Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი პერუელმა მეცნიერებმა “მარსისმაგვარ” პირობებში კარტოფილი გაზარდეს

პერუელმა მეცნიერებმა “მარსისმაგვარ” პირობებში კარტოფილი გაზარდეს

1181
კარტოფილი

ალბათ, ყველას ახსოვს მშვენიერი ფილმიმარსელიმეტ დეიმონის მონაწილეობით, რომლის გმირსაც  _ ასტრონავტ მარკ უოტნის, რომელიც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარსზე მარტო დატოვეს, გადარჩენისა და დედამიწაზე დაბრუნების მცდელობისას უწევს ფანტაზიისა და ყოველგვარი ცოდნის მოშველიება: საკვების, ვიტამინებისა და ჰაერის არსებული მარაგის დახმარებით მთავარი გმირი ცდილობს, კიდევ ოთხი წელი გაძლოს პლანეტაზე, სანამ შემდეგი მისია _ „არესი-4“ მოფრინდება.

მან მარსზე კარტოფილის მოყვანა სცადა.

ლიმელმა მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს, გაერკვიათ, ნამდვილად არის თუ არა ეს შესაძლებელი.

მათ ლაბორატორიულ პირობებში შექმნეს “მარსი კოლოფში”, ანუ შექმნეს წითელი პლანეტის ანალოგიური კლიმატი, ტემპერატურული რეჟიმი, გრუნტი, ატმოსფერული წნევა და სხვ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მარსზე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა, რომ  მსგავსი ექსპერიმენტი შორს არაა რეალობისგან, რამდენადაც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანს. მარსზე მიწათმოქმედების განვითარება კვლევის უკიდურესად პერსპექტიული სფეროა. მაგალითად, მოცემული ექსპერიმენტის წარმატება აჩვენებს, რომ მარსის პირველ კოლონიას შეიძლება ექნეს სრულიად ავტონომიური სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამას გარდა, მცენარეთა დარგვა თანდათან უზრუნველყოფს პლანეტის ჟანგბადით გამდიდრებას. ამჟამად მკვლევართა გეგმებში ტექნოლოგიების შემდგომი შესწავლა და სრულყოფა შედის, ასევე,  მცენარეთა უფრო მკაცრ პირობებში გახარების ექსპერიმენტები და მუტაციაზე კოსმოსური რადიაციის ზემოქმედების შესწავლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here