მთავარი ყვითელი გვერდი რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ქორწინებით გამდიდრებით-ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ქორწინებით გამდიდრებით-ჰოროსკოპი

2369
გააზიარეთ

ასტროლოგთა მტკიცებით, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას, არამედ ვარსკვლავების ფულთან დამოკიდებულებასაც.

 

გნებავთ გამდიდრება? მაშინ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპით შეარჩიეთ.
ვერძი
ვერძი ჰაერის სტიქიის ნიშნებთან ახლოს უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მერწყულთან. ეს მათთვის იდეალური წყვილია. სასწორსაც შეუძლია ფულადი წარმატების მოტანა. სამაგიეროდ მორიელებს უნდა ერიდოთ, ისინი ყველაფერს ქარს გაატანენ.
კურო
კუროებისთვის სასარგებლოა მერწყულებთან და მორიელებთან კავშირი. ეს მათ არნახულ ფინანსურ წარმატებას უქადის. არ იქნება ცუდი, ასევე, ცეცხლის ნიშნებთან (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) კავშირიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუროებს ნერვების მოშლა გარანტირებული ექნებათ.
ტყუპები
ტყუპებს ფულის შოვნა ლომთან ერთად შეუძლიათ, მათთვის ლომი ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული მშვილდოსნის გვერდით თავადაც კარგად შოულობენ ფულს, მაგრამ პარტნიორ-ტყუპებს ვერაფრით ეხმარებიან. მორიელებს კი საერთოდ ტყუპების გაკოტრება შეუძლიათ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს გასამდიდრებლად ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან კავშირი ესაჭიროებათ. კუროს ვარიანტიც გამოდგება, ისინი თვითონაც იშოვიან ფულს და კირჩხიბსაც აშოვნინებენ.
ლომი
ლომი ტყუპებთან წყვილში გამდიდრდება. ეს წყვილი, უბრალოდ, ძალიან იღბლიანია ფინანსებში. ერთად ისინი ძალიან მალე გამდიდრდებიან. ლომს ბედნიერი და მდიდარი ცხოვრებისთვის, ასევე, გამოადგებიან სასწორი, მერწყული, თხის რქა, ქალწული და კურო. სამაგიეროდ უნდა ერიდოს მორიელს, მისი სიახლოვე ფულად იღბალს დააფრთხობს.
ქალწული
ქალწულებს მორიელის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუკი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის მორიელი მთლიანად არათავსებადია ფულად საკითხებში, ამ შემთხვევაში ის კაპიტნის როლს თამაშობს. მორიელები ქალწულებს განვითარების გზების მოძიებაში დაეხმარებიან. თავიანთი ინტუიციით ისინი ქალწულებს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობებს დაანახვებენ.
სასწორი
სასწორს ბიზნესში იღბალი თითქმის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მოაქვს. მათ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის ფულის მოზიდვა შეუძლიათ, მაგრამ თავად თეთრის გარეშე რჩებიან. ერთადერთი, ვისაც ამ ნიშნის დახმარება შეუძლია, ეს მშვილდოსანია. თუკი ისინი სასიყვარულო კავშირში გაერთიანდებიან, მაშინ მათ ფინანსური წარმატება ელოდებათ.
მორიელი
მორიელებთან საქმე შედარებით რთულადაა: ისინი ბევრი ნიშნისთვის მახეს წარმოადგენენ. მორიელი ვერ გააკოტრებს მხოლოდ თხის რქას, კუროსა და ქალწულს. თუკი მორიელს პირადად სურს გამდიდრება, მაშინ მან თავისი ბედი ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს უნდა დაუკავშიროს. მაგრამ ამ შემთხვევაში მორიელს თავად მოუწევს ოჯახის შენახვაზე ზრუნვა, ვინაიდან ეს ნიშნები მასთან ერთად ბევრს ვერ იშოვიან.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს მერწყულთან და სასწორთან გაუმართლებს. თუკი მშვილდოსანი ამ ნიშნებიდან ერთ-ერთთან ოჯახს შექმნის, მაშინ მას მდიდარი მომავალი გარანტირებული აქვს. თუკი თავად ისურვებენ ფულის მაგნიტის როლის შესრულებას, მაშინ ცხოვრების თანამგზავრად თხის რქა, ქალწული ანდა კურო უნდა აირჩიონ. ეს ნიშნები მშვილდოსნის იღბლიანობის წყალობით ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ.
თხის რქა
თხის რქა ისეთი ნიშანია, რომლის ფინანსურ წარმატებაზე გავლენას ვერცერთი ნიშანი ვერ მოახდენს. რაც შეეხება ფულად საკითხში თავსებადობას, მშვილდოსანთან, ვერძთან ანდა ლომთან კავშირში მათ გარანტირებულად სტაბილური მოგება ექნებათ.
მერწყული
მერწყულს ქორწინება ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან ურჩევნია: მშვილდოსანთან, ვერძთან და ლომთან. ფულად წარმატებას მოუტანთ, ასევე, სასწორი და კურო. აი, მორიელს კი უნდა ერიდოთ – ფინანსური საქმეები უკან-უკან წაგივათ.
თევზები
თევზებს მუდმივად ვისიმე მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მათ შორის ფინანსურ საკითხებშიც. მათი დახმარება შეუძლიათ თხის რქას, ქალწულს ანდა კუროს. თუკი თევზებს დამოუკიდებლად სურთ წარმატების მიღწევა, მაშინ მათ გვერდით ვერძი სჭირდებათ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here