მთავარი ისტორია ნაცისტური ჯიჰადი

ნაცისტური ჯიჰადი

462
გააზიარეთ
ნაცისტური ჯიჰადი

ანალიტიკოსების აზრით, თანამედროვე ტერაქტები სათავეს ნაცისტური ინსტრუქციებიდან იღებს. ჰიმლერმა, გერინგმა, გებელსმა და მათმა თანამზრახველებმა იცოდნენ, რომ ომის წარმოება ცენტრალური სარდლობის გარეშეც იყო შესაძლებელი. ტერაქტების არსი სწორედ ეს არის. ახალი, გამაოგნებელი მონაცემებით აშკარავდება, რომ ნაცისტები მოთარეშეებს, იმავებოევიკებსახლო აღმოსავლეთში ამ იდეის გარშემო რაზმავდნენ.

ეგვიპტემ შექმნა ისეთი პირობები, როცა სვასტიკა მშვიდობიანად თანაარსებობდა სფინქსთან

ჰიტლერმა იცოდა, რომ ისლამი მონების რელიგია კი არ არის, არამედ მეომართა სარწმუნოებაა. ასეთია გამაოგნებელი სიმართლე სიძულვილის ვირუსის შესახებ, რომელიც ავრცელებს ნგრევისა და ადამიანების დახოცვის ჰიტლერისეულ იდეას მსოფლიოში _ ნაცისტური ჯიჰადის იდეას.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით ებრაელი მშვიდობიანად ცხოვრობდა ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. სიფარელი ებრაელები საუკუნეების განმავლობში არაბებთან მშვიდობიანად და ურთიერთგაგების ატმოსფეროში მეზობლობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანიამ გამანადგურებელი დამარცხება იგემა პირველ მსოფლიო ომში, ყველაფერი შეიცვალა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ადოლფ ჰიტლერმა ევროპაში მცხოვრები ებრაელები გერმანიის ყველა უბედურების მიზეზად შერაცხა და მათაც ანგარიშსწორების შიშით მასობრივად დაიწყეს გადასახლება ახლო აღმოსავლეთში _ თავიანთ ახალ, მშვიდობიან სამკვიდროში.

ნაცისტური ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებდა, ებრაელების ცხოვრება გერმანიაში აუტანელი რომ გაეხადა _ აიძულებდა, გადახვეწილიყვნენ. ეს კი ეთნიკური წმენდა იყო ნეგატივიზმის სრული გამოვლენით. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში 250 ათასი ევროპელი ებრაელი პალესტინაში გაიხიზნა, რადგან დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, რომ იგი (პალესტინა) მათ ოფიციალურ სამშობლოდ ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ადგილობრივმა არაბებმა განაცხადეს, რომ ეს დაარღვევდა მათი ტრადიციული ცხოვრების წესსა და რიგს.

პალესტინელი ებრაელები ადგილობრივი მკვიდრნი არ იყვნენ. მათ იქაური ენაც კი არ იცოდნენ. ისინი ყველასთვის მოულოდნელად გამოცხადდნენ პალესტინაში.

დაძაბულობა ძლიერდებოდა. ტრადიციული არაბული რაიონები თანდათან გაქრა, ევროპელი ებრაელები ადგილობრივი ღატაკი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ მიწებს სასოფლო-სამეურნეო კომუნების _ კიბუცების შესაქმნელად. ამას ბუნებრივად მოჰყვებოდა ადგილობრივთა მწვავე უკმაყოფილება და შეტაკებები. არაბებმა წამოიწყეს დივერსიებისა და მიზანმიმართული მკვლელობების კამპანია.

ამინ ალ-ჰუსეინი
ამინ ალ-ჰუსეინი

არაბული სამყაროს ფიურერი

ანტიებრაული აქციების ორგანიზატორთა შორის იყო იერუსალიმის უმაღლესი მუფტი ამინ ალჰუსეინი.

იგი ერთდროულად პირწავარდნილი ანტიბრიტანელი და ანტისემიტი იყო. მას ებრაელთა სრული ამოწყვეტა სურდა და ამ მისწრაფებაში შეუვალი გახლდათ.

ამასთან ერთად, ალ-ჰუსეინი ქარიზმატულ პიროვნებად წარმოგვიდგება: იყო შესანიშნავი ორატორი და ადვილად შეეძლო მისდამი კეთილგანწყობილების შექმნა. უნდა ითქვას, რომ ალ-ჰუსეინის არ ჰქონდა ტიპიური არაბული გარეგნობა _ ის ქერა და ცისფერთვალება იყო.

ბრიტანელებისგან იერუსალიმის უმაღლესი მუფტის წოდების მიღების შემდეგ მან მოახერხა საკუთარი მდგომარეობისა და შესაძლებლობის გამოყენება პოლიტიკური ომის რელიგიურ ომად გარდასაქმნელად.

1936-დან 1939 წლამდე მისი მონდომების შედეგად ხუთი ათასამდე არაბი შეეწირა მათ მიწებზე ებრაელთა დასახლებების შექმნის წინააღმდეგ ბრძოლას. იგი დაუღალავად ლაპარაკობდა ებრაელთა შეთქმულებაზე, რომლის მიზანი იყო ისლამის მოსპობა. ყველაფერს იქმოდა მუსლიმთა და იუდეველთა მტრობის გასაღვივებლად. სიტუაციაც სერიოზულად შეირყა და არასტაბილური გახდა.

მაგრამ ალ-ჰუსეინის მთავარი მიზანი ებრაელთა დასახლებები კი არ იყო, არამედ არაბების ზომიერი უმრავლესობის გაუვნებელყოფა, რომელსაც სჯეროდა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

დოქტორი მათიას კიუნზელი, წიგნის “ანტიებრაული ჯიჰადის” ავტორი, ამტკიცებს, რომ პალესტინელებისვე ხელით დაღუპული იმ პალესტინელების რაოდენობა, რომლებსაც არ სურდათ მუფტის ბრძანებების შესრულება, დიდად აჭარბებს ბრიტანელი ჯარისკაცების ან ებრაელთა მიერ დახოცილი პალესტინელების საერთო რაოდენობას.

მშვიდობიანად განწყობილი არაბების მიზანმიმართულმა ჟლეტამ დაარღვია რეგიონში არსებული წონასწორობა და დიდი ხნით კალაპოტიდან ამოაგდო მეტ-ნაკლებად სტაბილური ყოფის პროცესი.

დაშინებისა და განადგურების ეს პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის არსის გაგების ამოსავალი მომენტია.

ამინ ალ-ჰუსეინი და ადოლფ ჰიტლერი
ამინ ალ-ჰუსეინი და ადოლფ ჰიტლერი

1941 წლის 28 ნოემბერს ამინ ალ-ჰუსეინი ნაცისტურ გერმანიაში ჩავიდა ადოლფ ჰიტლერთან შესახვედრად, რომელსაც ეთაყვანებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიურერი მასთან ურთიერთობას მაინცდამაინც არ ესწრაფვოდა. ჰიტლერმა არაფერი იცოდა ალ-ჰუსეინის რასობრივი წარმომავლობის შესახებ და ეჭვის თვალით უყურებდა მას.

ჰიტლერმა მუფტის ეს-ეს-ის მეთაური ჰენრიხ ჰიმლერი გააცნო, და შედეგად იქმნება ისლამურ-ნაცისტური პაქტი, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა.

ჰიმლერს მოსწონდა მუფტი, რომელიც არიელს ჰგავდა (როგორც აღვნიშნეთ, ალჰუსეინი ქერა და ცისფერთვალება იყო) და ნაცისტებზე უარესი ფანატიკოსი, უკომპრომისო და წარმოუდგენლად გაავებული ებრაელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰიმლერი მას არაბული სამყაროს ფიურერს შეარქმევს და სულ მალე ისლამს იუდაიზმსა და ქრისტიანობაზე უფრო ამაღლებულ რელიგიად გამოაცხადებს.

ალ-ჰუსეინი მუდმივად უსვამდა ხაზს ისლამის პრინციპების ნაციზმის პრინციპებთან მსგავსებას: ერთიანობას ერთი ლიდერის ძალაუფლების ქვეშ, მორჩილებასა და დისციპლინას. მაგრამ უმთავრესი მაინც სხვა რამ იყო: ებრაელებისადმი გაშმაგებული სიძულვილი.

ამინ ალ-ჰუსეინი
ამინ ალ-ჰუსეინი

ჰიტლერი წინააღმდეგი იყო ე.წ. თანამედროვე დეკადანსისა ხელოვნებაში, კულტურასა და, აგრეთვე, პოლიტიკაში, ანუ ყველაფრის, რასაც რაიმე საერთო ჰქონდა ლიბერალიზმთან: ჰიტლერისა და ალ-ჰუსეინის იდეალები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. მუფტი მოეწონათ ნაციზმის ლიდერებს, მათი აზრით, იგი ფრიად გამოადგებოდათ, როგორც მოკავშირე ისლამისტი.

ალ-ჰუსეინმა, ამასთან ერთად, ხელი შეუწყო ანტიბრიტანული განწყობილების ცეცხლის გაჩაღებას ახლო აღმოსავლეთში.

ნაცისტებს სჭირდებოდათ სუეცის არხი, ნავთობი: იქიდან აპირებდნენ ცენტრალური აზიის დალაშქვრას.

ჰიტლერმა მუფტს გრუპენფიურერის წოდება მიანიჭა, რაც გენერლობას შეესაბამებოდა. ალჰუსეინმა ნაცისტებისგან ამ მაღალ წოდებაზე გაცილებით მეტი მიიღო. გერმანელები გულუხვად ასაჩუქრებდნენ გაწეული სამსახურისთვის, მაგალითად, ვილებით, სახლებით ბერლინსა და ქალაქის შემოგარენში მას და მისი უახლოესი წრის წევრებს.

1943 წლის აპრილში, ჰიტლერთან შეხვედრის წელიწად-ნახევრის შემდეგ არაბეთის ფიურერმა ალ-ჰუსეინმა ბალკანეთში იპოვა ნაცისტურ-ისლამური ურთიერთობის განმტკიცების ახალი მეთოდი. ბოსნიაში ადგილობრივი მაჰმადიანები კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარაზმა და მათგან ეს-ეს-ის ისლამური დივიზია შექმნა.

ჰიმლერს სჯეროდა მუფტის უდიდესი გავლენის, ამიტომაც იყო, რომ 1943 წლის დასაწყისში მიავლინა ბოსნიაში მუსლიმი მოხალისეებისგან ეს-ეს-ის დანაყოფის შექმნაში დასახმარებლად. მუსლიმთა 26-ათასიანი დივიზია ამ კატეგორიის ერთ-ერთი უმსხვილესი დანაყოფი იყო ნაცისტურ არმიაში. ჯარისკაცებს იუგოსლავიის კომუნისტების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, მაგრამ ალ-ჰუსეინის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ისინი დაუნდობლად გაუსწორდებოდნენ მთავარ მტრებს _ ებრაელებსაც. მუსლიმი ჯარისკაცებისთვის მიცემულ მითითებებში მუფტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ კომუნისტების განადგურება მათი ერთადერთი პრიორიტეტული მიზანი არ არის: “დადგება დღე მეორედ მოსვლის, როცა მაჰმადიანები საბოლოოდ დაამხობენ ებრაელებს, და თითოეული ხე, რომელსაც ებრაელი ამოეფარება, იტყვის _ ჩემ უკან ებრაელი იმალება, მოკალით იგი!”

ნაცისტური ჯიჰადი

ამ დანაყოფმა მალე გაითქვა სახელი სიმკაცრითა და დაუნდობლობით: სერბ ებრაელთა წინააღმდეგ რამდენიმე გაშმაგებულ შეტევას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა (ბოსნიის ამ ფაშისტურ-ისლამური დანაყოფის იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა მშვიდად მოაღწიეს ჩვენს დღეებამდე და ებრაელებიდან ადვილად გადაერთვნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებზე, გასული საუკუნის 90-იან წლებში “ადამიანის უფლებების” დაცვის საბაბით გენოციდი მოუწყვეს სერბ მართლმადიდებლებს. აი, ამ ურჩხულებს ჩვენი მთავრობის სათაყვანებელი ნატო-ამერიკა-ევროკავშირი ყავდათ და ყავთ ახლაც პატრონ-მფარველად), არაბთა ფიურერი არასოდეს ივიწყებდა თავის მთავარ მიზანს: ებრაელთა ამოძირკვას პალესტინაში.

პროპაგანდის მინისტრმა იოზებ გებელსმა არაბულ აღმოსავლეთს ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ფაშისტების მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა. გერმანელებისთვის ბრიტანელებთან ბრძოლის მთავარი საშუალება არაბების წინააღმდეგობა იყო. ალ-ჰუსეინმა დაარწმუნა ნაცისტები, რომ შეუძლია ჩამოაყალიბოს ანტისემიტური რადიომაუწყებლობა ებრაელთა სიძულვილით გამსჭვალულ არაბთა მასისთვის. დოქტორი პერი ბილსკომფი თავის წიგნში “ვერვოლფი” წერს, რომ მას (ალ-ჰუსეინს) შეეძლო არცთუ სახუმარო ცეცხლის გაჩაღება შორი მანძილიდანაც კი: თვეების განმავლობაში დღეში რამდენიმეჯერ ალ-ჰუსეინის პროპაგანდისტული პროგრამები წამლავდა ახლო აღმოსავლეთს, არწმუნებდა არაბებს, რომ ნაცისტების ომი მათი ომია, რომ ისინი უნდა აღსდგნენ და მხარი დაუჭირონ ნაცისტებს, რადგან ჰიტლერს მათი დახმარება სჭირდება.

ალჰუსეინმა ყურანიდან ისესხა რელიგიური ჯიჰადის ცნება და მოუწოდა არაბებს, მხარი დაეჭირათ გერმანელი ნაცისტებისთვის წმინდა ომში. ნაცისტური პროპაგანდა ცდილობდა, ბრიტანელები, ამერიკელები, ებრაელები და რუსები წარმოედგინა ისლამის მტრებად, ხოლო გერმანელი ნაცისტები _ ისლამის დამცველებად და მეგობრებად.

ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ებრაელთა განადგურება მუსლითა რელიგიური ვალია. 1944 წლის პირველ მარტს ბერლინის რადიოს არხზე გამოსვლისას ალ-ჰუსეინიმ არაბებს მოუწოდა: “ყველანი, როგორც ერთი, აღსდექით თქვენი წმინდათაწმინდა უფლებების დასაცავად, დახოცეთ ებრაელები ყველგან, სადაც კი იპოვით! ეს საღმრთო საქმეა, სჭირდება ისტორიას და რელიგიას!”

“მაინ კამპფის” არაბული თარგმანი “სიონის ბრძენთა ოქმებთან”
“მაინ კამპფის” არაბული თარგმანი “სიონის ბრძენთა ოქმებთან”

ჰიტლერისმაინ კამპფისარაბული თარგმანისიონის ბრძენთა ოქმებთანერთად ბეტსელერი ხდება. არაბული სამყარო მზად იყო, დაეჯერებინა ებრაელთა მსოფლიო შეთქმულება, რომლის გამოც ნაცისტები დევნიან ებრაელებს. ებრაელთა მიმართ სიძულვილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დღესაც მძვინვარებს, ნაცისტური პროპაგანდის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. პოლიტიკური პარტია “ჰამასის” წესდებაში ეს “ოქმები” უტყუარ ფაქტად არის წარმოდგენილი. გულდასაწყვეტია, რომ ახლო აღმოსავლეთში ბევრს სჯერა ამ ნაყალბევის და, სანამ ადამიანებს სჯერათ აღნიშნული სიცრუის, უკეთესობისკენ ცვლილებები ძნელი წარმოსადგენია.

მუფტი თავის გავლენას ნაცისტებზე ებრაელთა გენოციდის გასაფართოებლად და დასაჩქარებლად იყენებდა. იგი ორთაგან ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად წარმოგვიდგება, რომლებიც არაბულ სამყაროში ნაცისტურ ტაქტიკასა და იდეოლოგიას ავრცელებდნენ.

მეორე მსოფლიო ომის ცეცხლი გიზგიზებს ევროპაში. ბერლინში არაბეთის ფიურერს, ამინ ალ-ჰუსეინს, ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში ინსპექტირებისთვის აგზავნის მათი ეფექტიანობის გასაკონტროლებლად.

უახლესი კვლევებით მტკიცდება, რომ ახლო აღმოსავლეთის ებრაელებს კონვეიერული გენოციდისგან ერთი ნაბიჯიღა აშორებდა.

ნაცისტური ჯიჰადი

მუფტი და მისი თანამზრახველნი ზაქსენჰაუზენის ბანაკს ესტუმრნენ. ესესის ოფიცრის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, არაბებს განსაკუთრებით აინტერესებდათ პატიმარი ებრაელების მდგომარეობა. სიკვდილის ბანაკებში ებრაელებს ყოველდღიურად და წარმოებისთვის დამახასიათებელი სიზუსტით კლავდნენ და მათი გვამების უტილიზებას ახდენდნენ. მაგრამ ალჰუსეინი ამას არასაკმარისად მიიჩნევს და ასკვნის, რომ ებრაელებს ძალიან ცოტა რაოდენობით ხოცავენ, თანაც უაზროდ აჭიანურებენ. მან ეს განაცხადა და ნაცისტებსსაქმისდაჩქარება ურჩია.

ნიურნბერგის პროცესზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებით, ალ-ჰუსეინი საკონცენტრაციო ბანაკების კურატორს ადოლფ ეიხმანს სთხოვდა მსგავსი ბანაკები პალესტინაშიც მოეწყო, იქ მიევლინებინა ე.წ. მრჩეველები ებრაელთა რეგისტრაციისა და სიკვდილის ბანაკებში მათი გაგზავნის ორგანიზების მიზნით. მან ეიხმანს უთხრა, რომ ჰიმლერი დაპირდა იერუსალიმში ასეთი მრჩევლების გაგზავნას.

ნიურნბერგის პროცესზე მოისმინეს მოწმეთა ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მუფტი აპირებდა ახლო აღმოსავლეთში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების მსგავსი ქსელის გამართვას.

მისი წინადადებით, ფელდმარშალ რომელის ჯარის ნაწილებს ჩრდილოეთ აფრიკაში თან ახლდნენ ვალტერ რაუფის სპეციალისტები ადამიანების განადგურების საქმეში. რაუფი მობილური გაზის კამერების გამომგონებელი იყო. იგი თავის “სპეციალისტებთან” ერთად კვალში მიჰყვებოდა რომელის არმიას. ისინი დაგეშილები ეძებდნენ ებრაელებს, პოულობდნენ და კლავდნენ.

ტუნისში რაუფელებმა 2,5 ათასი ებრაელი დახოცეს. ალჰუსეინი ოცნებობდა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაენერგათ ებრაელთა განადგურების ეს ეფექტიანი მეთოდი.

ნაცისტური ჯიჰადი

რომელის ჯარები 300 კილომეტრით იყვნენ დაცილებული კაიროს, როცა მოკავშირეთა ძალებმა ისინი ელ-ალამეინთან შეაჩერეს. იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა უბედურებას დაატრიალებდნენ ფაშისტები კაიროს ოკუპაციის შემთხვევაში. ეგვიპტე პირველი ნაცისტურ-ისლამური სახელმწიფო გახდებოდა, რასაც მოჰყვებოდა ახლო აღმოსავლეთის პრობლემის ნაცისტური “პროგრამის” მიხედვით გადაწყვეტა. ეს საშინელი ვარიანტი იკითხება, ერთი შეხედვით, უწყინარი დოკუმენტის სტრიქონებს შორის.

1942 წლის ივლისში რომელის აფრიკული კორპუსის შტაბში მიიღეს ტელექსი. ეს დოკუმენტი ნებას რთავდა ესესის ჯარებს, განეხორციელებინათ ადმინისტრაციულაღმასრულებელი ღონისძიებანი ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ერთი წაკითხვით ეს წინადადება არავითარ განსაკუთრებულ ეჭვს არ ბადებდა, მაგრამ იგივე ფრაზა მეორდებოდა სხვა დოკუმენტში, რომელიც წინა წელს იყო მიღებული და რომლის წყალობით ნახევარი მილიონი საბჭოთა ებრაელი დახოცეს ესესის ჯარის ნაწილებმა.

პალესტინაში ებრაელები საერთოდ ამოწყდებოდნენ, ფელდმარშალ რომელს სუეცის არხი რომ გადაელახა. ებრაელთა მიმართ მუფტის განზრახვის შესრულებისთვის ნაცისტების გამანადგურებელ დამარცხებას ხელი რომ არ შეეშალა.

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ლტოლვილი ალ-ჰუსეინი ცოტა ხნით დააკავეს ფრანგებმა, მაგრამ მან შეძლო იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელშიც მისმა ანტისემიტურმა და პრონაცისტურმა რადიოქადაგებებმა ეროვნულ გმირად აქცია. იერუსალიმში მუფტის მიეგებნენ, როგორც პალესტინის და სრულიად არაბული სამყაროს ახალ ლიდერს. იგი იმ დროის ყველაზე უფრო ცნობილი არაბი იყო. მუფტიმ განაგრძო ის საქმე, რომელსაც ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობამდე მისდევდა _ ანტისემიტიზმის ქადაგება, დაშინება და მკვლელობა იმათი, ვინც მის იდეებს არ იზიარებდა.

ნაცისტური ჯიჰადი

როცა გავრცელდა ხმები, რომ იორდანიის მეფე აბდალა აპირებდა ისრაელთან შერიგებას, ჯერ მისი პრემიერმინისტრი, შემდეგ მეფეც სიცოცხლეს გამოასალმეს.

მუფტიმ განაგრძო მტრობის გაღვივება და პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად გაყოფის ნებისმიერი გეგმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სწორედ მისმა მტრულმა ქმედებამ გაყოფის პირველი გეგმის განხორციელებას შეუშალა ხელი.

ისრაელთან ბრძოლაში არაბეთის ფიურერს ეხმარებოდნენ ნაცისტური ოფიცრები, რომლებიც ცოტანი როდი იყვნენ ახლო აღმოსავლეთში.

ეგვიპტე პროგერმანული და, ამასთან ერთად, ანტისემიტური და ანტიკომუნისტური ქვეყანა იყო, რამაც შექმნა სვასტიკისა და სფინქსის მშვიდობიანი თანაარსებობის პირობები.

ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი

1950-იან წლებში ეგვიპტეს შეხიზნული ნაცისტების რაოდენობა განსაცვიფრებლად დიდი იყო. ისტორიკოსმა პიტერ ლევანდამ ახლახან მიიღო განსაიდუმლოებული სია მაღალი თანამდებობების ნაცისტების, რომლებმაც ირწმუნეს ისლამი. ბევრმა ისლამური სახელიც დაირქვა. მაგალითად ეს-ეს-ის ოფიცერი იოჰან ფონ ლერსს დავასახელებთ, ფრიად ცნობილ ნაცისტს. იგი გებელსთან პროპაგანდის სამმართველოში მუშაობდა. შემდეგ გადაბარგდა ეგვიპტეში, ამან ამინის სახელი დაირქვა და მუშაობა გამალ აბდელ ნასერის მთავრობაში განაგრძო ანტიისრაელური პროპაგანდის ხაზით.

ამ განსაიდუმლოებულ ფაილებში ათობით ეს-ეს-ელი ოფიცრის სახელი და გვარია, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ ეგვიპტის საიდუმლო პოლიციისა და პროპაგანდის ორგანოებში.

ეგვიპტის სპეცსამსახურების ქვედანაყოფების დონე პოლიციური სახელმწიფოს დონეს უთანაბრდება და ნაცისტურ პოლიციურ სახელმწიფოსთან საინტერესო პარალელები აკავშირებს.

ნაცისტური ჯიჰადი

ნაცისტ ოფიცერთა შორის, რომლებიც საიდუმლოდ და არცთუ საიდუმლოდ გადაბარგდნენ ახლო აღმოსავლეთში, იყო ადამიანი, რომელიც დაეხმარა მუფტის, ნაცისტური სამხედრო მომზადების გამოცდილების გამოყენებაში ჯიჰადის ინტერესების განსახორციელებლად. ეს ადამიანი იყო ოტო სკორცენი.

1948 წლის ივლისი. დარმშტატის ციხე. გერმანია. აქ მაღალი თანამდებობის ნაცისტები ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. გვიან ღამით აქ გამოჩნდება ორი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც ციხის ხელმძღვანელობას წარუდგნენ ციხიდან ერთ-ერთი პატიმრის გათავისუფლების დოკუმენტებს.

ნაცისტური ჯიჰადი

პატიმარი ელიტური ნაცისტების დივერსიულ ჯგუფვერვოლფისწევრი იყო. ჯარისკაცებს გაჰყავთ იგი ციხის დაცვის საგუშაგოების გავლით და ღამის წყვდიადში გაუჩინარდებიან. გარკვეული დროის შემდეგგასაიდუმლებული მატიმარიიგი ფრანკისტულ ესპანეთში გამოჩნდება. ეს ადამიანი იყო ოტო სკორცენი, ჰიტლერის საყვარელი დივერსანტი. იგი ევროპაში ყველაზე საშიშ ადამიანად ითვლებოდა.

ციხიდან მისი გაპარება ისრაელის ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ცუდად შემობრუნდა. იგი ეგვიპტეში ჩააღწევს და იქ ლტოლვილი ნაცისტებისაგან და არაბი ანტისემიტებისგან შექმნის ისეთ მძლავრ მუხტს, რომელიც ჩვენს დღეებამდე მოაღწევს.

დასასრული შემდეგ ნომერში

ტელეფილმის საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ახლა ჰიტლერის და ნაცისტური გერმანიის დანაშაულებიც მუსლიმებს მიაწერეთ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here