Home რუბრიკები ისტორია სტალინის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები

სტალინის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები

2480
სტალინის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები

აზრთა გაცვლაგამოცვლის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მღვდელმთავართა კრება გამართულიყო მოსკოვში 8 სექტემბერს. მიტროპოლიტმა სერგიმ დააყენა და შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ განავითარა სასულიერო კადრების მომზადების საკითხი. ორივემ სთხოვა ამხ. სტალინს ნებართვა ზოგიერთ ეპარქიაში საღვთისმეტყველო კურსების გახსნის თაობაზე.

ამხ. სტალინი დაეთანხმა და იკითხა: _ რატომ უნდათ საღვთისმეტყველო კურსების გახსნა, როცა მთავრობას შეუძლია სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარების გახსნა ყველა ეპარქიაში, სადაც კი ეს საჭიროა?

მიტროპოლიტმა სერგიმ და მიტროპოლიტმა ალექსიმ აღნიშნეს, რომ სასულიერო აკადემიის გახსნისთვის ჯერ კიდევ არ შესწევთ ძალა და შესაბამისი მომზადებაა საჭირო. რაც შეეხება სემინარებს, 18 წლამდე ახალგაზრდების მიღება გამოცდილების გარეშე მათ შეუფერებლად მიიჩნიეს, აქედან გამომდინარე, მათი მომზადება სულიერ მოძღვრებად, რადგან მსოფლმხედველობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ. შემდგომ, როცა ეკლესიას ექნება გამოცდილება ღვთისმეტყველების კურსებზე მუშაობისა, შესაძლებელი იქნება, დაისვას ეს საკითხიც და ისიც მაშინ, თუ სემინარიებისა და აკადემიების პროგრამები და საორგანიზაციო საკითხები შეიცვლება.

_ კარგი, როგორც გენებოთ, ეს თქვენი საქმეა. თუ თქვენ ღვთისმეტყველების კურსები გსურთ, დაიწყეთ კურსებით, მაგრამ მთავრობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო სემინარიებისა და აკადემიების გახსნის მიმართაც, _ თქვა სტალინმა.

მიტროპოლიტმა სერგიმ მესამე საკითხად დასვა გამოცემა საპატრიარქოს ჟურნალისა, რომელიც დაიბეჭდებოდა თვეში ერთხელ და გააშუქებდა საეკლესიო ქრონიკას, სტატიებს, ღვთისმეტყველებისა და პატრიოტული ხასიათის ნარკვევებს. ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ ჟურნალი საჭიროა და უნდა გამოიცეს. შემდეგ მიტროპოლიტი სერგი შეეხო რიგ ეპარქიებში ეკლესიების გახსნის საკითხს, რომ ეპარქიის მღვდელმთავრები შეწუხებული არიან ეკლესიების სიმცირის გამო. ამასთანავე, მრავალი წელია, ბევრი ეკლესია დაკეტილია. მიტროპოლიტებმა ალექსიმ და ნიკოლაიმ დაამატეს, რომ საბჭოთა კავშირში ეკლესიები არათანაბრად არის განაწილებული და მოითხოვეს მათი გახსნა იმ ოლქებსა და მხარეებში, როლებშიც ნაკლებია ეკლესიები ან სულაც არ არის.

ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე მთავრობის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ. შემდგომ მიტროპოლიტმა სერგიმ ამხ. სტალინის წინაშე დასვა გათავისუფლების საკითხი ზოგიერთი არქიელისა, რომლებიც გადასახლებაში, ბანაკებში ან ციხეებში იმყოფებოდნენ. ამხ. სტალინმა მათ უთხრა, _ წარმოედგინათ ამ ადამიანების სია და განიხილავდნენ. მიტროპოლიტმა სერგიმ დასვა საკითხი ყოფილი მღვდლებისთვის, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს, მიეცათ თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და ეკლესიებში მსახურების უფლება. პრობლემები არსებობდა საპასპორტო რეჟიმის შეზღუდვის გამოც. ამხ. სტალინმა მირჩია, შემესწავლა ეს საკითხი. შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ ყურადღება გაამახვილა საეკლესიო სალაროების საკითხებზე, სახელდობრ:

ა) მიეცეთ ეპარქიებს საეკლესიო თანხების ნაწილის გადარიცხვის უფლება ცენტრალურ სალაროში (საპატრიარქოს, სინოდის), რადგან თავის სარჩენი შემოსავლები არ ჰქონდათ. მიტროპოლიტმა ალექსიმ მოიყვანა მაგალითი, რომ ლენინგრადის საბჭოს ადმინისტრაციული ზედამხედველობის ინსპექტორმა ტატარინცევამ ასეთი გადარიცხვის უფლება არ მისცათ;

ბ) უნდა შეიცვალოს საეკლესიო მართვის დებულება და ღვთისმსახურთ მიეცეთ უფლება, იყვნენ ეკლესიის საქმეთა აღმასრულებელი ორგანოს წევრები. ამხ. სტალინმა თქვა, რომ ამ მოსაზრებების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი აქვს. საუბრისას მიტროპოლიტი ნიკოლაი სანთლების საკითხსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ ამჟამად საეკლესიო სანთლებს კუსტარულად ამზადებენ და მათი გასაყიდი ფასი ეკლესიებში საკმაოდ მაღალია. საუკეთესო გამოსავლად მას მიაჩნია, რომ ეპარქიებს ჰქონდეთ სანთლის ქარხნები. ამხ. სტალინმა განაცხადა, რომ ეკლესიას შეუძლია ყველა საკითხში ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივი მხარდაჭერის იმედი. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეკლესიის გაძლიერებასა და განვითარებას, გარდა ამისა, მხარს უჭერს სასულიერო სასწავლებლების, სემინარიების გახსნას, ეპარქიებს არ შეექმნებათ დაბრკოლებები, რათა მათი მმართველობით გაიხსნას სანთლის წარმოების ქარხნები და სხვა საწარმოები. შემდეგ მე მომმართა: _ უნდა უზრუნველყოთ მღვდელმთავრების უფლება, თვითონ განკარგონ საეკლესიო თანხები. ნუ შევზღუდავთ სემინარიების, სანთლის ქარხნებისა და ა.შ. ორგანიზებას.

შემდეგ ამხ. სტალინმა სტუმრებს მიმართა, რომ, თუ საჭირო იქნებოდა, ახლავე ან შემდგომ სახელმწიფოს შეუძლია, გამოყოს შესაფერისი სუბსიდიები საეკლესიო ცენტრებისთვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიები სტალინთან შეხვედრის წინ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიები სტალინთან შეხვედრის წინ

ამხ. კარპოვმა მომახსენა, რომ თქვენ ძალიან ცუდად ცხოვრობთ: გაქვთ პატარა ბინა, სურსათს ბაზარში ყიდულობთ, არ გაქვთ არანაირი ტრანსპორტი. ამიტომ მთავრობას სურს, იცოდეს, რა გიჭირთ და რის მიღება გსურთ მთავრობისგან”, _ მიმართა ამხ. სტალინმა სამივე მიტროპოლიტს.

მიტროპოლიტმა სერგიმ სთხოვა, პატრიარქის ბინისთვის საპატრიარქოს განკარგულებაში გადაეცათ ნოვოდევიჩის მონასტრის კორპუსი, პროდუქტებს თვითონ იყიდიან ბაზარზე; რაც შეეხება ტრანსპორტს, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გამოეყოთ ავტომანქანა.

ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ ნოვოდევიჩის მონასტრის შენობები ამხ. კარპოვმა დაათვალიერა. ისინი კეთილმოუწყობელია, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს და ამას დრო სჭირდება. იქ სინესტეა და ცივა. ეს შენობები XVI საუკუნეშია აშენებული. მთავრობას შეუძლია, ხვალვე გადასცენ კეთილმოწყობილი და მომზადებული სამსართულიანი შენობა ჩისტოეს ქუჩის შესახვევში, რომელიც წინათ გერმანელ ელჩს _ შულენბურგს ეკავა. შენობას გადასცემენ თავისი ქონებითა და ავეჯით. წარმოდგენის შესაქმნელად ამხ. სტალინმა შესთავაზა შენობის გეგმის დათვალიერება.

რამდენიმე წუთის შემდეგ პოსკრებიშევმა ამხ. სტალინს წარმოუდგინა ჩისტოეს შესახვევში მდებარე #5 სახლის გეგმა თავისი შენობებითა და ბაღით. გეგმა გააცნეს მიტროპოლიტებს და დაჰპირდნენ, რომ ამხ. კარპოვი მათ მეორე დღესვე დაათვალიერებინებდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს.

ამხ. სტალინი კვლავ შეეხო პროდუქტებით მომარაგების საკითხს. მან მიტროპოლიტებს უთხრა:

_ ბაზარზე პროდუქტების ყიდვა მოუხერხებელია და ძვირია, კოლმეურნეებს პროდუქტი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოაქვთ. მთავრობას კი შეუძლია უზრუნველგყოთ პროდუქტებით სახელმწიფო ფასებში. ამის გარდა, ჩვენ ხვალ-ზეგ გადმოგცემთ 2-3 მსუბუქ ავტომანქანას თავისი საწვავით.

ამხ. სტალინმა მიტროპოლიტებს რამდენჯერმე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ეკლესიას კიდევ რამე გასარკვევი და პრობლემა. სამივემ ერთხმად განაცხადა, რომ განსაკუთრებული სათხოვარი მათ არ აქვთ, მაგრამ ხანდახან ადგილებზე ხდება სასულიერო პირებზე ბეგარის დამატებით შეწერა. ამხ. სტალინმა მითხრა, შემემოწმებინა ყველა ასეთი შემთხვევა და შესაბამისი ზომები მიმეღო.

ამის შემდეგ ამხ. სტალინმა მიმართა მიტროპოლიტებს, რომ ამჯერად აღარაფერია გასარკვევი მთავრობასთან, მაგრამ შესაძლებელია მომავალში გაჩნდეს, ამიტომ მთავრობას განზრახული აქვს, შექმნას სპეციალური აპარატი, რომელსაც ერქმევა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭო და მის თავმჯდომარედ განიხილება ამხ. კარპოვი და ჰკითხა მათ აზრი ამის შესახებ. სამივემ განაცხადა, რომ ამხ. კარპოვის დანიშვნას ამ პოსტზე კეთილგანწყობით ხვდებიან.

შეხვედრის მონაწილენი: ეკლესიის მხრიდან: მოტროპოლიტები ალექსეი, სერგეი და ნიკოლაი, საბჭოტა ხელისუფლების მხრიდან: კარპოვი, სტალინი და მოლოტოვი
შეხვედრის მონაწილენი: ეკლესიის მხრიდან: მოტროპოლიტები ალექსეი, სერგეი და ნიკოლაი, საბჭოტა ხელისუფლების მხრიდან: კარპოვი, სტალინი და მოლოტოვი

ამხ. სტალინმა თქვა, რომ საბჭო იქნება შუამავალი მთავრობასა და ეკლესიას შორის და მისი თავმჯდომარე მოვალე იქნება, მთავრობას მოახსენოს ეკლესიის ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ. შემდეგ ამხ. სტალინმა მე მომმართა:

_ შეარჩიეთ თქვენთვის ორი-სამი დამხმარე, რომლებიც საბჭოს წევრები იქნებიან, შექმენით აპარატი, მაგრამ გახსოვდეთ: პირველი _ თქვენ ობერპროკურორი არ ხართ; მეორე _ თქვენი საქმიანობით მეტი დამოუკიდებლობა მიეცით ეკლესიას.

ამხ. სტალინმა ამხ. მოლოტოვს მიმართა, რომ საჭიროა, ამის შესახებ ეცნოს მოსახლეობას და შემდგომში კი საჭირო იქნება გავრცელდეს ცნობა პატრიარქის არჩევის შესახებ.

ვიაჩესლავ მოლოტოვმა იქვე დაიწყო რადიოსა და გაზეთისთვის კომუნიკეს პროექტის შედგენა და ამხ. სტალინისა და მიტროპოლიტების მხრიდან გარკვეული შესწორებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ ტექსტი შემდეგი რედაქციით მიიღეს:

ამა წლის 4 სექტემბერს სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა საპატრიარქოს მეთვალყურეს, მიტროპოლიტ სერგის; ლენინგრადის მიტროპოლიტ ალექსისა და კიევისა და უკრაინის ეგზარქოსსა და გალიციის მიტროპოლიტ ნიკოლაის. საუბრისას მიტროპოლიტმა სერგიმ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს აცნობა, რომ ეკლესიის ხელმძღვანელებს აქვთ განზრახული, მოიწვიონ მღვდელმთავართა კრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ასარჩევად და საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის შესაქმნელად. მთავრობის მეთაური ამხ. სტალინი თანაგრძნობით მოეკიდა ამ წინადადებას და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ შეიქმნება. საუბარს ესწრებოდა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამხ. .. მოლოტოვი”.

გადაწყდა, რომ ცნობა გამოქვეყნდებოდა გაზეთ “იზვესტიაში” 5 სექტემბერს. აღნიშნული კომუნიკე გადაეცა პოსკრებიშევს იმ დღესვე რადიოსა და საკდესისათვის გაზეთებში გამოსაქვეყნებლად. ამხ. მოლოტოვმა კითხვით მიმართა მიტროპოლიტ სერგის, თუ როდის უფრო უკეთესი იქნებოდა ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციის მიღება იორკის არქიეპისკოპოსის მეთაურობით. მიტროპოლიტმა სერგიმ უპასუხა, რომ კრების მოწვევა შეიძლება 4 დღეში, შესაბამისად, აირჩევა პატრიარქი და ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციის მიღება ამის შემდეგ ნებისმიერ დროს შეიძლებაო.

ამხ. მოლოტოვმა განაცხადა, რომ ამ დელგაციის მიღება უმჯობესი იქნებოდა ერთი თვის შემდეგ. ბოლოს მიტროპოლიტმა სერგიმ მადლობა გადაუხადა მთავრობას და პირადად ამხ. სტალინს. ამხ. მოლოტოვმა შესთავაზა, ფოტოგრაფი გამოეძახებინათ, მაგრამ ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ უკვე გვიან იყო და ამას სხვა დროსაც გააკეთებდნენ.

ამხ. სტალინი დაემშვიდობა მიტროპოლიტებს და კაბინეტის კარამდე მიაცილა ისინი.

ამ შეხვედრამ, რომელიც ეკლესიისთვის ისტორიული მოვლენა იყო, მღვდელმთავრებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რაც ყველამ შეამჩნია, ვინც კი იმ დღეებში შეხვდა მიტროპოლიტებს (რუსეთის ფერდერაციის სახელმწიფო არქივი ფონდი 6991)”.

სტალინი

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სტალინის მიერ ეკლესიის მიმართ კურსის შეცვლა გერმანელების მიერ ოკუპირებულ რაიონებში ეკლესია-მონასტრების აშენება ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც რუსი მკვლევარი დიმიტრი პოსპელოვსკი თავის კვლევაში “სტალინი და ეკლესია” საარქივო მასალებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბელორუსიაში ოკუპაციის მომენტში თუ იყო 400 მოქმედი და 1500 დაკეტილი ეკლესია, მტრისგან ბელორუსიის გათავისუფლების მომენტისთვის, არც მოქმედი და არც დაკეტილი ეკლესია არ არსებობდა, ის მთლიანად განადგურებული იყო გერმანელების მიერ.

დიმიტრი პოსპელოვსკი იმასაც ამტკიცებს, რომ 1943 წლის 4 სექტემბერს ეკლესიის წინამძღოლებთან სტალინის ისტორიული შეხვედრა იმით იყო განპირობებული, რომ თეირანის კონფერენციაზე სტალინს თავი უნდა მოეწონებინა მოკავშირეებისთვის ეკლესიის მიმართ დათმობებით, რათა დაეჩქარებინათ მეორე ფრონტის გახსნა. ასეთი პრიმიტიული გათვლები დაწინათგრძნობები”, როგორც პოსპელოვსკის გააჩნია, მეტად მიამიტურია და სრულიად არ შეესაბამება სამი გიგანტის პირველი შეხვედრის მასშტაბებსა და სიმძიმეს, რომელიც იმხანად სუფევდა თეირანსა და სრულიად მსოფლიოში. უფრო მეტიც:

ჩერჩილის დაჟინებული თხოვნით, რუზველტს სხდომაზე უნდა დაეყენებინა საკითხი კოალიციაში რომის პაპის შეყვანის თაობაზე. რუზველტმა სხდომაზე საკითხის დაყენებისგან თავი შეიკავა, მაგრამ საუზმეზე მორიდებით შეჰბედა სტალინს: “არ იქნებოდა ცუდი, თუ კოალიციის შემადგენლობაში რომის პაპს მოვიწვევდით”-.

სტალინმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იკითხა: “რამდენი და რა სახეობის დივიზიების გამოყვანა შეუძლია რომის პაპს ბრძოლის ფრონტზე?”

აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერები მიხვდნენ, რომ საქმე ჰქონდათ მძიმე სარკაზმთან, მაგრამ შუბლის ძარღვგაწყვეტილმა ჩერჩილმა მაინც განაცხადა:

_ რომის პაპს დივიზიები არ ჰყავს, მან უნდა ილოცოს ჩვენი გამარჯვებისათვის.

_ ჯერ ჩვენ ვურტყათ ჩვენი ძალებით მტერს და, როცა გავიმარჯვებთ, საცეცხლურს მეც გავიქნევ და ლოცვასაც აღვავლენ, _ უპასუხა სტალინმა.

ამით დამთავრდა ბრძოლის ველზე ღვთისმსახურების გაყვანის საკითხი.

სტალინი ყოველთვის მართლმადიდებლობის დამცველი და ქომაგი რომ იყო 1923 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ჩანს მის ფარულ თუ ღია ქმედებებში…

ზოგიერთი ნეოტროცკისტი სტალინს ეკლესიების ნგრევასა და უღმერთობაში ადანაშაულებდა, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს კი ეკლესიების აშენებასა და მართლმადიდებლობის გაბრწყინებაში ადანაშაულებენ.

2019 წელს, როცა ათონის წმინდა მთაზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად, ვატოპედის ყველაზე დიდი მონასტრის წინამძღოლმა წმინდა მიწაზე განლაგებული ოცი ეკლესიის მსახურთ და მრევლს ურჩია, მოენახულებინათ პატარა ქვეყანა საქართველში არსებული ცოცხალი სიწმინდე _ პატრიარქი ილია მეორე, რომლისგანაც უამრავი მადლი გადავა მათზე…

მსოფლიო სატანისტების მიერ საქართველოში გამართულ შაბაშზე კი ღვთისმგმობლური სიტყვა წარმოთქვა ბექა მინდიაშვილმა:

“კომუნიზმი თავდაპირველად გარედან ებრძოდა ეკლესიას: ტეხდა და ფიზიკურად ანადგურებდა სასულიერო პირებს, მორწმუნეებს ასახლებდა მათ გულაგებში… (ეს ყველაფერი მართალია. ამ პროცესს სათავეში ედგნენ ამერიკიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან შემოგზავნილი იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტები _ ლენინი, ტროცკი და სხვა უამრავი უცხო ჯიშისა და ტომის წარმომადგენელი, რომლებსაც ყოველთვის წინ აღუდგებოდა ხოლმე სტალინი და, რომელმაც ასი წლით უკან დაახევინა გლობალიზაციას, მასონიზმსა და ყალბ ლიბერალიზმს _ გრ. ონიანი) … თითქოს სტალინური დათბობის ეტაპი დაკავშირებულია არა რეალურად კეთილგანწყობასთან, რელიგიისა და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, არამედ იმასთან, რომ, ფაქტობრივად, საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამოიზარდა უკვე ეკლესიის შიგნიდან. ეკლესიაში არსებობა დაიწყეს არა გატეხილმა სასულიერო პირებმა, არამედ სტალინისა და კომუნიზმის მიერ შექმნილმა და დატრენინგებულმა ენკავედე-ს თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩაიცვეს სასულიერო სამოსები”.

მე ვხვდები, ვის ბოსტანშიც ისვრი ქვებს, მინდიაშვილო, მაგრამ იცოდე, ეს ჯერ მხოლოდ ქვების შეგროვებაა, ქვების სროლა შემდეგ დაიწყება, როდესაც იმ წერილის დასაწერად გაამზადებ კალამს, რომლითაც ოკეანის გაღმელ უღმერთოთა კოჰორტას უნდა უპატაკო მართლმადიდებლობის ჩაძირვა.

შენგან ანათემას გადაცემულუღმერთოსტალინზე აი რას წერს და ამბობს მისი თანამედროვე ყველაზე დიდი ქრისტიანი:

“სამთავრობო განცხადებამ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მოულოდნელი ავადმყოფობის შესახებ ღრმა მწუხარება გამოიწვია რუსი ხალხის გულში. ჩვენი, ყველა მორწმუნის, ვალია, ლოცვით მივმართოთ ღმერთს და ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი სნეულის გამოჯანმრთელება ვთხოვოთ. გაკურთხებთ, ყოველი ეპარქიის ყოველ ტაძარში აღევლინოს ლოცვები იოსებ ბესარიონის ძის ჯანმრთელობაზე. ჩვენი ეკლესია ვერ დაივიწყებს იმ კეთილმოსურნეობას, ჩვენი მთავრობისა და პირადად იოსებ ბესარიონის ძისა, რომელიც გამოიხატა მთელ რიგ ღონისძიებებში, რომელიც ჩვენი მართლმადიდებლური რუსული ეკლესიის სიკეთისა და გაძლიერებისკენ იყო მიმართული, და თავს ვალდებულად რაცხს მისთვის ჩვეული სახით, ე. ი. მხურვალე ლოცვით გამოეხმაუროს ჩვენს ხალხზე დაშვებულ განსაცდელს _ ჩვენთვის ყველასათვის ძვირფასი ბელადისა და სახალხო ბედნიერების ბრძენი მშენებლის ავადმყოფობას.

ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

4 მარტი, 1953 წელი”.

“სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემის მხრიდან გამოვხატავ ღრმა და გულწრფელ თანაგრძნობას დაუვიწყარი იოსებ ბესარიონის-ძე სტალინის _ ხალხთა ბედნიერების დიადი მშენებლის _ გარდაცვალების გამო. მის გარდაცვალებას მძიმე გლოვით ხვდება ჩვენი სამშობლო, მასში მოსახლე ყველა ერი. მის გარდაცვალებას ღრმად განიცდის სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის კეთილმოსურნე დამოკიდებულებას საეკლესიო საჭიროებებისადმი. მისი ნათელი ხსოვნა მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში. უზომო სიყვარულის განსაკუთრებული განცდით აცილებს ჩვენი ეკლესია მას მარადისობაში.

ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

6 მარტი 1953 წელი.

იზვესტია” 10 მარტი, 1953 წელი, #59”.

8 მარტს რუსული მართმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ, რომელშიც შედიოდნენ კრუტიცკისა და კოლომნიცკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ირკუტსკისა და ჩიტის არქიეპისკოპოსი პალადიი, ოდესისა და ხერსონის არქიეპისკოპოსი ნიკონი, დეკანოზი .. კოლჩიცკი და მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომელი . . ფილიპოვი, გვირგვინით შეამკო კუბო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინისა, რის შემდეგაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი, არქიეპისკოპოსი პალადიი, არქიეპისკოპოსი ნიკონი და დეკანოზი . კოლჩიცკი საპატიო ყარაულში დადგნენ კუბოსთან. იმავე დღეს გენერალსიმუსი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის კუბო შეამკო ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლობის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ვასილიმ (სამახი) გვირგვინით, რომელიც მისი უნეტარესობის, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ ალექსანდრეს სახელით იყო გამოგზავნილი.

პანაშვიდი ი. ბ. სტალინის სახელზე

მიმდინარე წლის 9 მარტს, ღვთის გამოცხადების საპატრიარქო ტაძარში, მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსის მიერ აღესრულა პანაშვიდი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გენერალსიმუს ი. ბ. სტალინის სახელზე. პანაშვიდის დაწყებამდე უწმინდესმა პატრიარქმა წარმოსთქვა სიტყვა…

“მართმადიდებლური ეკლესია დღესაც ლოცულობს იოსების სულისთვის”.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here