მთავარი ისტორია ორი დიდი ქართველი

ორი დიდი ქართველი

7583
გააზიარეთ
დავით აღმაშენებელი

1953 წლის 17 მაისს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების გამოსაშვებ გამოცდებზე საქართველოს ყველა სკოლის საკლასო ოთახში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის წერითი გამოცდა იწყებოდა, საგამოცდო კომისიის წევრებმა კარი შეაღეს. ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერის საშუალო სკოლის XI- კლასის საკლასო ოთახში ზუსტად 9 საათზე თბილისიდან მიღებული სურგუჩიანი კონვერტი გაიხსნა, რომლიდანაც ამოღებული გასაიდუმლოებული მომცრო ზომის ქაღალდის სხივგაუმტარი ფურცლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯუჯულო გელოვანმა დაფაზე ცარცით გადაწერა თემები, რომლებიც უნდა დაეწერათ მოსწავლეებს. აი ის თემები, რომელთა დასახელებაც შავ დაფაზე თეთრად გამოჩნდა:

  1. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება.
  2. სოციალისტური სოფელი ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში.
  3. სტალინის სახე ქართულ პოეზიაში.

მე უყოყმანოდ ავირჩიე მესამე თემა და სათაურის ქვეშ დაუფიქრებლად მივაწერე პოეტის სიტყვები:

საქართველოს ორი მზე ჰყავს _ რუსთველი და ჯუღაშვილი”.

თემა სრულყოფილი გამომივიდა და შეფასებაც უმაღლესი დავიმსახურე.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ისეთი რამ წავიკითხე, რომ კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემს ბავშვურ გატაცემაში, აზრი კი არაფერზე შემიცვლია.

სტალინი

დღეს კი, როდესაც დაღმართზე დავეშვი და თითქმის ბოლომდე ვარ ჩასული, ვაანალიზებ ყოველივე განცდილს, წაკითხულს და ახალ-ახალი მიგნებებითა და მოსაზრებებით ჩემს მაგიდაზე წიგნებად იწყობა უამრავი მასალა. ძალაუნებურად მახსენდება ინდოელი მწერლის, კომპოზიტორისა და მხატვრის _ რებინდრანტ თაგორის სიტყვები: “…დედამიწაზე საცხოვრებლად რაა ეპოქა”.

მოვასწრებ კი, მომავალს გადავცე ყველაფერი, რისი საშუალებაც გამაჩნია? _ არა მგონია, მაგრამ, იმ ბრძენი კაცისა არ იყოს, “სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი” … კაცსა, თუნდაც უპოვარსა.

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ჯერ კიდევ სტამბის საღებავშეუშრობელი წიგნი საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს “, რომელიც აკადემიკოს როინ მეტრეველის კალამს ეკუთვნის.

დავით IV თავისი იდუმალებითა და ღვთაებრიობით უფრო შეუცნობელია, ვიდრე მისი თანამედროვენი. ამით რუსთაველის მზეობა ჩრდილს ხომ არ აყენებს დავით IV-ის მზეთამზეობას?

რუსთაველი იყო კარის პოეტი, თამარის ეპოქის ჟამთააღმწერელი, რომელმაც დედამიწის ტალახიდან ცის სილაჟვარდემდე აიყვანა რაინდობა, სიყვარული, მეგობრობა და ამით შექმნა ზეადამიანური სახეები, რომლებიც სრულიად ახალ სიმაღლეებს აღწევენ აზროვნების სამყაროში. რუსთაველი თავისი პერსონაჟების ქმედებებში ხედავს გმირობის მრავალსახეობას, თავისი ნაწარმოების გმირ ქალებში ხედავს სილამაზის ფერთა გამას, რომელსაც მეგობრობის ფანტასტიკურ გარემოში გადაჰყავს მკითხველი და, თუ აზრთა მპყრობელზე ითქმის მზეობა, ამ სახელის მფლობელი უნდა იყოს მხოლოდ რუსთაველი, რომელიც ერთია გალაქტიკაში. და, თუ ჩემი ზემომოყვანილი საგამოცდო თემის ეპიგრაფში ნახსენებ ორ მზეს (რაც გალაქტიკაში არ არსებობს) ერთს გამოვაკლებთ, გვრჩება ერთი მზე და ის არის შოთა რუსთაველი. მაშ, რა ვუყოთ ეპიგრაფში ნახსენებ მეორე მზეს _ ჯუღაშვილს? _ იკითხავს მკითხველი. როგორც შემდეგ გავარკვიე, სტალინის შედარება რუსთაველთან არ შეიძლება, მაგრამ ისმის კითხვა _ შეიძლება თუ არა სტალინის შედარება მის დიდი წინაპართან _ დავით აღმაშენებელთან?

ამ კითხვას უფრო ზუსტად თვითონ სტალინმა უპასუხა.

1931 წლის 13 დეკემბერს სტალინს კრემლში შეხვდა გერმანელი მწერალი ემილ ლუდვიგი, რომელმაც სხვა ბევრ კითხვასთან ერთად დაუსვა ერთი ასეთი შეკითხვაც _ თვლით თუ არა თავს პეტრე დიდის საქმის გამგრძელებლად?”

სტალინმა უპასუხა: _ არავითარ შემთხვევაში. ისტორიული პარალელები ყოველთვის სახიფათოა, ეს პარალელი კი უაზროა”.

ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩვენ, უწინარესად, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა პეტრე დიდსა და დავით აღმაშენებელს შორის პარალელების გავლება, შემდეგ კი ვიმსჯელოთ დავითისა და სტალინის პარალელებზე.

დავით აღმაშენებელი

როდესაც დიდი ინგლისელი მოაზროვნე ფრენსის ბეკონი საზოგადოებას წარმოუდგენდა უდიდესი სახელმწიფოებისა და იმპერიების შემქმნელების დიდების კიბეს, მის ზედა საფეხურებზე რომულუსი, კიროსი და კეისარი დაასახელა. მოგვიანებით ბეკონის აზრი განავრცო კიდევ ერთმა ინგლისელმა ისტორიკოსმა და დაწერა: ვფიქრობ, სტალინის ფსიქიკის ბნელ უფსკრულებში მანათობელ ვარსკვლავად უნდა ყოფილიყო უდიდესი სახელმწიფოს შემქმნელის უკვდავი სიდიადე და არა მისთვის უცხო მატერიალური ინტერესები ან ძალაუფლების წყურვილი, როგორც ასეთი. მით უმეტეს, რომ ძლევამოსილების საზომით თუ მივუდგებით, რუსეთი მისი მეთაურობით მართლაც დიად სახელმწიფოდ იქცა. ტყუილად კი არ ამბობდა ჩერჩილი, რომსტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და ატომური ბომბის მფლობელი დატოვა”.

ამ დახასიათებით ინგლისელმა ისტორიკოსმა სტალინი “დიდების კიბის” პირველ საფეხურზე აიყვანა. პეტრე I-ზე კი ლაპარაკი არ არის და თუ მასა და რომულუსს, კიროსსა და ცეზარს შორის პარალელი არ გაივლება, მაშ, საერთოდ, რა მოსატანია პეტრე პირველი? სტალინის წყრომა, _ “ეს პარალელი უაზრობაა”, ნათლად მიანიშნებს, რომ ის პეტრე პირველს სხვა რამეშიც ედავება: დასაველთისადმი მონური მორჩილება პეტრე პირველის დამსახურებაა, ჩვენ უნდა განვავითაროთ არა მხოლოდ კლასობრივიდეოლოგიური, არამედ ეროვნულკულტურული ურთიერთობის განცდა დასავლური სამყაროს მიმართ. ყველაზე დიდ სირთულეს იწვევს ინტელიგენცია, რომელმაც საბჭოთა დროშიც კი შეინარჩუნა დასავლეთის მიმართ პიეტეტის ისტორიული ტრადიცია”.

სტალინი

1946 წელს აგვისტოში ჟურნალ “ზვეზდასა” და ლენინგრადისადმი მიძღვნილ ცენტრალური კომიტეტის ცნობილ თათბირზე სტალინმა კვლავ მკაცრად მოჰკითხა ინტელიგენციას: “ფეხის წვერებზე დადიხართ. თქვენ მოსწავლეები ხართ, ისინი კი _ მასწავლებლები. არსებითად ეს ხომ მართალი არ არის”. ასე რომ, თემა პეტრე პირველისა და სტალინის პარალელების შესახებ _ “ეს ხომ უაზრობაა” (სტალინი).

თუ დაქირავებული მასონის, ინგლისელი მწერლის _საიმონ მონტეფიორეს ორტომეულს _ “ახალგაზრდა სტალინსა” და “წითელი მეფის კარს” _ წავიკითხავთ, დავრწმუნდებით, რომ ჭემარიტებაა მისი სიტყვები: “იოსებ ჯუღაშვილი დედითა და მამით ყველაზე დიდი ქართველია”.

ახლა კი გვაქვს უფლება, ვიკამათოდ ამ ორი უდიდესი ქართველი მხედართმთავრის მემკვიდრეობაზე, არის თუ არა სტალინი ღირსეული მემკვიდრე და თვისტომი თავისი დიდი წინაპრისა _ ლეგენდარული დავით IV აღმაშენებლისა.

მივყვეთ ფაქტებსა და მოვლენებს:

* დავით IV-ერგო თურქსელჯუკებისგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. დატოვა საქართველოს ოქროს ხანად წოდებული XII საუკუნე. (აკადემიკოსი . მეტრეველი .. . ტომი 3. გვ. 334.).

* “სტალინმა მიიღო კავიანი რუსეთი და ატომური ბომბის მფლობელი ზესახელმწიფო დატოვა” (. ჩერჩილი).

“XII საუკუნის დასაწყისში სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო გაერთიანების საკითხმა. მართალია, თურქსელჩუკები თითქმის მთლიანად განდევნილი იყო, მაგრამ, ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი) და სამხრეთი (სომხეთი) მათ ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალაგანძაანისში თურსელჩუკები ჯერ კიდევ ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი გახლდათ. საქართველოს უშიშროების დაცვის საქმე მოითხოვდა ომის გადატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კავკასიის მოძმე ხალხები თვითონაც ებრძოდნენ მომხვდურ თურქსელჩუკებს და ყოველთვის მზად იყვნენ, მხარში ამოსდგომოდნენ მებრძოლ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ამიერკავკასიის ხალხებს ერთი მოსაზრება ამოძრავებდათ _ განედევნათ დამპყრობლები თავიანთი მიწაწყლიდან, რასაც ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანება მოჰყვებოდა. გამაერთიანებლის როლში საქართველო გამოდიოდა”. (აკადემიოკოსი როინ მეტრეველისაქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს”. გვ.13).

იოსებ სტალინი კარგად იცნობდა ქართულ ეროვნულ მოძრაობას, რუსულ ნაროდნიკულ სოციალიზმს, საერთაშორისო და რუსულ ანარქიზმს, ევროპულსა და ქართულ სოციალ-დემოკირატიას. რამ განაპირობა სტალინის არჩევანი, რატომ დაუკავშირდა იგი მაინცდამაინც რუსულ სოციალ-დემოკრატიას? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჭირს, თუმცა ზოგიერთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება:

  1. იოსებ სტალინმა სწორად განჭვრიტა, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან სერიოზული კრიზისის სტადიაში შევიდა. ეს მოძრაობა უკვე იმაზე მეტს ვეღარ მიაღწევდა, რასაც მიაღწია წინა ათწლეულებში. XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დამდეგისთვის ქართული ეროვნული მოძრაობა ცალკეულ მიმდინარეობებად დაიშალა. ეროვნული მოძრაობის გამთლიანება უპერსპექტივო საქმე ჩანდა;
  2. სტალინმა ზუსტად გააანალიზა რუსეთში შექმნილი ვითარება. რუსეთის დეცენტრალიზაცია, ფედერალიზაცია და ავტონომიზაცია სასიკვდილო საფრთხით ემუქრებოდა უზარმაზარ იმპერიას, ველიკორუსები კი იმპერიის ნგრევას არ დაუშვებდნენ. სწორედ ამიტომ ქართველ ერს, სურდა თუ არა, იმპერიის შემადგენლობაში უნდა ეცხოვრა და თავისი მომავალიც ამ რეალობიდან გამომდინარე განესაზღვრა (როგორც დღეს უნდა ხდებოდეს. _ გრ. ონიანი.);
  3. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ევროპიზაცია შეუძლებელი გახლდათ. რუსეთი ჯერ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მხოლოდ რუსულ თვითმყოფად სახელმწიფოდ. რუსეთისთვის მიუღებელი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გარდაქმნა-განახლების ნებისმიერი თეორია, მათ შორის ევროპაში იმხანად ძალზე პოპულარული სოციალისტური დოქტრინა. რუსეთს განახლების საკუთარი, ორიგინალური გზა უნდა ეპოვა (როგორც დღეს _ გრ. ონიანი.).

სტალინის იდეური მოწინააღმდეგენი ნიჭიერი, ღრმად განსწავლული მოღვაწეები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ, იოსებ ჯუღაშვილი კი განგებამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩია და მას სხვა, დიდი და გამორჩეული მისია დააკისრა. მიუხედავად ამისა, “სტალინმა თავის თანამემამულეებთან _ ნოე ჟორდანიასთან, ისიდორე რამიშვილთან, ნოე რამიშვილთან, კარლო ჩხეიძესთან, პარმენ ჭიჭინაძესთან, არჩილ ჯორჯაძესთან _ იმხანად ყველა ბრძოლა წააგო. მან ფეხი ვერ მოიკიდა ვერც თბილისში, ვერც ბათუმში, ვერც ქუთაისსა და ვერც ჭიათურაში. და მაინც, თავისი არჩევანის მართებულობაში დარწმუნებული სტალინი არაადამიანური ენერგიით განაგრძობდა ბრძოლას, ჯიუტად ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებრივპოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა ყოველი ცდა ამაო იყო, _ ქართულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ იოსებ სტალინი არ მიიღო (პროფ. ვახტანგ გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”. გვ. 13.). ასე დაასრულა იოსებ ჯუღაშვილმა საქართველოში რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდი და თავისი ენერგიითა და ბუნებით რუსი ხალხის სამსახურში ჩადგა.

დავით აღმაშენებელმა უპირველეს მიზნად დაისახა ლაშქრის რეორგანიზაცია. ვამბობთ ლაშქარს, მაგრამ მტრისგან გაჩანაგებულ ქვეყანაში ლაშქარიც გაჩანაგებული და შეშინებული იყო. საქართველო ძველებურად უხდიდა ხარკს უძღებ დამპყრობლებს და, რაც ყველაზე აუტანელი და დამღუპველი იყო, სტეპებში გაჩენილნი და ველურად გაზრდილნი, არად აგდებდნენ საქართველოს თითქმის კულტურის დონეზე აყვანილ მევენახეობას, მეხილეობას, მემარცვლეობას და მათ ადგილებს სწრაფად იკავებდა საძოვრები. თურქ-სელჩუკები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ პირუტყვთან ერთად, რაც ერთობ აუტანელი იყო ქართველი კაცისთვის, ამიტომ ქართველისთვის უმჯობესი იყო, გახიზნულიყო ტყეში და ეცხოვრა ველურად, ოღონდ ადამიანურად.

სწორედ ეს აბობოქრებდა და აცვიფრებდა გოლიათ დავითს, თუ რა ხერხითა და ძალით დაებრუნებინა ხალხი ბარად. ყველაფერი იქმნებოდა სპის გასამრავლებლად, მაგრამ მოსახლეობის მცირე რაოდენობა ხელს უშლიდა ამას.

ქვეითი და უსაჭურვლო მოლაშქრე არ იყო ქვეყნის სრულფასოვანი დამცველი, და მეფემ ბევრი რამ გააკეთა ცხენებისა და ჯორების მოსამრავლებლად, რათა მოლაშქრენი ცხენებით სწრაფად გადაადგილებულიყვნენ, ხოლო ჯორთა სიმრავლით უზრუნველეყო ლაშქრის მომარაგება სურსათ-სანოვაგითა და საომარი მასალებით. მიუხედავად მეტად რთული პირობებისა, დავით აღმაშენებელი მტკიცედ მოითხოვდა ლაშქარში რკინისებურ დისციპლინას. მას აღმატებულ ხარისხში აჰყავდა მამაცი და ერთგული მოლაშქრენი და მკაცრად სჯიდა ჯაბანებს.

_ “განეკადნიერნეს წყობათა მიერ მხნეთა, ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა კიცხევით ძაგებითა…” (ჯაბანებს ქალის კაბას აცმევდა და ასე აჩვენებდა ლაშქარს) (აკადემიკოსი როინ მეტრეველი, “საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს”. გვ.15).

ხოლო “საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულველი და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა” (აკადემიკოსი როინ მეტრეველი, “საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს”. გვ.15).

დავით აღმაშენებელმა პირველმა შემოიღო “მსტოვართა” ინსტიტუტი, რომლებიც მზვერავთა ფუნქციებსაც ასრულებდნენ ჯარში.

მსტოვარნითვალყურს ადევნებდნენ მტრის მოძრაობას და ყველაფერს დროულად აცნობებდნენ მეფეს. მსტოვარი ქვეყანაში მეთვალთვალის _ ჯაშუშის მოვალეობასაც ასრულებდა. “მსტოვართაძლიერი ჯგუფი მეფემ მისმაბრალობლებსდაუპირისპირა. დავით აღმაშენებელს არაფერი დაემალებოდაარცა სამეფოსა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყვა ბოროტი თქმული _ არა რა დაეფარვოდა; რაოდენიცა ვის ფარულად ექმნეს ანუ თუ ეთქვას, ყოველივე ცხადად იყო წინაშე მისსა”. “ბოროტ სიტყვასადა ღალატში შემჩნეულებს ძალზე მკაცრად უსწორდებოდნენ (“განპატიჟება”, თვალების დაწვა, დასაჭურისება და სხვ.). მეფის ასეთმა მოქმედებამ, მკვეთრმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომორგულებასა, ზაკუასა და ღალატსა, რასმე ვერვინ, დიდთა თუ მცირეთგანი, იკადრებდა” (როინ მეტრეველი, “საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს”. გვ.17).

სწორედ სპათა გამრავლებამ, დისციპლინის დამყარებამ და ბრძოლის ტაქტიკის შეცვლამ განაპირობა, რომ 1099 წელს საქართველომ შეწყვიტა ხარკის გაღება და თავის ძლევამოსილებაზე დაიწყო ზრუნვა. მეფე დავითი კმაყოფილი იყო, რომ საქართველო განთავისუფლდა თურქსელჩუკთა ბატონობისგან, მაგრამ კარგად იცოდა, მტრის ქვეყნის საზღვრებთან ახლოს დგომა სასურველ შედეგს არ გამოიღებდა და, ვიდრე სომხეთსა და შირვანს თურქსელჩუკები იდგებოდნენ, ქვეყანას მოსვენება არ ექნებოდა, ამიტომ კავკასიის ხალხების გადმობირებით დაიწყო ერთიანი ბრძოლა კავკასიის გასათავისუფლებლად, რაშიც აქტიურ როლს თამაშობდა კავკასიის მთელი მოსახლეობა, მაგრამ პირველობა კავკასიის გათავისუფლებაში მაინც ქართველთა ინიციატივითა და გამბედაობით გახდა შესაძლებელი. დაიწყო ზრუნვა კავკასიელი ხალხის ერთიანი თანაცხოვრებისთვის.

იოსებ სტალინის ზებუნებრივმა ნიჭმა და ენერგიამ გასაქანი ჰპოვა და სტალინი თავისი მისიის აღსრულებას შეუდგა. 1917 წლის 25 ოქტომბერს კონტრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ იყო დაგეგმილი. დროებით მთავრობას საკმაოდ სერიოზული ძალა (მუშები, ჯარისკაცები, მატროსები) უჭერდა მხარს, მაგრამ იმ დღეს, იმ მომენტში, იმ წუთში დროებითი მთავრობა მაინც მარტო დარჩა (მიმდინარეობდა ჯარების როტაცია. პეტერბურგიდან გასული ჯარები უნდა შეეცვალა ომიდან დაბრუნებული ჯარის ნაწილებს). სწორედ ეს გამოიყენა სტალინმა და ამისი გაანგარიშებით წამოაყენა ლოზუნგი: “24 ოქტომბერი ადრეა, 26 ოქტომბერი _ გვიან, რევოლუცია 25-ში უნდა მოეწყოს”. დროებითი მთავრობისმარტოობადიდხანს არ გაგრძელდებოდა. საათები, შეიძლება წუთები წყვეტდა ყველაფერს. სწორედ ესწუთებიარ გამოეპარა მხედველობიდან სტალინს. სხვა გზით ბოლშევიკები ძალაუფლებას ვერ დაეუფლებოდნენ. ამრიგად, ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალმარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისათვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს (. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ. 33.).

სემინარიადაუმთავრებელ, შვიდჯერ ნაპატიმრალ სტალინს, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ციმბირიდან, 1917 წლის 25 მარტისთვის უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა თებერვალ-მარტის რევოლუციის შედეგების ლიკვიდაციის გეგმა; იცოდა, როდის, რომელ დღეს, რომელ საათსა და რომელ წუთზე უნდა აეღოთ სმოლნი და როგორ დაუფლებოდნენ ხელისუფლებას.

ყველაფერ ამას ყველაზე ადრე ლენინი ეცნობოდა, რომელიც სტალინის მარტივ, გასაგებ ენაზე დაწერილ დებულებებს გაუგებრობის ბურუსში გაახვევდა და გაზეთ “პრავდაში” თავისი სახელით გამოაქვეყნებდა, მაგრამ ამას სტალინისთვის ხელი არ შეუშლია, სტალინმა იცოდა, საით, როგორ და როდის უნდა წასულიყო. ის ჯერ შინაომებს აწარმოებდა, ბრძოლის ველზე არ იყო გაჭრილი, ჯერ ჯარისკაცის ფარაჯა არ ჰქონდა მორგებული.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ხრუშჩოვმა სტალინის საკომპენსაციოდ ორჯონიკიძე დაგვიტოვა. ეს მეთოდია, რომ თურაშაულის პატრონი კუნელით დააშოშმინო. ასეთსავე მეთოდს მიმართავენ ქართველი ანტისტალინისტი მწერალ-ისტორიკოსებიც. პირველი, ვინც ეს მეთოდი იხმარა, კონსტანტინე გამსახურდია იყო. ამავე საქმიანობას ეწევა როინ მეტრეველიც. სტალინის შედარება დავით აღმაშენებელთან ისეთივე მკრეხელობაა, როგორც მისი ორჯონიკიძით ჩანაცვლების მცდელობა. სტალინი და მხოლოდ სტალინი ერთია გალაქტიკაში. დიდი პიროვნება ბევრია ისტორიაში (მაკედონელი, კეისარი, ნაპოლეონი), მაგრამ პროლეტარის კეთილდღეობისათვის მზრუნველი – არავინ, სტალინის გარდა. ენტონი იდენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1940-1945 წ.წ,: „თუ წარმოვიდგენთ ისეთ სიტუაციას, როცა მზის სისტემის პლანეტებს შორის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს და თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ პირს უნდა წარმოედგინა, პლანეტა დედამიწიდან სტალინი უნდა იყოს დელეგირებული“.

  2. ბ-ნო გრიგოლ, ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოს იოსებ ჯუღაშვილი, მას შემდეგ, რაც „ქართულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ იოსებ სტალინი არ მიიღო“ (პროფ. ვახტანგ გურული), იგი „რუსი ხალხის სამსახურში ჩადგა“. ჯერ ერთი, არ არსებობდა იმ დროს ქართველი ხალხის სამსახური რუსი ხალხის სამსახურის გარეშე. თქვენ პროფესორებზე და აკადემიკოსებზე უკეთ წერთ: „სტალინმა ზუსტად გააანალიზა რუსეთში შექმნილი ვითარება… ველიკორუსები კი იმპერიის ნგრევას არ დაუშვებდნენ. სწორედ ამიტომ ქართველ ერს, სურდა თუ არა, იმპერიის შემადგენლობაში უნდა ეცხოვრა და თავისი მომავალიც ამ რეალობიდან გამომდინარე განესაზღვრა (როგორც დღეს უნდა ხდებოდეს“). პროფ. გურული კი ვის ეძახის „ქართულ საზოგადოებრივ მოძრაობას“? „ნოე ჟორდანიას, ისიდორე რამიშვილს, ნოე რამიშვილს, კარლო ჩხეიძეს, პარმენ ჭიჭინაძესა და არჩილ ჯორჯაძეს“?. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და საქართველოს ეროვნული საგანძურის საზღვარგარეთ გატაცება-განიავება თუ „ქართული საზოგადოებრივი მოძრაობაა“, ეს შეიძლება სჯეროდეს პროფ. გურულს, მაგრამ თქვენ ამის დაჯერება არ გეპატიებათ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here