრამ სახელმწიფო და უსაფრთხოების აპარატებსა და ჯარში ტროცკისა და ბუხარინის არც ისე ცოტა მომხრე დარჩა, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მავნებლურ საქმიანობას განაგრძობდნენ. სხვათა შორის, წითელი არმიის შემადგენლობაში არაერთი სამეფო ოფიცერი იყო. ბევრი მათგანი, ტუხაჩევსკის, იაკირისა და უბორევიჩის ჩათვლით, ტროცკის მიერ ორგანიზებული და პროპაგანდული მუშაობის შედეგად ბოლშევიკების საწინააღმდეგო მხარეს გადავიდნენ (რაც დღეს ხდება “ქართულ ოცნებაში” ნაცნაძირლების მხრიდან _ გრ. ონიანი).

ამ ადამიანების უმეტესობა თავისი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელი ცრურწმენების გათვალისწინებით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც სასროლად გამზადებული ქვა დამალული ჰქონდა და გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან გადასახლებაში მყოფი ორგანიზატორული თვისებებითა და კონსპირაციული ნიჭით დაჯილდოებული ტროცკი ქვეყნის შიგნით უკმაყოფილო პირებთან რეგულარულ კავშირს ახერხებდა. კაპიტალისტების ჯაშუშებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც 30-იან წლებში უამრავი იყო. კაპიტალისტური გარემოცვის მხრიდან ნათლად გამოხატული მტრობის პირობებში უმაღლესი ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, გადამწყვეტი ზომები მიეღო, რათა ზურგში მოსალოდნელი დარტყმა აერიდებინა, პოტენციური “მეხუთე კოლონა” გაეუვნებელყო და პარტიის, სახელმწიფოსა ჯარის ხელმძღვანელ ეშელონებში მაქსიმალური ერთობა შეენარჩუნებინა (რასაც ვერ ან არ აკეთებს “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი _ გრ. ონიანი).

კითხვა: _ თქვენ საბჭოთა ხელისუფლების მტრები და სტალინის იდეური მოწინააღმდეგეები ახსენეთ, თუმცა რეპრესირებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მზად იყო, მისი გულისთვის თავი გაეწირა.

პასუხი: _ მართალია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რეპრესიებს სტალინის მიმართ პირადი ერთგულების არარსებობის გამო კი არ მიმართავდნენ, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ, არამედ სხვა სერიოზული მიზეზების გამო. თუნდაც ხელისუფლების გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების ობიექტურად მომწიფებული პროცესი ავიღოთ.

პარტიის ძველ შემადგენლობაშიც აღმოჩნდნენ ისეთი “წმინდანები”, რომლებმაც ოქტომბრის რევოლუციის წამოწყება შეძლეს. მათ მხოლოდ უსაქმურად ჯდომა და ენის მოფხანა ეხერხებოდათ და მუშაობის ახალ სტილსა და ქვეყნის წინაშე წამოჭრილ საკითხებში გარკვევის არაფერი გაეგებოდათ (როგორც დღეს _ გრ. ონიანი.).

მაგალითად, ჩემს სახკომისარიატს მეთაურობდა ძველი ბოლშევიკი, რომელიც ფრიად დამსახურებული და პატიოსანი თანამშრომელი იყო, თუმცა საქმის ორგანიზების საკითხში სრულებით უუნარო გახლდათ. ამ საქმისთვის განათლების, კულტურისა და ზნეობრივი თვისებების მაღალი დონეც ვერ უწყობდა ხელს. საქმიანი უნარების ცოდნას ვერაფრით შეცვლი.

თავის ბოლო ნაშრომებში სტალინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პარტიაში ისეთი ადამიანები ჭარბობენ, რომლებმაც საქმისადმი ახლებურად მიდგომა არ იციან და საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, ყველანაირი დამსახურების მიუხედავად, “წმენდას” მოითხოვდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სინამდვილეს შეესაბამებოდა. ცხადია, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ახალგაზრდა, შესაბამისი უნარების მქონე და თანამედროვედ მომუშავე ადამიანების წამოწევა უკმაყოფილების გამოწვევასა და ვეტერანების მხრიდან ბრალდებების წამოყენების პროვოცირებას იწვევდა. საჭირო შეიქნა ამ ყველაფრის აღმოფხვრა.

თუმცა ადამიანების უმეტესობა ამის გამო არ დაზარალებულა”.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება შემდეგ ნომერში

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here