მთავარი პოლიტიკა სიცრუე და ორპირობა ხელისუფლებაში

სიცრუე და ორპირობა ხელისუფლებაში

სავალალო შედეგი, რომელზეც 5 წლის წინათ გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია

1899
გააზიარეთ
ალექსანდრე ჭაჭია

სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმისგან გაწამებულმა საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირაქართულ ოცნებასადა მის ლიდერს _ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, ხალხის გულის მოსაგებად, ამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი დაპირება გასცა: * სამართლიანობის აღდგენა _ ხელისუფლების იმ პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს; ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის იმ ქონების დაბრუნება, რომლებიც მათნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში წაართვეს;

* ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება;

* საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის გაიაფება ჯანსაღი კონკურენციის გზით;

* საარსებო მინიმუმის მნიშვნელოვნად მომატება;

* პენსიის მომატება 220 ლარამდე;

* ყველა რეგიონში 1000-ზე მეტი საწარმოს აშენება (მხოლოდ 2013 წელს 60-ზე მეტი საწარმო უნდა აშენებულიყო) და უმუშევრობის აღმოფხვრა;

* სოფლის მეურნეობის აღორძინება;

* რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, პარალელურად, ნატოში შესვლა და სხვ.

“პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და ჯიბეზე იგრძნობს, მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მას შემდეგ 5 წელიწადზე მეტი გავიდა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით _ მნიშვნელოვნად გაუარესდა: კატასტროფულად გაუფასურდა ლარი; სამართლიანობა არათუ აღდგა, ქართველი ხალხის ცემა-ტყეპას, წამებას, ბიზნესის წართმევასა და მკვლელობებში ეჭვმიტანილები, ჯალათი რეჟიმის _ “ნაცმოძრაობის” _ წევრები დღესაც თავისუფლად დასეირნობენ (ზოგი საქართველოში, ზოგი _ უცხოეთში), დასავლეთისგან თავსმოხვეული ე.წ. კოაბიტაციის წყალობით და ეს დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი განაყოფი ორგანიზაციები მთავარ ოპოზიციურ ძალებად ითვლებიან. ივანიშვილმა, სხვათა შორის, თავისთვის კი აღიდგინა სამართლიანობა _ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაიბრუნა სააკაშვილის მიერ წართმეული 80 მილიონი.

ქვეყნის სათავეში მოსვლიდან მეხუთე წელს, როცა საქართველოს მოსახლეობას, ივანიშვილის დაპირების მიხედვით, თაფლისა და რძის მდინარეებში უნდა ებანავა, ელექტროენერგიაც გაძვირდა, ბუნებრივი აირიც და წყალიც, შესაბამისად _ პროდუქტებიც და სამომხმარებლო საგნებიც. დღეს საარსებო მინიმუმი 173,5 ლარია(!), ხოლო პენსია _ 180 ლარი და მის მომატებას 20 ლარით (?!) მხოლოდ 2019-2020 წლებისთვის გვპირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ხელისუფლება, რომლის წევრებიც ყოველთვიურად უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიადანამატებს იღებენ.

სხვათა შორის, საარსებო მინიმუმისა და პენსიების მხრივ საქართველო აუტსაიდერია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და, საერთოდ, მსოფლიოში. ამასთანავე, 2017 წლის მეორე კვარტალში 617 მლნ დოლარით მოიმატა საქართველოს საგარეო ვალმა და 16,4 მლრდ შეადგინა.

მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებისა, რომ მზად არიან საქართველოსთან დიალოგის დასაწყებად, საქართველოს “პლასტელინა” და “ქსლის მბეჭველმა” პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოწოდებით აირჩია მოსახლეობამ, განაცხადა: ჯერ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან _ აშშ-ისგან უნდა ავიღოთ ნებართვა რუსეთთან დიალოგის გამართვაზეო;

ყველა რეგიონში 1000 საწარმოს აშენების დაპირება ხომ, საერთოდ, დაივიწყა ივანიშვილისქართულმა ოცნებამ”. შესაბამისად, სოციალურეკონომიკური და დასაქმების მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა. და 2016 წლისსაქსტატისმონაცემებით, საქართველოში 235,1 ათასი კაცია უმუშევარი (11%).

სამაგიეროდ, თბილისში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რომელიც 1 ლარად გაიყიდა, ბიძინა ივანიშვილმა გახსნა ბიტკოინების მწარმოებელი კომპანია BitFury, რომელიც უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარს და რომლის გამოც ელექტროენერგიის მომატებული ტარიფის გადახდა საქართველოს მოსახლეობას დააწვა კისერზე. ისიც აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ბანკქართუსშემოსავალმა 14-ჯერ მოიმატა, ხოლო თვითონ ივანიშვილის შემოსავალმა მხოლოდ 2017 წელს _ 380 მილიონი დოლარით და ახლა მისი ქონება, სააგენტობლუმბერგისშეფასებით, 5,87 მლრდია.

ჩანს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მალე დატოვა პრემიერმინისტრის პოსტი, ქვეყანას კი თავზე დაასვა “საინტერესო” პრეზიდენტი, მინისტრები და დეპუტატები, საქართველოს თავის შპს-დ განიხილავს და სულაც არ ანაღვლებს არც მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არც ქვეყანა, რომელსაც გაზულუქებული მაღალჩინოსნები “სტრატეგიული მოკავშირის” მითითებებით უფსკრულისკენ მიაქანებენ.

ეს ყველაფერი დღეს, წლების შემდეგ, გამოჩნდა ნათლად, თორემ 2012 წელს, არჩევნების წინ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერც იფიქრებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ფეხებზე დაიკიდებდა დაპირებებს, თუმცა იმაზე, რომ საქართველო შეიძლებოდა ასეთ ვითარებაში აღმოჩენილიყო, “ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ლაპარაკობდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

* აი რა განაცხადა მან 5 წლის წინათ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარ რედაქტორთან საუბარში ივანიშვილის მიერ ძლიერი მთავრობის დატოვებაზე, რომელსაც მისი პოლიტიკური კურსი და აღორძინების პროგრამა უნდა განეხორციელებინა (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 2013 წლის 18-24 სექტემბერი):

ჯერ ერთი, არ ვიცი, რა არისივანიშვილის პროგრამადა ვფიქრობ, საქართველოში ეს არც არავინ იცის, თვით ივანიშვილის ჩათვლით; მეორე _ ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და რომელშიც მინისტრები, დეპუტატები არიან მისი თანაშემწეები, კლერკები, ნებასურვილის შემსრულებლები. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტსა დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის. სახელმწიფოს მართვაში სულ სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს არ ესმის. საერთოდ, ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის სრულიად განსხვავებული სფეროებია. სიტყვამ მოიტანა და, პირადად, მე ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე გახდა; უფრო მეტიც _ კერძო ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა ძალიან განსხვავებული სფეროებია”.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული “საინტერესო” გუნდი და მის მიერ დატოვებული “საინტერესო” პრეზიდენტი, ბოლო წლებია, ერთმანეთს ებრძვიან _ პარლამენტი დასამტკიცებლად გამოიტანს კანონს, “მდიდარი სექსის მქონე” “პლასტილინი” პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მაგრამ “ოცნების” დეპუტაცია ძლევს ვეტოს… და ასე გრძელდება, უკვე 4 წელიწადია. “საინტერესო” პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავი იმით გამოიჩინა, რომ ჯერ თურქეთი მოიხსენია “საქართველოს ისტორიულ მეგობრად”, შემდეგ დეპუტატ ნიკა მელიას კეთილები აგინა, ახლა კი გამზრდელი ედუარდ შევარდნაძისადმი ხოტბა-დიდება არ დაიშურა. ივანიშვილმა კი პრემიერის პოსტიდან გადადგომისთანავე პასუხისმგებლობა მოიხსნა მის მიერ დატოვებულ “საინტერესო” პრეზიდენტსა და პრემიერზე.

* აი როგორ გამოეხმაურა ალექსანდრე ჭაჭია ზემონახსენებ ინტერვიუში ივანიშვილის განცხადებას, რომ ძალაუფლებას გადასცემს ძალიან ძლიერ სამთავრობო გუნდს, რომელიც ააღორძინებს საქართველოს. და რომ ამ გუნდზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე დაიკისრებს:

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

რა ფორმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი? როგორ აგებს ივანიშვილი პასუხს თავისი გუნდის ნამოქმედარზე? გადადგომის შემდეგ ივანიშვილი იქნება რიგითი მოქალაქე, თანაც _ საფრანგეთის. უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები, თავიანთი შეუსრულებელი დაპირებების გამო, პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ, რადგან პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოს ივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კი საჯაროდ თქვას და ნოტარიულადაც დაამოწმოს, რომ ამ პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილი ასეთი პასუხისმგებლობისთვის?”

* აი რას ამბობს ბატონი ალექსანდრე 2013 წლის კიდევ ერთ ინტერვიუში (“საქართველო და მსოფლიო” #31, 21 აგვისტო-4 სექტემბერი, 2013 წ.) მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე, საინტერესო პრეზიდენტზე და, საერთოდ, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე:

მე, სხვათა შორის, ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობის პრეტენდენტთა რიცხვი არ იქნებოდა ორისამის მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, რათა კენჭი ეყარათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება

საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონფლიქტების მოგვარება არც პირადად მისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუ თქვენ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება. რაკი აცნობიერებენ, რომ მათგან ვერც ერთი ახერხებს, თუნდაც შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას, ცდილობენ, მათ გვერდი აუარონ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ, არ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ამ, მათი აზრით, უიმედო თემებზე.

თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის გაუგებარ სენტენციას: “ჩვენს ძმებ აფხაზებსა და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს”. რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა? რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე? გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, ისიც ლაყბობდა ძმობაზე, უკვეთავდა ისეთ სამარცხვინო კლიპებს, როგორიცააგამარჯობა, აფხაზეთო, შენი!”, სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. სოხუმში სიამოვნებით აჩვენებდნენ ამ კლიპს, რათა დაეცინათ ბრიყვი ქართველებისთვის. არავის სჭირდება ძმობის შესახებ მტკიცებები, ამის არავის სჯერა, ეს არაფრის მომცემია, საკუთარი ღირსების დამცირების გარდა. საჭიროა პრაგმატული, არსებითი დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით, მაგრამ ამგვარი დიალოგის დაწყების არც სურვილი და არც შესაძლებლობები ახალ ხელისუფლებას არ აქვს, ისე, როგორც არ ჰქონდა არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს.

მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ ამა თუ იმ კანდიდატისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგება.

მაგალითად, კანდიდატი გპირდებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, მოითხოვეთ მისგან საჯარო განცხადება, რომ, თუ იგი პირველი ორი წლის მანძილზე ორჯერსამჯერ მაინც არ ჩავა სოხუმში, არ შეხვდება იქაურ ხელმძღვანელობას, ადგილობრივ საზოგადოებას, არ ჩაატარებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე მოსკოვთან, მაშინ გადადგება თავისი წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობის გამო. გპირდებათ კანდიდატი მილიონ სამუშაო ადგილს? .., 2 წლის შემდეგ იგი ვალდებულია, წარმოადგინოს თუ 400 ათასი არა, 200 ათასი სამუშაო ადგილი მაინც; წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს თანამდებობა და . . მოდით, ამ ხერხით მაინც ვცადოთ, ვაიძულოთ პოლიტიკოსები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მოვალეობებს”.

ამდენი შეუსრულებელი დაპირებისა და მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, მართლაც აუცილებელია, ქვეყანაში შემუშავდეს კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობის შესახებ. ხოლო ვითარების გარედან, შუშის სასახლიდან, გაკონტროლებას, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, შედეგი რომ არ მოაქვს (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობისთვის), უკვე მეექვსე წელიწადია, ვხედავთ.

* ივანიშვილის განცხადებას, რომ გადადგება, გარედან გააკონტროლებს სიტუაციას და ყველა დაპირებას შეასრულებს, ალექსანდრე ჭაჭია ასე აფასებდა:

ეს შეუძლებელია. საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. როგორც კი ჩაიგდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას საჭიროების შემთხვევაში მოუწევს მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება (“საქართველო და მსოფლიო”, #31, 21 აგვისტო-4 სექტემბერი, 2013წ.).

* აი რას ამბობდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი პრემიერმინისტრის პოსტიდან ივანიშვილის გადადგომის რეალურ მიზეზებსა და ოპერაცია “ლოკომოტივზე”:

თუ ივანიშვილი მართლაც გადადგება, მაშინ დადასტურდება ვერსია, რომელიც ერთხელ გამოვთქვი, მაგრამ რომლის დაჯერებაც არ მინდა. მისი არსი იმაშია, რომ ივანიშვილს არანაირი პრინციპული უთანხმოება სააკაშვილსა და მის რეჟიმთან არ ჰქონდა, მაგრამ ეს თავხედი ახალგაზრდები მისგან სულ მეტ ფულს მოითხოვდნენ, ამასთანავე, მადლობის თქმითაც არ იწუხებდნენ თავს. უცერემონიო სააკაშვილმა, ეტყობა, აწყენინა მას, არ გამოვრიცხავ, რომ შეურაცხყო კიდეც. ივანიშვილი თავმოყვარე ადამიანია, ღირსების გამძაფრებული გრძნობით. შეუძლებელია, ამერიკელებს ყურადღება არ მიექციათ ამ ურთიერთობებისთვის. მათ თავიანთი პრობლემა ჰქონდათ: ცხადი შეიქნა, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის შემდგომი დარჩენა ხელისუფლებაში შეუძლებელი იყოუკმაყოფილება მოიცავდა მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს, მწიფდებოდა მასშტაბური სტიქიური ბუნტი, “ნაცმოძრაობისსასარგებლოდ კიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას ხალხი ვერ მოითმენდა, იქმნებოდა სოციალური აფეთქების რეალური საფრთხე. ეს არა მხოლოდ აშშის იმიჯს ურტყამდა, რომელიც ბოლო 9 წლის განმოვლობაში საქართველოსდემოკრატიის შუქურადაღიარებდა, არამედ შეუძლებელს ხდიდა კონტროლს დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალების შემდეგი ეშელონის ხელისუფლებაში მოყვანას, რადგან ამერიკელბახალებსსოროსის სტრუქტურებიდან ხალხი უკვე აღარ მიიღებდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყდა ოპერაციალოკომოტივისჩატარება. ამერიკელები მოელაპარაკნენ ივანიშვილს, რომ ისინი არ დაუშვებენ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას, მაგრამ სანაცვლოდ ივანიშვილს თავისთან ერთად პარლამენტში ის პარტიები უნდა შეეთრია, რომლებსაც რეკომენდაციას ამერიკელები მისცემდნენ. ივანიშვილმა ამგვარად იძია შური სააკაშვილსა და მის თანამზრახველებზე, დაიკმაყოფილა საკუთარი თავმოყვარეობა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს სასურველი პარლამენტი. თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ივანიშვილი მართლაც გადადგება. მან მიზანს მიაღწია, მაგრამ ხალხი მის წასვლას შეაფასებს, როგორც არასერიოზულობისა და უპასუხისმგებლობის უმაღლეს გამოვლინებას”.

როგორც ხედავთ, ალექსანდრე ჭაჭიას ეს პროგნოზიც, ისევე, როგორც სხვა მრავალი, ზედმიწევნით შესრულდა: ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ თავისი სურვილები დაიკმაყოფილა _ მისთვის ფულის გამომძალველი, ხოლო ხალხისთვის სისხლის მწოველი სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორა, მაგრამ, ამერიკელების მითითებებით, ჯერ კოაბიტაცია გამოაცხადა და, ერთი-ორი მაღალჩინოსანი ნაცის გარდა, მისმა სასამართლომ პასუხისმგებლობა არავის დააკისრა, შემდეგ კი “ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფი პარტიების წარმომადგენლებით გაავსო საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ქვეყანა თავის შპს-დ გადააქცია, ხალხის ინტერესები კი ფეხებზე დაიკიდა…

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ბიძინა იმანიშვილისა და მის მიერ დატოვებულისაინტერესოგუნდის მოღვაწეობის შედეგებზე მიუთითებს ენდიაი მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც: შეკითხვაზე _ “რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი?” _ გამოკითხულთა 54%-მა სამუშაო ადგილები დაასახელა, 35%-მა _ ფასების ზრდა და ინფლაცია, 30%-მა _ სიღარიბე, 25%-მა _ პენსიები, 23%-მა _ ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ამდენივემ _ ტერიტორიული მთლიანობა, 20%-მა კი _ ხელფასები (დანარჩენი პასუხები 20%- ქვემოთაა, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა _ 10%). არსებითი ცვლილება პრიორიტეტებში, წინა კვლევასთან შედარებით, არ მომხდარა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა და ტოპსამეულიდან ამოვარდა, სოციალურეკონომიკური საკითხების პრიორიტეტულობა კი გაიზარდა. ვითარება ამ მხრივ მართლაც დამძიმდა და, პრაქტიკულად, გაუსაძლისი გახდა; ადამიანი, რომელიც თვითგადარჩენისთვის იბრძვის, ეროვნულ საქმეზე იშვიათად ფიქრობს.

გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26% თვლის, რომ _ სწორი მიმართულებით, ხოლო პასუხშისაქართველო საერთოდ არ იცვლება”, ალბათ, უფრო მეტი პესიმისტური ირონიაა, ვიდრე სტაბილურობის განცდა.

1 COMMENT

  1. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს სახელმწიფოს მართვის დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს. გამბედაობაც არ აკლია. მისი ხედვა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში აბსოლუტურად სწორი და ეფექტიანია. რაც მთავარია, მოუსყიდავი და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანია. მე აქამდეც სულ მას ვაძლევდი ხმას.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here