Home რუბრიკები ისტორია “რამდენიც გვიახლოვდება ევროპიული ცივილიზაცია, იმდენი უფრო ჰმოქმედებს ის ჩვენზედ, როგორც დამჩაგრავი მოვლინება”

“რამდენიც გვიახლოვდება ევროპიული ცივილიზაცია, იმდენი უფრო ჰმოქმედებს ის ჩვენზედ, როგორც დამჩაგრავი მოვლინება”

829
ანტონ ფურცელაძე

გუთნის დედაპირველი ქართული სასოფლოსამეურნეო ჟურნალი იყო, რომელიც თბილისში 1861 წლის დეკემბრიდან 1876 წლის ოქრომბრამდე გამოდიოდა. 1861-1872 წლებშიცისკრისდამატება იყო, 1873 წლიდან კი დამოუკიდებელი ჟურნალი გახდა. სხვადასხვა დროს მას რედაქტორობდნენ ივანე კერესელიძე, . ვართანოვი და ანტონ ფურცელაძე. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ანტონ ფურცელაძის პუბლიკაციასსასოფლო წერილები”, რომელშიც საუბარია იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომლებიც ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარებას მოაქვს.

ავტორი პუნქტებად აყალიბებს იმ საკითხებს, რომელთა წამოჭრა და გადაწყვეტა აუცილებლად მიაჩნია ქვეყნის განვითარებისთვის. იქვე დასძენს იმასაც, რომ ბევრს მისი აზრი, შესაძლოა, ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ, “ვინც კარგათ დააკვირდება იმ ფაკტთა და გარმოებათა, რომელნიც მე აქ წარმოვადგინე, ყველა დამერწმუნება, რომ ეს ცვლილებანი და დაწესებანი არიან აუცილებელი საჭიროებანი, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა, ჩვენი მდგომარეობა სრულს უკანასკნელობას და განწირულებას არ მიეცეს”-, ხოლო, “ვისაც შეუძლიან შორს გახედვა და დანახვა იმ მოვლინებათა, რომელიც მოსდევს ეხლანდელს მდგომარეებას, ის არამცთუ დაგვეთანხმება ამ ცვლილებათა საჭიროებაში, არამედ ჰპოვებს, რომ უამისოთ ჩვენი საბოლოვო ცუდი სანახავი და უნუგეშო რამ არის”-.

ჩვენი დღევანდელი რეალობაც სავალალო სურათს წარმოადგენს _ დაცარიელებული სოფლები, დაუმუშავებელი სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთებიასე თუ გაგრძელდა, ცუდი ბოლო და უნუგეშობა მერე ნახე.

ვინ გამოიდებს თავს, ვინ დაძრავს იმ დიდ ყინულს, რომელიც დაღუპვას უქადის არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, არამედ მთელ ქვეყანას? _ საკითხავი აი ეს არის.

სასოფლო წერილები

წინა წერილში მოხსენებულთ ჩვენი გაწრიოკების მიზეზთა უნდა დაურთოთ კიდევ ისა, რომ რამდენიც გვიახლოვდება ევროპიული ცივილიზაცია, იმდენი უფრო ჰმოქმედებს ის ჩვენზედ როგორც დამჩაგრავი მოვლინება. თქმა აღარ უნდა, ამ ცივილიზაციისა, რომ კარგი მხარე ჰმოქმედებს ჩვენზედ და შემოდიოდეს ჩვენში იმისი სიკეთე, ჩვენ ის კი ვერ დაგვჩაგრავდა, დიდს წარმატებას მოგვცემდა, რათგან ჩვენი გონების გარემოება არ არის უცხო თავის ფიზიოლოღიური წყობილებით ამ მოვლინებათათვის, მაგრამ გვჩაგრავს ჩვენ ისა, რომ ამ ცივილიზაციისა ჩვენამდის მოდის და ჩვენ გვეცნობა მხოლოდ ცუდი მხარენი, რათგან ცუდი უფრო ადვილი მისაღებია და ამასთან პირველ ჟამად სასიამოვნოცა, ვიდრე კარგი. სხვათა შორის ამ ევროპის ცივილიზაციის ცუდი მხარის მიბაძვამ ჩვენში გააღვიძა მრავალი მოთხოვნილებანი, მეტადრე მაღალს და შუათანა წოდებებში, საიდამაც ედება დაბალ საზოგადოებასაც; მაგრამ ეს მოთხოვნილებანი ვერა ჰკმაყოფილდებიან ჩვენის უშვერებისა და უმეცრებისა გამო. მოთხოვნილებანი თან და თან ჰმატულობენ, და სწავლა ჩვენი არის იმავე გარემოებაში, რაშიაც იყო მამა თარგამოსის დროს. ყველა, რაც ძალი და ღონეა, იწევს, რომ დიდ მდიდრაჯულს ცხოვრებაში და კოხტაპრუწაობაში უკან არავის ჩამორჩეს, და საზრდოს შეძენის სახსარი კი არავინ იცის და ვერცარავისაგანა სწავლობს. ამას ყველას მოსდევს მარად ვალები და ცარცვა ადგილ მამულისა. მე დავეჩვიე კალიასკებში თუ სხვა ეკიპაჟებში ჯდომას, ჩაისა და ყავას, ვერცხლის იარაღს და ხავერდისა და ფარჩის ტანისამოსს, ბზისა და კაკლის მებელს ხავერდსა და ზარბაბ გადაკრულს, დიდროვან მრავალ ოთახიან სახლებს, მრავალ მსახურებს და ფრანციცულს პოვრებს და ფრანციცულს საჭმელებს და კი აღარ მამდევს მათდა შესავსებლათ სუკი. მაგრამ უამათოთ ცხოვრება აღარ შემიძლიან, ეს ცხოვრება მაქვს ძვალსა და რბილში გამჯდარი. მამაკლდა ეს ცხოვრება, _ გარდა ამისა, რომ თვითონაც აღარ ვარგივარ უამისოთ, _ ტოლ-ამხანაგი ხმას აღარ მცემენ, ახლოს აღარ მიკარებენ, მიყურებენ თაკილით, თითქო ერთი რამ ცუდი საქმე ჩამედინოს. ჩემ ქვეით საზოგადოებაც ძაღლათაც არ მაგდებს, თითქო ნიშანს მიგებს, რომ მე აღარ შემიძლიან წინანდელი ცხოვრება, ისიც ამაყათ დამჩხავის თავსა და თაკილით მიყურებს, რომ ამ გარემოებას, როგორც არის დღითი დავაღწიო თავი, უჭერ უჯეროთ, უწესოთ, უცოდვნელად, შეუბრალებლათ მამულებსა და, ვინ ამ მამულებს ჰსაჭიროებენ, იმათა. ამამაქვს ამ მამულებიდამ, რაც შემიძლიან, და სამაგიეროს აღარ უბრუნებ, რათგან არ მესმის, რომ რაც ამოდის მიწიდამ, თუ არ დაუბრუნე, წახდება მამული; ამასთან, თუ მაქვს სადმე ტყე, ვყიდი, ვჩეხავ ყოვლად შეუწყალათ და მოუსაზრებლათ. სადაც უწინ იყო დაბურული და გაუტანებელი ტყეები, დღეს აქ არიან ცარიელი უნაყოფო გატიტვლებული ველები. აი ამგვარათ გვჩაგრავს ჯერობით და ამგვარს მდგომარეობას ჰბადებს ჩვენი მოუსაზრებელი წაბაძვა ევროპის ცივილიზაციის ცუდი მხარისა. მართლაცა და გადავავლოთ ახლა თვალი, სადამდის მიაღწევინა ამ ჩვენმა გაუგებრობამ ჩვენს ტყეებს. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი ცხადლივ ატყობს კაცი, რომ ტყეები იქცევიან ცარიელ ველებათ. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი მცირდებიან წყარო მდინარენი და ნაკადულნი. რამდენიც წელიწადი გადის, იმდენი გვალვა და სხვა სასტიკი ბუნების მოვლინებანი ამრავლებენ მოუსავლობას. რა არის მიზეზი ამგვარის ტყის უწყლოთ განადგურებისა? გარდა ზევით მოხსენებული ჩვენი გაჭირვებისა და უშვერებისა, უფრო მომეტებული ჩვენი შენობანი. ჩვენებურს შენობაზედ შეშის მტერი და შთამთქმელი ძნელი წარმოსადგენია რამე და სადმე, ქართლი ხომ არის და არის, და კახეთი და იმერეთი კიდევ ერთი ორათა. ქართლში ეს მაინც არის, რომ შენობა ხისა ძვირია, კახეთსა და იმერეთში შენობაებიც სულ ხისაა, რომელიც ჰნთქავს დიდს ძალს ტყეს. ამას დაურთოთ ახლა ისა, რომ არც ქართლსა, არც კახეთსა და არც ლიხს იქითა მხარეს არ არის სრულიად ფეჩი, მაშინ მივხვდებით, რა მიზეზიც არის უწყალოთ ტყის ჩანთქმისა. ჩვენებური შენობა არის უფანჯრო, ერდოიანი, რომლისაგამო ზამთარ ზაფხულ თუ კარი სულ ღია არა გაქვს, ვერას დაინახავ. ბანი, ან ერდო არას დროს ვერ დაიხურება, რათგან კომლს ასასვლელი გზა შეეკვრის და სახლს რამდენიც გინდა კარი გაუღო მაინც შუა ადგილას ვერას დაინახავ. ამის გამო უნდა ნიადაგ ჩაუქრობლივ თითქმის საკირის მსგავსი ცეცხლი გენთოს, რომ მცირეც არის ჰგრძნობდე სითბოს, თორემ სახლი იქცევა საყინულედ, და ისეც არის. დღე და ღამ ამ ჩვენს შენობაებში აგზვნიან საკირეები და იწვის აუარებელი შეშა. თქმა აღარ უნდა, რომ ამ ხალხის გამრავლებასთან, ტყეები იჩეხებიან უწყალოთ, რომელიც ამ ათ ოცს წელიწადს საშოვნელათაც გაჭირდება თვით შენობაებისთვის და უწყლობა და ჰაერის უზომობა ხომ თავისას დაგვმართებს.

ამ ტყეებს არა ჰყავს არც მმართველი, რომელიც წესიერათ იცავდეს ამათა და უგდებდეს ყურს მომავლისათვის, არც ჰყავს მზოგველი, რათგან უშვერებისაგამო არ იციან მცხოვრებთა, რა მოსდევს ამ გვარ შეუწყალებლათ ტყის ჩეხვას და მოსპობას. მებატონენი არა ჰზოგვენ იმას, რათგან უჭირთ ცხოვრება, არა აქვთ ფული და არ იციან თვის მოთხოვნილებაების მოვლა, ამის გამო თითო ოროლა გროშათ აჩეხინებენ და ანადგურებინებენ ტყეს. მეორეს მხრივ, რომ არ გააჩეხინონ კიდეც, რა უნდა ჰქნან, როდესაც ჰსაჭიროებს ხალხი შეშას და ვერ იცხოვრებს უშეშოთ?! რაც მდგომარეებაში ვხედავთ ტყეებს, იმავე მდგომარეებაში არიან სხვა მამულები. გარდა საქონლის პატივისა, ჩვენმა ხალხმა არა ნივთისა არ იცის პატივათ ხმარება. ამისგამო მრავალნი საგანგებო პატივნი, როგორც მაგალითად ადამიანის განავალი, ძვლები, ნაგავი, თხის და ცხვრის ფეინი, ფრინველის ფეინი, ნახადები არყისა თუ ზეთისა თუ სხვისა, დამპალი ჩალა, ბზე, თივა და სხვა ამგვარები იკარგებიან სრულიად ამაოდ წყლებსა, სანაგვეებსა და ამგვარ ადგილებში. არამც თუ ესენი, ბევრგან საქონლის პატივიც იკარგება ამაოთ და მეტადრე იმ ადგილებში, სადაც წვრილი მებატონის ნაყმევები არიან, ამ ნაყმევებს არა აქვთ საკუთარი ნადელები, ჰხნავენ სხვის მამულებში, ამის გამო არცა აქვთ მიზეზი, რომ დააყარონ თავის საქონლის პატივი სხვის მამულს, რომელიც მემრისვე იქნება სხვას დარჩეს მოსახნავათ, ამის გამო იმას უყრია ეს პატივი და უხდება ტყუილათ კარებზედ, რომლითაც პატივი პატივათ ხდება და სოფელს და თვით პატრონებს უყროლებს არემარეს, ახდენს ჰაერს და ამრავლებს სნეულებას. თქმა აღარ უნდა, რომ ამგვარს გარემოებას მოსდევს სრული მიწების მოღლა და კიდეც იღლებიან. სადაც მიწა ამ ერთი ორმოცი წლის წინათ დღიური ოც კოდს იძლეოდა, დღეს აღარ იძლევა ათს კოდს.

რაც ხანი გადის, იმდენი ცხადლივ ეტყობა მოსავალს კლება და ხალხი კი თან და თან მრავლდება. ამ უპატიობის გარდა, ჩვენი მიწების გაღარიბებისათვის ისიც საკმაო იქნებოდა, რომ ჩვენი მოსავლისა კარგი წილი გადის სხვა ადგილებში და აღარ უბრუნდება ამ მიწებს. მაგრამ ჩვენ ამასაც არ ვაჯერებთ, და ვაკლებთ იმ პატივსაც, რისაც მიცემა ჩვენ ხელთ არის.

გადაავლეთ ახლა თვალი ჩვენს ხელოსნობას. გარდა ჩვენებური გუთნისა და გუთნის იარაღის გაკეთებისა, ურმისა და ურმის იარაღის გაკეთებისა, ჩვენმა სოფლელებმა არ იციან არავითარი ხელოსნობა. აქამდის იყვნენ ფეიქრები, მღებრები, ჭონები, მეჯარეები და სხვანი. ესენიც აღმოიკვეთნენ. ნიჩბისა, ფიწლისა, არნადებისა, სარცხლებისა, კევრებისა, ცხავებისა, საცრების, ვარცლებისა, კიდობნებისა, კასრებისა, თაბხებისა, ქვევრებისა, რუმბებისა, ტიკებისა, კუპრისა და სხვა ათასი ამგვარი წვრილმანი სოფლის მეორნეობის საჭირო ნივთეულობის მკეთებლები სრულიად არ არიან ჩვენს სოფლებში და ესენი ყველან ოროლა ზემოელ იმერელთ და რაჭველთაგან, სადაც იციან მხოლოდ თითო ოროლა ხელობა. ლიხს იქითა მხარე კიდევ უფრო მწირია ამისთანა ხელოსნობაში გარდა საჩხერისა და რაჭისა. არამთუ ამისთანაებში თვით პირველი უსაჭიროესი არ იციან იქ. მაგალითათ სამეგრელოში არ იციან ერბოს გაკეთება და კარაქის ამოღება, არ იციან არაყის ხდა (თუმცა დიდი ზარალი კი არ არის უარაყობა). იქ რომ ფიცრული სახლი მოუნდეთ უნდა დაიბარონ რაჭველნი ან ზემოელი იმერლები, რომელნიც უფრო დახელოვნებულნი არიან სხვა ჩვენს ხალხს შორის ხელოსნობაში. არამც ესეები, ჩვენმა ხალხმა (გარდა მთის ხალხთა და მეგრელთა არ იციან ჩოხის ქსოვნა და ან უნდა მამასისხლათ ყიდულობდნენ ქალაქ ადგილას, ან ოსთა და სხვა მთის ხალხთაგან. სხვა რიგი იარაღების კეთება, რომელნიც თან და თან გვჭირდებიან ჩვენ, რამდენიც უფრო და უფრო იღვიძებს ჩვენი რომელიმე მოთხოვნილებანი და შემოვა სხვა რიგი ადგილ მამულის მართვა, ხომ სათქმელი არ არის და არცა რა ვინ უცხო ტომთაგანი გვყავს ამისი მკეთებელი და მსწავლებელი. კაცი, რომელთაც გული შესტკივოდათ ჩვენი ამგვარის მდგომარეებისთვის და რომელთაც ეყურებოდათ ეს ცუდი მხარე ჩვენი მეურნეობისა, დაწყეს ცდა, რომ ჩვენ სოფლებში დაკეთებულიყო სახელოსნო სასწავლებლები, სადაც ჩვენი სოფლის კაცი მომზადებულიყო იმგვარ ხელოსნად, რომ შესძლებოდათ სამეურნეო იარაღისა როგორც კეთება, ისე მართვა და დაკერებაცა, რომ ამაზედ ჩვენს მეურნეობას დაბრკოლება არ მისცემოდა და არ დაგვჯდომოდა იარაღებისა სყიდვა მოტანა მამასისხლათა, რომ ამათის გაჩენით, ზარალი კი არა, სარგებლობა გვენახა. მაგრამ ამგვარმა აზრმა ვერა ჰპოვა თანაგრძნობა ვერც საზოგადოებაში, რომელიც სრულიად მოუხვედრელია ჯერ თავის ნანდვილს სარგებლობაზედ. და ვერც უმაღლეს ადგილას სხვა და სხვა მიზეზისა გამო. ამგვარი აზრი ეკუთვნოდა კოსტანტინე მამაცაშვილს, რომელიც წერითა თუ პირადის ქადაგებით შეჰღაღადებდა საზოგადოებას და მართებლობას, მაგრამ პასუხათ მიიღო განსვენებული “კავკაზის” რედაქტორის ბაბილიოვის უშვერი და ამაყი სტატია, რომლითაც იხსენიებდა უპატიურათ ამგვართა აზრთა და მოთხოვნილებათა. საზოგადოებამ ყურიც არ გაიბერტყა, თითქო ეს ჩვენ არ შეგვეხებაო. აი ამგვარს გარემოებასა და მდგომარეებაშია ჩვენი სასოფლო მეურნეობა. ყოველი ეს გარემოებანი თხოულობენ საძირკვლიანათ შეცვლას ჩვენი ცხოვრებისას, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა წავიდეს იმ გზაზედ, რომელიც მიანიჭებს ნანდვილს ბედნიერებას ხალხს და ჩაუდგამს სულს ახალის ცხოვრებისას. ჩვენი ეკონომიური და გონებითი მდგომარეება ისეა ერთმანეთზედ გადახლართული, რომ ორივეს ცვლილება ერთათ უნდა დაიწყოს. მართალია, რომ ჩააკვირდე კარგა ამ მოვლინებათა, ამ ჩვენს ცუდს გარემოებაში ბრალი უფრო სხვათა აქვთ, რომელთაც ჩვენთვის პირველადვე უნდა მეეცათ ცოდვნა და ეჩვენებინათ ღონე თავის პატრონობისა. მაგრამ ამაში არც ჩვენა ვართ უნაწილონი.

მიწა

რუსები იტყვიან: Дитъе неплачетъ, мать не разумъетъ. თუ ჩვენ არ დავანახვებთ ჩვენს ნაკლებულებას, ჩვენს საჭიროებას, სხვები ამას ძნელათ მიხვდებიან. მართალია, ესეც ძნელი საქმეა ზოგიერთი გარემოებისა გამო, მაგრამ, რაც შეიძლება ის მაინც უნდა გაგვემჟღაპრებინა. მაგრამ ჩვენ არც ამაში მიგვიწვდა გაბედვა და მოხერხება. გარდა ამის ჩვენა გვაქვს ამაში კიდევ ის ბრალი, რომ მეტათ შევეჩვიეთ სხვის ხელის შეცქერას და ამაში მივეცით ნება სხვათა, რომ გვაყურონ როგორც აღუცასა, რომელსაც, რასაც უბრძანებენ, ის უნდა შეასრულოს და ისე უნდა მოიგცეს; რომელსაც არა აქვს გაღვიძებული არავითარი საკუთარი მკვიდრი მოთხოვნილება და მოსაზრული საჭიროება. ხანი გადის და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ დიდი დაფიქრება და მეცადინეობა გვმართებს, რომ დავიცათ ჩვენი საკუთარი ბუნების ნიშნები, ჩვენი საკუთარი ნიჭი და ჩვენი განსაკუთრებითი ხასიათები. ერთის სიტყვით, ჩვენ უნდა დავინახოთ და შევეჩვიოთ იმ აზრსა, რომ ჩვენი თავის პატრონნი ვართ ჩვენა, რომ ჩვენს თავს ჩვენვე ვეცადნეთ, რომ მოუაროთ იმდენათ მაინც, რამდენათაც ამაში გვეხმარებიან ჩვენი გარემოებანი. იქ, სადაც ხალხი არის ნიადაგ სხვების ზრუნვის ქვეშ, და თითონ ყური მიგდებული აქვს თავის საკუთარ საქმეებზედ, იქ ყოველთვის დაცემულა და გაწრიოკებულა ხალხი, სადაც ხალხი თვითონ ყოფილა თავის საქმეების თაოსანი და საქმის მზრუნველი, იქ ხალხი ყოველთვის ყოფილა დაწინაურებული და წარმატებაში. თქმა აღარ უნდა, რომ მინამ ეს არ შეგვიძლიან, მინამ ეს მაინც უნდა, რომ ჩვენი საჭიროება ვაცნობოთ მათ, ვისდამიც ჯერ არს და მოვთხოვოთ, შეგვისრულონ ისა, რაც საჭიროებაა. ამის გამო სასარგებლოთ სასოფლო მეურნეობის წარმატებისა. იმდენათ მაინც, რამდენათ ეხლანდელს მდგომარეებაში შესაძლებელია, აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, რომ ადმინისტრაცია, ესე იგი, მმართებლობა გაერიოს საქმეში და მოახდინოს რამდენიმე ცვლილება და დაწესება. ეს ცვლილება და წესები ესენი არიან:

1.დაიმართოს სასოფლო სასწავლებლები და შეძლების დაგვარად ალაგ ალაგ მაინც ისეთები, სადაც ასწავლიდნენ სასოფლო მეურნეობას წიგნით თუ ჩვენებით (თეორიულათ თუ პრაკტიკულათ). აქ კიდევ არ შეგვიძლიან არ მოვიხსენიოთ მეცადინეობა ი. ქრ – ძე მამაცაშვილისა, რომელიც ყოველიც ღონისძიებით ცდილობდა სოფლებში სასწავლებლების დარდგენას და ზოგან კიდეც დაარდგინა გორის უეზდში, მაგრამ ჯერ ერთი ეხა, რაკი არ იყო საკმაო ღონისძიება, ვერ მოვიდა იმ სისრულეში, რომელიც იმასა ჰსურდა მიეცა სასწავლებლებისათვის, და მეორეც ესა, რაკი სხვა და სხვა მიზეზისაგამო მოისპო იმისი განვნენა, ეს დარდგენილი შკოლებიც გაჰქრნენ.

2.დაიმართოს ალაგ ალაგ სამეურნეო სახელოსნო, სადაც აგრეთვე ასწავლიდნენ წიგნს, რომელნიც უხსნიდნენ ამ მხრივ იმათ გონებას.

3.დასაცველად ტყეთა დაიდვას კანონი, რომ ვინც ახლად დაიწყოს შენობა, ჯერ ერთი ესა ყველამ გაიკეთოს სახლი ალიზისა, რომელზედაც არ იხარჯება ტყე და არც სხვაფრივ უნდა დიდი ხარჯი; მეორეც ესა, სახლი იყვეს ფანჯრებიანი, უერდოვო; მესამეც ესა _ სახლსა ჰქონდეს ფეჩი, რომელიც იხურებოდეს; მეოთხეც ესა, აღიკრძალოს თონეები, რომელნიც ჰთქმენ მეტათ ბევრ ტყესა, აძლევენ ცხობაში ზარალს კუტებით და აუძლურებენ თვით პურის მცხობელთაც: პური აცხონ ფეჩებშივე. ფეჩებს ჰქონდეს დასახურავები. რასაკვირველია, ვისაც შეძლება აქვს _ არ აეკრძალოს ალიზის სახლის მაგივრათ ქვიტკირისა, ოღონდ სახლი ნუ იქნება ხისა, რომელიც მეტად აზარალებს ტყესა. აღიკრძალოს ხის შენობა, გარდა რომელთამე აუცილებელთა საჭიროებათა.

4.დასაცველათვე ტყეთა და მდინარეთა, რათგან ტყის კერძო პატრონნი ვერასოდეს ვერ შეძლებენ წესიერათ ტყის დაცვას სასარგებლოთ თვით ტყისა და მთლათ მხარისა, რომელმაც უნდა იცხოვროს ამ ტყითა და მის ძალითა, ყველა კერძო ტყეები დაიდგას სახასოდ და გადვიდეს ტყეთა სამმართველო უწყებაში. მეპატრონეთა მიეცით ამაში ფასი, რომელიც გამოერთვას მხარეს წვრილ-წვრილად, მხოლოდ მხარეს მიეცეს ნება რომ მუქთათ ახმაროს ტყე შინ სახარჯავათ. მხოლოდ გასასყიდში ერთვას ხარჯი, სასარგებლოთ ტყეთა მმართველობისა.

5.სივიწროვისა გასაფართოვებლათ სოფლებში აღეკრძალოთ სამკურნალო წესით რაც სივრცეა საჭირო, იმ სივრცეზედ მცხოვრებთ ერთმანერთზედ ახლო დგომა და მახლობლათ იმ შენობათა კეთება, რომელნიც ჰვნებენ ხალხის სისაღეს, რომელთაც არა ჰქონდეთ იმდენი მამული, რომ სადგომათ ეყოთ ერთმანთზედ ამ წესით მოშორებითა და არცა ჰქონდეთ შეძლება სხვათაგან ამის შეძენისა, მაშინ მიეცეთ ამათ ან სახელმწიფო და საეკლსიო მამულთაგან, სადაც ეს მამულები არიან; თუ არა და ამგვარ გაჭირვებულთათვის დაიდოს კანონათ, რომ სოფელმა შეიძინოს ერთობრივ სადგომათა ადგილები იმ პირთაგან, რომელთაც ამ სოფელში, ან მახლობლათ აქვთ სხვებზედ მეტი მამული და ამ მამულში სოფელმა მისცეს ამ პატრონთ ერთხელ და ერთხლ ტაქსით სოფელ სოფელ დადებული ფასი. ყველა ამ მამულზედ დამდგარს თავის სადგომი მამულის ფასი გამოერთვას წვრილ წვრილათ, შეძლების დაგვარათ.

6.თუ შეიძლება ერთბაშათ, თუ არადა ცოტ ცოტათი მაინც ეცადნენ, რომ მამულები სოფლებში შეიქნეს საზოგადო სასოფლო საკუთრებათ, როგორც არის ეს რუსეთში. მხოლოდ დაყოფის დროს შემუშავებული მამულები დაიყონ შემმუშავებელთა. ვენახები ორმოცდა ათ წლამდის ეჭიროთ გამშენებლებთა და შემდეგ დაიყოს შეფარდებით ვენახის პატრონებს შორის: კარგი ვენახები კარგის შემმუშავებლებს და ცუდი _ ცუდი შემმუშავებლებს შორის. ამგვარი ხნიერება და შერჩევით დაყოფა არ დაუკარგავს მუშას ვენახისა და მამულის გაკეთების ხალისსა. ამგვარათ საზოგადოთ მამულების დადება, სხვა სიკეთეთა შორის, უშველის იმ საშინელს სივიწროვესაც, რომელსაც ეხლა ითმენს სოფლის ხალხი.

7.რამდენსამე სოფელზედ დაწესდეს თითო საქონელთა ნასწავლი მკურნალი.

8.გაიმართოს მასწავლებელთა სემენარიები (учителъская семинария ) სხვა და სხვა საქართველოს ადგილებში, როგორც ამგვართა ექიმთა დასაზრდელი სასწავლებისათვის, ეგრეთვე სხვარიგი სამეურნეო სასწავლებლისათვის.

მართალია, ბევრს ეს მოთხოვნილება და ცვლილება ეჩვენება ახირებულ საქმეთა. მაგრამ ვინც კარგათ დააკვირდება იმ ფაკტთა და გარმოებათა, რომელნიც მე აქ წარმოვადგინე, ყველა დამერწმუნება, რომ ეს ცვლილებანი და დაწესებანი არიან აუცილებელი საჭიროებანი, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეურნეობა, ჩვენი მდგომარეობა სრულს უკანასკნელობას და განწირულებას არ მიეცეს. ვისაც შეუძლიან შორს გახედვა და დანახვა იმ მოვლინებათა, რომელიც მოსდევს ეხლანდელს მდგომარეებას, ის არამცთუ დაგვეთანხმება ამ ცვლილებათა საჭიროებაში, არამედ ჰპოვებს, რომ უამისოთ ჩვენი საბოლოვო ცუდი სანახავი და უნუგეშო რამ არის.

გუთნის დედა”,

 თბილისი, 1873 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here