Home რუბრიკები ისტორია სსრკ-ის ხელმძღვანელობის 5 გადაწყვეტილება, რომლებმაც ქვეყანა გადაარჩინა

სსრკ-ის ხელმძღვანელობის 5 გადაწყვეტილება, რომლებმაც ქვეყანა გადაარჩინა

1367
ელექტროფიკაცია

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩებით. ეს ჩამორჩენა 10 წელიწადში უნდა დავძლიოთ. ან გავაკეთებთ ამას, ან გადაგვთელავენ”, _ ეს ფრაზა, რომელიც სტალინმა 1931 წლის 4 თებერვალს წარმოთქვა, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 10 წლის შემდეგ დაიწყო ყველაზე საშინელი ომი კაცობრიობის ისტორიაში. ქვემოთ მოგვყავს სსრკის ხელმძღვანელობის 5 გადაწყვეტილება, რომელთა წყალობითაც 1941 წლის ზაფხულში ფაშისტთა ურდოებს წინ აღუდგნენ არაბუდიონის ცხენოსნები”, არამედ თანამედროვე სამხედრო შენაერთები 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკით.

გადაწყვეტილება #1: ელექტროფიკაცია

ბოლშევიკების აზრით, კომუნიზმის აშენება შეუძლებელია მძლავრი მრეწველობის გარეშე. მძლავრი მრეწველობის შესაქმნელად კი აუცილებელია ენერგეტიკული რესურსები.

“კომუნიზმი _ ეს არის საბჭოთა ხელისუფლება პლუს მთელი ქვეყნის ელექტროფიკაცია”, _ ამბობდა ვლადიმერ ლენინი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა შეიმუშავეს რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის ელექტროფიკაციის გეგმა. ეს გეგმა შეიმუშავა რუსეთის ელექროფიკაციის სახელმწიფო კომიტეტმა ლენინის ხელმძღვანელობით.

განათლების რეფორმა
განათლების რეფორმა

გადაწყვეტილება #2: განათლების რეფორმა

მხოლოდ ენერგეტიკული რესურსები საკმარისი არ არის თანამედროვე მრეწველობის შესაქმნელად. საჭიროა ადამიანური რესურსებიც, საჭირო არიან მუშები, რომლებიც ამით იქნებიან დაკავებულნი.

ეს მუშახელი უნდა იყოს განათლებული, ამიტომ ბოლშევიკებმა დაიწყეს გაუნათლებლობის საწინააღმდეგო კამპანია: ქვეყანაში სწავლა უფასო გახდა. აშენდა სკოლები, ბიბლიოთეკები. ამ ზომების გატარების წყალობით 1939 წელს განათლებული მოსახლეობის წილი 87% იყო.

შესადარებლად: 1920 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 9-49 წლის განათლებული ადამიანების წილი მხოლოდ 44% იყო.

კოლექტივიზაცია
კოლექტივიზაცია

გადაწყვეტილება #3: კოლექტივიზაცია

XX საუკუნის დასაწყისში საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 80%-ს გლეხები შეადგენდნენ. საჭირო იყო მათთვის არა მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ “მიწიდან მოწყვეტაც”, რათა შემდეგ გამოთავისუფლებული მასები გაეგზავნათ ინდუსტრიულ მშენებლობებზე. ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა კოლექტივიზაციამ. შესაძლებელი შეიქნა, სახელმწიფოს გამოკვება ნაკლები ადამიანური რესურსით. მილიონობით გამოთავისუფლებული გლეხი წავიდა ქალაქში ქარხნების ასაშენებლად და შემდეგ _ სამუშაოდ. მათი შვილები სკოლაში მერხებს უსხდნენ, სწავლობდნენ და არ მუშაობდნენ სოფლის მინდვრებში. ასე მზადდებოდა ახალი კვალიფიციური კადრები.

ტრაქტორთმშენებლობა
ტრაქტორთმშენებლობა

გადაწყვეტილება #4. ტრაქტორთმშენებლობა

სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო ცხენისა და გუთნის შეცვლა ტრაქტორით. საკუთარი წარმოების ტრაქტორების გამოსაშვებად ლენინმა 1918 წელს კონსტრუქტორები გაგზავნა უცხოეთში სატრაქტორო ქარხნების ასაშენებლად საჭირო მოწყობილობების შესაძენად.

აგრარულ რუსეთში, მრავალმილიონიან ქვეყანაში, სულ 150 ტრაქტორი იყო. ტექნიკის დიდ წილს საზღვარგარეთ ყიდულობდნენ, მაგრამ ეს ამოცანა დროთა განმავლობაში ინდუსტრიალიზაციამ გადაჭრა.

1940 წელს საბჭოთა კავშირი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო მუხლუხიანი ტრაქტორების გამოშვების მხრივ _ სსრკ-ის წილი მსოფლიოში 40%-ს შეადგენდა.

ინდუსტრიალიზაცია
ინდუსტრიალიზაცია

გადაწყვეტილება #5: ინდუსტრიალიზაცია

ინდუსტრიალიზაციისკენ სვლა ოქტომბრის რევოლუციის დასრულებისთანავე დაიწყო. XX საუკუნის 40-იან წლების წინ აგრარული ქვეყანა ინდუსტრიულ ქვეყნად იქცა. დასრულდა ე.წ. სამრეწველო ნახტომი. კოლმეურნეებს შეეძლოთ, შეეძინათ ტექნიკა. მიწის ეფექტიანად დამუშავების შედეგად 1939 წელს სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის წილი 80-დან 67%-მდე შემცირდა. ქალაქის მოსახლეობის წილმა 2-ჯერ მოიმატა, ქალაქებში გადასული მილიონობით მუშა დაკავებული იყო დიდი ინდუსტრიული ქარხნების მშენებლობით და ამ ქარხნებში თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გამოშვებით, რომელთა შექმნაზეც მუშაობდნენ საუკეთესო საინჟინრო ტვინები.

სტალინი

დასკვნა

საბჭოთა ხელმძღვანელობის ყველა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, გაეძლო დიდი სამამულო ომის წლებში. ეს გადაწყვეტილებები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ერთი რომელიმეს გარეშე არ იქნებოდა დანარჩენი.

იმხანად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ყველაზე მოწინავე და საუკეთესოდ აღჭურვილი ფაშისტური გერმანიის არმიისთვის, რომლის დროშითაც სსრკ-ის წინააღმდეგ იბრძოდა თითქმის მთელი ევროპა. საბჭოთა კავშირმა შეძლო, ხერხემალში გადაემტვრია საზიზღარი ფაშიზმი; შეძლო, გაენადგურებინა იდეოლოგია, რომელიც სრულიად მსოფლიოს ემუქრებოდა. და ეს მოახერხა მხოლოდ თანამედროვე სამხედრო გადაწყვეტილებების წყალობით. მსოფლიო გადარჩა.

აქვე უნდა დავამატოთ მეცნიერების, კულტურის არნახული განვითარება და ნაციონალური საკითხების გადაწყვეტა, ხოლო მთლიანობაში, _ როგორც საბჭოთა ხელისუფლების მთავარი შედეგი, _ შექმნა ახალი ადამიანისა, რომელიც იცავდა პრინციპებს: “ადამიანი ადამიანისთვის არის მეგობარი, ამხანაგი და ძმა”, “მოკვდი და მეგობარი გადაარჩინე”, “ჯერ სამშობლოზე იფიქრე, შემდეგ _ საკუთარ თავზე”. ეს არ არის ნოსტალგიური ხუშტური, უბრალოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის სხვაგვარად ცხოვრება მიუღებელი იყო. აი წავედით სხვა გზით და ადამიანები გადაგვარდნენ, ქვეყნები დანგრევის პირას არის და ის ავტორიტეტი, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, დაიკარგა. საბჭოელების ცხოვრებას კერძო კაფეები, საპარიკმახეროები, ტაქსები და სხვა რამ რომ დამატებოდა, ყველაზე უკეთ ვიცხოვრებდით, მაგრამ არა, თავი შევყავით დასავლეთის ე.წ. თავისუფლების ხაფანგში, რაც დიადი ქვეყნისა და მისი ხალხების ტოტალური ძარცვითა და განადგურებით დასრულდა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here