Home რუბრიკები ისტორია ორი დიდი ქართველი

ორი დიდი ქართველი

9461
სტალინი

სტალინის სტატიები უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ტროცკის ყველაზე ბრწყინვალე გულის გადაშლები. არნახული ძალითა და მეთოდურობით ჭედავს იგი მასის ჩლუნგ ტვინში თავისი იდეების მარტივ სქემებს. ძალაუფლება რუსეთში მხოლოდ მის ხელშია, იგი არავის უზიარებს მას, უახლოეს თანამებრძოლებსაც კი. მხოლოდ მან იცის ყველაფერი, რაც რუსეთში ხდება, თავის თანამშრომლებს მხოლოდ იმას ამცნობს, რასაც აუცილებლად მიიჩნევს _ დანარჩენს თავისთვის იტოვებს. ეს მას შეუცვლელს ხდის, კომუნისტებმა მშვენივრად იციან, რომ სტალინის დამხობა მთელი სისტემის დამხობას გამოიწვევს _ მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთში არ არის ადამიანი, რომელიც ისე უნივერსალურად ერკვევა საბჭოეთის ცხოვრების ყველა საკითხში, როგორც ის” _ ეს ფრაზა ეკუთვნის მუჰამედ ასად ბეკს, აზერბაიჯანელი ხალხისკლასიკოსმწერალს, როგორც მას უწოდებს ქართველი მწერალი რევაზ მიშველაძე. ეს მეტნაკლებად სასიამოვნო სიტყვები სტალინზე იმიტომ მოვიშველიე, რომ სწორედ ამკლასიკოსადწოდებულმა მწერალმა მუჰამედ ასად ბეკმა დაწერა რომანიალი და ნინო”, რომლის მთავრი პერსონაჟი ქართველი ქალი ნინო ყიფიანი გახლავთ. ეშხში შესულმა მწერალმადოკუმენტურმასალებზე დაყრდნობით 1932 წელს გერმანიაში გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა წიგნი სტალინზე _ “სტალინი _ ფანატიკოსის კარიერა”.

მუჰამედ ასად ბეკი 1905 წელს დაიბადა ქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანის გასაბჭოებისთანავე მშობლებთან ერთად გაემგზავრა ემიგრაციაში, ცხოვრობდა გერმანიასა და იტალიაში, გარდაიცვალა 1942 წელს 37 წლისა იტალიაში. გამოდის, რომ “სტალინი _ ფანატიკოსის კარიერა” ახალგაზრდა მწერალმა 31 წლისამ დაწერა. ბევრი ქება და ძაგება წამიკითხავს სტალინზე, მაგრამ უფრო შეუფერებელი ტიტული სტალინისთვის არც ერთ მუცლითმეზღაპრეს არ მიუნიჭებია. მუჰამედ ასად ბეკი ახლოსაც არ არის სტალინის ფენომენისა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველ დოკუმენტებთან და აშკარა სისულელეს აფრქვევს ამ სქელტანიან წიგნში. მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს მოვუხმობ ხსენებული წიგნიდან:

* “მისი სისტემის მიერ გაჩენილ გაჭირვებას, სიღარიბეს, მათხოვრობას დიქტატორი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ის, ალბათ, ერთადერთი კომუნისტია, რომელიც, ყველა წარუმატებლობის, იმედგაცრუებისა და მარცხის მიუხედავად, ინარჩუნებს მსოფლიო რევოლუციის გარდაუვალობის მისტიკურ რწმენას. სწორედ იდეის ფანატიკური ერთგულება, რომელიც განპირობებულია გონებრივი შეზღუდულობითა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებში სრული უმეცრებით, აძლევს სტალინს არნახულ, უსაზღვრო თავდაჯერებულობას. კომუნიზმის ყველა საშინელება, მისი რეჟიმის წარმოუდგენელი სისასტიკე, მსოფლიო რევოლუციის დღე როდესაც დადგება, მისთვის ისტორიულად გამართლებული იქნება. მაგრამ მსოფლიო რევოლუცია არ ჩანს, ის ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად ელჩებისა და აგენტების მოხსენებისა, რომლებიც ყოველდღიურად ამცნობენ სტალინს მისი მოახლოების შესახებ, სულ უფრო პირქუში და დაღვრემილი ხდება დიქტატორი. ერთ რამეში არ ეპარება მას ეჭვი: რევოლუცია მხოლოდ მისი, სტალინის, ბრძანებით, მხოლოდ მისი ხელმძღვანელობით შეიძლება მოხდეს”.

სტალინი სიტყვით გამოდის მუშებისა და გლეხების წინაშე
სტალინი სიტყვით გამოდის მუშებისა და გლეხების წინაშე

ვის შეეძლო დაეწერა ეს სისულელე მაშინ, როდესაც მსოფლიო რევოლუციის იდეის წინააღმდეგ მებრძოლი სტალინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა მსოფლიო რევოლუციის მომხრე ტროცკის და ზურგი შეაქცია არა მხოლოდ ლენინს, არამედ სრულიად პარტიულ ელიტას?

მუჰამედ ასად ბეკი იქვე გვმოძღვრავს:

სტალინს მხოლოს ერთი ჟინი აქვს _ კომუნიზმის ერთგულება. კომუნიზმის იდეას მან ყველაფერი შესწირა, თავისი მასწავლებლის _ ლენინისადმი ერთგულებაც კი. როდესაც მან შენიშნა, რომ ლენინი, ადამიანი, რომელსაც იგი ათობით წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა, ჩამოშორდა ძველი მოძღვრების ზოგიერთ პრინციპს, ის დაუპირისპირდა მას და მიაღწიათავისიკომუნიზმის გადარჩენას. დრო და დრო სტალინს ცოდნის გაუგებარი წყურვილი ეწყება. ის გრძნობს, რომ ტიფლისის სემინარიაში მიღებული თეოლოგიური მომზადება არ არის საკმარისი ზესახელმწიფოს სამართავად. რამდენიმე წლის წინათ მან ინგლისური ენის შესწავლა გადაწყვიტა, რაღაც ხნის განმავლობაში იმეცადინა და, როცა დარწმუნდა ამ მცდელობის უიმედობაში, მომავალი მსოფლიო რევოლუციის იმედით გერმანული ენის შესწავლას შეუდგა. მაგრამ სტალინისთვის ენების დაუფლება სრულიად მიუღწეველი ამოცანაა _ რუსეთში მრავალწლიანი ბატონობისას მან რუსულად სწორად ლაპარაკის შესწავლაც კი ვერ შეძლო” (ეს მაშინ, როდესაც, რუსების აღიარებით, სტალინი პუშკინის ენით წერდა და საუბრობდა. _ გრ. ონიანი).

მუჰამედ ასად ბეკი ცრუობს და ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ:

ყოველ ზაფხულს, როდესაც სამუშაო ნაკლებია, იგი ერთთვიან შვებულებას იღებს და პატარა საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში, მიემგზავრება _ ქვეყანაში, საიდანაც იგი ოდესღაც გააძევეს, ახლა კი მისი თვალუწვდენელი სამფლობელოს პატარა ნაწილია. ზოგჯერ იგი აფხაზეთში ჩადის, შავი ზღვის სანაპიროზე _ მსოფლიოში ულამაზეს სანაპიროზე, რომელიც პრინცმა პეტრე ოლდენბურგელმა აღმოაჩინა და გააშენა. ზღვის პირას პრინც ოლდენბურგელისა და მეფის მიერ აშენებული სასახლეები ახლა კომუნისტური თავადაზნაურების საზაფხულო დასვენების ადგილია. მაგრამ სტალინს აფხაზეთის სასახლეები არ იზიდავს. ყველაზე ხშირად იგი შვებულებას თავის მშობლიურ გორში ატარებს, სადაც ის ოდესღაც წარუმატებლად ცდილობდა მეწაღის ხელობის შესწავლას (1911 წლის შემდეგ სტალინი გორში არ ყოფილა. _ გრ. ონიანი).

იქ იგი სახელგანთქმული თავადის, ამილახვრის, ძველ ციხეკოშკში ცხოვრობს, ისვენებს, ქალაქისა და უფლისციხის ძველი ციხესიმაგრის ხედებით ტკბება და მსოფლიო რევოლუციის ბედზე ფიქრობს (კიდევ მსოფლიო რევოლუცია. _ გრ. ონიანი). შვებულების დროსაც კი ქართულ ვენახებში ის არ ივიწყებს მიმდინარე სახელმწიფოებრივ საქმეებს. მსოფლიო რევოლუციის ცენტრთან მის მუდმივ კავშირს ტელეფონის სადენები, რადიოსადგურები, შიკრიკები უზრუნველყოფენ. საქართველოდან ყოველდღიურად იგზავნება გრძელი ბრძანებები და განკარგულებები, რომლებიც მოწმობს, რომ დიქტატორს თავის შორეულ სიმარტოვეშიც მყარად უპყრია ხელთ მართვის სადავეები. კავკასიაში მოგზაურობისას სტალინი რამდენიმე დღით ყოველთვის ჩერდება ტიფლისში (სულ ორჯერ იყო 1927-35 . _ გრ. ონიანი), თავისი უდიდესისაგმირო საქმეებისქალაქში. იქ იგი, ძველი ჩვეულებით, უპირველეს ყოვლისა, სარკინიგზო დეპოში მიდის, სადაც პირველად ეზიარა სოციალიზმის იდეებს. ტიფლისის სარკინიგზო დეპოში ჯერ კიდევ არის რამდენიმე ქართველი, მოხუცი მუშა, რომლებსაც ახსოვთ ის ხანა, როდესაც ნორჩი სემინარისტი სტალინი მოკრძალებით მიდიოდა მათ შეკრებებზე. სტალინი გადაეხვევა და გადაკოცნის ხოლმე ვეტერან მუშებს, რომლებიც, ძველი ჩვევით, მას სოსოს ან კობას ეძახიან, კუთხეში ჯდება და მეგობრებთან ერთად, ძველი კავკასიური წესით, ქართულ ღვინოს მიირთმევს”.

ასე იწერებოდა სიცრუე ადამიანზე, რომელსაც ხალხთა ბედნიერებისთვის გადადებული ჰქონდა არა მხოლოდ თავისი სისხლი წვეთ-წვეთად, არამედ თავისი სიცოცხლე…

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელმა ხელში აიღო კოალიციური ჯარების დამარცხების ვალდებულება და მსოფლიო ომების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა დიდგორს გადახდილ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების ამბავი და ეწოდა მას “ძლევაი საკვირველი”. დავითი ახლოს იყო თავისი უსაყვარლესი ქალაქის მისადგომებთან, რომელიც 400 წლის განმავლობაში მტრის უღლის ქვეშ გმინავდა და თითქმის მთლიანად გამუსლიმანებული იყო. ჯარის ცოტა ხნის შესვენების შემდეგ ქართველმა “დინოზავრმა” თბილისს შეუტია:

“დიდგორის ბრძოლის ძლევამოსილად გადახდის შემდეგ დავით აღმაშენებელმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისს მიაშურა და “მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ” (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 342). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თბილისის შემოერთების თარიღად დებს 1122 წელს (“ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი”). დიდგორის ბრძოლის შემდგომ ამბებს ალ-ფარიკიც გადმოგვცემს:

*”მას შემდეგ რაც დამარცხებულ იქნა მუსლიმთა ლაშქარი, დაბრუნდა აფხაზთა მეფეც და თბილისთან დაბანაკებულმა ალყა შემოარტყა მას, ხოლო შემდეგ მახვილით დაეუფლა (თბილისს) და შევიდა ქალაქში ხუთას თხუთმეტ (1122) წელს. მან გაძარცვა იგი და ცეცხლს მისცა მისი დიდი ნაწილი. შემდეგ კი შეიწყალა მცხოვრებნი და კარგად ეპყრობოდა მათ. დაუდგინა მათ (მოქალაქეებს) ის პირობები, რომლებიც თვით აირჩიეს”.

დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებას უყურადღებოდ არ ტოვებს მათევოს ურჰაეცი: “ამავე წელს აიღო ქართველთა მეფე დავითმა ქ. თბილისი და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოახდინა ქალაქში, ხოლო 500 კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით დახოცა”.

იბნალჯაუზიც ხაზს უსვამს, რომ დავით აღმაშენებელმა თბილისი მახვილით დაიპყრო, გადაწვა და გაძარცვა. დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების შესახებ ვრცელი ცნობები აქვს იბნალასირს, რომლის მიხედვითაც დიდგორის ბრძოლის შემდეგ უკან მობრუნებულმა გამარჯვებულმა ქართულმა ლაშქარმაალყა შემოარტყა თბილისს. ისინი ებრძოდნენ მათ, ვინც იყო ქალაქში; ძლიერ შეავიწროვეს ისინი და მისი (თბილისის) მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. ალყა გაგრძელდა 1122 წლამდე, როცა მათ ძალით აიღეს იგი (თბილისი). ქალაქის მოსახლეობამ, როცა დაინახა დაღუპვის საშიშროება, გაგზავნა ქართველებთან ყადი და ხათიბი და მშვიდობა ითხოვა. მაგრამ ქართველებმა არ შეისმინეს მათი თხოვნა, შეურაცხყვეს ისინი (ყადი და ხათიბი) და ძალით შევიდნენ ქალაქში, დაანგრიეს და გაძარვეს იგი”.

როგორც ზემოთ მოყვანილი წყაროებიდან ჩანს, დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი. ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა დამოუკიდებლობა დაკარგა, ერთხანს თვითმმართველობა მაინც შეინარჩუნა. ფრიად საგულისხმო ცნობა მოეპოვება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს ახალშემოერთებული თბილისის შესახებ: “ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აქ” (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 349).

ძლევაი საკვირველი
ძლევაი საკვირველი

ამ ცნობას ყურადღება მიაქციეს ივ. ჯავახიშვილმა (ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIIსს, თხზ, ტ. VIII გვ. 212), შ. მესხიამ (საქალაქო კომუნა. გვ 98), ვ. გაბაშვილმა (ქალაქ თბილისის სოციალური ისტორიიდან (ჟამთააღმწერლის ერთი ცნობის განმარტება; ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან I, თბ, 1966, გვ 157.) და სხვ., იმ თვალსაზრისით, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი განსხვავებულად წარმოადგენს თბილისის მდგომარეობას მის სრულ დამორჩილებამდე და დამორჩილების შემდეგ. ვ. გაბაშვილი საგანგებოდ შეჩერდა თბილისის მოქალაქეთა ამბოხებაზე 1122-23 წლებში (იხ. სტატია თბილისის სოციალური ისტორიიდან, ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ, 1976, გვ. 166-177). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს აქვს ფრაზა: “რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და თვინიერ მიზეზისაცა მოსრიან რაოდენნი პოვნიან ქრისტიანენი”. “ღავღა” აღმოსავლურ წყაროებში მღელვარებას, ამბოხებას აღნიშნავს. 1122 წელს სწორედ თბილისის მოქალაქეთა ამბოხება მოხდა, როდესაც ხან ცხრებოდა, ხან ახალი ძალით ძლიერდებოდა ის (ვ. გაბაშვილი). იწყებოდა მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, ქვეყანა სავსე იყო “სისხლითა ქრისტიანეთათა” და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალჟამ”. დავით აღმაშენებელმა ეს ამბოხებაც ძლევამოსილად ჩააქრო და თბილისი სრულად დაიმორჩილა.

თუ თბილისისთვის ბრძოლას პირობითად ორ პერიოდად დავყოფთ, მაშინ პირველი პერიოდია 1120-1122 წლები _ თბილისის მოქალაქეთ მიერ დაცვით აღმაშენებლის უფლების აღიარება, ქალაქში შიჰნის გაგზავნა და ხარკის დაწესება, დიდგორის ბრძოლა, თბილისის აღება (თვითმმართველობის დატოვებით); მეორე პერიოდია 1123 წლიდან, როცა თბილისში თვითმმართველობა გაუქმდა დასრულიად შემოყენებული იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა”. ამ დროიდან საქართველოს სატახტრო ქალაქად ისევ თბილისი იქცა (აკადემიკოსი როინ მეტრეველი. “დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი”. გვ 237-238-239).

მაგრამ რა დალევს ქვეყნად მუჰამედ ასად ბეკებს? და დავით აღმაშენებლის “ძლევაი საკვირველი”-სა და დამპყრობთაგან თბილისის გათავისუფლებიდან ცხრა საუკუნის მიწურულს, “ქართველმა” მუჰამედ ასად ბეკმაც (კახა ბენდუქიძემ) შეარჩია საქილიკო თემა და ცინიზმითა და სარკაზმით გაჯერებულ უზარმაზარ მუცელში ატეხილი ხმაურისა და აურზაურის ფონზე შექმნა ოპუსი დავით აღმაშენებელზე, თბილისზე, ქუთაისსა და დიდგორზე.

იხილეთ ტექსტი:

ერთი ბიჭის ისტორია

მინდა, ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.

ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებდა. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა, თუმცა წესრიგი უყვარდა.

16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.

ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.

მამამ უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართლმადიდებლური სარწმუნოებით მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ჰყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და _ მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა, საქართველოში თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა _ დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ _ ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების _ მით უფრო. თან ერთიორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა.

მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბად რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და .. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა _ ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს და ვინმე ჩემიანი დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას.

გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა _ ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა: ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ჰქონდეთ გადასახდელიო.

ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა.

რას იტყვით მასზე თქვენ?

რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხაზინიდან მოპარული ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ახლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?

რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?

რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება: სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო? რას იტყვიან მართმადიდებელ მშობელთკავშირელა სახალხო მართლმადიდებლები?

რას იტყვის ზოგი ქართველი, წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს, თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს?

ბიჭი 1089 წელს გამეფდა.

1103 წელს მოიწვია რუისურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა _ რუსეთში).

1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ, 100 ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო.

1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფი აკრეფინა თავის რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად, დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს _ სამი დინარი, ებრაელებს _ ოთხი და ქართველებს _ ხუთი.

1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე ყოვლისა საქართველო?სა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა, ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფისასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ ათრაქასასულის მეუღლე.

მან დაწერა საკუთარ თავზე:

ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი”.

ეს ის კახა ბენდუქიძეა, რომელმაც გვიანდერძა:

“გავყიდოთ ყველაფერი, სინდისის გარდა”.

მაშინ რა ვიცოდით, რომ ამ ფაშვგადმოგდებულ ქართველთყლაპიას თურმე რუსეთში ვინმე ებრაელისთვის სინდისიც მიყიდული ჰქონია. ასე გვიტოვებდა ეს სინდისგაყიდული კაცი სინდიდის შენარჩუნებაზე ანდერძს, არადა, სინდისთან ერთად, გაყიდული ჰქონია დავით IV აღმაშენებელი, თბილისი და მასთან ერთად სრულიად საქართველო.

განგება ყველას ანგარიშს გაუსწორებს და, თუ მე ცილისწამებით მაქვს რამე ნათქვამი ბენდუქიძის მიმართ, ისევ მე დამიბრუნდება…

გრიგოლ ონიანი

 P.S. ზემოხსენებული ოპუსი კახა ბენდუქიძეს თამარა ჩერგოლეიშვილის ჟურნალტაბულაშიგამოუქვეყნებია 2010 წელს. არ ვიცოდი, თუ ქალბატონი თამარაკრასავიცასთანერთადმკრასკავშიჩაციყო.

2 COMMENTS

  1. მუჰამედ ასად ბეკის ნაჯღაბნი რა გასაკვირია, როცა გრიგოლ რობაქიძემაც დაჯღაბნა 1933 წ. გერმანიაში „ჰიტლერის“ პანეგირიკი და „სტალინის“ პასკვილი?!

  2. აზერბაიჯანელის რა უნდა გამიკვირდეს,ქართველმა გრიგოლ რობაქიძემ ნაკლებად აძაგა სტალინი?…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here