Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე საშობაო-საახალწლო რეკორდები

საშობაო-საახალწლო რეკორდები

1596
სანტასთვის გაგზავნილი ყველაზე ძველი წერილი

საახალწლო რეკორდები _ ეს არის რეკორდები, რომლებიც აღრიცხულია გინესის წიგნში _ ადამიანების, ცხოველებისა და ბუნებრივი სიდიდეების მსოფლიო მიღწევების ყოველწლიურ კრებულშიგთავაზობთ მათგან რამდენიმეს.

ყველაზე ძვირად ღირებული მოსართავები
ყველაზე ძვირად ღირებული მოსართავები

ყველაზე ძვირად ღირებული მოსართავები

ნაძვის ხის ყველაზე ძვირად ღირებული მოსართავები დაამზადეს 2002 წლის 7 დეკემბერს ტოკიოში. Piagat-ის იაპონიის განყოფილებამ ნაძვის ხე მორთო 83 საიუველირო სამკაულით, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონი დოლარი იყო.

ყველაზე დიდი მცურავი საშობაო ნაძვის ხე
ყველაზე დიდი მცურავი საშობაო ნაძვის ხე

ყველაზე დიდი მცურავი საშობაო ნაძვის ხე

მცურავი საშობაო ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 85 მ იყო, დადგეს რიო-დე-ჟანეიროში 2007 წელს. რეკორდის სპონსრი გახლდათ ბრაზილიური სადაზღვევო კომპანია Bradesco Sequros e Previdencia.

ყველაზე დიდი საშობაო ვარსკვლავი
ყველაზე დიდი საშობაო ვარსკვლავი

ყველაზე დიდი საშობაო ვარსკვლავი

საშობაო-საახალწლო ვარსკვლავი, რომლის სიმაღლე იყო 31,59 მ, დადგეს ინდოეთის ქალაქ კოჩიში 2009 წლის 31 დეკემბერს. პროექტის რეალიზებას ხელი შეუწყო უძრავი ქონების კომპანია Apple A Day Properties-მა.

საახალწლო კალენდარი
საახალწლო კალენდარი

საახალწლო კალენდარი

ყველაზე დიდი საშობაო-საახალწლო კალენდარი, რომლის სიმაღლე იყო 71 მ, სიგანე _ 23 მ, დადგეს ლონდონის რკინიგზის სადგურ St. Pancras-ში 2007 წელს.

ყველაზე გრძელი წერილი სანტას
ყველაზე გრძელი წერილი სანტას

ყველაზე გრძელი წერილი სანტას

8-დან 14 წლამდე 2000-ზე მეტი მოსწავლე 9 დღის განმავლობაში წერდა სანტა კლაუსს სურვილების წერილს, რომელიც 413,8 მ სიგრძის გამოვიდა. ეს ყველაზე გრძელი წერილია კაცობრიობის ისტორიაში. აქცია მოაწყო რუმინეთის საფოსტო სამსახურმა 2008 წელს.

ყველაზე მაღალი თოვლის ქალი
ყველაზე მაღალი თოვლის ქალი

ყველაზე მაღალი თოვლის ქალი

2008 წლის თებერვალში ამერიკის ქალაქ ბეტელის მცხოვრებლებმა შექმნეს ყველაზე მაღალი თოვლის ქალი მსოფლიოში. 37 წლის თოვლის მზეთუნახავს ოლიმპია დაარქვეს შტატის იმჟამინდელი გუბერნატორის, ოლიმპია სნოუს, პატივსაცემად. რეკორდსმენი თოვლის ქალი, რომლის სიმაღლე 10-სართულიან სახლს უტოლდებოდა, დაახლოებით 6 ტონას იწონიდა. ხელების ნაცვლად ხეები ჰქონდა, ტუჩებად _ ავტომობილის საბურავები, ხოლო წამწამებად _ თხილამურები.

ყველაზე დიდი ბურთი ნაძვის ხისთვის
ყველაზე დიდი ბურთი ნაძვის ხისთვის

ყველაზე დიდი ბურთი ნაძვის ხისთვის

2016 წლის დეკემბერში რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში, დადგეს საახალწლო ნაძვის ხის ბურთის ფორმის დიოდების კონსტრუქცია, რომლის დიამეტრი იყო 17 მ. ბურთის შიგნით მოწყობილი იყო საცეკვაო მოედანი და ისმოდა პოპულარული საზეიმო კომპოზიციები: 23 ათასი ნათურა კი მუსიკის შესაბამისად სხვადასხვა ფერად ნათდებოდა.

ყველაზე ძველი ნაძვის ხე
ყველაზე ძველი ნაძვის ხე

ყველაზე ძველი ნაძვის ხე

ქოთანში გაზრდილი 30 სანტიმეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ ქალბატონ ჯანეტ პარკერს, ყველაზე ძველ საშობაო ხედ ითვლება მსოფლიოში. ჯანეტის ბებიამ ეს ნაძვის ხე 1886 წელს იყიდა.

ყველაზე მეტნათურიანი საახალწლო გირლანდა
ყველაზე მეტნათურიანი საახალწლო გირლანდა

ყველაზე მეტნათურიანი საახალწლო გირლანდა

საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის გირლანდა, რომელზეც ყველაზე მეტი ნათურა იყო _ 150 ათასი ცალი _ შექმნეს გერმანიაში 2006 წელს.

სანტასთვის გაგზავნილი ყველაზე ძველი წერილი

ვინმე ჯონ ბირნმა, რომელიც ცდილობდა, დუბლინში, თავის ახალშეძენილ სახლში გათბობის სისტემის შეკეთებას, ბუხარში იპოვა 10 წლის ჰანა ჰოვარდის მიერ 1911 წელს დაწერილი საშობაო წერილი. გოგონა სანტა კლაუსს სთხოვდა თოჯინას, ხელთათმანებს, საწვიმარ ლაბადასა და კანფეტებს. წერილის პოვნის შემდეგ ჰანას ვაჟმა განაცხადა, რომ დედამისს სიყვარული ტკბილეულისადმი პროფესიაში გადაეზარდა _ კონდიტერი გახდა. ასე რომ, სანტამ პატარა გოგონას ოცნება შეუსრულა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here