მთავარი პოლიტიკა “პრინცესა” და “მათემატიკოსი” _ ბრიტანეთის აგენტები საპატრიარქოსა და ოპოზიციაში

“პრინცესა” და “მათემატიკოსი” _ ბრიტანეთის აგენტები საპატრიარქოსა და ოპოზიციაში

5395
გააზიარეთ
ნინო ბურჯანაძე, მეუფე იაკობი,

ანალიტიკური სააგენტოუსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრისხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემსაქართველო და მსოფლიოსსკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.

დავით ფურცხვანიძე
დავით ფურცხვანიძე

გვესაუბრება დავით ფურცხვანიძე:

_ მიმდინარე წლის 23 მარტს ბრიტანეთის სპეცსამსახურის, “MI 6”-ის თანამშრომელი, ვინმე G.W. იგივე ჯორჯ უაითი, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ფსევდონიმია, ხელმძღვანელობის სანქციის გარეშე, არალეგალურად გაემგზავრა, ანუ გაიქცა სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ერთერთ ქვეყანაში და რამდენიმე დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა აღნიშნულ რეგიონში, იმყოფებოდა ბანგლადეშში, ვიეტნამში, ინდოეთშისავარაუდოდ, ამჟამად სინგაპურშია. მისი გაქცევის მოტივაცია და საბოლოო მიზანი უცნობია. ერთერთი ვერსიით, G.W.- კავშირი აქვს .. სკრიპალების საქმესთან. ის ამბობდა, რომ ეს საქმე ხელოვნურად იყო მოწყობილი და რომ სკრიპალები მოწამლეს არა რუსეთის, არამედ თვით ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა, რაც, როგორც ახლა ირკვევა, სიმართლეს შეეფერება. ვიცით, რომ G.W. თავისიანებისგან წამოვიდა მოსალოდნელი საფრთხის გამო, აქვს საკმარისი და საინტერესო ინფორმაცია, რომლის მეშვეობით საიმედო თავშესაფარს ეძებს.

_ რატომ არ მიმართა მან დახმარებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებს?

_ შესაძლოა, შეეშინდა. მოსკოვში ჩასვლა პრობლემებს შეუქმნიდა, ამიტომ ძველ კონტაქტებს მიმართა. ის თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ან არის ორმაგი აგენტი და გასცემს ინფორმაციას ყურადღების მისაპყრობად. სკრიპალების საქმე გლობალურია და გასაგებია, რომ ხმაურს გამოიწვევდა, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ G.W.-ს ანგარიშს, რადგან საქართველო ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები.

G.W.- მიერ ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე პირისთვის მიწოდებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ეხება სამხრეთ კავკასიას, კერძოდ, საქართველოს. ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აქტიურად მოქმედებს ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტურა, რომელიც შესულია არა მხოლოდ სახელმწიფო და საზოგადოებრივპოლიტიკურ, არამედ მაღალ საეკლესიო წრეებში. რამდენად ფართოა აგენტურის ქსელი და გავლენის კიდევ რა სფეროებს მოიცავს, ეს საქართველოს სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა.

ეს ინფორმაცია მომაწოდა დღემდე მოქმედმა ჩემმა ძველმა საკონტაქტო პირმა, რომელიც საქმიანობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საფრთხე რეალურია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ ნატოს შტაბ-ბინასა და ალიანსის სხვა სტრუქტურებს ბრიუსელში, აგრეთვე, სახელმწიფო სტრუქტურებს აშშ-ში, ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში და ეწევიან ე.წ. დასავლური ღირებულებების პროპაგანდასა და ქება-დიდებას სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ფორმულირებით _ “ნატოში აუცილებლად უნდა შევიდეთ”. ამ მავნე მოქმედებით ეს ძალა უპირისპირდება საქართველოს პატრიარქს და ბლოკავს ილია მეორის მცდელობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, რა დოზით შეიცავს სიმართლეს ჩვენს რეგიონთან დაკავშირებული ინფორმაცია, არის თუ არა მასში პროვოკაციული ნაწილი და ა.შ. ამ მონაცემების დაზუსტება დღემდე გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ყველაფერს არ გავარკვევთ.

_ რა იცით, რომ ფოტო და მასალა, რომელიც მოგაწოდეს, ყალბი არ არის?

_ ინგლისურენოვანი დოკუმენტი ჩემმა რუსმა მეგობარმა ინგლისელის თანხმობით გადათარგმნა რუსულ ენაზე და ინფორმაციის დასადასტურებლად ხელიც მოაწერა. თარგმანი გაკეთებულია ადგილზე. ინგლისური ვერსია პირადად ჩემთვის მიუწვდომელია _ დოკუმენტი ჯორჯ უაითს თავისთვის სჭირდება. მასალა ჩემთვის უცნობ ადამიანს არ მოუწოდებია, მომაწოდა სანდო კაცმა. ჩვენ, პრაქტიკულად, ეჭვი არ შეგვაქვს ინფორმაციის უტყუარობაში, თუმცა, როგორც აღვნიშნე, გრძელდება შესწავლისა და დაზუსტების პროცესი, რომლის შემდგომ გამოვლინდება ინფორმაციის საიმედოობა და დადგინდება საბოლოო მიზანი, რითაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ავიცილებთ პროვოკაციას, რომლის მასშტაბები ქვეყნისთვის ძალიან საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას მივყავართ კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობისკენ, რაც სახელმწიფოს სტრუქტურების ჩარევის გარეშე ვერ გაკეთდება.

დოკუმენტში რაც იყო მითითებული, ბევრი რამ არ გამკვირვებია. არ გამიკვირდა, რომ საქართველოში ბრიტანეთის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ, გავლენის სფეროები დიდი აქვთ; ასევე არ გამკვირვებია, რომ ეკლესიაშიც აქვთ ცხვირი შეყოფილი.

_ ვინ არიან სინამდვილეში ტექსტში ნახსენებიპრინცესადა საეკლესიო პირი, მეტსახელადმათემატიკოსი”?

_ “პრინცესა” ნინო ბურჯანაძეა, ხოლო “მათემატიკოსი” _ მეუფე იაკობი (იაკობაშვილი).

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჯორჯ უათის სხვა მასალებშიც არის ნახსენები ამ ადამიანების სახელები და გვარები. პრინცესარომ ნინო ბურჯანაძეა დამათემატიკოსიმეუფე იაკობი, ეს იდენტიფიცირებულია სხვა დოკუმენტებშიც. ბრიტანეთის სპეცსამსახურის _ “MI 6”-ის კარტოთეკაში ამ ადამიანებზე ყველა ინფორმაცია აქვთ, მეუფე იაკობი ახლახან გააქტიურდა, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც მასზე მუშაობენ. მეუფე იაკობი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესიის კურსის დასავლეთის მიმართულებით გადატანაში და ამას ემსახურებოდა მისი ბოლოდროინდელი ვიზიტები აშშ-ში ამ ქვეყნის სახელმწიფო, პოლიტიკურ და სხვა გავლენიან მოღვეწეებთან. ეს სალაღობო და გასართობი თემა არ არის, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ინფორმაციაა.

საქმე ის არის, რომ საქართველო ახლა უკვე პრაქტიკულად დაწყებულ მესამე მსოფლიო ომში ჩაერთვება, რა ფორმით, მალე გამოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაზე დარტყმა აქედან მოსახერხებელია. და არავითარი წინააღმდეგობა ამ ავანტიურას არ ექნება, ვინაიდან, კარგა ხანია, საქართველო დასავლეთის ყველა პროექტის აქტიურ და ბრმა მხარდამჭერად გადაიქცა. რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს ან ამერიკას კარგად უნდა მოექცე თუ ავად, საკითხი ასე არ უნდა დააყენო. სწორად უნდა განსაზღვრო პოლიტიკური ვექტორი. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, აშშ და რუსეთი მოლაპარაკების გარკვეულ ფორმატს ინარჩუნებენ, გამოაქვთ რა წინა პლანზე ნაციონალური ინტერესები. საქართველო კი თავისი ხისტი პოლიტიკით აღიზიანებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დასავლეთსაც, ვინაიდან სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებში იხლართება არაპროფესიონალიზმისა და უპრინციპობის გამო. საქართველოს ხელისუფლება უხერხემლო და თავდახრილია. ისინი უპირობო შემსრულებლები არიან ბრძანების, არ უყურებენ არავის და არაფერს. ბოლო პერიოდში მცდარი ინიციატივებით კი გამოდიან, მაგალითად, საქართველომ გამოიჩინა სოლიდარობა ბრიტანეთის მიმართ, მაგრამ არანაირი თავდაცვის მექანიზმი არ აუმუშავებია, რათა შედეგები, რომლებიც, შესაძლოა, ბრიტანეთის მხარდაჭერას მოჰყვეს, თავიდან აირიდოს.

თავდაცვის გარანტია არ არის საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქების მიწვევა და პომპეზური მიღება ვაშინგტონის, ნიუიორკის, ბრიუსელისა და ლონდონის მაღალჩინოსნების კაბინეტებში. მათ ბრმა იარაღად იყენებენ, თუმცა არცთუ იშვითად, სრულიად გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ასრულებენ ისეთ საჩოთირო დავალებებს, რომლებიც პირდაპირ ემსახურება ეკლესიის გახლეჩას და ამ გზით საქართველოს საბოლოო დაპირისპირებას რუსეთის ეკლესიასა და სახელმწიფოსთან. ასეთი დაპირისპირება მხოლოდ ომით მთავრდება, რომლის შედეგიც ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა იყოს.

ე.წ. დასავლური ღირებულებების უპირობო პატივისცემა უხერხულია პოლიტიკოსისთვისაც კი, არათუ სასულიერო პირისთვის. სწორედ ამის გამო აღმოჩნდა საქართველოს პატრიარქი ერთობ საჩოთირო მდგომარეობაში მოსკოვში ერთი წლისწინანდელი ვიზიტისას, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლები ნატოს შტაბბინას სტუმრობდნენ ბრიუსელში. ეს სეპარატისტული ნაბიჯი სწორედ პატრიარქის დისკრედიტაციასა და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას ემსახურებოდა.

აქედან გამომდინარე, არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო იმ ინფორმაციაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა გასცა. ამ საქმის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ამ პიროვნებასთან შეხვედრას.

_ რატომ მოგაწოდეს ეს ინფორმაცია თქვენ? ამით სურდათ, რომ გაგესაჯაროებინათ ბრიტანეთის სპეცსამსახურის თანამშრომლის ინფორმაცია თუ კიდევ სხვა მიზნებიც არის ჩადებული?

_ ეს ინფორმაცია ჩემმა მეგობრებმა და, ამასთანავე, საქმიანმა პარტნიორებმა მომაწოდეს, რადგან მათაც კარგად იციან, რა მნიშვნელობისაა ყოველივე ეს. მეტიც, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კარგად დამუშავებულ დეზინფორმაციასთანაც. ასეთ შემთხვევაში მით უფრო საინტერესოა ავტორებისა და წყაროს მიზანი. ორივე შემთხვევაში საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

G.W. საინტერესო ინფორმატორია, მისგან ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი, როგორც ვიცი, მას მოყვანილი აქვს ბადრი პატარკაციშვილის ეპიზოდიც. მოკლედ, ყველაფერი თუ აიკინძება, ვფიქრობ, საინტერესო სურათს მივიღებთ. სწორედ ამიტომ მინდა, შევხვდე ამ პიროვნებას. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის იგნორირება არ შეიძლება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

4 COMMENTS

  1. რა კომენტარის გაკეთებას აქვს აზრი მაშინ როცა ხელისუფლებაში არჩეული ან დანიშნული არიან საქართველოს მტრები (უმრავლესობა რა თქმა უნდა), რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. ანდა რომელ დემოკრატიაზეა საუბარი როდესაც ისევ ნაცისტები განაგებენ ქვეყანას

  2. საქართველოში რეკორდი დაამყარეს გამცემლობაში და მოღალატეობაში!
    ბურჯანაძისგან არ მიკვირს,ჩვეულებრივი გნაცია!
    აი ეს ”მამაოები” რაღამ დააცოფა,ეგ მიკვირს!

  3. ნინო ბურჯანაძე მიმაჩნია ერთ–ერთ ყველაზე უფრო საღად მოაზროვნე, სწორი ხედვებისა და დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული საზოგადო მოღვაწე. სწორედ მისმა ორგანიზებულმა 2011 წლის 26 მაისის აქციებმა გადატეხა წელში ენმ–ის პარპაში საქართვლოში.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here