Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

1505
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

“ბ. კერატიშვილი, როგორც კაგებე-ს აგენტი, კარგად იყო გათვითცნობიერებული ამ სისტემის მუშაობაში. ამაზე მიუთითებს მისი განმარტება: “ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეკლესია და ზვიად გამსახურდია კაგებეს სხვადასხვა განყოფილებისგან კონტროლდებოდნენ, რაც ამ განყოფილებებში, მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ წინააღმდეგობებს, მუშაობაში ურთიერთხელისშეშლას, ერთმანეთის საქმეში ჩარევას და სხვა სახის სირთულეებს ქმნიდა”. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კერატიშვილი ორივე განყოფილებას აწვდიდა ინფორმაციას და მათ შორის _ ზვიად გამსახურდიაზეც.

თავის დასაცავად და იმის დასამტკიცებლად, რომ იგი არ იყო კაგებეს აგენტი, კერატიშვილი მიმართავს ძველ, ნაცად ხერხს _ აგენტებად აცხადებს იმ პიროვნებებს, რომლებიც, ისევე, როგორც . გამსახურდია, ღიად და ოფიციალურად ამხელდნენ მას საეკლესიო ქონების მითვისებაში, მის საზღვარგარეთ გატანაში, გაყიდვაში და ამორალურ ქმედებებში.

გაუგებარია, რატომ ხდის ბ. კერატიშვილი სადავოდ იმ გარემოებას, რომ პირველად ოფიციალურად ზ. გამსახურდიამ ამხილა იგი ეკლესიის ძარცვაში. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ზვიად გამსახურდიასთვის, რომელმაც ის, მის ხელთ არსებულ სხვა მასალებთან ერთად, გამოაქვეყნა უცხოურ პრესაში. იმ პერიოდისთვის საპატრიარქოსთან დაახლოებული მრევლი და ნებისმიერი პატიოსანი მღვდელმსახური მოწმე იყო იმისა, როგორ იძარცვებოდა საქართველოს ეკლესია, რადგან ეს ხდებოდა თითქმის დაუფარავად და ბ. კერატიშვილს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ეფრემ მეორის კარზე, რომ, იმის შიშით, კერატიშვილი ეკლესიიდან გაგვაგდებსო, მის მხილებას ვერავინ ბედავდა.

რატომ უკვირს ბ. კერატიშვილს, რომ, გამსახურდიას გარდა, მას სხვა საეკლესიო და სამოქალაქო პირები, მათ შორის, საქართველოში პირველი თაობის დისიდენტი, ქალბატონი ვალენტინა ფაილოძე და სხვები, რომ ამხელდნენ დანაშაულში? გასაკვირი არ არის, რომ მისი დაჭერის ინიციატორად ვ. ფაილოძესაც მიაჩნია თავისი თავი.

ინტერვიუში . კერატიშვილისინანულითაღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია მოსპო კაგებემ. ეს მისი მხრიდან ფარისევლობის მწვერვალია, იმიტომ, რომ თვითონ იყო ამ ორგანიზაციის ინფორმატორი და ვერ იტანდა . გამსახურდიას. ეს არ დაუმალავს სასამართლო სხდომაზეც. სასჯელის მოხდის შემდეგ, როდესაც მისი ნათესავის, ადვოკატ ელგუჯა კერატიშვილის, თხოვნით შევხვდით ერთმანეთს ჩემთან, სამსახურში, მისაყვედურა, რომ . გამსახურდიას მითითებით დავსაჯე ასე მკაცრად.

მე მას შევახსენე, რომ მართალია, ზ. გამსახურდიამ ამხილა იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძარცვასა და მამათმავლობაში, მაგრამ მის დაპატიმრებასა და დასჯასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ თავადაც სასჯელს იხდიდა. ბ. კერატიშვილი დაისაჯა კანონით, ხელისუფლების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გათავხედებულმა კერატიშვილმა სცადა ჩემი შეურაცხყოფა, რის გამოც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო. პირდაპირ ვუთხარი, რომ მისნაირი ქურდი და მამათმავალი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღვთის სამსახურში; რომ იგი არცხვენდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ქართულ ეკლესიას; თან დავუმატე, რომ, თუ არ გაჩერდებოდა, შევამოწმებინებდი სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზაზე.

როდესაც ბ. კერატიშვილი მიხვდა, რომ გავაგდებდი, კაბინეტიდან თვითონ გავარდა. იმავე დღეს დაწერა ჩემზე საჩივარი და მიუტანა იუსტიციის მაშინდელ მინისტრს, აწ განსვენებულ ვიქტორ შარაშენიძეს, რომელსაც მეორე დღეს მივეცი განმარტება ამ კონფლიქტის შესახებ. მე ისიც მოვახსენე მინისტრს, რა ეპითეტებით შევამკე “ბატონი” ბიძინა. ეს ადამიანი იმდენად ოდიოზური ფიგურა იყო, რომ მისი საჩივარი რეაგირების გარეშე დარჩა. საინტერესოა, რატომ არ იხსენებს ბ. კერატიშვილი ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, როგორც მოსამართლეს, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა, მაგრამ ძნელი იყო ამ ამაზრზენ და გარყვნილ პიროვნებასთან საუბარი. ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაგრამ, როდესაც ასეთი პიროვნება არის სასულიერო პირი, მას არ აქვს უფლება, იღვაწოს ეკლესიაში.

კერატიშვილის თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ინტერვიუში აღნიშნავს: “მისი (ე.ი. გამსახურდიას) და ჩემი დაპატიმრება ერთ წარმომავლობაზე მეტყველებს”. არა მგონია, ამ სიტყვების ავტორს დავიწყნოდა, რისთვის დააპატიმრა კაგებემ ზვიად გამსახურდია და რისთვის დააპატიმრა მილიციამ კერატიშვილი. არ მინდა, გადავღალო მკითხველი, მაგრამ შევახსენებ, რომ . გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც დისიდენტი, რომელიც ებრძოდა საბჭოთა წყობილებას, ხოლო კერატიშვილი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მძარცველი, რომელსაც გაჰქონდა საგანძური საზღვარგარეთ გასაყიდად, და როგორც ამორალური პიროვნება. ახლა მკითხველმა განსაჯოს, არის თუ არა ამ ორ პიროვნებას შორის განსხვავება და უფლება აქვს თუ არა კერატიშვილს, თავი გაუტოლოს გამსახურდიას.

ბ. კერატიშვილთან დაკავშირებით, მინდა, გავიხსენო ჩემი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან, რომელიც, თუ არ ვცდები, 1979 წლის შემოდგომაზე შედგა. მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მე დამირეკა ჩვენი ოჯახის ახლობელმა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორმა მარინა ჯიქიამ, რომელიც მეგობრობდა გამსახურდიების ოჯახთან და, მიუხედავად ზვიადის დევნისა, დაუფარავად აგრძელებდა ამ ოჯახთან ურთიერთობას. მან მოკრძალებით მთხოვა, შევძლებდი თუ არა “სუკის” მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ზ. გამსახურდიას მიღებას და მისთვის კერატიშვილის განაჩენის გადაცემას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მეორე დღეს იგი მოვიდოდა ქალაქის სასამართლოში. დათქმულ დროს შევხვდი ზ. გამსახურდიას ჩემს სამუშაო ოთახში. სანამ მდივანი გაამზადებდა განაჩენის ასლს, ვისაუბრეთ ამ საქმეზე. მისგან პირადად შევიტყვე მისი დამოკიდებულება “ბატონი” ბიძინას მიმართ. ახლა დაწვრილებით ჩვენი საუბრის შინაარსზე არ შევჩერდები, მას ჰქონდა უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება კერატიშვილის პერსონისადმი. . გამსახურდიამ მიამბო, რომ კერატიშვილმა ირგვლივ შემოიკრიბა მისნაირი მამათმავლები, ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას, სარგებლობდა იმ დროს საპატრიარქოში არსებული სრული უკონტროლობით, პატრიარქ ეფრემ მეორის მისადმი გამოცხადებული ნდობით და ძარცვავდა ტაძრებს, ნაძრცვს კი საზღვარგარეთ ყიდდა, რის შესახებაც მან ოფიციალურად აცნობა ხელისუფლებას. ჩვენი საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, . გამსახურდიამ წაიღო განაჩენი და ჩვენ დავშორდით. მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.

ბ. კერატიშვილი აცხადებს: “ალადაშვილმა, რომელმაც სრულიად უსაფუძვლოდ, ზემოდან დაკვეთით, ცრუ მოწმეთა და დასმენითი ჩვენებების საფუძველზე 15-წლიანი პატიმრობა გამომიტანა და მით უფრო, უმძიმესი ბრალდებით _ ეროვნულ-ისტორიული ღირებულების მქონე საეკლესიო განძის დატაცება, რაც სასიკვდილო ბრალდებაა!”

კერატიშვილი ვერ უარყოფს იმას, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ საეკლესიო პირებიც, რომლებიც მას ქურდობაში ამხელდნენ. ამ ფაქტს ის იმით ხსნის, თითქოს მათი ნაწილი “სუკის” აგენტი იყო, ზოგი დაშინებული იყო უშუალოდ ჩემ მიერ, ზოგი ხელისუფლების მხრიდან, ხოლო ზოგს პირადი შური და პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებდა. “ეს უკანასკნელი ფაქტორი ძალზე მარჯვედ და ოსტატურად იყო გამოყენებული ალადაშვილის და თვით ყველაზე პრიმიტიული იაფფასიანი საეკლესიო ინტრიგებიც კი ძიების მასალებში ჩართო და მტკიცებულებათა სახე მიანიჭა”, _ ამბობს კერატიშვილი. ის აცხადებდა: “რომ სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, იმიტომ, რომ ის საშინელება და ძალადობა, რასაც ალადაშვილი ახდენდა მოწმეებზე, ადვოკატზე თუ ჩემზე _ გარეთ, საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო”.

ბატონბიძინას, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ იგი დანაშაულში ამხილეს არა მხოლოდ რიგითმა სასულიერო პირებმა, არამედ დეკანოზებმა და ეპისკოპოსებმაც, რომლებმაც კონკრეტულად მიუთითეს, საიდან მოიპარა . კერატიშვილმა მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა საეკლესიო ნივთი. ამაზე ქვემოთ დეტალური მსჯელობა გვექნება. ეს თუ იაფფასიანი მტკიცებულებებია, მკითხველმა განსაჯოს. ბ. კერატიშვილს იმასაც შევახსენებ, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდა უზენაესი სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში და, მიუხედავად იმისა, რომ დასაჯდომი ადგილები დამსწრე საზოგადოებას არ ჰყოფნიდა, უამრავი ადამიანი საათობით ფეხზე იდგა. ყოველ პროცესს დაახლოებით 200 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დარბაზში ხალხი არ ეტეოდა. დაცვის ფუნქციას ასრულებდა სასამართლოს ორი-სამი თანამშრომელი, რომლებიც იდგნენ კართან და ხალხის ნაკადს ძლივს აკავებდნენ. თუ ბ. კერატიშვილს დავუჯერებთ, ასეთ “დახურულ რეჟიმში” იმიტომ მიმდინარეობდა პროცესი, რომ საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო ის საშინელი ძალადობა, რომელსაც მე ვახდენდი მოწმეებზე, ადვოკატზე თუ თვითონ კერატიშვილზე.

ბ. კერატიშვილს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. იგი აცხადებს: “ჯერჯერობით სახეზეა ალადაშვილის ხელმოწერით არსებული განაჩენი, რაც ერთი გადაკითხვისთანავე სერიოზულ ეჭვს ბადებს მოსამართლის კვალიფიკაციაზე, მის ობიექტურობაზე და კეთილსინდისიერებაზე, მე ამის უამრავი სამხილი გამაჩნია”. ის, ასევე ბრალს დებს იმავეში უზენაეს სასამართლოს და აცხადებს: “როგორ შეიძლება ვინმემ ილაპარაკოს ამ განაჩენის კანონიერებაზე, როცა იგი ზემდგომ ინსტანციაში სერიოზულად არც კი განხილულა?!”

იძულებული ვარ, რაც შეიძლება მოკლედ მოვიყვანო ის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ დაჩენილი მძიმე დანაშაული.

თავიდან _ მოკლე ექსკურსი ბ. კერატიშვილი პიროვნების შესახებ: კერატიშვილი წერს: “დაინტერესებული პირების მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს მე წერა-კითხვის უცოდინარი ვიყავი და თითქოს გავირიცხე უნივერსიტეტიდან და სემინარიიდან, მტკნარი სიცრუეა”.

აქ ის აშკარად ცრუობს. არ ვიცი, გაუვრცელეს თუ არაბატონბიძინას ხმები, რომ ის იყო წერაკითხვის უცოდინარი, რასაც არც მე ვეთანხმები, მაგრამ, რომ გარიცხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების მეორე კურსიდან აკადემიური ჩამორჩენისთვის, სიმართლეა.

ისიც სიმართლეა, რომ 1969 წლის სექტემბერში კერატიშვილი ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შესთავაზეს წინადადება, პირადი სურვილით დაეტოვებინა სემინარია, მის მიერ ცხოვრების არსებული წესების დარღვევის გამო. ვფიქრობ, მკითხველი თავად მიხვდება, “ცხოვრების” რა წესების დარღვევის გამო აიძულეს იგი, დაეტოვებინა სემინარია. ყოველივე დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით და არა ჭორის დონეზე, როგორც ამის წარმოჩენა უნდა ბ. კერატიშვილს. ეს არის რეალობა და არა მითი”.

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here