მთავარი ყველაზე ყველაზე პოლიტიკოსების ყველაზე სასაცილო და უცნაური ჩაცმულობა

პოლიტიკოსების ყველაზე სასაცილო და უცნაური ჩაცმულობა

213
გააზიარეთ
მიხეილ სააკაშვილი

თანამედროვე პოლიტიკოსები, მით უმეტეს, მსოფლიო ლიდერები დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთ იმიჯს. მკაცრი კოსტიუმები, იდეალური აქსესუარები, ვარცხნილობა _ ეს ყველაფერი ძლიერთა ამა ქვეყნის უცვლელი ატრიბუტებია, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკოსს, არცთუ იშვიათად, ყურადღების მიღმა რჩება თავისი გარეგნობისუმნიშვნელოდეტალები. გთავაზობთ სასაცილოდ ჩაცმული პოლიტიკოსების ფოტოებს.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა შარვლის ტოტები წინდებში ჩაიტანა. ასეთ ვითარებაში არაერთხელ ყოფილა ნაპრეზიდენტალი. უკრაინაში ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაციაზე სააკაშვილს შარვალი უკუღმა ეცვა, რის გამოც გვერით მყოფნი სიცილს ძლივს იკავებდნენ.

დევიდ კემერონი

დევიდ კემერონი

დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი იტალიაში დასასვენებლად ყოფნისას ქუჩაში წინდების გარეშე დასეირნობდა, ხოლო, როცა გააკრიტიკეს, გრძელ შორტებსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოეწყო.

კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავისი სამოსით გულკეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მხოლოდ შლაპა რად ღირს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაღაცით ჰგავს ნიკიტა ხრუშჩოვს.

ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

ფრაუ კანცლერი ყოველთვის იპყრობს პრესის ყურადღებას, როგორც კი კაბაში გამოწყობილი გამოჩნდება ხოლმე. დასანანია, რომ მერკელი ხშირად იცვამს კაბის შეუსაბამო ფეხსაცმელს. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება გერმანული პრაქტიკულობა დეტალებში იმალება. აწ გარდაცვლილი კარლ ლაგერფელდი ფრთხილად შენიშნავდა ხოლმე: მთლიანობაში ანგელა რიგიანად იმოსება, მაგრამ მას მცოდნე სტილისტი სჭირდებაო. სტილისტები კი ხშირად მიუთითებენ ფრაუ ანგელას სიყვარულზე მოკლე პიჯაკებისადმი.

დილმა რუსეფი

დილმა რუსეფი

ბრაზილიის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა (გადააყენეს 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად) ერთ-ერთ ინტერვიუში თავის თავზე განაცხადა: “მე აქ ერთადერთი ძლიერი ქალი ვარ, სუსტი მამაკაცებით გარემოცული”.

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი და ასევე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ფოტორეპორტიორებს ხშირად “გამოუჭერიათ” ჭრელაჭრულა სამოსელში. თუმცა, ბოლო პერიოდში ქალბატონი ჰილარი მიხვდა შეცდომას და თავს ყვავილებიანი სამოსით აღარ “იბერებს”, მაგრამ ყვავილებისადმი სიყვარულს ზოგჯერ თავისი გააქვს და საქმიან კოსტიუმებს შორის ყვავილებიანი სამოსიც გამოერევა ხოლმე.

იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერი, ამჟამად პარლამენტის წევრი, თავის იუბილეზე გამოწყობილი იყო ისეთ კაბაში, რომელიც ძალიან ჰგავდა “მეხუთე ელემენტში” მილა იოვოვიჩის სამოსს.

ვლადიმერ ჟირინოვსკი

ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთში ყველაზე ეპატაჟური პოლიტიკოსი თავს უფლებას აძლევს, ოფიციალურ ღონისძიებებზეც ეპატაჟური სამოსით მივიდეს. ვლადიმერ ვოლფოვიჩი ხშირად ძალიან უცნაურად არის შემოსილი.

კოლინ პაუელი

კოლინ პაუელი

აშშ-ის არმიის გენერალი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ერთხელ ჟურნალისტის წინაშე ისეთი უფორმო კოსტიუმით წარდგა, რომ სჯობდა, საერთოდ არ ჩაეცვა.

პეტრე პოროშენკო

პეტრე პოროშენკო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი, ასე ვთქვათ, მსუბუქი და დაჭმუჭნილი შარვლით ცოტა დაძაბა პრესის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ნიდერლანდების სამეფოში გადაფრენა ხანგრძლივი და მომქანცველი იყო. პოროშენკოს ტანსაცმელთან ყოველთვის მოსდის კაზუსები, ხან ზომაა პატარა, ხან პერანგი, შარვალი კი დაჭმუჭნილია და ტომარასავით ჰკიდია. ეტყობა, პოლიტიკოსს, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის ასეთ წვრილმანებზე.

ჯეიკობ ზუმაროდი

ჯეიკობ ზუმაროდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი თავის ქორწილში ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა, თუმცა ამ სამოსის “სულისკვეთება” თანამედროვე სასპორტო ფეხსაცმელმა დაარღვია. ამ ფეხსაცმლის გარეშე ცეკვა, ალბათ, მოუხერხებელი იქნებოდა.

ჯორჯ ბუში-უმცროსი

ჯორჯ ბუშიუმცროსი

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ყველაზე უგემოვნო პრეზიდენტად მიიჩნევენ. მის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კოვბოის შლაპებს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here