Home რუბრიკები ისტორია რატომ აშენებდა სტალინი “მკვდარ გზას” და როგორ განჭვრიტეს შამანებმა ბელადის გენია

რატომ აშენებდა სტალინი “მკვდარ გზას” და როგორ განჭვრიტეს შამანებმა ბელადის გენია

2570
რატომ აშენებდა სტალინი “მკვდარ გზას” და როგორ განჭვრიტეს შამანებმა ბელადის გენია

ჩემი თხზულების პირველი ტომის შესავალში ავხსენი, რას ემსახურება ჩემი შრომა, ჩემ მიერ გამოცემული წიგნები. ეს წიგნები არ არის მეცნიერული ნაშრომები. ამის პრეტენზია არასდროს მქონია. დაახლოებით 70 წელია, ვკითხულობ და ვსწავლობ სტალინის ფენომენს, ვეცნობი სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურას სტალინზე და ვისმენ ამბებს მის შესახებ. რაც განმიცდია, წამიკითხავს და გამიგონია, ყველაფერი მკითხველის წინაშე გამომაქვს არა საკამათოდ, არამედ ცნობისთვის, გასაანალიზებლად. მკითხველი იმ დონემდე მივიყვანე, რომ შემიძლია, ნელნელა გავამძაფრო თხრობის სტილი, თუ დღემდე დაწერილი მასალები უფრო მემუარული ჟანრის იყო, მომავალში მკაცრი და განსჯის დონეზე წასაკითხი იქნება. შეიძლება მკითხველს ეს უცნაურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ საქმე გვაქვს ამოუხსნელ ფენომენთან

ივლისის ბოლოს უცნობი ნომრიდან დამირეკეს:

_ გამარჯობა, ბატონო გრიგოლ, პროფესორი შუქრი თავართქილაძე გაწუხებთ. თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე კარგად გიცნობთ თქვენი წერილებით. ზღვაზე ხომ არ აპირებთ ჩამობრძანებას? მე ურეკში ვცხოვრობ. გიმასპინძლებთ. თქვენთან ბევრი სასაუბრო მაქვს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი ზღვაზე წასვლას, ვუპასუხე:

_ დღე-დღეზე ვემზადები ზღვაზე წასასვლელად.

_ მაშინ გელოდებით სანატორიუმ “მეგობრობაში”. ჩამობრძამდით, ნომერი დაჯავშნილი იქნება.

ცისანა მეგრელიშვილი
ცისანა მეგრელიშვილი

მესამე დღეს ურეკის სანატორიუმ “მეგობრობაში” მისი დირექტორი ცისანა მეგრელიშვილი დამხვდა. ცისანას სახით არაჩვეულებრივი ქალბატონი და სამაგალითო ხელმძღვანელი გავიცანი. ერთი საათის შემდეგ შუქრი თავართქილაძეც მობრძანდა ჩემთან ნომერში. ჩემი შრომის შეფასების შემდეგ ბატონი შუქრი საქმეზე გადავიდა და ბევრი რამ მიამბო. რაც წინა წერილში (“სტალინი და ურეკი”) აღვწერე, თითქმის ყველაფერი ბატონი შუქრის ნაამბობია. სწორედ მან მაჩვენა ის სახლი, რომელიც ურეკში ჩაიდგა, როგორც გერმანელ ტყვეთა ბანაკის დირექცია. ბატონი შუქრი არ ამბობდა, ვინ იყო ბანაკის პირველი დირექტორი. შევატყვე, იცოდა, მაგრამ არ ამბობდა.

შუქრი თავართქილაძე
შუქრი თავართქილაძე

_ თქვენ უახლესი ისტორიის მკვლევარივით ხართ _ რაც გინდათ, მეუბნებით, რაც არ გინდათ, არა, ასე ისტორია არ იწერება-მეთქი. _ ვუსაყვედურე.

პროფესორს თითქოს შერცხვა და მიპასუხა:

_ თენგიზ სიგუას მამა იყო და არ მინდა, კიდევ სალაპარაკო თემა მივცე ხალხს.

_სალაპარაკო რა უნდა იყოს?! თენგიზი განათლებული და პრინციპული კაცი იყო.

_ ისიც აქ მუშაობდა რიგით ინჟინრად, მამამისთან. მან პირველმა გამოიკვლია მაგნეტიტის ქვიშა. ბატონმა თენგიზმა მეტალურგიაში წარუშლელი კვალი დატოვა, _ მითხრა ბატონმა შუქრიმ. _ მამაც საუკეთესო კაცი იყო. ძალიან უყვარდათ გერმანელ ტყვეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

80 წლის პროფესორი გატაცებით საუბრობდა ურეკის განვითარებაზე. მაჩვენა მასალები მის მიერ სიმპოზიუმებზე წაკითხულ ლექციებზე სოფიაში, პარიზში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში. არ შემხვედრია კაცი, რომელიც ასე უანგაროდ ემსახურება ქვეყანას და მუხლჩაუხრელი იბრძვის კურორტის გადასარჩენად.

ბატონმა შუქრიმ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დასათვალიერებლად წამიყვანა.

ამ ხნის კაცი ვარ და სად არ ვყოფილვარ _ ტყეში თუ ღრეში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ მის ფარგლებს გარეთ. ტყეში დაბადებული და გაზრდილი კაცი გამაოგნა ამ პარკის სილამაზემ და, რაც იქ ვნახე. დავდიოდი, თვალებს არ ვუჯერებდი და თავს ვეკითხებოდი _ ნუთუ ეს ადამიანის ხელმა შექმნა? ნუთუ ადამიანმა აჯობა ბუნებას? გვერდით რუსი ტურისტების ჯგუფმა ჩაიარა, აღტაცებით ამბობდნენ: “მალადცი გრუზინი!”

გულში ვიფიქრე, _ ეჰ, რაც ამის ამშენებლისთვის დედა უგინებიათ და ულანძღიათმეთქიაბა, ქართველებო, ჩვენ ხალხი ვართ?! ჩვენ სიკეთისთვის არ მოვკალით ილია? ჩვენივე ხელით არ გავისტუმრეთ იმქვეყნად ვახტანგ გორგასალი? წვერით არ ვათრიეთ სვეტიცხოვლის გარშემო სულხანსაბა? ჩვენ არ გადავხვეწეთ შოთა? ჩვენ არ გავაძევეთ ქვეყნიდან სააკაძე? “ბედნიერო ერო”, ერო გამყიდველო, შენ არ ყიდდი და არ ყიდი ბავშვებს _ შენს შვილებს? შენ არ ლანძღავ სტალინს და არ აქებ ათათურქს? მხოლოდ აკაკის ფურთხი არ გეყოფა შენ, “მოყვრის მგმობო, მტრის არ მცნობო, გარეთ მხდალო, შინ ძლიერო”…

_ ბატონო შუქრი, რატომ ურეკში არ გაკეთდა ეს ყველაფერი? ამას მსოფლიოში უძვირფასესი მაგნეტიტის ქვიშა დაემატებოდა და მართლაც, ქვეყანაზე პირველი კურორტი იქნებოდა._ ვკითხე მე.

_ მერე, ვინ შემოუშვა ურეკში? _ იყო პასუხი. _ ურეკში საპირფარეშოსაც ვერ ჩადგამს დღეს ადამიანი. ადგილები სხვადასხვა კლანს აქვს დასაკუთრებული. თუ რამ კარგი იყო ზღვისპირეთში, ყველაფერი დაკავებული დახვდა. რაც აშენდა, ყველაფერი ნარჩენებზე. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, _ ხელი ჩაიქნია პროფესორმა და ჰორიზონტს გახედა.

მე ეს ყველაფერი ჩავიწერე და ანდერძად უნდა დავუტოვო შთამომავლობას.

მოსმენითა და ფიქრით დაღლილი, სიყვარულით დავშორდი ჩემს ახალშეძენილ მეგობარს და ჩემი ოთახისკენ გავეშურე. სიომ, რომელიც ზღვიდან შემოდიოდა, ღრმად ჩამაძინა… არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ დავინახე, რომ ურეკის სანაპიროს უზარმაზარი გემი უახლოვდება. გავიფიქრე, ნაპირიდან ნახევარი კილომეტრის სიგრძეზე ზღვა ჭიპამდეც არ სწვდება ადამიანს და ეს უზარმაზარი გემი ნაპირს როგორ მოადგა-მეთქი? მაგრამ შიში და გაოცება მაშინ გამიქრა, როდესაც გემის კიჩოზე ფარშევანგის ფრთებით გაწყობილი ქუდით სტალინი შევნიშნე. დაფეთებულმა გამოვიღვიძე. გავაცნობიერე, რომ სიზმარი ვნახე და ისევ მოვინდომე ჩაძინება სიზმრის გასაგრძელებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

სტალინი ამერიკაში ინდიელთა ტომებმა თავიანთ ბელადად რომ აირჩიეს, ალბათ, ძილში სწორედ ის ამბავი ჩამყვა და სიზმარიც ამიტომ ვნახე…

სტალინი თავისი გადასახლების პერიოდში ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიდ შამანებთან მდინარე ენისეის ნაპირებზე. ის მათთან ცხოვრობდა. ესწრებოდა რიტუალებს და ასრულებდა კიდეც. სტალინმა მთავარი შამანისგან ჩიბუხიც კი მიიღო ძღვნად, რომლითაც ამაყობდა. სტალინი შამანებთან წინასწარმეტყველებისთვის არ მიდიოდა, პირიქით _ შამანები მიდიოდნენ მასთან და ხშირად ძალიან შორიდანაც კი. დიდი შამანები, რომლებსაც შეეძლოთ მოვლენების წინასწარ განჭვრეტა, სტალინთან მიდოდნენ, როგორც განსაკუთრებულ პიროვნებასთან, როგორც ზეციდან მოვლენილთან. ყველაფერი ეს 1917 წლამდე, ანუ რევოლუციამდე ხდებოდა.

როდესაც სტალინი სოფელ კოსტინოში გადაიყვანეს (ეს სოფელი პოლარულ წრიდან არც ისე შორსაა, ამჟამად იქ მხოლოდ 8 ოჯახი ცხოვრობს), მასთან მიდიოდნენ ის ბრძენი შამანები, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს “ტუნგუსკის მეტეორიტი” და ასე იხსნეს ადგილობრივი მოსახლეობა დაღუპვისგან.

ტუნგუსკის მეტეორის ჩამოვარდნა
ტუნგუსკის მეტეორის ჩამოვარდნა

ტურუხანსკის მუზეუმში შემონახულია ამ ბრძენი შამანების სტალინთან ვიზიტის ოფიციალური ვერსია. “შამანები მოდიოდნენ და რჩევას სთხოვდნენ სტალინს, როგორ უნდა ჩამოეყალიბებინათ კოოპერატივი”, _ აი, ასეთ სასაცილო ჩანაწერებსაც ვხვდებით საარქივო მასალებში. ვითომ სხვა სასაუბრო არაფერი ჰქონდათ შამანებს, გამოევლოთ ათასობით (!) კილომეტრი და ესაუბრათ სტალინთან ამ “საინტერესო” საკითხზე (ეს კი არის დოკუმენტის გაყალბების კლასიკური ნიმუში). კოსტინოში შამანებთან ცხოვრების შემდეგ სტალინის ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა და გახდა უცნაური. მის მიმართ შამანების დამოკიდებულებაც ცხადყოფდა, რომ მათ სწამდათ სტალინის. ფიქრობდნენ, სტალინის საქმე და მოქმედება იმიტომ იყო წარმატებული, რომ სტალინი დიდი შამანი გახლდათ.

შამანები სტალინს მიიჩნევდნენ მათზე მაღლა მდგომ ღვთის მიერ მოვლენილ ადამიანად და მათთან ოთხწლიან თანაცხოვრებას, შეუძლებელი იყო, სტალინზე გავლენა არ მოეხდინა. გასაოცარია, რომ არც ერთ ისტორიულ თუ მხატვრულ ნაშრომში ამ შემთხვევაზე არაფერი წერია; არც ერთ “სერიოზულ”კვლევაში სიტყვაც არ არის ნახსენები. ტურუხანსკის მუზეუმში ადგილობრივების მოსაზრებების ჩანაწერი ბევრია, მაგრამ პრესაში და ნაშრომებში არავინ ლაპარაკობს.

პოლიტიკოსი, რომელიც ტრიბუნიდან საუბრობს, არ შეიძლება, გულწრფელი იყოს. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომელმაც ბიბლიაზე ხელის დადებით დაიფიცა, რომ ქვეყნისა და ხალხის ერთგული იქნებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში სამშობლოცა და ხალხიც გაყიდა.

საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და სწორედ საქმემ წარმოაჩნა სტალინი და არა მისმა სიტყვებმა.

შამანები სტალინთან 1914-დან 1916 წლამდე დადიოდნენ და ცხოვრობდნენ. ჟანდარმერიამ სტალინი კიდევ უფრო ჩრდილოეთით გადაასახლა _ სოფელ კურეიკაში (ცარიზმის პერიოდში არც ერთი მსჯავრდადებული არ გადაუსახლებიათ ასე შორს). გადაასახლეს, მაგრამ ამ პერიოდიდან იწყება საოცარი რამ შამანების მხრიდან _ ამჯერად 300-მდე .. თეთრი შამანი ადგილობრივი (მაგრამ სხვადასხვა) მოსახლეობიდან დაიძრა ჩრდილოეთით სტალინთან შესახვედრად, მათ მოუწიათ ათასი კილომეტრის (ზოგს უფრო მეტის) გავლა. ტურუხანის მუზეუმის ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგ შამანს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის გადალახვაც კი მოუწია იმისთვის, რომ სტალინს შეხვედროდა. თეთრმა შამანებმა (რომლებმაც სტალინთან შეხვედრას უცნაური სახელი “ნახევარი” უწოდეს) ჩაატარეს რიტუალი “მეორე ტოი” (“ქორწილი”) და დაუბრუნდნენ თავიანთ ხალხს. ამ ხალხში შამანი აღარ დაბადებულა. ეს იმით აიხსნება, რომ 300-ვე შამანმა იდუმალი ნიჭი გადასცეს სტალინს, ანუ გადასცეს საკრალური რამ, რაც საუკუნეების განმავლობაში ხალხის ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრიდან გადაეცემოდა მეორეს.

სხვათა შორის, ტურუხანსკში გადასახლებამდე სტალინი სოფელ სოლვიჩეგოდსკში (არხანგელსკის ოლქი) იყო გადასახლებული, საიდანაც 20კმით დაშორებულ სოფელში რეგულარულად დადიოდა ადგილობრივ მოგვებთან შესახვედრად. ერთერთ შეხვედრაზე სტალინს დიდირუბკა” (წინასწარმეტყველი) უწოდეს. ეს ამბავი 1909-1910 წლებში მოხდა, მაგრამ მანამდე, 1903-1904 წლებში, 24 წლის სტალინი, როდესაც ნოვი უდეში (ტბა ბაიკალიდან 200 კმ) გადასახლებაში იმყოფებოდა, დაუახლოვდა იმ პერიოდის ყველაზე ცნობილ შამანს _ კიტკაის და მასთან საკმაოდ დიდ დროს ატარებდა.

სტალინის წარმატება საბჭოთა კავშირის აღმშენებლობაში, საგარეო პოლიტიკასა თუ, საზოგადოდ, ყველაფერში, შემთხვევითობას არ უნდა მიეწეროს, რადგან ამას თავისი საფუძველი აქვს, უფრო სწორად, ამას თავისი ფესვები აქვს და თხრობას განვაგრძობ უნიკალური მოვლენით _ ტუნგუსკის მეტეორიტის თემით, რომლის შესახებ თეთრმა შამანებმა წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და გიამბობთ, რა კავშირშია ამ ყველაფერთან სტალინი.

ტუნგუსკის მეტეორიტზე ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ: “1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე, მდინარე ენისეის აუზში, სამხრეთაღმოსავლეთიდან ჩრდილოეთდასავლეთის მიმართულებით გადაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა. ფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში, დედამიწის ზედაპირიდან 7-10 კმზე. აფეთქება აღრიცხა იმ პერიოდში მოქმედმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები. ობსერვატორიის დირექტორ . ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა მდინარე პოდკამენნაიატუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით მიწისძვრის ხასიათი ისეთი უცნაური იყო, რომ . ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები”.

2000 კმ ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაიქცა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლებში _ გაელვება. დაიღუპა ათასობით ირემი, გულის შეტევით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო უმნიშვნელო ტრავმები. “მცირე” ზარალი აიხსნებოდა იმით, რომ ტაიგის ეს ტერიტორია, რომელსაც ტუნგუსკის მეტეორიტი დაეცა, ნაკლებად დასახლებული იყო, მაგრამ არაოფიციალურად ყველა ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ სწორედ შამანებმა აიძულეს მოსახლეობა, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, რადგან სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომლის ახლო-მახლოსაც შამანები ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალს, ღმერთ აგდას შთამომავალი უნდა გარდამოსულიყო… და გარდამოვიდა სტალინი.

ასე ხედავდნენ ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული თეთრი შამანები მომავალს… და მკითხველი, ალბათ, მიმიხვდა სათქმელს _ შამანებმა განჭვრიტეს სტალინის გენია.

ახლა კი გადავდივარ სხვა არანაკლებ საინტერესო თემაზე. ალბათ, ცოტას თუ სმენია “მკვდარი გზის” შესახებ, რომელიც რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მდებარეობს და რუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენაც არ აქვს ამ ადგილის სახელწოდებაზე და მხოლოდ სარკინიგზო მაგისტრალი გაახსენდება, ალბათ, რომელიც პოლარულ წრესთან ახლოს მდებარეობს. “მკვდარი გზა” გასაიდუმლოებული ადგილი იყო ერთ დროს, სადაც არანაირი ზესაიდუმლოება ვერ/არ იქნებოდა და ეს ყველაფერი სტალინის აკვიატება გახლდათო. მაგრამ რა საჭირო იყო ომში ჩართული ქვეყნისთვის საბჭოთა კავშირის ტერიტორიებიდან იქ ჩაზიდვა სალიანდაგო რელსებისა, რომლებიც აუცილებლად დათარიღებული უნდა ყოფილიყო გამოშვების გარკვეული სერიიით, ანუ 1901-1903 წლებით?!

ასეთი “ხლამის” ჩაზიდვა სტალინის იდიოტიზმზე მეტყველებს, _ გაიფიქრებს მავანი. სანამ თქვენც ასე იფიქრებთ, გეტყვით, რომ “მკვდარი გზის” მარშრუტი პირადად სტალინმა დააპროექტა, თანაც ყოველგვარი კვლევისა და რჩევის გარეშე. გზის მშენებლობაზე კი მუშაობდნენ “გულაგის” ტყვეები, ანუ, როგორც ახლა “მოდურია” გამოთქმა, “სინდისის პატიმრები”.

უნდა ითქვას, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი სტალინი ისეთივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა “მკვდარი გზის” განვითარებას, როგორი მნიშვნელობაც მიანიჭა მან თავის დროზე სტალინგრადის ბრძოლას. ეს ყველაფერი გაუგებარი იქნებოდა ე.წ. სინდისის პატიმრებისთვის და სტალინის ამ “უაზრო” პროექტს ისინი (და არა მხოლოდ ისინი) მის პირად ახირებად და უვიცობად მონათლავდნენ.

ახლა კი აგიხსნით, რას წარმოადგენდა თვით გზა. დიახ, სტალინის მმართველობის პერიოდში ეს ობიექტი, რომლის 1 200 კმ ნამდვილად ატარებდა გასაიდუმლოებული ობიექტის სტატუსს და იგი შენდებოდა არა სტალინის ბრძანებით, არამედ პირადად სტალინის მიერ.

სტალინგრადის ბრძოლაში სტალინი ყველა დეტალის საქმის კურსში იყო, ასევე გახლდათ ინფორმირებული “მკვდარი გზის” მშენებლობის მიმდინარეობაზეც _ მას ყოველდღიურად მოახსენებდნენ მარშრუტის უმნიშვნელო დეტალსაც კი და სატელეფნო საუბრებით შეჰქონდა კორექტივები მშენებლობაში. ბელადი ისე იყო გათვითცნობიერებული გზის გაყვანის ტექნიკურ დეტალებში, რომ სპეციალისტებსაც კი აოცებდა.

“მკვდარი გზის” დასაწყისიც და დასასრულიც არის ღერძი ჩრდილოვანი სამყაროსი, რომელშიც იბადებოდნენ თეთრი შამანები, ამიტომ უწოდებდნენ შამანები იმ მაგიურ ადგილს ვარგას, ანუ წმინდა ადგილს. მკითხველისათვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რა ბედი ეწია ამ წმინდა ადგილს სტალინის გარდაცვალების შემდგომ, მე კი გეტყვით: ბელადის ცხედარი ჯერ გაციებული არ იყო, რომ პარტიის ცეკას მდივნის, შემდგომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მალენკოვის ბრძანებით, გასაიდუმლოებული ობიექტის, “მკვდარი გზის”, მშენებლობა შეაჩერეს, ლიანდაგები აყარეს, ლოკომოტივი და ვაგონები (და ყველაფერი სხვა) მდინარე ენისეიში ჩაძირეს.

მკითხველი, ალბათ, გაიფიქრებს: ჰო, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი ძეგლები და მუზეუმები ხომ არაერთი და ორი წელი იდგა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში? გიპასუხებთ: იდგა და შიშის ზარსაც სცემდა ბევრს, მაგრამ ყველაზე საშიში სწორედ “მკვდარი გზა” გახლდათ სიონისტებისთვის.

სიონისტებმა დიდი ბელადის მოცილება მისივე გარემოცვის (პოლიტბიუროს წევრების) ხელით შეძლეს, მაგრამ სტალინი, რომელიც მხოლოდ ხალხს ემსახურებოდა და ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავდა, დღესაც აღიქმება (მომავალში ეს კიდევ უფრო მძაფრად წარმოჩნდება), როგორც ღვთისგან მოვლენილი ზეკაცი და, როგორც დრომ გვიჩვენა, ქვეყნისა და ხალხის სასწაულებრივი აღმავლობა მხოლოდ ამ ზეკაცმა შეძლო.

ასე და ამგვარად, მალენკოვმა დაიწყო, ნიკიტა ხრუშჩოვმა კი განაგრძო სტალინის მიერ აშენებული ქვეყნის ნგრევა. რაც შეეხება “მკვდარ გზას”, ეს ადგილი მრავალი წლის განმავლობაში აკრძალულ ზონად ითვლებოდა. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდშიც კი (1966-1982 წწ.) აქ, მდინარე ენისეისთან ახლოს, სადაც ერთ დროს ზემოხსენებული გზის მარშრუტი გადიოდა, საშვი არავისზე გაიცემოდა…

ბატონ გრიგოლ ონიანს

მართალია, გმირები იშვიათად იბადებიან, მაგრამ ის კი შეიძლება, რომ გმირების გვერდით ვცხოვრობდეთ.

ჩემი განათლებისა და ცოდნის მიხედვით, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ მოვნახე ის ქართული ქება-დიდების გამომხატველი შესაფერისი სიტყვები, თქვენ რომ შეგეფერებათ.

ქართველი გენის, ჯიშის უკვდავსაყოფად მუხლჩაუხრელო და მკლავმოუღლელო ვაჟკაცო ადამიანო.

იოსებ სტალინის შემოქმედებითი მოღვაწეობის ამდენი დოკუმენტური მასალის მოძიება და გამოქვეყნება, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული, ეს ყველამ უნდა იცოდეს.

უშიშარო და შეუდრეკელო ვაჟკაცო, იოსებ სტალინის ძეგლი რომ თქვენს ეზოს, მთელს სოფელს ამშვენებს, ეს რამხელა გმირობაა, ის ძეგლი კი _ მთელი საქართველოს დიდება.

პროგრესულად მოაზროვნე ყველა ქართველი გაქებთ, სხვებზე გული არ დაგწყდეთ.

იოსებ სტალინი შეუდარებელი ფენომენია, იოსებ სტალინი ეპოქის შემქმნელია, კაცობრიობის ცივილიზაციის მწვერვალი. იოსებ სტალინი უკვდავია.

ქართველ ხალხს შეუძლია ყველა დროში იამაყოს იოსებ სტალინით.

ბატონო გრიგოლ, ბარაქალა თქვენს გმირულ შემოქმედებას; გამრავლდეს გვარი თქვენი!

აგერ, უკვე მრავალი წელია, დიდებული გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” უშურველად გვაწვდის თქვენი უაღრესად ორიგინალური მოღვაწეობის შედეგებს. მადლობა მას.

იხარეთ ერის საკეთილდღეოდ!

თქვენდამი ღრმა პატივისცემით,

გიორგი გედენიძე,

ვეტერანი სპორტსმენი ქუთაისიდან

10 აგვისტო, 2020 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here