Home რუბრიკები ისტორია სკოლის დანიშნულება ის არის, რომ მოზარდ თაობას “აუხილოს გონების” თვალი”, “მოუმზადოს ერს...

სკოლის დანიშნულება ის არის, რომ მოზარდ თაობას “აუხილოს გონების” თვალი”, “მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი”

2380
სკოლა

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართული კულტურის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში უფროსი თაობის მრწამსის კრისტალიზაციამცისკრისფურცლებზე სათანადო პირობები შექმნა საზოგადოებრივ ასპარეზზე ახალი თაობის გამოსვლისთვის. ამ თაობას აერთიანებდა ერთიანი მსოფლმხედველობრივი საფუძველი _ დასავლეთევროპელი და რუსი განმანათლებლების პოზიციებზე დგომა.

თერგდალეულთასაერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყოფის შეცვლა და განახლება იყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ მთელ რიგ საკითხებზე ერთიანი, საერთო თვალთახედვა ჰქონდათ. წლებია, საქართველოში სასკოლო რეფორმა მიმდინარეობს, ჩვენი შვილები საცდელი ბოცვრების როლში არიან, დრო გადის, მაგრამ სკოლის კურსდამთავრებულების განათლების დონე, ამაღლების ნაცვლად, უარესდება და არ შეიძლება ამის მიზეზად მოზარდის სიზარმაცე ან მისი გონებრივი შეზღუდულობა მივიჩნიოთ _ დღესავით ნათელია, ვის აძლევს ხელს ჩვენი შვილების უვიცობა და მათთვის ტვინის გამორეცხვა.

აღზრდა არის კაცის გამზადება ცხოვრებისათვის”, _ წერს ნიკო ნიკოლაძედროებისერთერთ ნომერში. მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სხვა ავტორების და თავგამოდებით იცავდნენ იმ აზრს, რომ ჰარმონიულად განვითარებული და ქვეყნისათვის სასარგებლო მოქალაქის აღზრდა მხოლოდ მშობლიური ენის საფუძველზეა შესაძლებელი.

საკითხავია, როგორ ართმევს თავს დღევანდელი სკოლაკაცის განმზადებას ცხოვრებისთვის”; არის თუ არა თანამედროვე სკოლის დანიშნულება ის, რომმოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი”? დროა, ერი და ბერი გამოფხიზლდეს და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას მთელი სერიოზულობით მოეკიდოს, მაგალითი კითერგდალეულებისგანაიღოს.

მკითხველს ვთავაზობთ, თუ როგორ უწყობდა ხელს გაზეთიდროება” (1866-1885 წწ.) “თერგდალეულებსამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც მეცნიერება და ტექნიკა უკვე გაბატონებული იყო, თერგდალეულებმა იცოდნენ, რომ თვინიერ მეცნიერებისა და ტექნიკისა, რაიმეს კეთება და რაიმე წინსვლა, რაიმე განახლება შეუძლებელი იყო. ევროპა მომავლის ოცნებას მეცნიერებისა და ტექნიკის ძალას უკავშირებდა. მეცნიერებასა და ტექნიკას რომ მტკიცედ დაეუფლო, ამისათვის აუცილებელია საყოველთაო განათლება.

“თერგდალეულებიც” განათლების აპოლოგეტები არიან. ამას ისინი არა მარტო თეორიულად მოითხოვდნენ, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება, სკოლების გახსნა, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა და სხვა ამგვარი საქმიანობა. მაგრამ განათლება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, აუცილებელია, სალიტერატურო-სამეცნიერო მეტყველება დაუახლოვდეს ხალხის მეტყველებას. მათ შორის კედელი არ უნდა იყოს აღმართული. მეცნიერებახელოვნება არ უნდა მეტყველებდეს ხელოვნურად შექმნილი, საგანგებო, ძნელად გასაგები ენითო. “თერგდალეულებმა” სამეცნიერო-სალიტერატურო ენის ძირეული რეფორმა მოახდინეს. სამეცნიერო-სალიტერატურო ენა ხალხისათვის მისაწვდომი და იოლად გასაგები გახადეს.

ენის რეფორმასაც ცხარე სჯა-ბაასი, შეხლა-შემოხლა მოჰყვა, მაგრამ “თერგდალეულებმა” ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს.

“თერგდალეულები” ხელოვნება-მწერლობას ხალხის, საზოგადოების მსახურად მიიჩნევდნენ. ხალხისა და ქვეყნის ჭირ-ვარამი, შვება-ლხენა, მწერლობა-ხელოვნების ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს შეხედულება მკაფიოდ და ნათლად არის გამოთქმული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლის და სხვათა ნაწერებში. ყოველი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა ამ შეხედულების.

განმანათლებლური იდეების გავრცელების შედეგად, რასაც ილია ჭავჭავაძემ “ევროპეიზაცია” უწოდა, უფროსი თაობის რეტროგრადულ ღირებულებათა სისტემა, სალიტერატურო ენით დაწყებული და სწავლა-განათლების მეთოდებსა და დანიშნულებაზე წარმოდგენით დამთავრებული, საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაში მოექცა. კონტრკულტურა, 1860-იან წლებამდე მხოლოდ ტენდენციის სახით არსებული განმანათლებლური გეზი, ეპოქის კულტურული იერ-სახის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.

“თერგდალეულების”, მათ შორის “დროების” პოზიციას, სწავლა-განათლების საკითხებზე ის განმანათლებლური მრწამსი ასაზრდოებს, რომ კულტურის ყველა უბანი რაციონალიზმის თეორიულად ღრმადგააზრებულ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. სიმპტომატურია, რომ თერგდალეულთა თეორიულ ნააზრევში ერთ-ერთი მთავარი საკვანძო სიტყვა “გონება” ხდება. არაა შემთხვევითი, რომ გრიგოლ ორბელიანი თავის საპოლემიკო ლექსში “პასუხი შვილთა” ახალ თაობას _ “შვილებს” გონების უზენაესობის პრინციპის წამოყენებაში ადანაშაულებს: “შკოლა” გამართეს და დაიწყეს იმის ქადაგება, რომ “ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი”. “დროების” ერთ-ერთი ავტორის _ ილია ჭავჭავაძის თქმით, სკოლის დანიშნულება ის არის, რომ მოზარდ თაობასაუხილოს გონებისთვალი”, “მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებულიკაცი”. . ნანეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლიტერატურასდიდი გავლენა აქვს ახალგაზრდობის გონებით განვითარებაზე” (“დროება”, 1881, #80). “დროებისერთერთი სულისჩამდგმელი _ . ნიკოლაძე აღზრდის მიზანს მოზარდისგონებისა და ზნეობისსრულყოფაში ხედავს (“კრებული”, 1871, #3).

განათლების სისტემის მოწყობის საკითხზე “დროებაში” გამოქვეყნებულ წერილებში გატარებულია ის აზრი, რომ მოზარდი თაობის გონებრივი განვითარება მიზნად უნდა ისახავდეს სრულყოფილი პიროვნების, ჭეშმარიტი მოქალაქის ჩამოყალიბებას. განმანათლებლობისა და პედაგოგიკური აზრის უდიდესი წარმომადგენლების _ იან ამოს კომენსკის, იოჰან ჰაინრიხ პესტალოცისა და კონსტანტინ უშინსკის კვალად, იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ პიროვნებისჰარმონიული განვითარება შეადგენს იდეალს სწავლისა და აღზრდისა”.

ამავე დროს დროებისავტორები თავგამოდებით იცავდნენ იმ აზრს, რომ ჰარმონიულად განვითარებული და ქვეყნისათვის სასარგებლო მოქალაქის აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მშობლიური ენის საფუძველზე. ამ მხრივ ტიპიურად უნდა მივიჩნიოთ ილია ჭავჭავაძის განცხადება, რომ დედა ენა უპირველესი საგანი, უკეთესი და აუცილებელი სახსარია, რათა სკოლამ თავისი დანიშნულება აღასრულოს (“დროება”, 1881, #33). წერილში “სამშობლო ენის პროგრამაზედ” სერგი მესხი იცავს იმ აზრს, რომ პირველი დაწყებითი სწავლა ბავშვს თავის სამშობლო, გასაგებ და დედის ძუძუსთან შეზრდილს ენაზედ უნდა გადასცეს მასწავლებელმა (“დროება”, 1879, #59). აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ი. ა. კომენსკის ხატოვანი სიტყვები, რომ “მშობლიური ენის სკოლა წარმოადგენს ზაფხულს, რომელსაც მწიფე პურის თავთავები მოაქვს”. დროებისფურცლებზე ეროვნული სკოლის, მშობლიურ ენაზე სწავლების მოთხოვნა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კულტურის ერთერთი უმთავრეს ფაქტორთაგანია.

ქართული საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენლების განმანათლებლური პოზიცია სწავლა-აღზრდის საკითხებში განსაკუთრებით ცხადად მჟღავნდება იმ ფაქტში, რომ გადაჭრით უარყოფენ კულტურის ელიტარულობის, იერარქიულ პრინციპზე აგების პრინციპს. ეს ნათელ გამოხატულებას პოულობს ქართველი განმანათლებლების, “თერგდალეულების” პედაგოგიკურ შეხედულებებშიც. “დროებაში” თანმიმდევრულად არის გატარებული განათლების სისტემაში სოციალური თანასწორობის მოთხოვნა. ნიკო ურბნელს (ხიზანიშვილს) რუსეთის მიერ საქართველოში დანერგილი განათლების სისტემის დიდ ნაკლად ის გარემოება მიაჩნია, რომ “განათლება მაღალი წოდების საკუთრებას შეადგენდა” (“დროება”, 1887, #187). “დროება” ქართული პერიოდიკის იმ უმთავრეს ორგანოთაგანი იყო, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობდა მოსახლეობის დაბალი ფენების ბავშვების განათლებით უზრუნველყოფას, სკოლებში სოციალური თანასწორობის პრინციპის განუხრელ დაცვას.

პედაგოგიკის საკითხებში “თერგდალეულების” განმანათლებლური პოზიცია ვლინდება იმ ფაქტშიც, რომ ისინი გადაჭრით უარყოფდნენ სწავლა-აღზრდის სქოლასტიკურ მეთოდებს, მოითხოვდნენ სწავლების პროცესში თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის დაცვას, მოზარდი თაობის სათანადო მომზადებას ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობისათვის. მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით გამართულ მწვავე კამათში, სწავლების რომელი მეთოდია სრულყოფილი _ “კლასიკურითურეალური”, “დროებამერთხმად დაიკავა პოზიცია უკანასკნელის სასარგებლოდ. ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, გ. წერეთელი და “დროების” სხვა ავტორები, ევროპელი განმანათლებლების იდეებზე დაყრდნობით, დამაჯერებლად ასაბუთებდნენ, რომ კლასიკური განათლება ცალმხრივობით ხასიათდება, ნაკლებად უთმობს ყურადღებასნამდვილ, ცხოვრებაში გამოსადეგ ცოდნას (ნ. ნიკოლაძე _ “კრებული”, 1871 #3). ნიკო ნიკოლაძის მიერ რეალური განათლების სისტემის დასაცავად დაწერილ წერილში გატარებულია ის აზრი, რომ აღზრდა არის კაცის გამზადება ცხოვრებისათვის (“დროება”, 1871, #12), ხოლო ამ ამოცანას კლასიკური განათლება ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან ძირითადად ჰუმანიტარული საგნებით იფარგლება და უგულებელყოფს საბუნებისმეტყველო საგნებს. დროებამდიდად შეუწყო ხელი საქართველოში რეალური განათლების სისტემის დანერგვას, პროფესიული სწავლების გავრცელებას, სპეციალური სასწავლებლების გახსნას.

განათლების სისტემასა და პედაგოგიკურ აზრს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. ამ სფეროში “თერგდალეულებისა” და მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანოს _ “დროების” უდიდესი დამსახურება და ნოვატორობა ისაა, რომ სწავლა-აღზრდის ორგანიზებისა და წარმართვის საქმე ევროპელი განმანათლებლების თეორიულ პრინციპებზე დააფუძნეს.

“დროების” ავტორებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ისიც, რომ ისინი გარკვეულწილად ჯერ კიდევ საქართველოში XVIII საუკუნეში სავსებით ნათლად გამოკვეთილ განმანათლებლურ ტენდენციას ავითარებდნენ. ნიკო ურბნელი საგანგებოდ მიუთითებდა, რომ მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოში “გონებითი მოძრაობა ბევრით ემსგავსებოდა ევროპის გონებითს მოძრაობას მეთვრამეტე საუკუნეში”, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ახალი ტიპის სასწავლებლების დაარსება და ავსტრიასა და საფრანგეთში გავრცელებული სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა (“დროება”, 1883, #187). ასევე XIX საუკუნის დასაწყისში, მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ნარკვევში “ახლოით განჩხრეკილი კაცი” და მის ცნობილ ლექსში “ვაჰ, სოფელსა ამას” ნათლად არის გამოხატული ის იდეალები, რომლებიც 1860-იანი წლების თაობის სამოქმედო პროგრამაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებენ. მაგრამ არსებითი თვისებრივი სხვაობა ისაა, რომ თუ XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმანათლებლური გეზი მხოლოდ ტენდენციის სახით არსებობდა, 1860-იანი წლებიდან ყოველივე ეს ქართული კულტურის გაბატონებულ მოვლენად იქცა.

ეს სავსებით ნათლად ჰქონდა გაცნობიერებული ილია ჭავჭავაძეს, როდესაც აღნიშნავდა, რომ ეროვნული სკოლაგამოგვიზრდის ჩვენს საკუთარს ქართველს ინტელიგენციას, . . იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმარტებისა”.

საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს ფორმირება დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობოდა, რომლის მამოძრავებელი ძალაც ქართველი საზოგადოებრიობა იყო. მძიმე საშინაო და საგარეო პირობების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცხოვრების განახლების პროცესი თანდათან წინ მიიწევდა. დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართველი ერის ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, რომელიც განათლების სისტემის რეორგანიზაციის საშუალებით უნდა განხორციელებულიყო.

საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაციის საფუძველს _ “ამიერკავკასიის სკოლების სრული ნაციონალიზაციის შესახებ” მიღებული დეკრეტი წარმოადგენდა (1917 წ.), სადაც ხაზგასმით აღინიშნებოდა სწავლა-აღზრდისა და განათლების კერძო ინიციატივის ფართოდ გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სწორედ ამ დროიდან უდიდესი ყურადღება ეთმობოდა სწავლების ძველი, ქართული კერების ამოქმედებას, ხოლო სწავლა-აღზრდის კერძო ინიციატივის განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო-სამონასტრო, საშინაო და კერძო ხასიათის სკოლების ქსელის სწრაფი ტემპით გაფართოებას. აღნიშნული სასწავლებლები, ისტორიული თვალსაზრისით, მეტად ორიგინალურ საგანმანათლებლო კერებს წარმოადგენდა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here