მთავარი დაიჯესტი სატანის კოსტიუმში გამოწყობილი ტრანსვესტიტი პატარა ამერიკელებს წიგნებს უკითხავს

სატანის კოსტიუმში გამოწყობილი ტრანსვესტიტი პატარა ამერიკელებს წიგნებს უკითხავს

583
გააზიარეთ
ტრანსვესტიტი

პატარა “მის ფეთხუმი”, უფრო ზუსტად კი, ფერუმარილით სახედახატული მამაკაცი ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ბავშვებსა და მათ მშობლებს ლექსებს უკითხავს, “უწყინარ” შეკითხვებს უსვამს: “ვის სურს ტრანსვესტიტობა?”

ეს გამაოგნებელი შოუ ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართა.

ახლა ნიუ-იორკიდან ლონგ ბიჩში, კალიფორნიაში, გადავინაცვლოთ. მიშელ ობამას სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (აშშ-ში დამკვიდრებული სტანდარტული პრაქტიკაა ბიბლიოთეკისთვის მისი დამაარსებელი ფილანტროპების სახელების მინიჭება. ამ პრაქტიკის უნიჭო მიბაძვით მიხეილ სააკაშვილმა თავისი სახელობის ბიბლიოთეკა დაგვიტოვა სააკაშვილის მოედნიდან დიდუბეში გადასასვლელი ხიდის თავში: ხიდისთავის მათხოვარი).

როგორც ჩანს, ბიბლიოთეკები შეერთებულ შტატებში ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ გაშლილი შეტევის ავანგარდში ჩააყენეს. მიშელ ობამას სახელობის ბიბლიოთეკაში ლგბტ-ების ერთთვიურის მოწყობაც ამის დასტურია, მაგრამ რატომ მიიწვიეს ბავშვებისთვის წიგნის წასაკითხად რქიანი დემონი, რომელიც თავის თავს ქსოჩი მოჩის უწოდებს, გამოცანად რჩება.

იმის იმედიღა გვრჩება, რომ ბიბლიოთეკის ადეკვატურმა თანამშრომელმა, რომელმაც შეატყო, რომ მემარცხენე-ლიბერალურ იდეოლოგიასთან ბავშვების ზიარება გარდაუვალია, გადაწყვიტა მისი უსასიზღრესი ფორმით წარდგენა.

მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია, რადგან შტატებში ლეგალურად მოქმედმა ორგანიზაცია “სატანის ეკლესიამ” მხარი დაუჭირა ამგვარ წამოწყებას.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here