Home სხვადასხვა Facebook ფრაზები საბჭოთა საქართველოში, ცხოვრობდა ხუთ მილიონ ნახევარი ნაჭამ ნასვამი, განათლებული, ჯანმრთელი და...

საბჭოთა საქართველოში, ცხოვრობდა ხუთ მილიონ ნახევარი ნაჭამ ნასვამი, განათლებული, ჯანმრთელი და მდიდარი ქართველი! სინდისი სინდისობდა, ნამუსი ნამუსობდა!

5953
საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად 26 წელია რაც აღარ არსებობს, ამის მიუხედავად ის მუდმივი დებატების საგანია საქართველოში, პოსტ საბჭოურ სივრცეში ან თუნდაც დასავლეთ სამყაროში. საბჭოთა კავშირის ისტორიას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ულტრა კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც კი სწავლობენ, საბჭოთა კავშირი მეცნიერების დისპუტის საგანია, ბევრგან, მაგრამ არა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ დონეზე.

„საქართველოში სიტყვათა შეთანხმება “საბჭოთა კავშირი” – კომუნიზმთან ასოცირდება, ზოგიერთი მოქალაქის შემთხვევაში კი ეს ორი ტერმინი გულისრევას იწვევს.

საქართველოში სახეზეა ორიდან ერთ-ერთი ა) გაუნათლებლობა და საკითხის არასიღრმისეულად ცოდნა ბ) მიზანმიმართული პროპაგანდა და ტერმინების ან პიროვნებების დისკრედიტაცია.

საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა კომუნიზმის დისკრედიტაციას საქართველოში უფრო ის პირები ცდილობენ რომლებიც წარსულში პარტიულ აქტივობაში იყვნენ შემჩნეული, “რიგითი” მოქალაქეები ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ზოგადად კომუნიზმის, არამედ საბჭოთა კავშირის მიმართაც კი პოზიტიურად არიან განწყობილები.

საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევა ისეთ ქვეყანაში რომელიც ამ ისტორიის უშუალო მონაწილე იყო აუცილებლობას წარმოადგენს, აუცილებელია წარსულის გააზრება.

მანამ სანამ არ მოხდება წარსულის გააზრება ზოგიერთი პოლიტიკოსის ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე მოწოდება საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე, ქუჩების გადარქმევაზე და ა.შ. არა სიცილის, არამედ სერიოზული შიშის აღმძვრელი იქნება“. – ამონარიდი ლობჟანიძის ბლოგიდან „სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა“.

გავიდა დრო და მოვუყვეთ შვილებს!

საბჭოთა საქართველოში, თავზე რომ დავიმხეთ მერე, ცხოვრობდა ხუთ მილიონ ნახევარი ნაჭამ ნასვამი, განათლებული, ჯამრთელი და მდიდარი ქართველი!

განათლება–ხარისხიანი უფასო და აქეთ გიხდიდნენ სტიპენდიას!

ჯანდაცვა– უფასო სრულად!

ბინები–უფასოდ!

ზამთრის და ზაფხულის კურორტები გარანტირებულად!

პენსიონერ ბებია-ბაბუებს საპენსიო ბარათებზე დაუხარჯავი ფული რჩებოდათ!

სიტყვის და მოქცევის თავისუფლება იყო უკეთესი, ვიდრე მიშას და ნაცების დროს!

სინდისი სინდისობდა, ნამუსი ნამუსობდა!

ქიციც იყო და ქიცმაცურიც!

სამსახური—სავალდებული!

არ იმუშავებდი და შენი ჯობდა!

კაი სამსახური–მხოლოდ პარტიის აქტივისტებისთვის და ნეპოტიზმით!

პირველი მდივანი იყო ქართველი კომუნისტი!

მეორე მდივანი–ანუ ,,თვალი,, რუსი კომუნისტი!

მერე თავისუფლების ხარისხი და კომპარტია აღარ მომეწონდა და დავიმხე თავზე ყველაფერი!

ახლა მქვია თავისუფალი საქართველო!

მშია, მწყურია, რაც მქონდა გავყიდე, განათლება უხარისხო, ჯანდაცვა სადაა?

დავრჩი 3 მილიონი!

ზოგი ჩაიქცა, დანარჩენი გაიქცა!

ფული არა, სამსახური არა, პენსია–მათხოვრული!

,,თვალი,, შეიცვალა, ახლა ელჩი ქვია!

წარსულში მხოლოდ ახალგარზდობა მხიბლავს, მაგრამ დღეს რატომ ვარ ასეთ დღეში?

მთელი დუნია ჩემი მეგობარი თურმე!

მთელ დუნიას ჩემზე ამოსდის მზე და მთვარე და აბა რატომ მჭირს ის რაც მჭირს მეც და ქვეყანასაც?

არ ყოფილა დემოკრატია ხალხის და ხალხისთვის მმართველობა!

და არც მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა!

 

ფატი ხარშილაძე

14 COMMENTS

  1. Demokratia es ubrlalod sitkvaa da zed morgebulia ramodenime adamiani an ojaxi, danarchenistvia es sitkva upro tanamedrove tipis burjuizmia sruli am sitkvis mnishvnelobit,
    Sabchota kavshiris dashla es gardauvali iko, magram , xom shegvezlo is siketeebi is simdidre is kovelive rac saxelmcipos gaachnda dagvetovebina da upro gagvezlierebina? Ki magram am shemtxvevashi zog naziralas patriotis nigabs amoparebuls raga eshovnat? Es aris da es,
    Chvenve movspet da gavanadguret ara marto sakartvelo aramed sakutari xalxic.
    Am drois ganmavlobashi, bevri adamiani mokvda, zogo avadmkopobit, zogi shimshilit, zogmac vegar gauzlo gasachirs damcirebas valebs da tavi moikla, ki isec daixocnen tavis sikvdilit magram ak vgulisxmob im pakts rom ara eseti damokidebuleba samshoblosadmi sakutari xalxisadmi da sabolood zarcva xalxis sakutrebisa mizanmimartuli gagatakeba kveknisa es xalxi cocxelbi iknebodnen, davamateb imasac rom uamravi adamiani dauojaxebeli darcha masobrivi abortebi mizezi sigaribe, eseigi shtamomavloba davkarget, eri dgesdgeobit momakvdavad itvleba, visi bralia es? Es kvelaperi kargad vicit kvelam da amaze metic, magram isev grzeldeba chkuas ver vscavlobt,
    Dges paktiurad sakitxi unda idges eris gadarchenaze, rom gavmravldet gavtatldet da janmrtelebi vikot magram ?

  2. და ისევ ყველაზე მეტად ჩვენ ვერ შევირგეთ ეს ყველაფერი, საბჭოთა კავშირის დროსაც ვინ იყვნენ ცნობილი კრიმინალები ყველაზე მეტი რიცხობრივად? ქართველები, პროცენტულად უმეტესად ვინ თაღლითობდა, აფერისტობდა და ათას სისაძაგლეს სჩადიოდა? ქართველი, ყველაზე მეტი “ანონიმკა” საიდან მიდიოდა მოსკოვში ისევ თავისიანების ჩასაძირად? საქართველოდან . . . და ასე შემდეგ . . . ბევრი რამ ჩვენს თავს მოვკითხოთ

  3. იმ ხუთმილიონნახევარში მილიონნახევარი მაინც იყო სხვა ეროვნების-რუსი, და ა.შ.

  4. ის ჯანდაცვა, რაც საბჭოთა კავშირში უფასო იყო, ისეთი ამერიკასაც უფასო ქონდა, ეს ისე, ცნობისთვის, საბჭოთა კავშირს ერთადერთი უკეთესი ქონდა განათლების სისტემა, მხოლოდ და მხოლოდ სისტემა. აი რასაც გვასწავლიდნენ კი კარგად გვახსოვს ყველას – დიამაიტი, სსრკ ისტორია, პოლიტეკონომია, ყაყიტას ქურდები, გოგია უიშვილი და ა.შ. და არ დამიწყოთ ახლა, რომ ეკონომიკას სოცშეჯიბრება ავითარებს და არა ჯანსაღი კონკურენცია, როგორც პოლიტეკონომიაში გვასწავლიდნენ

  5. მართლაც რო ის დრო ჯობდა ამას დამაზე ბევრიც დამეთანხმება სად მაშინ ვის რათ უნდოდა დოლარები ეხლა რო ნატრულობენ და კკიდე ბევრს ეს ცხოვრება მოსწონს

  6. Es marto qartvelebma vicit rom Sabjota saqartveloshi qartvelebi vcxovrobdit, msoflio rusad gicnobdi da exla esmit mashtaburad rom saqartvelo arsebobs. Rac sheexeba demokratias sadaa saqartveloshi demokratia? Sawyal xalxs arc televiziit da arc presit swori informacia ar miewodeba rom zneobriv adamianad chamoyalibdes da girseuli archevanis pretenzia gauchndes

  7. კი! ….რაც შეეხება დემოკრატიას,უძველესი დროიდანაა აღიარებული,რომ იგი გახლავთ მმართველობის უსაშინლესი ფორმა სინამდვილეში,ტირანიის შემდეგ!

  8. იმუშავე და გექნება ყველაფერი. ადრე სხვა წყვიტავდა შენ მუშაობის საკითხს, დღეს შენ გაქვს იმის უფლება იმუშავო თუ უმუშევარი იყო.

  9. sad unda imushao gakvt sackal xalxistvis samushao? mainc zurgze ar ecemit diax zalian kargad vikavit mashin. exla vart kargad ro xalxi izulebuli gaxadet sxvagan gadaixvecon da sxvis moaxleebad
    ikcnen, ras aketebt tkv
    en amistvis.

  10. “საბჭოთა საქართველოში, ცხოვრობდა ხუთ მილიონ ნახევარი ნაჭამ ნასვამი, განათლებული, ჯანმრთელი, ნამუსიანი და მდიდარი ქართველი!” რომლებიც იმდენად კარგად და კომფორტულად ცხოვრობდნენ, რომ მათ საქართველოს მომავალზე ვეღარ იფიქრეს და დაგვიტოვეს: ნაღმებად ჩადებული ავტონომიები, გასხვისებული ტერიტორიები, მტრის აღზრდილი ინტელიგენცია, გადაგვარებული ისტორია, დაივიწყეს ქართველი ერის უმთავრესი ფასეულობები და თავისი არაქართული, ინტერნაციონალური, აზროვნებით ააშენეს ისეთი საქართველო, რასაც დღეს ვხედავთ!
    ეს სწორედ ის ნაყოფია რაც საქართველოს და საბჭოეთის დამყნობით ამ ნამყენმა მოისხა! ახლა მას დასავლეთის ლიბერალიზმიც მიამყნეს და იმის ნაყოფიც უკვე ვიგემეთ!
    ასეთი “განათლებული”, “ჯანმრთელი”, “ნამუსიანი” და “ბრძნული” აზროვნებით საქართველოს იმდენ შხამიან კვირტს მივამყნობთ, რომ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ბინძური ერის ქვეყანად დარჩება!
    სულ სხისი მონობის ოცნებაში რატომ ცოცხლობთ თუ ამს სიცოცხლე ქვია?
    ამის დამწერებმა ის მაინც იცით რა არის ქართული?
    რა არის ქართული სახელი?
    რამდენ ქართველს ქვია ქართული სახელი?
    100 000 მოწამის ქვეყანაში ერთ წმინდანს მაინც იცნობთ ქართული სახელით?
    ან იცით რას ნიშნავს ტერმინი “მაქურთი”?
    თუ არ იცით, ეს თქვენ ხართ, მაგრამ მაინც ვერ მიხვდებით რას ნიშნავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here