მთავარი საზოგადოება საქართველო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული!

საქართველო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული!

3065
გააზიარეთ
კიდევაც დაიზრდებიან

ცოტა ხნის წინათ ტელეკომპანია “1 გასართობზერაღაც გრძელმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს აჩვენებდნენ. მე მოგვიანებით ჩავრთე ეს არხი და ვერ გავიგე სახელწოდება ფილმისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაზე იყო გადაღებული და დიდი დრო ჰქონდა დათმობილი ნიკიტა ხრუშჩოვისმოღვაწეობას”. სხვათა შორის, ფილმში კარგად იყო გაშუქებული 1962 წლის ივლისში საბჭოთა ჯარებისლაშქრობაკუბაზე, ფიდელ კასტროსთან. აი სწორედ ამ კადრების ნახვამ გადამაწყვეტინა წერილის დაწერა.

საბჭოთა არმიაში 1960 წლიდან ვმსახურობდი. იმხანად ჯარში მსახურების ვადა 3 წელი იყო. მე მოვხვდი ახალშექმნილი სარაკეტო დივიზიის შემადგენლობაში, რომლის სამმართველო უკრაინაში, სუმის ოლქის ქალაქ რომნიში იყო. ამ დივიზიაში შედიოდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დისლოცირებული ოთხი პოლკი. 1962 წლის ივლისში ხმა გავრცელდა, _ იწყება დიდი სწავლება და ოკეანის გაღმა მოგვიწევს წასვლაო. ეს ხმა გამართლდა და, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით, ჩვენმა დივიზიამ თავისი სამმართველოთი, ოთხი პოლკითა და შეიარაღებით, მათ შორის, რაკეტებით, ატლანტის ოკეანის იქით, კუნძულ კუბაზე სალაშქროდ მზადება დაიწყო.

მოზიდეს დიდძალი სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, ასეულობით ტონა ფქვილი. ჯარისკაცებს ჩაგვაცვეს სამოქალაქო ტანსაცმელი. შეგვიცვალეს შეიარაღება, მოიყვანეს სიცხეგამძლესაბურავებიანი ახალი ავტომობილები, რომლებიც დატვირთეს პროდუქტებით, შემდეგ შეაყენეს სარკინიგზო პლატფორმებზე და ოდესისკენ აიღეს გეზი.

მე ეს “ბედნიერება” არ მხვდა წილად, რადგან იმ მომენტში ჩერნიგოვის სამხედრო ჰოსპიტალში გლანდების საოპერაციოდ ვიყავი წასული.

ზემოაღნიშნული პროდუქტები ოდესაში გადატვირთეს სამგზავრო ხომალდ “ბალტიკაზე” და ხმელთაშუა ზღვის გავლით, გიბრალტარის სრუტით გავიდნენ ატლანტის ოკეანეში.

ამ ლაშქრობას ხრუშჩოვმა ასეთი განცხადება წარუმძღვარა:

“ჩვენი ინჟინრები, ტექნიკოსები, მუშები კუბაზე მიდიან ფიდელ კასტროს დასახმარებლად”, მაგრამ ამერიკელებს არ ეძინათ. მათმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ნოტა გამოუგზავნა ხრუშჩოვს: ეს ხალხი, სამოქალაქო პირები კი არა, კბილებამდე შეიარაღებული საბჭოთა ჯარია. თქვენ გსურთ, კუბაზე განალაგოთ მძლავრი რაკეტები, პირდაპირ ჩვენს ცხვირწინ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთო.

და არც დაუშვეს, მხოლოდ დივიზიის სამმართველომ შეასწრო კარიბის ზღვაში, კუბაზე. პოლკები კი ატლანტის ოკეანეში ალყაში მოაქციეს ამერიკის საზღვაო ხომალდებმა და ავიაციამ.

რა ხდებოდა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში? _ მოსახლეობა კანადაში გაიხიზნა, _ რუსები მოდიან ჩვენთან საომრადო. ხოლო ამერიკის ხელისუფლებამ გლობალურ-სტრატეგიული რაკეტების ასამოქმედებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

ბოლოს ხრუშჩოვის “სიბრძნემ” გაჭრა და კარიბის ზღვაში წასული ყველა სამხედრო ნაწილი უკან გამოიწვია. მსოფლიოს ხალხებმა შვებით ამოისუნთქეს. ბეწვზე დაკიდებული მშვიდობა შენარჩუნებულ იქნა.

ახლა პარალელი გავავლოთ სსრკის იმჟამინდელ ლაშქრობასა და მსოფლიოზე ამერიკელთა ამჟამინდელ გალაშქრებას შორის. თუ იმხანად რუსები აპირებდნენ კუბაზე, ამერიკელთა ცხვირწინ, რაკეტების განლაგებას, დღეს ამერიკელები ნატოს მეშვეობით ცდილობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯარისა და რაკეტების განლაგებას. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსები წინ აღუდგებიან მათ ცხვირწინ, საქართველოში, ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის განლაგებას. როგორც ზემოთ ვწერდი, 1962 წელს ამერიკელებმა არ დაუშვეს ჩვენი ჯარების შესვლა კუბაზე. ახლა საქმე პირიქითაა. დაუშვებენ კი რუსები ამერიკელების შემოსვლას საქართველოში ანუ რუსების ცხვირწინ? _ არა მგონია. ახლა ამერიკელებს ომის გაჩაღება სჭირდებათ სხვა ქვეყნებში, მათ კი საქართველოს ხელისუფლება თვითონ ეპატიჟება. ჩვენები თავდებად უდგებიან ნატოს, _ მშვიდობიანი ორგანიზაციაა და საქართველოდან რუსეთს არაფერს დაუშავებსო.

ამას ვინმე იჯერებს? ან რუსები უცბად ჩაყლაპავენ ჩვენ მიერ გადაგდებულ სატყუარას?

ცოტა ხნის წინათ “ობიექტივის” ეთერში ერთი ქალბატონი საერთაშორისო ამბებს მიმოიხილავდა. მას ნორმალური ორიენტაცია ჰქონდა, მაგრამ ერთი “იაღლიში”, ანუ მრუდე ნათქვამი მაინც გაეპარა.

“რუსები ჩვენი მტრები არიანო”, _ აუღელვებლად მოგვაწოდა ეს აზრი. ნეტავ, ვის სჭირდება ასეთი აზროვნება, საიდან და როდის წარმოიშვა ეს მრუდე ნათქვამი? მოდი, ერთად განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, მართლა იყვნენ და არიან თუ არა რუსები ჩვენი მტრები. ისიც ვნახოთ, რაში გამოიხატებოდა ეს მტრობა:

* იქნებ რუსები მაშინ გვმტრობდნენ, როცა არაბებს, მონღოლებს, სპარსელებს, ოსმალებს საბოლოოდ დაავიწყებინეს საქართველოს გზა?

* ან იქნებ მაშინ, როცა ფაშისტებს ფეხი არ შემოადგმევინეს საქართველოში?

* ან იქნებ მაშინ იყვნენ ჩვენი მტრები, როცა ქართველ ვაჟკაცებს _ ცისფერყანწელებსა და თერგდალეულებს იქ, პეტერბურგში, აღლუმი მიჰყავდათ?

* იქნებ მაშინ, როცა უსიერ ტაიგაში მოჭრილი ხეტყის 80% საქართველოში იგზავნებოდა და 1 კუბ. უმაღლესი ხარისხის ფიცარი აქ, ჩვენთან, 100 მანეთი ღირდა (საინტერესოა, ახლა რა ღირს)?

* მაშინ ხომ არ იჩენდნენ ჩვენ მიმართ მტრობას, როცა რუსეთი საქართველოს ჩალის ფასად აძლევდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, როცა პროდუქტებით, საწვავითა და სხვა რესურსებით დატვირთული ეშელონები ერთმანეთს მოსდევდნენ საქართველოში?

* ან მაშინ ხომ არ იყო დიდი მტრობა რუსეთის მხრიდან, როცა ქართულ ღვინოებს დაპყრობილი ჰქონდათ რუსეთის ბაზარი, თუნდაც ეს ღვინო უხარისხო ყოფილიყო?

მგონი, არც იქ იყო მტრობა, როცა საქართველოში ჩამოდიოდნენ დიდებული რუსი მწერლები, პოეტები _ პუშკინი, ლერმონტოვი, გრიბოედოვი და თბილისის ცენტრში ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდებულ სასახლეში იმართებოდა დიდი ზეიმი _ ზეიმი ლექსისა, სიყვარულისა, სიხარულისა.

* იქნებ მაშინ დაიწყო რუსების მტრობა ჩვენ მიმართ, როცა ქალაქი მოსკოვი ჩვენი დიდი რუსთაველის ძეგლმა დაამშვენა? ან შური ხომ არ ჩაუვარდათ რუსებს იმის გამო, რომ მოსკოვის ერთერთ დიდ პროსპექტსბოლშაია გრუზინსკაიაერქვა და ჰქვია?

მტრობა არც იმას უნდა გამოეწვია, ქართველები ბამ-ზე თავდადებით რომ მუშაობდნენ და აშენებდნენ ქართულ დაბასა თუ სოფელს.

აი რამდენი რამ ჩამოვთვალე, მაგრამ მე ერთი ფაქტიც ვერ ვიპოვე, თითქოს რუსებს ვეჯავრებოდით და გვმტრობდნენ.

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსები, ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი დამცველები არიან! ვისგან გვიცავენ? აი პასუხიც: ჩვენ მსოფლიოს წინაშე თავს ვიწონებთ ჩვენი ჯიშითა და ჯილაგით, ზნე-ჩვეულებით, ჩვენი კულტურის მიღწევებით და ამ ყველაფრის მოსპობა საქართველოში პირისაგან მიწისა ჩვენს აღგვას ნიშნავს.

ალენ დალესის ყბადაღებული დოქტრინის მიხედვით, ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობა უომრადაც შეიძლება. დასაპყრობ ქვეყანაში ძალადობის, სექსის, გარყვნილების დამკვიდრება-განვითარების, ახალგაზრდების ტვინის გამოლაყება-გამორეცხვის შედეგად იქ მცხოვრები ხალხი დეგრადაციას განიცდის, ადამიანები ცხოველის დონეზე დადიან. ასეთი ადამიანი კარგავს შეგნებას და სირცხვილის განცდას. დეგრადაციისა და სირცხვილის დაკარგვის მაგალითები ბოლო პერიოდში ძალიან ბევრია და “ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან” არის შემოგდებული და თავსმოხვეული.

ყველა დამემოწმება, ახალგაზრდები მუხლებგამოგლეჯილი შარვლებით რომ დადიან, უსირცხვილობა ზეიმობს. ამას მიუმატეთ გოგონების უსირცხვილობა, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიფხავ-პერანგის ამარა, გულმოღლეტილნი, ჭიპმოშიშვლებულნი ჩნდებიან. მათში დიდი დოზით არის უსირცხვილობა, ანუ გაცხოველება. ამ ლგბტ-მა თუ რაღაც ჯანდაბაა, მამათმავლობა და გათახსირება თავიანთ ჰობად რომ აქციეს, ახლა ცდილობენ, ქალაქის ცენტრში გეიაღლუმი გამართონ. მალე, ალბათ, მთლად შიშვლები გამოვლენ და მოითხოვენ, რომ საქვეყნოდ ჩაატარონ საჩვენებელი სექსი, ხალხის დასანახავად. არის თუ არა ასეთი არსება ცხოველი? _ რა თქმა უნდა, არის!

რუსები აი ამ დაცემა-გათახსირებისგან გვიცავენ, რასაც გვთავაზობენ დასავლელი “სტრატეგიული პარტნიორები”. საშუალება რომ მქონდეს, ვლადიმერ პუტინს მადლობას მოვახსენებდი, რომ ეს “ოკუპანტები” ჩვენი ადამიანობის შენარჩუნებას იცავენ. საქართველოში ფესვები უკვე მძლავრად გაიდგეს ამერიკელებმა, ნატოელებმა, მათ დაუკითხავად საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს ვერ დგამს. გეკითხებით ყველას: ისინი ოკუპანტები არ არიან?

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს 9 წლისწინანდელ ომს, ძვირი დაგვიჯდა სსრკ-ის დაშლა და განვითარებული სოციალიზმიდან ველურ კაპიტალიზმზე გადასვლა. კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის კი ომი ყოველთვის გარდაუვალია. აი ამას გვასწავლიდა დიდი სტალინი თავის ბოლო ნაშრომში “სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში”.

არ მოვუსმინეთ დიდ ბელადს და აგერ შედეგიც.

ღმერთმა ქნას, ომები ისტორიას ჩაბარდეს და მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. სურვილი ამისი დიდია, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ ომები აღარ იქნება.

ზევით კითხვა დავსვი, _ ვისგან გვიცავენ რუსებიმეთქი. ახლა პასუხი გაცემულია _ პირველ რიგში, აშშისგან. რა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში? როდესაც ამერიკა აღმოაჩინეს, ევროპიდან განძის მაძიებელთა არმია დაიძრა და ჩრდილოეთ ამერიკას შეესია. ამ ევროპელებმა _ ინგლისელებმა, ფრანგებმა, ჰოლანდიელებმა ამოჟლიტეს იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა და ტერიტორიის ბატონპატრონად გადაიქცნენ. აი ეს არის აშშ.

ამერიკელებს თავიანთ ტერიტორიაზე ომი არ ჰქონიათ, თვით ისინი კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უმიზეზოდ წაეკიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას იაპონიის ორი ქალაქი ატომური ბომბებით აღგავეს პირისაგან მიწისა, შემდეგ იყო ომები კორეასთან, ვიეტნამთან, არაბულ ქვეყნებთან, იუგოსლავიასთან. მსოფლიოს ბატონობისკენ ლტოლვამ ჩვენამდეც მოაღწია, თუმცა ამერიკელებს საქართველოსთან ომი არ სჭირდებათ. ჩვენი ხელისუფლება თვითონ ეპატიჟება მათ საქართველოში დასამკვიდრებლად. ვიცი, მავანი შემომედავება, ყველაზე დიდი მტრობა რუსეთისა საქართველოს მიმართ განგებ არ ახსენე, აბა, რას იტყვი რუსეთისგან ჩვენს ანექსიაზე 1921 წლის თებერვალშიო. და, რადგან ბევრ რამეს მართებულად ვერ აღიქვამთ, სწორ ინტერპრეტაციას ვერ ვაძლევთ, ვილაპარაკოთ ანექსიაზე. “ანექსია” ნიშნავს ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ანუ ჯარების შეჭრას სხვა ქვეყანაში, ოღონდ ეს უნდა ემსახურებოდეს დამპყრობი ქვეყნის მიერ დაპყრობილი ქვეყნის გაძარცვას, ხალხის დამონებას, მისი სიმდიდრეების გაზიდვას და ამ ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას.

ჰოდა, უცხო ჯარის შემოსვლა საქართველოში სამტროდ იყო თუ სამეგობროდ? ვნახოთ, რა წააგო და რა მოიგო ამ “ანექსიით” საქართველომ. როგორც ცნობილია, 1918-21 წლებში, ჟორდანიას ხელისუფლების პერიოდში, საქართველოში ხალხი გაძვალტყავებული იყო და იმაზე დუხჭირად ცხოვრობდა, ვიდრე დღეს ცხოვრობს.

ანექსიიდან” 2-3 წელიწადში კი წელში გაიმართა საქართველო. აღორძინდა ეკონომიკა, იმხანად ქვეყანაში წყვდიადი სუფევდა _ არ იყო ელექტროობა და გასაბჭოებული ქვეყნის ხელისუფლებამ ჰესის აშენება განიზრახა, მაგრამ რით, რა სახსრებით? აი მაშინ გამოგვიწოდეს რუსებმა დახმარების ხელი და ზემო ავჭალის ჰესის მშენებლობა, ანუ ზაჰესის მშენებლობა მთლიანად დააფინანსეს. მილიონ შვიდასი ათასი გაიღო რუსეთმა ოქროთი. აი მესმისანექსია”! ამ პერიოდში ჩვენს რესპუბლიკას რეგულარულად უგზავნიდა რუსეთი სურსათს, სამრეწველო საქონელს, ტექნიკურ მოწყობილობებს.

საბჭოთა რუსეთის დახმარებით დაიწყო 20-მდე მსხვილი საწარმოს მშენებლობა. 1921 წელს ამუშავდა თბილისის სამკერვალო ფაბრიკა, ხოლო ქუთაისში 1924 წელს _ მაუდ-კამვოლის კომბინატი… ორიოდე სიტყვა ქუთაისის მაუდ-კამვოლის კომბინატზე: 1922 წელს, როცა მოსკოვში ერთი კომბინატი ამუშავდა და პროდუქციის გამოშვებაც დაიწყო, უცებ მოწყობილობის მეორე კომპლექტი მოვიდა. არ იცოდნენ, რა ექნათ ამ მეორე კომპლექტისთვის. ეს ამბავი მივიდა მსუბუქი მრეწველობის მინისტრის ყურამდე, შემდეგ კი სტალინმაც შეიტყო. სტალინმა შესთავაზა მინისტრს, იქნებ ეს მეორე კომპლექტი რომელიმე ჩამორჩენილ რესპუბლიკას საჩუქრად გადავცეთო და გადასცეს ქუთაისს, რომელიც 1990 წლამდე იძლეოდა პროდუქციას. იმავე წლებში ამუშავდა ახალი მაღაროები ტყიბულსა და ჭიათურაში, გაფართოვდა ლითონდამამუშავებელი, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები თბილისში. უმოკლეს ვადაში შეიქმნა ახალი დარგები: მანქანათმშენებლობა, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობა, ფეროშენადნობებისა და ცემენტის წარმოება, ბარიტის, გუმბრინის მოპოვება; აბრეშუმის, მაუდ-კამვოლის, ტრიკოტაჟისა და ფეხსაცმლის წარმოება, შაქრის, ჩაის, ქაღალდის მრეწველობა, ტუნგოსა და ეთერზეთების წარმოება.

“ანექსიის” პირველი 20 წლის განმავლობაში სახალხო მეურონეობაში დაბანდებული იქნა 5 მილიარდ 720 მილიონი მანეთი, შედეგად საქართველოში აშენდა 815 ახალი საწარმო. მათგან დავასახელებთ ზოგიერთს: ავლაბრის მანქანათმშენებელი, ავტოსარემონტო და ფოლადთუჯსასხმელი ქარხნები თბილისში, მანქანათმშენებელი ქარხნები ბათუმსა და ქუთაისში, ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბათუმში; ამუშავდა ახალი შახტები ტყვარჩელსა და ტყიბულში, მარგანეცის მაღაროები ჭიათურაში, ცემენტის ქარხანა კასპში, შაქრის ქარხანა აგარაში, ფეხსაცმლის, მაუდისა და აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკები თბილისსა და ბათუმში, ქაღალდის ფაბრიკა ზუგდიდში, საკონსერვო ქარხნები გორსა და ქუთაისში, ღვინის ქარხნები და 60-მდე ჩაის ფაბრიკა სხვადასხვა რაიონში, იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოები, აშენდა ჰიდროელექტროსადგურები.

1940 წელს საქართველოში იყო 58 ე.წ. მტს-ი, რომლებშიც თავმოყრილი იყო 3015 ტრაქტორი, 532 კომბაინი, მიღებული საკავშირო ფონდიდან, რაღა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. დაიწყო წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია, შეიქმნა დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართო ქსელი, მომზადდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ამაღლდა მუშათა და გლეხთა კულტურულ-ტექნიკური დონე, არნახულად განვითარდა საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგები.

უფრო მოგვიანებით მწყობრში ჩადგა მრეწველობისა და ენერგეტიკის 300-მდე ობიექტი, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ელმავალმშენებელი ქარხანა თბილისში, საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი გორში, ქარხნები: “ელექტროავტომატი”, “ელექტროგამშვები”, “მიკროძრავა” და “გაზაპარატი”, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების საწარმო, სახეხი ქარხნები, ქვის დამმუშავებელი ქარხნები თბილისში და ა.შ.

სტალინურმა ეპოქამ მისცა საქართველოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, დასასვენებელი სახლები და სანატორიუმები, სტადიონები და სხვა სპორტული ნაგებობები. აღორძინდა კინოხელოვნება, დიდ წარმატებას მიაღწიეს სპორტსმენებმა, ბევრი გვყავდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი. სოციალიზმის დამკვიდრებამ საქართველოს მისცა უფასო განათლება, მკურნალობა და დასვენება.

ამოიღეთ ტაბუდადებული მხატვრულ-დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფერადი ფილმი “საბჭოთა საქართველო” და… ყველაფერი ნათელი იქნება.

ჯერ კიდევ სკოლიდან, როცა მსოფლიო გეოგრაფიას ვსწავლობდით, ვიცით, რომ დედამიწა შედგება 5 კონტინენტისგან _ ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია. მერე ვიღაცამ იფიქრა, ეე, ევროპა და აზია გადაბმულები არიან ერთმანეთზე, ჰოდა, მოდი, ევრაზია დავუძახოთო, მაგრამ, მიუხედავად ასეთი შემოკლებისა, ამ ორ კონტინენტს მაინც აქვს საზღვარი. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ:

ეს საზღვარი იწყება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სამხრეთით ურალის ქედის გასწვრივ, შემდეგ მისდევს მდინარე ურალს, შემდეგ _ კასპიის ზღვას, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაზე კუმა-მანიჩის ღრმულზე (და არა კავკასიონზე) გადის შემდეგ _ აზოვისა და შავ ზღვებზე, შემდეგ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე, ბოლოს _ ხმელთაშუა ზღვაზე, გიბრალტარის სრუტეზე.

გადავხედოთ ევრაზიის რუკას და აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროპასთან თამაშგარე მდგომარეობაშია, ანუ აზიის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთია ევროპა, დანარჩენი სამი კი _ თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიის შემადგენლობაშია, ისევე, როგორც საქართველო. დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქაჩებიან, გვინდა თუ არა, ჩვენ ევროპელები ვართო. კი, ბატონო, მაგრამ მე და ბევრ ჩემნაირს რას ეუბნებით, ჩვენ ხომ ღარიბები ვართ. და გსმენიათ, რომ ღარიბი ადამიანი ევროპელი იყოს? ახლა ვიღაც მეტყვის: შე კაი კაცო, რა პრობლემაა, გახდი ევროპელი და გამდიდრდებიო. არა, ძმაო, მთლად აგრე არ არის საქმე, ჯერ უნდა გამდიდრდე და ევროპელობაზე მერე იოცნებო. ისე, კაცმა რომ თქვას, სულერთი არ არის სადაური იქნები? მთავარია, სიმდიდრე გქონდეს. აი ამ “ევროპელებს” მიაჩნიათ, რომ ევროპაში გაცილებით ადვილი დასაცავი იქნება მათი აქ “ნავაჟკაცარი” _ აი მთავარი მიზეზი, რატამაც აცხადებენ პრეტენზიას ევროპელობაზე.

ქართველებს ევროპული საქართველო არ სჭირდებათ. საქართველო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული. ქართული საქართველო კიდევ უნდა იყოს თავისი ტერიტორიით, თავისი მინდორველით, ტყითა და მდინარეებით, თავისი ბაღვენახყურძენღვინით, მესაქონლეობითა და მეფრინველეობით, ხორბლისა და სიმინდის ყანებით, სამართლიანი სახელმწიფოთი, სამშობლოს მოყვარული ქალებითა და რაინდი ვაჟკაცებით; დამოუკიდებელი ხელისუფლებით. სააკაძისა და ერეკლეს მსგავსად, კლდესავით მაგრები და არა ჩანჩურები, როგორიც დღეს არიან.

საქართველო უნდა იყოს “იავნანათი”, “ჩაკრულოთი”, “მრავალჟამიერით”, “მეტივურით”, “გაფრინდი, შავო მერცხალოთი”, ქართული ენით, სარწმუნოებით, მამა-პაპათა ტრადიციებით, ქართული ყოფითა და ცხოვრებით. ჩვენი ჩაცმა-დახურვით და არა ნახევრად ტიტველი გოგო-ბიჭებით.

ქართველებს ჩვენი ძვირფასი წინაპრების ხსოვნა გვჭირდება _ ფარნავაზის, გორგასლის, დავითის, თამარის, სააკაძის, ერეკლე II-ის, დიდი ილიასი, ბრძენი სტალინის. აი ამათი იყო საქართველო საუკუნეების განმავლობაში და მათი ხსოვნა ევროპელობაზე არ უნდა გავცვალოთ.

პატივისცემით, გუგული ყოინაშვილი,

გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი

1 COMMENT

  1. ვისაც მხოლოდ რუსული ან ქართული გნებავთ, პირველ რიგში კომპიუტერებს და ტელეფონებს მოეშვით, ეგენი ევროპელი მწვალებლების მოგონილია! ვინც ევროპაში იმყოფებით და მწვალებლების სიკეთეებით სარგებლობთ, დაბრუნდით და თოხი და ბარი აიღეთ ხელში (ტრაქტორს და სხვა ტექნიკას არ გაეკაროთ, არამართლმორწმუნეების მიერაა დამზადებული)! ჰო – “მე ვარ და ჩემი ნაბადის” მეტს არაფერს მოუსმინოთ, ევროპული ყველაფერი ეშმაკისეულია!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here