მთავარი ყვითელი გვერდი რუსმა მეცნიერებმა შექმნეს ნანომასალა, რომელიც კარიესის პრობლემას გადაჭრის

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს ნანომასალა, რომელიც კარიესის პრობლემას გადაჭრის

796
გააზიარეთ
გიორგი ფრილოვი
გიორგი ფრილოვი, კარიესის საწინააღმდეგო ბჟენის შემქმნელი

რუსეთში შეიქმნა განსაკუთრებული ანტიბაქტერიული ნანომასალა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება სტომატოლოგიაში საბჟენი მასალებისა და პასტების დასამზადებლად პირის ღრუს დაავადებათა განვითარების აღსაკვეთად.

მეცნიერებმა შეისწავლეს ნანონაწილაკები, რომლებიც შედგება ტიტანის ოქსიდების, რკინისა და თუთიისგან. ექსპერიმენტების მსვლელობისას გაირკვა, რომ ეს ნაწილაკები, უმცირესი კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი, კლავს ბაქტერიებს და მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკები.

ასეთი ნანონაწილაკების სტომატოლოგიურ მასალაში დამატება გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას (რომელსაც აწყდება სტომატოლოგიური კაბინეტების ყველა სტუმარი) _ გამოხრული კბილიდან საბჟენი მასალის ამოვარდნას და კარიესის განვითარებას. ეს ხდება იმის გამო, რომ საბჟენი მასალის კიდეებზე დროთა განმავლობაში ჩნდება მიკრობზარი, რომელშიც აქტიურად მრავლდება მიკროორგანიზმები. საბჟენ მასალაში ნანონაწილაკების დამატებით დაცული იქნება ბჟენის კიდეები მიკრობებისგან. ეს კი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას. როგორც პროექტის მონაწილე ერთ-ერთი სპეციალისტი იაკობ კარასენკო ამტკიცებს, “ეს არის, პარქტიკულად, ტექნიკური რევოლუცია სტომატოლოგიაში. ანტიბაქტერიული დანამატის გამოყენება შეიძლება არამხოლოდ ბჟენის შემადგენლობაში, არამედ სხვა სტომატოლოგიურ მასალებშიც იმპლანტანტების ვადის გახანგრძლივების მიზნით. ჩვენს კლინიკაში იმპლატანტი უკვე წარმატებით გამოიყენება”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here