Home ახალი ამბები მსოფლიო რუსულმა ვაქცინამ ევროპული ბლოკადა გაარღვია

რუსულმა ვაქცინამ ევროპული ბლოკადა გაარღვია

4413
რუსულმა ვაქცინამ ევროპული ბლოკადა გაარღვია

უნგრეთი მზად არის, დეკემბერში შეისყიდოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, _ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ინფიცირებულია და კარანტინში იმყოფება. ამასთანავე, ევროკომისიამ, რომელიც ცოტა ხნის წინათ ბუდაპეშტს სანქციებით ემუქრებოდა რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის გამოყენების შემთხვევაში, აზრი შეიცვალა. გამორიცხული არ არის, რომ უნგრეთის კვალდაკვალ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მიმართონ რუსეთს ვაქცინის შესაძენად.

უნგრეთი დეკემბერში დაიწყებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეტანას ქვეყანაში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს განცხადებით, რუსეთი უნგრეთს მცირე რაოდენობის პარტიას მიაწვდის კლინიკური კვლევების დასასრულებლად, ვაქცინის სრულყოფილად შესწავლისა და უნგრეთში მისი ლიცენზირების მიზნით. ვაქცინის დიდი პარტიების მიწოდება კი დაიწყება 2021 წლის იანვრის მეორე და მესამე კვირებში. ამასთანავე, ერთ-ერთი უნგრული კომპანია დაიწყებს ამ ვაქცინის წარმოებას.

საინტერესოა ევროკავშირის რეაქცია მისი ერთ-ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე, დახმარებისთვის რუსეთს რომ მიმართა.

ევროკავშირის ნორმებით დასაშვებია, უნგრეთმა რუსეთისგან შეიძინოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა ევროპული სერტიფიკაციის გარეშე, თავისი იურიდიული პასუხისმგებლობით”, _ განაცხადა რამდენიმე დღის წინათ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე კეეპსმაკერმა.

მოგვიანებით კი ბრიუსელიდან სხვა, უფრო მკაცრი განცხადება გაისმა. ევროკომისიის მეორე წარმომადგენელმა ერიკ მამერმა უნგრეთი გააფრთხილა, რომ რუსული ვაქცინის შესყიდვის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ მოხდება ამ ვაქცინის სერტიფიკაცია ევროკავშირის ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში “ევროკომისია იძულებული იქნება, მკაცრი ზომები მიიღოს”. მამერმა ოფიციალურ ბუდაპეშტს შეახსენა, რომ ბრიუსელი ვაქცინის მიწოდებაზე შეთანხმებას აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც შემდეგ პრეპარატის დამზადებას დაიწყებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან ან ჩინეთთან. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის განზრახვა, რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის მიემართა დახმარებისთვის, საიდუმლო არ ყოფილა ევრობიუროკრატებისთვის. ჯერ კიდევ ოქტომბერში უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს მოსკოვსა და პეკინთან ვაქცინის შესყიდვაზე.

რუსულმა ვაქცინამ ევროპული ბლოკადა გაარღვია

“ევროჩინოსნების პოზიციების მოულოდნელი ცვლილება ადვილი ასახსნელია”, _ ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვი. “მე მათ ბევრჯერ შევხვედრივარ და შემიძლია ვთქვა _ ისინი კარიერისტები არიან, მათ ნაწილს მკვეთრად ანტირუსული განწყობა აქვს, მაგრამ იდიოტები არ არიან. ისინი აცნობიერებენ, რომ ევროკავშირში განწყობა არ არის ნებისმიერ ფასად რუსეთთან დაპირისპირების სასარგებლოდ”, _ აღნიშნა სენატორმა.

ევროპარლამენტის დეპუტატების დაახლოებით მეოთხედი არ არის ანტირუსულ პოზიციაზე, _ დასძინა კლიმოვმა, _ ევრობიუროკრატები იძულებულნი არიან, რეაქცია ჰქონდეთ, სავარძლების გარეშე რომ არ დარჩნენ”.

“რაც შეეხება უნგრეთს, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეს ქვეყანა დიდი ხანია, ნერვებს უშლის ევროკავშირს”, _ აღნიშნა სენატორმა. უნგრელები იცავენ თავიანთ სუვერენულ უფლებებს კანონმდებლობის, მართლწესრიგის, სამართალწარმოების სფეროებში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავისი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანდაცვის საკითხებში ბუდაპეშტი ამოდის არა .. ევროპული ფასეულობების პრიორიტეტებიდან, არამედ იქიდან, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა”.

“უნგრეთის ფარმაკოლოგიური მრეწველობას რუსეთთან ურთიერთქმედებას უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა, როცა სოციალისტური ბლოკი არსებობდა, ამიტომ ეს თანამშრომლობა არახალია”, _ განაცხადა კლიმოვმა.

მსგავსი თვალსაზრისი აქვს კლუბ “ვალდაის” წევრს, პროფესორ სტანისლავ ტკაჩენკოს. “უნგრეთში ერთმანეთს დაემთხვა ორი პროცესი: პირველი _ კორონავირუსის მეორე ტალღამ მთელ ევროპას გადაუარა, ამიტომ ვაქცინა საჭიროა, _ განაცხადა ექსპერტმა, _ მეორე _ დღეს ევროკავშირის კურსის საწინააღმდეგოდ სვლა უნგრეთის ყოველდღიური პოლიტიკაა”. პოლიტოლოგის აზრით, უნგრეთის გარდა ცენტრალურ ევროპაში კიდევ არიან სახელმწიფოები, რომლებიც არ ეთანხმებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებშიც პოპულარულია ნაციონალისტური იდეები და პარტიები”.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსოფობიის მიზეზით “პოლონეთი, ალბათ, არ იყიდის რუსულ ვაქცინას, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა _ ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ხორვატიამ _ შეიძლება შეიძინონ, რადგან მათ გამძაფრებული აქვთ დამოუკიდებლობის განცდა ევროკავშირის მიმართ”.

რუსული პრეპარატით დაინტერესებულია კიდევ ერთი ქვეყანა _ ავსტრია. კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ავსტრიის პრემიერმინისტრ სებასტიან კურცის ცოტა ხნის წინათ გამართული სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენებაზეც იყო საუბარი.

უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც სურს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა. ჯერ კიდევ აგვისტოში ვაქცინის შეძენის სურვილი გამოთქვა 27 ქვეყანამ, ნოემბერში რუსული ვაქცინის წარმოების დაწყების მზადყოფნაზე განაცხადა ეგვიპტემ.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა სურვილი გამოთქვა, დაელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის დიდი პარტიის შესყიდვის შესახებ, მოგვიანებით კი თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს 25 მლნ ვაქცინის შეძენის შესაძლებლობა.

როცა ზოგიერთი რუსეთს ახსენებს, მეჩვენება, რომ არ ესმის, რაზე ლაპარაკობს. ეს ხომ ზესახელმწიფოა, რომელსაც ნობელის პრემიის 28 ლაურეატი ჰყავს; სახელმწიფო, რომელსაც უზარმაზარი სამეცნიერო პოტენციალი და მოწინავე ტექნოლოგიები გააჩნია. ზოგიერთმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო აღარ არსებობს”, _ განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის, “სპუტნიკ V”-ის, რეგისტრაციის შესახებ ამა წლის აგვისტოში განაცხადა, ოქტომბერში თქვა, რომ ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრმავექტორმამეორე რუსული პრეპარატი გაატარა რეგისტრაციაში; 6 ნოემბერს კი განაცხადა, რომ მალე რეგისტრაციას გაივლის ჩუმაკოვის ცენტრის მიერ შექმნილი მესამე ვაქცინაც. გასულ კვირას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა განცხადებით, “სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის პროცედურის დასაჩქარებლად.

ამრიგად, რუსეთი ღირსეულად ასპარეზობს მსოფლიოში ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შეჯიბრში. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში 150 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური გამოცდის სტადიამდეა, 47 კი _ კლინიკურ გამოცდას გადის.

კლინიკური გამოცდის ეტაპი პირველებმა გაიარა ჩინური კვლევითი ინსტიტუტებისა და ფარმაკომპანიების პრეპარატებმა, მეორე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური გიგანტის, AstraZanca-ს, ვაქცინა, ხოლო მესამე _ მოსკოვის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მოსკოვის ცენტრის ვაქცინა “სპუტნიკ V”.

რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომელთა პრეპარატებმა კლინიკური ეტაპი გაიარეს, განუხრელად მატულოს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ თურქეთმა განაცხადა საკუთარი ვაქცინის შექმნაზე. ამ ფონზე აშშ-მა რუსეთი, ჩინეთი და ირანი დაადანაშაულა, რომ თითქოს ეს ქვეყნები ცდილობენ, ხელი შეუშალონ აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here