მთავარი ყვითელი გვერდი რამდენიმე ფაქტი ახალი წლისა და ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც, ალბათ, არ იცოდით

რამდენიმე ფაქტი ახალი წლისა და ნაძვის ხის შესახებ, რომლებიც, ალბათ, არ იცოდით

996
გააზიარეთ
თოვლის ბაბუა

შობაახალი წლის წინსაქართველო და მსოფლიომინტერნეტში მოიძია ცნობები სხვადასხვა პერიოდის საშობაოსაახალწლო რიტუალებისა და წესების შესახებ, მაგალითად, რატომ კიდებდნენ ნაძვის ხეს ჭერზე თავდაყირა, რომელი ქვეყანაა ახალი წლის სამშობლო და სხვა საინტერესო ფაქტები.

მესოპოტამია _ ახალი წლის სამშობლო

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალი წლის ზეიმის ტრადიცია 4 ათასზე მეტი წლის წინათ გაჩნდა მესოპოტამიაში. მას მიჰყვა ძველი რომიც ჯერ კიდევ ახალი ერის დადგომამდე. თავდაპირველად რომის უზენაესი ქურუმი თვითონ წყვეტდა, როდის დადგებოდა ახალი წელი, მას ჰქონდა უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეემოკლებინა ან გაეხანგრძლივებინა წელიწადი. შემდეგ რომაული ახალი წელი იწყებოდა 1 მარტს, ხოლო 153 წელს ჩვენს ერამდე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა დაიწყეს 1 იანვარს. ამ დღეს ახალარჩეული კონსული ფიცს დებდა.

სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წელი სხვადასხვა დროს აღინიშნება. მაგალითად, ავსტრალიაში _ 1 იანვარს, რუსეთში 1700 წლამდე ახალის წლის დაწყებას სექტემბერში აღნიშნავდნენ, ინდოეთში _ 22 მარტს, ებრაელებისთვის ახალი წელი სექტემბერში იწყება, ჩინეთში _ ახალ წელს 17 იანვრისა და 19 თებერვლის შუალედში ხვდებიან, ახალი წლის დადგომას საქართველოში IV საუკუნიდან აღნიშნავდნენ. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნეში _ 1 სექტემბერს, IX-ში კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან _ მარტიდან იწყებოდა.

საახალწლო საჩუქრები _ რომაელების გამოგონება

ახალი წლის შეხვედრის იდეა ძველმა რომაელებმა ასე ჩამოაყალიბეს: როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მას! ამიტომ ისინი ცდილობდნენ, მხიარული ყოფილიყვნენ, უძღვნიდნენ ერთმანეთს საჩუქრებს: თავდაპირველად _ ნუგბარსა და გემრიელ კერძებს, მოგვიანებით _ ფულს. სვეტონიუსი წერდა, რომ მაგალითად, იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი დაინტერესებული მოქალაქეებისაგან ფულით სავსე ზანდუკებს იღებდა საჩუქრად.

რატომ კიდებდნენ ნაძვის ხეს ჭერზე

შუასაუკუნეების ევროპაში ნაძვის ხეს სხვადასხვანაირად რთავდნენ. მარტინ ლუთერამდე (გერმანელი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, პროტესტანიზმის დამაარსებელი, 1483-1546 წწ.) ნაძვის ხეს იატაკზეც არ დგამდნენ, თავდაყირა კიდებდნენ ჭერზე. ამაში არანაირი საიდუმლო აზრი არ იდო, ამას მხოლოდ კარნავალისა და მხიარულებისთვის აკეთებდნენ. თავდაყირა ჩამოკიდებულ ხეს რთავდნენ სხვადასხვა ტკბილეულით, დათქმულ დროს აღებდნენ კარს და ოთახში შედიოდნენ ბავშვები, რომლებიც გარს უვლიდნენ ნაძვის ხეს.

ასე რომ, თანამედროვე დიზაინერების იდეა, ჭერზე ჩამოკიდონ ნაძვის ხე, სულაც არ არის ნოუ-ჰაუ, პირიქით _ ძველი რიტუალის ნაწილია.

საშობაო ნაძვის ხე მოიგონა ლუთერმა

ევროპაში საშობაო ნაძვის ხე დაამკვიდრა მარტინ ლუთერმა, პროტესტანიზმის ფუძემდებელმა. ტოტემური ხე ქრისტიანობისთვის რომ დაეახლოვებინა, თავის საწმყსოს უთხრა, რომ საზეიმო ნაძვის ხის კენწერო ბეთლემის ვარსკვლავის მსგავსი მოსართავით დაემშვენებინათ, ხოლო ტოტებზე სანთლები დაემაგრებინათ.

როგორ გადავიდა ნაძვის ხე სახლში

ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნა, მაგალითად, რუსეთში ეკატერინე II-ის იმპერატორობის პერიოდში დამკვიდრდა, ხოლო პირველი “სახელმწიფო ნაძვის ხე” აღინიშნა ნიკოლოზ I-ის პერიოდში. ქუჩიდან კი ნაძვის ხე სახლებში შევიდა IX საუკუნის შუა წლებში. ნაძვის ხე პირველად სახლში შეიტანეს პეტერბურგში მცხოვრებმა გერმანელებმა. ნაძვის ხეს ისინი რთავდნენ კათოლიკური შობისთვის და იღებდნენ ნათლიღებას. ეს წეს-ჩვეულება ძალიან მოეწონათ სხვა მოქალაქეებს და მათაც დაიწყეს ნაძვის ხის სახლებში შეტანა. მდიდრები ნაძვის ხეზე კიდებდნენ ბეჭდებს, მძივებს, საყურეებს.

ნაძვის ხის სათამაშოები გაჩნდა ვაშლის ცუდი მოსავლის გამო

ევროპაში ნაძვის ხის მორთვა XVII საუკუნის ბოლოს დაიწყეს. თავდაპირველად ნუგბარით: კანფეტებით, თხილით, ნამცხვრებით, ვაშლებით. ღარიბები კი მოსართავად შაქრის ნატეხებსაც იყენებდნენ. ნაძვის ხის ტოტებზე ანთებდნენ სანთლებს (რაც არაერთხელ ყოფილა ხანძრის გაჩენის მიზეზი). ნაძვის ხის მბრწყინავი ბურთები კი დაახლოებით 150 წლის წინათ გაჩნდა. ამბობენ, რომ ნაძვის ხის პირველი ბურთი გააკეთეს ვაშლის ცუდი მოსავლის გამო. ხილის მარაგი ზამთარში ამოიწურა და გერმანელმა მინის ოსტატებმა ვაშლის ფორმის სფეროები დაამზადეს.

1870-იან წლებში კი ამერიკაში უბრალო ტელეგრაფისტმა ხანძარსაშიში სანთლები ელექტრული გირლიანდით შეცვალა.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here