Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “რისთვის შეცვალეთ მთავრობა? ძალადობრივი პოლიტიკის გამო ხო?!! რა შეიცვალა? არაფერი!!”

“რისთვის შეცვალეთ მთავრობა? ძალადობრივი პოლიტიკის გამო ხო?!! რა შეიცვალა? არაფერი!!”

1179

სალომე შონია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თბილისში 16 მაისს მომხდარ ამბავზე წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.


“თავი მართლა ვინ გგონიათ?!!! გაოგნებული ვარ, რაც 20 წუთის წინ, ვაკეში, თაყაიშვილის 4 ნომერში მოხდა!!!! გააჩერეს მანქანა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა, გადმოათრიეს 25 წლამდე ბიჭები და ცხადია, ისინი შეეწინააღმდეგნენ! ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ პოლიციელები იქნებოდნენ! აი მერე დაიწყეს ყაყანი, პოლიცია ვართო.

გამოვარდა ქალი, რას აკეთებთ და თუ პოლიცია ხართ, ფორმები რატომ არ გაცვიათო?! მერე დაიწყო მთავარმა მოზვერმა ისევ ყაყანი, ფორმები ჩაიცვით ყველამო. ამასობაში მივიდა იმ მერსედესის მარკის ჯიპთან (ML, FTF – 525) სადაც დაკავებული ერთ-ერთი ბიჭი იჯდა და დაუწყო ცემა, გადმოეთრიეო. აი მანდ ამენთო და ვეღარ მოვითმინე მეც ავყვირდი, რატომ ურტყამთ, ვინ მოგცათ უფლებათქო და მანდ გაჩერდა ეს მოზვერი, ამომხედა აივანზე და დამშვიდდით ქალბატონოო. მეთქი, სულ რომ 10 კაცი მოეკლა, ვინ მოგცათ უფლება, რომ ურტყამთთქო და აი გადმოვიყვან და თქვენს თვალწინ გავჩხრეკო.
წარმოდგენაც არ მინდა რა ბედი ეწევათ დღეს ამ ახალგაზრდებს განყოფილებაში. პოლიციას როგორ შეეწინააღმდეგნენო, თითზე დაიხვიეს და ვერც მიხვდნენ უფორმო პოლიციელებზე, ასეთი სტრატეგიაა ალბათ, მერე რომ თქვან წინააღმდეგობა გაგვიწია დაკავებისასო!

რისთვის შეცვალეთ მთავრობა? ძირითადად ძალადობრივი პოლიტიკის გამო ხო?!! რა შეიცვალა? ა რ ა ფ ე რ ი!!!!
გაცოფებული ვარ”- წერს სალომე შონია სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here