მთავარი ისტორია რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

2324
გააზიარეთ
რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

საბჭოთა საქართველო, ფორმით სოციალისტური და შინაარსით ნაციონალისტური, სრულ სახელმწიფოებრივ ნიშანთვისებებს ავლენდა _ ჰქონდა თავისი გერბი, დროშა და ჰიმნი, ნაციონალური პოლიტიკა, ავტოკეფალიური ეკლესია, ჰყავდა ჯარი და ჰქონდა მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა

ჩამორჩენილი, აგრარული გუბერნიიდან საქართველო გახდა მეტალურგიის, საავტომობილო, ხელსაწყოთა, ელექტროტექნიკური აპარატურისა და ავტომატიკის საშუალებათა მრეწველობის რესპუბლიკა, რომელიც აწარმოებდა თუჯს, ფოლადს, ნაგლინს, მილებს, მაგისტრალურ ელმავლებს, კოქს, ურთულესს ლითონსაჭრელ ჩარხებს, მინერალურ სასუქებს, მრავალგვარ ხელსაწყოსა და სხვ. საქართველოს სამრეწველო პროდუქციის ნომეკლატურაში დიდი ადგილი ეკავა მანქანათმშენებლობის, ჩარხმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის პროდუქციის ახალ სახეობებს, რესპუბლიკის მანქანათმშენებელი ქარხნები იმჟამად ითვისებდნენ ახალი კონსტრუქციის სახარატო ჩარხების, სამთოსაშახტო მოწყობილობების, მძიმე ავტომანქანების, ექსკავატორების, ჩაის, მეღვინეობის, საფეიქრო მრეწველობის მანქანებისა და მოწყობილობების, ჩაის საკრეფი მანქანების, ჰიტრომეტეოროლოგიური აპარატურებისა და სხვათა დამზადების ტექნოლოგიებს. ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მრეწველობის დიდ წარმატებაზე მოწმობდა ის, რომ ზოგიერთი პროდუქციის (ფოლადი, ნაგლინი, ცემენტი, მარგანეცი, ელექტრომანქანები და სხვ.) წარმოების მიხედვით შორს ჩამოიტოვა ევროპის მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები, რომ არაფერი ვთქვათ აზიის კონტინენტის ქვეყნებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ იმპერიალისტური სახელწიფოებისადმი დამოკიდებულ მდგომარეობაში და ვერ შეძლეს, შეექმნათ თავიანთი მრეწველობა. საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ცემენტის წარმოება შეადგენდა 267 კილოგრამს, მაშინ, როცა ინგლისი აწარმოებდა 230 კგ ცემენტს, იტალია _ 255 კგ, იაპონია _ 162 კგ, ხოლო ინდოეთი, თურქეთი და მექსიკა ერთად აღებული _ მხოლოდ 156 კგ.

საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მეტალურგია ჰქონდა, თუჯის წარმოების მხრივ გაუსწრო ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანას _ იტალიას, იაპონიას, ინდოეთსა და თურქეთს. საქართველო აწარმოებდა მეტ ფოლადს, ვიდრე შვეიცარია და თურქეთი, ერთად აღებული. ქართული თუჯი და ფოლადი ცნობილი იყო არა მხოლო საბჭოთა კავშირისა და სოციალისტურ ქვეყნებში, არამედ აზიისა და ევროპის მრავალ სახელმწიფოშიც.

საქართველოს მიერ საზღვარგარეთ გატანილი საქონლის ვრცელ სიაში იყო ურთულესი მანქანები, უნივერსალური ჩარხები, ლითონი, მილები და ფერადშენადნობი, მეტალურგიული ხელსაწყოები, მარმარილო, ცემენტი, ანდეზიტი, სამედიცინო პრეპარატები, ღვინო, კონიაკი, ჩაი, კონსერვები, მაკარონი, მურაბები, მინერალური წყლები და სხვ. საგრძნობლად ამაღლდა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღების დონე. 1954 წელს საქართველოს 2302 მსხვილ კოლმეურნეობას, 119 საბჭოთა მეურნეობასა და 96 მტს ჰქონდა 8613 ტრაქტორი, 1438 კომბაინი, ათეულათასობით გუთანი, სათესი მანქანა, კულტივატორი, ავტომანქანა და სხვ.

სტალინის მმართველობის პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა მეჩაიეებმა. თუ 1948 წელს მოკრიფეს 87 000 ტონა ხარისხოვანი ჩაის მწვანე ფოთოლი, 1953-54 წლებში ჩაის ფოთლის კრეფამ 115 000 ტონას მიაღწია. მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ საქართველოს კოლმეურნეებსა და საბჭოთა მეურნეობების მუშაკებს. მეციტრუსეობის, მევენახეობის, მეხილეობის, მეთამბაქოეობის, მეაბრეშუმეობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა ციტრუსების ძლავრი მეურნეობა. 1953 წელს საქართველოში იყო 9 400 ჰექტარი ციტრუსი და 8700 ჰექტარი ტუნგო.

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის აღმავლობამ განაპირობა რესპუბლიკის კოლმეურნეობის შემოსავლის ზრდა. კოლმეურნეობების ფულადმა შემოსავალმა 1953 წელს 2,5 მლრდ მანეთს მიაღწია.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ქალაქისა და სოფლის ერთმანეთთან დაკავშირებას, რესპუბლიკის ეკონომიურ და კულტურულ აღმავლობას ხელს უწყობდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განვითარება. საბჭოთა ხელისუფლების წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გაიყვანეს ნატანებმახარაძის, ცხაკაიასოხუმადლერის, გორისტალინირისა და ბროწეულაგუმბრინის სარკინიგზო ხაზები; დაიგო ფართოლიანდაგიანი ხაზი ზესტაფონიჭიათურასაჩხერე. ზესტაფონიხაშურის ხაზის ელექტროფიკაციით 1932 წელს დაიწყო მთელ საბჭოთა კავშირში რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია. შემდეგ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროფიცირებული იქნა რკინიგზის თითქმის ყველა მთავარი ხაზი, შედეგად გაიზარდა მისი გამტარუნარიანობა.

საქართველოს სსრ რესპუბლიკა დაიფარა საშუალო და უმაღლესი განათლების ფართო ქსელით. 1954 წელს რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებო სკოლებში სწავლობდა 666 000-ზე მეტი კაცი, მათგან 30 000-ზე მეტი _ მუშათა და სოფლის ახალგაზრდობის საღამოს სკოლებში. საგრძნობლად გაფართოვდა სკოლა-ინტერნატების ქსელი, რომელშიც 1954 წელს იყო 6 000-ზე მეტი ბავშვი.

საქართველოს უდიდეს მიღწევებს განათლების დარში მოწმობს კიდევ ის გარემოებაც, რომ 1954 წელს რესპუბლიკის ყოველ 1 000 მოსახლეზე მოდიოდა საშუალო განათლების მქონე 315 კაცი, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე _ 38 კაცი. საქართველომ უმაღლესი და საშუალო განათლების მხრივ შორს ჩამოიტოვა ევროპის მოწინავე ქვეყნები, რომ არაფერი ვთქვათ მეზობელ ქვეყნებზე _ ირანსა და თურქეთზე. ყოველ 1 000 მცხოვრებზე უმაღლესი და საშუალო განათლების მქონე ადამინთა რაოდენობა საქართველოში შეადგენდა 10-ჯერ მეტს, ვიდრე თურქეთში; 50-ჯერ მეტს, ვიდრე ირანში; სამნახევარჯერ მეტს, ვიდრე საფრანგეთში და 4-ჯერ მეტს, ვიდრე ინგლისში. იმხანად ჩვენ გაცილებით მეტი ექიმი, ინჟინერი, აგრონომი გვყავდა, ვიდრე ირანსა და თურქეთს, ერთად აღებული.

საბჭოთა ხელისუფლების წლები საქართველოში ხასიათდება მეცნიერების ყველა დარგის არნახული განვითარებით. უდიდესი მნიშვნელობა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ჰქონდა 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1958 წელს საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა სისტემებში გაერთიანებულ 145 სამეცნიეროსაკვლევ ინსტიტუტებში საპროექტოსაკონსტრუქტორო ბიუროებში, ლაბორატორიებში, საცდელ ბაზებსა და, აგრეთვე, რესპუბლიკის 19 უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა 8000-მდე მეცნიერმუშაკი, მათ შორის 400-ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი, 3000-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და 4500-ზე მეტი სხვა მეცნიერი მუშაკი.

ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებდა რესპუბლიკაში არსებული 20-ზე მეტი სახალხო თეატრი და 2100-ზე მეტი თვითშემოქმედებითი კოლექტივი, რომლებიც 46 000-მდე კაცს აერთიანებდა. ქართული ხელოვნების 64 წარმომადგენელს მიენიჭა სტალინური პრემია, ერთს _ ლენინური პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება. ქართული ხელოვნების 16 მუშაკი ატარებდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ხოლო 400-მდე _ რესპუბლიკის სახალხო და დამსახურებული არტისტის წოდებას.

მშრომელთა კეთილდღეობის აღმავლობას მოწმობს საბჭოთა საქართველოში (როგორც ქალაქად, ისე სოფლად) დიდი საბინაო მშენებლობები. მხოლოდ 1950-იან წლებში სახელმწიფოსა და კოოპერატიული ორგანოების მიერ აშენებული იქნა 1,9მლნ კვ მ ფართობის საცხოვრებელი ბინები. მხოლოდ თბილისში ყოველწლიურად ექსპლუატაციაში შედიოდა 110 000-120 000 კვ მ სახცოვრებელი ფართობი, ანუ 3 000-ზე მეტი კეთილმოწყობილი ბინა.

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რევოლუციამდელ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვაზე დანახარჯი ერთ კაცზე 38 კაპიკს არ აღემატებოდა და ამიტომ საკვირველი როდია, რომ 1913 წელს საქართველოში იყო მხოლოდ 11 ამბულატორია, 31 საექიმო პუნქტი და 41 საავადმყოფო 2084 საწოლით. მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურებოდა მხოლოდ 561 ექიმი და 680 საშუალო სამედიცინო განათლების მქონე კაცი. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით უხვად დაჯილდოებულ საქართველოს კურორტებზე იყო მხოლოდ 5 სანატორიუმი, რომლებშიც მშრომელი ადამიანი ფეხსაც ვერ შედგამდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოში ძირფესვიანად გარდაიქმნა მშრომელთა სამედიცინო მომსახურეობის საქმე. უკვე 1954 წლის დასაწყისში რესპუბლიკის მოსახლეობას უფასო მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა 12 803 ექიმი და სტომატოლოგი, 29 097 საშუალო სამედიცინო განათლების მქონე მუშაკი. იმხანად საქართველოში ყოველ 1000 მცხოვრებზე მოდიოდა 3 ექიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ 1000 კაცზე, ექიმების რაოდენობის მიხედვით, ჩვენს რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა. 1955 წლის დასაწყისში რესპუბლიკას ჰქონდა 641 საავადმყოფო 26 261 საწოლით, საქართველოს კურორტებზე მოქმედებდა 87 სანატორიუმი, 36 დასასვენებელი სახლი და 13 პანსიონატი, რომლებშიც ყოველწლიურად ათიათასობით მშრომელი მკურნალობდა და ისვენებდა.

ციფრობრივი მასალა ამოღებულია გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებული წერილებიდან, საქართველოს სსრ სტატისტიკური სამმართველოს ცნობარებიდან, საქართველოს სსრ სტატისტიკური კრებულებიდან, გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული მასალებიდან.

ციფრობრივი მასალით მკითხველს თავი რომ არ მოვაბეზროთ, გადავიდეთ ზოგიერთი შემთხვევის ახსნაზე სტალინის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც მიგვანიშნებს მის ზრუნვაზე თავისი სამშობლოს _ საქართველოს საკეთილდღეოდ:

1946 წელს შავი ზღვისპირა აგარაკზე მყოფმა სტალინმა მოიკითხა სახელგანთქმული გორელი სელექციონერი ვასილ ბესტავაშვილი, რომელმაც საბჭოთა კავშირში პოპულარული ატმის ოთხი ჯიში გამოიყვანა. ამასთანავე, სერიოზული კვლევა ჩაატარა მევენახეობაში ჯიშების შეჯვარების საკითხებში.

გამგზავრების წინ ვასილ ბესტავაშვილმა თავისი ხელით მოკრიფა და ყუთებში ჩააწყო სტალინისთვის მისართმევი თავისი გამოყვანილი ხილის არომატული ნაყოფი და სოფლის სხვა ნობათი, რომელსაც ალამაზებდა ხახალზე დაწყობილი თევზი ფიჩხული.

მასპინძელი ხელგაშლილი შეხვდა თანამემამულეს _ ატენელ სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილს. სხვა დელიკატესებთან ერთად გორული ხორაგიც ამშვენებდა სუფრას, მათ შორის სტალინის საყვარელი ფიჩხული. სტალინმა ხელში აიღო ერთი ცალი თევზი, დახედა და ისევ ხახალზე დადო.

_ ეს ჩემი მეგობრის დაჭერილი და მოხარშული ფიჩხული არ არის, _ შესჩივლა ვასილ ბესტავაშვილს სტალინმა.

_ როგორ მიხვდით, ის თქვენი მეგობარი დაბრმავდა და ვეღარ თევზაობს, ეს სხვას დავაჭერინეთ, მოხარშვით კი სხვამ მოხარშა.

_ ჩემს მეგობარს თვითონ დავყვებოდი სათევზაოდ, _ თქვა სტალინმა, _ როდესაც საკმარის თევზს დავიჭერდით, სპილენძის პატარა ქვაბს იმავე მდინარის წყლით გავავსებდით და ავადუღებდით. ადუღებულ წყალში თევზებს ჩაყრიდა, რომლებიც ცხელ წყალში გაფართხალდებოდნენ და რომელ მხარესაც პირველად კუდს მოიქნევდნენ, ის გვერდი გაიხსნებოდა. სწორედ ასეთ მოხარშულ თევზს ქვია ცოცხალი. თქვენი ჩამოტანილი თევზი სანახავად კი კარგია, მაგრამ ცოცხალი აღარ არის.

ამ შინაურული საუბრის შემდეგ სტალინმა სთხოვა სელექციონერს, თავის საქმიანობაზე ესაუბრა. ვასილმაც ვრცლად ილაპარაკა მის მიერ შესრულებული სასელექციო მუშაობის შესახებ და ცალ-ცალკე დაუხასიათა თავის ხელით ჩამოტანილი ქმნილებები, შეფერილობით დაწყებული და არომატით დამთავრებული. სტალინი კმაყოფილი დარჩა მოსმენილით, ვასილი შეაქო და ერთი სათხოვარიც გადასცა.

_ ამას მთავრობის დავალებად ნუ მიიღებთ, ამას მე გთხოვთ, როგორც მეგობარსა და მეზობელს, _ ამ ლამაზ, შეფერილ და არომატულ ატამს რა ჯობია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ ვენახის ატამს, ალბათ, იცით, რომელ ატამზე გესაუბრებით. მოსახლეობამ ეს ატამი აითვალწუნა და ულმობლად ანადგურებს. ატამი თავის შეხედულებითა და სიმსხოთი შეიძლება არ იყოს გლეხისთვის მოსაწონი, მაგრამ მისი არომატი არა მხოლოდ ატმის გემოში გამოიხატება, ვენახის პლანტაციებში მისი ყვავილობა და მწიფობა არომატს ვენახის მტევანსაც გადასცემს, გორული ღვინო, თუ მის პლანტაციებში შერეულია ზომიერად ვენახის ატამი, ქმნის იმ უცხო ბუკეტს, რომელიც სხვა ღვინოებს არ გააჩნია. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, იქნებ ამ ჯიშსაც მიხედოთ.

ვასილ ბესტავაშვილი დაჰპირდა ბელადს, რომ დავალებას აუცილებლად შეასრულებდა.

1947 წელს სტალინის დავალებით საქართველოს მინისტრთა საბჭომ სოფელ ხიდისთავში ვასილ ბესტავაშვილს გამოუყო ოთხი ჰექტარი პირველხარისხოვანი სახნავ-სარწყავი მიწის ნაკვეთი და იქვე აუშენა კეთილმოწყობილი ლაბორატორია სამეცნიერო კვლევებისთვის, თავისი დაფინანსებით. ხოლო ვასილ ბესტავაშვილი, ბელადის ბრძანებით, დააჯილდოვეს 100 000 მანეთით.

ასე ფასდებოდა სტალინის მმართველობის პერიოდში მეცნიერი და მეცნიერის მიერ მიღებული შედეგი.

ომისშემდგომ საქართველოს მარშალი კლიმენტ ვოროშილოვი ეწვია, სწორედ მარშლის სტუმრობის პერიოდში ძლიერმა წვიმებმა კალაპოტიდან ამოაგდო მდინარე მტკვარი და ნახევარი თბილისი წყალში ტივტივებდა. ვოროშილოვმა დახმარება აღუთქვა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და უთხრა, სასწრაფოდ შეედგინათ ნაპირსამაგრი სამუშოების პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და მოსკოვში ჩაეტანათ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ მოამზადა დავალება და გარკვეული დროის შემდეგ პოლიტბიუროს სხდომაზე გამოიძახეს დაფინანსების დასამტკიცებლად. ვოროშილოვს საკმარისი სამუშაო ჰქონდა სტალინთან ჩატარებული, მიუხედავად ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებისა, თბილისის გადარჩენა სტიქიისგან აუცილებელ საქმედ მიაჩნდა. პოლიტბიუროს სხდომის დაწყებამდე საქართველოს დელეგაცია დერეფანში ვოროშილოვს შემთხვევით შეხვდა. მასპინძელი ღიმილით შეეგება თბილისელ სტუმრებს და წარმატებები უსურვა პოლიტბიუროს სხდომაზე. ბოლოს დაინტერესდა და პროექტი მოიკითხა. ხელში გადაატრიალა და გარეკანზე დიდი ასოებით ამოიკითხა “პროექტი თბილისში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მოწყობის შესახებ”. ვოროშილოვი თვალებს არ უჯერებდა, რომ ქართველებს პოლიტბიუროზე მტკვრის სანაპიროების მოწყობის პროექტი შეჰქონდათ.

_ ძვირფასო ქართველებო, ეს პროექტი სტალინს რომ წარუდგინოთ, თავზე დაგახევთ, მაგრამ არც მე დამაყრის კარგ დღეს. სასწრაფოდ მოდით ჩემთან და სამდივნოს უთხარით, სწრაფად შეცვალონ ყდა და სათაური და დააწერონ “მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნააპირსამაგრი ჯებირების მშენებლობის შესახებ”.

სტალინმა პოლიტბიუროზე იხუმრა: _ ქართველების ბედზე თქეში წვიმა მაშინ წამოვიდა, როდესაც თბილისს კლიმი ესტუმრა და ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე მტკვარმა კინაღამ თბილისის სტუმარი ბაქოში ჩაიყვანა.

_ გაუმაგრონ ნაპირები მთის მდინარეს, მგონი, საჭირო იქნება, _ თქვა სტალინმა და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ასე გაჩნდა თბილისში ი.ბ. სტალინის სახელობის სანაპირო, რომელიც დღეს რატომღაც ალიევის სახელს ატარებს.

კანდიდ ჩარკვიანი იგონებს: “სტალინი ხშირად იტყოდა ხოლმე, რომ ჩვენს ღვინოებსა და კონიაკს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოშიო და იმოწმებდა ცნობილ ფრანგ პროგრესულ მოაზროვნეს _ პიერ კოტს, რომელსაც მასთან სტუმრობისას მოსწონებია კონიაკი “ენისელი”.

_ ახლა საფრანგეთში კონკურენციამ ხარისხზე ზრუნვა ბევრს გადაავიწყა. იქ ერთი ბოთლი “ენისელისაგან” ზოგიერთი ფირმა ორ ბოთლ კონიაკს გააკეთებდაო, _ უთქვამს პიერ კოტს. ასევე შეუქია მას ქართული სამარკო ღვინოები. სტალინს კოტის აზრი ანგარიშგასაწევად მიაჩნდა: მისი მამა მევენახე და მეღვინე ყოფილა და ბაზარზე თურმე მზა ღვინოები და კონიაკი გაჰქონდა. სტალინის მაგიდაზე მხოლოდ ქართული სამარკო ღვინოები მოჰქონდათ, კონიაკიც ქართული იყო. თვითონ სტალინი თითქმის ყოველთვის “თელიანს” სვამდა, მაგრამ ცოტ-ცოტას, საარყე ჭიქით. იშვიათად მინახავს, რომ მას ღვინო ამ სასმელისთვის საყოველთაოდ განკუთვნილი ჭიქით დაელიოს”.

1949 წლის შემოდგომაზე კანდიდ ჩარკვიანი და ჩუბინაშვილი სტალინს სტუმრობდნენ. მასპინძელს მოკრძალებით სთხოვეს, დახმარება აღმოეჩინა ნამოხვანის ჰესისა და ვარციხის სადგურების აგებაში. სტალინმა ყურადღებთ მოუსმინა სტუმრებს და უთხრა: _ თქვენ მუდამ კაშხლებისა და ჰესების მშენებლობას მთხოვთ, რატომ არ ფიქრობთ თბოელექტროსადგურებზე? იცით, რამხელა ზიანს აყენებს ბუნებას კაშხლების მშენებლობა? თანაც ძალზე დიდ რისკებთან არის დაკავშირებული კაშხლის მდგრადობა, ბუნებრივი თუ ხელოვნური საფრთხეების გათვალისწინებით. კაშხლის აგება ქალაქის თავზე ნამოხვანში რა საფრთხეს შეუქმნის, არა მხოლოდ ქალაქ ქუთაისს, არამედ მთელ დაბა იმერეთს, წარმოგიდგენიათ? სიტყვაც აღარ დაგვიძრავს ამ საკითხზე”, _ იგონებს ჩარკვიანი.

მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი _ საბჭოეთის სამი უდიდესი ქალაქი, თუ რამ სიახლე და საკითხი იყო გადასაწყვეტი, ამ ქალაქებში უნდა განხორციელებულიყო, მეოთხე ქალაქად კი თბილისი განიხილებოდა. მაშინაც კი, როდესაც თბილისში თითო-ოროლა მანქანა მოძრაობდა, ქართველები მეტროპოლიტენის მშენებლობას ვითხოვდით, რადგან თბილისი ყველაზე “ლამაზი” ქალაქი იყო მსოფლიოში, რადგან სტალინი ქართველი იყო და ჩვენ რატომ არ უნდა გვქონოდა პირველად ის, რაც მოსკოვს ან ლენინგრადს შეიძლება ჰქონდეს?! სწორედ ამან განაპირობა ხალხის გონებაში ჩაჭედვა აზრისა _ რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

ეს მაშინ, როდესაც დღესაც კი სტალინის მიერ საქართველოში შემოტანილი რკინით, ფერადი ლითონითა და საქარხნო მოწყობილობებით ვცხოვრობთ. დღეს საქართველოში მხოლოდ სახლები შენდება. საიდან, თუ ხალხს ფული და ცხოვრება არ აქვს? მთელი ე.წ. ელიავას ბაზრობა და საქართველოში ყველა შავი ბაზარი სტალინის ქონებით ვაჭრობს. ქარხანა რომელიც სტალინმა ააშენა, ვიღაცამ კაპიკებში იყიდა და მილიონად გაყიდა, ვიღაცამ წყალქვეშა გემი ჯართში ჩააბარა და ფული იშოვა; ვიღაცამ ქართლში დიდი ბაღი გაჩეხა; კოლხეთში ჩაი და ციტრუსი აღარ არის, გურიაში, “სადაც კიოდა მგელი და ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა”, ახლა ჩაი აღარ არის და იმ ეკალ-ბარდებში კვლავ მგელი და ტურა კივის; კაკო ყაჩაღი, რომელიც ყვარლის ტყეებიდან გამოვიდა და ნუკრიანში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა, ახლა კვლავ კუდიგორის გზას დასდგომია; სტალინის მეტროპოლიტენში კი სტალინის ქონებით ჯიბეგასქელებული ლიბერალები ჩაჯდომას აღარ კადრულობენ და საკუთარი ლაინერებითა და ლიმუზინებით დაქრიან სტალინის მიერ გაჭრილ გვირაბებში და მთებს შორის გაჭრილ გზატკეცილებზე.

გმირთა მოედანზე თბილისის სილამაზეს _ თერთმეტსართულიან სახლს, რომელშიც საქართველოს საამაყო ადამაიანები ცხოვრობდნენ, წინ, შუა მოედანზე, “ფალოსი” აღუმართეს მოწოდებით: ესეც თქვენ, ვისაც სტალინი გიყვართ.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ბაგების კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ქალაქის ხელისუფლებამ პარკის გაშენება ვერ შეძლო, სანამ სტალინმა არ მისცა თანხმობა. პარკმა კოლმეურნეთა სოციალური უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს და მიწა ორმაგ დაქვემდებარებაში უნდა იყოსო. წყნეთის განაშენიანების სამუშაოები და ძვირად ღირებული ჯიშებით მისი უზრუნველყოფა საქართველოს მთელ რაიონებზე და ცალკეულ საწარმოებზე გადანაწილდა, რომლებზეც კონტროლს კრემლიდან თვითონ სტალინი აწარმოებდა. წყნეთის გამწვანების საქმეში აქტიური წვლილის შეტანისთვის ხაშურის რაიკომის პირველმა მდივანმა გრიგოლ ფოფხაძემ სტალინისგან პირადი მადლობა დაიამსახურა. ალბათ, ეს ჰქონდა ბელადს მხედველობაში, როდესაც ახალშექმნილ თბილისის ოლქის საოლქო კომიტეტის მდივნად სწორედ სტალინის წინადადებით გრიგოლ ფოფხაძე გადმოიყვანეს.

1951 წელს ლიკანში, რომანოვების სასახლეში დასასვენელად ჩამოსული სტალინი უამრავ სტუმარს იღებდა, როგორც მშობლიური საქართველოს კუთხეებიდან, ისე საბჭოთა კავშირის უშორესი რესპუბლიკებიდან. ლიკანში სტალინმა ორჯერ ჩაატარა პოლიტბიუროს სხდომა. სტუმრად იმყოფებოდნენ მასთან მორის ტორეზი, პალმირო ტოლიატი, ენვერ ხოჯა, აგრეთვე, უცხო ქვეყნების მწერლები და სახელმწიფო მოღვაწეები, ხელოვნების წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სტალინს სთხოვეს ელექტროსადგურის აშენება, რადგან ბორჯომს ელექტროენერგია პერიოდულად მიეწოდებოდა.

სტალინმა თანხმობა მისცა და სასწრაფოდ გასცა განკარგულება პროექტირების შესახებ. ასე გაჩნდა ბორჯომთან ახლოს ჩითახევის უნიკალური ვარდნილჰესი, რომელიც დღესაც არ კარგავს თავის სამრეწველო მნიშვნელობას და მისი ძირითადი კორპუსი კი სტალინური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია.

სტალინს რელიგიისადმი დამოკიდებულების ორი პერიოდი ჰქონდა _ ფარული და ხილული: ფარული, როდესაც ლენინი და ტროცკი თავგამოდებით ებრძოდნენ ქრისტიანობასა და ღვთისმსახურებას; მეორე პერიოდი იყო მაშინ, როდესაც ის ერთმმართველი და ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი გახდა და მასში სრულად არ მჟღავნდებოდა რელიგიური მრწამსი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ის წყობა მუშასა და გლეხზე იყო გათვლილი ეს ვითომ თავისუფალი მაგრამ რა აზრი აქვს მონობის ტოლფას თავისუფლებას?ექვს პროცენტი ქართველზე გათვლილი თავისუფლება ვერაფერი ნუგეში მშიერი და ბანკებისგან და მევახშეებისგან გაღატაკებული ხალხისთვის.

  2. სტალინი გენიოსი იყო ჩემი აზრით საუკუნეში ერთხელ იბადებიან ასეთი გენიოსები: ქართველი ხალხი ვერ აფასებს თუ რა განძი იყო სტალინი მსოფლიოსთვის მარტო საქართველოსთვის არა მარადიული ხსოვნა მის სულს: სულ ვფიქრობდი რომელი წმინდანის სული იყო სოსო ჯუღაშვილის სხეულში

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here