Home რუბრიკები ისტორია ნაცისტური ჯიჰადი

ნაცისტური ჯიჰადი

983
ნაცისტური ჯიჰადი

დასასრული. დასაწყისი იხ. #18, 2019 წ.

ანალიტიკოსების აზრით, თანამედროვე ტერაქტები სათავეს ნაცისტური ინსტრუქციებიდან იღებს. ჰიმლერმა, გერინგმა, გებელსმა და მათმა თანამზრახველებმა იცოდნენ, რომ ომის წარმოება ცენტრალური სარდლობის გარეშეც იყო შესაძლებელი. ტერაქტების არსი სწორედ ეს არის. ახალი, გამაოგნებელი მონაცემებით აშკარავდება, რომ ნაცისტები მოთარეშეებს, იმავებოევიკებსახლო აღმოსავლეთში ამ იდეის გარშემო რაზმავდნენ.

1943 წლის სექტემბერში ბენიტო მუსოლინი იჯდა ციხეში, რომელიც მთიან ადგილას იყო აგებული. იგი მისმა სამხედროებმა დააპატიმრეს. ოტო სკორცენი სათავეში ჩაუდგა 80 დივერსანტისგან შემდგარ ჯგუფს მუსოლინის გათავისუფლების ოპერაცის განსახორციელებლად.

ოტო სკორცენი და ადოლფ ჰიტლერი
ოტო სკორცენი და ადოლფ ჰიტლერი

და გაათავისუფლა კიდეც. ეს იყო გაბედული ოპერაცია, რომელსაც ნაცისტური პროპაგანდა აქებდა და ადიდებდა. და ჰიტლერმაც სათანადოდ შეაფასა იგი. სკორცენი ისეთი ოპერაციების უბადლო შემსრულებელი გახდა, რომლებსაც დღეს ტერორისტულ აქტებს უწოდებენ.

1944 წლის ოქტომბერში სკორცენი კვლავ შეაქეს. უნგრეთის დიქტატორი მიკლოშ ჰორტი აპირებდა, ჩაბარებოდა საბჭოელებს, მაგრამ სკორცენიმ მოიტაცა დიქტატორის ვაჟი. შვილი რომ გადაერჩინა, ჰორტი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო და თავისი უფლება-მოვალეობანი პროგერმანელი ხელმძღვანელისთვის გადაეცა. ჩაბარების შესახებ მოლაპარაკება ჩაიშალა. ამ წარმატებული ოპერაციის შესახებ ყველა გაზეთი აყვირდა.

დანგრეული გერმანია
დანგრეული გერმანია

ოტო სკორცენი გერმანიის ღირსშესანიშნაობა იყო. პროპაგანდისტული მანქანა მას უშიშარ გმირად წარმოსახავდა, უნაკლო არიელად და ამას ისეთი მონდომებით აკეთებდა, რომ მის სახეზე ნაჭრილობევსაც კი (რომელიც ხმლებით დუელის შედეგად დარჩა) რეტუშით ფარავდა.

ცოტა ვინმე თუ მოიძებნებოდა, ვინც ნაცისტური პარტიისა და თვით ჰიტლერის მიმართ მასავით ერთგული იქნებოდა. ფანატიკოსი იყო, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი იყო მონსტრი.

ლტოლვილები
ლტოლვილები

თანდათან აშკარავდებოდა, რომ ომი ფაშისტების დამარცხებით მთავრდებოდა და, აქედან გამომდინარე, სკორცენის ამოცანებიც იცვლებოდა. გერმანიის ქალაქები ნანგრევებად იქცა, აღმოსავლეთიდან მოიწევდნენ საბჭოთა ჯარები, მოკავშირეები _ ამერიკელები, ბრიტანელები და ფრანგები _ დასავლეთიდან და სამხრეთიდან უტევდნენ. გერმანიის კისერზე მოჭერილი ყულფი თანდათან ვიწროვებოდა. რაიხის კრახი გარდაუვალი იყო.

შექმნილ ვითარებაში ჰიმლერმა სკორცენის საბრძოლო მოქმედების ახალი სახეობების შემუშავება დაავალა. ასეთ მოქმედებას სჭირდებოდა ფანატიკურად თავგადადებული ჯარისკაცები, რომელთაც ქაოსის შექმნისა და ადამიანების დაშინების უნარი შესწევდათ.

სკორცენიმ დაივიწყა საბრძოლო მოქმედების კლასიკური წესები და შექმნა ნაცისტი-ტერორისტების მობილური დანაყოფები სახელწოდებით “ვერვოლფი”. ეს იყო მცირე პარტიზანული ჯგუფები, დაკომპლექტებული წინააღმდეგობის გაწვრთნილი მებრძოლებით, დივერსანტებით. მოკავშირეთა შეტევაზე გადმოსული ჯარის ნაწილებში მათ უნდა შეეტანათ არეულობა, დაეთესათ პანიკა და მოეხდინათ ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

ჰიურჰლაჰტის სასახლე
ჰიურჰლაჰტის სასახლე

მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, მიყრუებულ ტყეებში მიმოფანტული იქნებოდა 5-6-კაციანი ჯგუფები, რომლებიც დროდადრო თავს დაესხმოდნენ მტრის სამხედრო შენაერთებს. სკორცენიმ წამოაყენა პარტიზანული ჯგუფების იდეა, რომლებიც იმოქმედებდნენ იზოლირებულად, სარდლობასთან შეუთანხმებლად, ერთიანი ცენტრისგან დამოუკიდებლად. მათ იცოდნენ, რომ გერინგს, ჰიმლერს, გებელსს, ჰიტლერის ჩათვლით, ომის დამთავრების დროისთვის ან სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, ან ციხეში ჩასვამდნენ. მაშასადამე, ბრძოლის გაგრძელება ცენტრალური სარდლობის გარეშე მოუწევდათ. ეს კი უკვე ტერორისტულ ჯგუფებად აქცევდა მათ, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდა ემოქმედათ.

ჰიურჰლაჰტის სასახლეში, ერკელენსის მახლობლად სკორცენი და მისი თანაშემწეები წვრთნიდნენვერვოლფისგუნდის ტერორისტებს. სკორცენიმ 400-მდე დივერსანტი მოამზადა და მიაჩნდა, რომ ეს რაოდენობა საკმარისი იქნებოდა გერმანიასა და ავსტრიაში პარტიზანული ომის საწარმოებლად მოწინააღმდეგის შემოჭრიდან ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში.

დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეები
დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეები

სკორცენის განკარგულებაში გამოცდილი მებრძოლები ცოტანი იყვნენ, მაგრამ იგი მალევე მიხვდა, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცებით მანიპულირება გაცილებით იოლია. ისინი უმთავრესად ჰიტლერიუგენდიდან იყვნენ. მათგან ორმაგი სარგებლის მიღება შეიძლებოდა. პირველი _ ისინი ბევრნი იყვნენ და ყველგან შეიძლებოდა მათი პოვნა. მეორე _ მათი მართვა ადვილი იყო. გაცხელებულთავიანი ჭაბუკების ფანატიკოსებად აღზრდა იოლი იყო. სკორცენიმ შექმნა დივერსიების მოწყობის სახელმძღვანელო, რომელსაც მოსახლეობაში ავრცელებდნენ. ეს არის ტერორიზმის საკითხებში პირველი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ასწავლიდა, როგორ უნდა დაენგრიათ მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურა, მოესპოთ საწვავის შესანახი ბაზები და როგორ უნდა გაებათ როიალის სიმები მნიშვნელოვანი გზატკეცილების გარდიგარდმო მოწინააღმდეგის შიკრიკების თავების წასაცლელად.

სკორცენიმ იცოდა, რომ მას აღარ ექნებოდა ვერმახტის იარაღი, რომლითაც აქამდე იყო აღჭურვილი _ ტყვიამფრქვევები, ქვემეხები, ნაღმსარტყორცნები და რომ მოუწევდა პარტიზანული მოქმედება არცთუ იშვიათად კუსტარულად დამზადებული იარაღით.

"ვერვოლფის" რადიოსადგური
“ვერვოლფის” რადიოსადგური

მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რასაც უპირველესად ასწავლიდა _ ყოფილიყვნენ უჩინარნი, გათქვეფილიყვნენ ადგილობრივ მოსახლეობაში, ლტოლვილთა შორის. მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი ჩვეულებრივ მოქალაქეებად შენიღბულებს უნდა გადაელახათ და ეცხოვრათ, როგორც რიგით გერმანელებს.

1945 წლის აპრილში ამერიკელებმა დაატყვევეს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გვირაბში იმალებოდნენ. ეს მიწისქვეშა სივრცე სავსე იყო იარაღითა და საკვების დიდი მარაგით. ახალგაზრდებს სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსათ და აცხადებდნენ, რომ “ვერვოლფელები” არიან.

აღლუმი წითელ მოედანზე
აღლუმი წითელ მოედანზე

“სამხედრო რადიო” რეგულარულად შეახსენებდა ამერიკელ ჯარისკაცებს, რომ გარეგნულად კეთილგანწყობილი ადგილობრივები შეიძლება ფარული დივერსანტები ყოფილიყვნენ. სხვის ტერიტორიაზე ვერ გაარკვევ, ვინ გაგიწევს წინააღმდეგობას და ვინ _ არა.

გასაიდუმლოებული მოწინააღმდეგე ჩვეულებრივად არ არის ორგანიზებული და ამიტომ მისი განადგურება ადვილი არ არის.

ისევე, როგორც ალჰუსეინი ზომიერ პალესტინელებს ომამდე კლავდა, “ვერვოლფელები” ატერორებდნენ გერმანელებს, რომლებიც საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ.

სკორცენი -ამერიკელების ტყვე
სკორცენი -ამერიკელების ტყვე

1945 წლის მარტში “ვერვოლფის” ხუთმა მებრძოლმა, რომლებიც მოკავშირეების მიერ დაკავებულ ახენში იყვნენ გადასროლილნი, მოკლეს ქალაქის მერი იმიტომ, რომ მან ეს თანამდებობა ამერიკელების დროს დაიკავა. ეს ფაქტი საკმაოდ გახმაურებულია, მაგრამ ამ შემთხვევის გარდა იყო ათობით სხვა მკვლელობა, როცა იღუპებოდნენ პატარა ქალაქების მერები, ადგილობრივი აქტივისტები და ა.შ.

იასირ არაფატი
იასირ არაფატი

პროპაგანდის სამმართველოს ხელმძღვანელი გებელსი მალე მიხვდა, რომ “ვერვოლფის” ხსენებაც კი უკვე იარაღი იყო.

გამალ აბდელ ნასერი
გამალ აბდელ ნასერი

1945 წელს ამუშავდა “ვერვოლფის” რადიოსადგური იმ მიზნით, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს, რომლებიც შეიტყობდნენ ტერორისტების მიერ მოწყობილი აქციების შესახებ, გაევრცელებინათ ეს ცნობები მოკავშირეთა ჯარისკაცებში. ეს იყო სახელმწიფო პროპაგანდისა და გამოცდილი პარტიზანების ტაქტიკის ერთგვარი შენადნობი და “ვერვოლფის” დაჯგუფების ორიგინალობაც ამით გამოიხატებოდა.

შიში, რომელსაც ისინი საოკუპაციო ჯარში თესავდნენ, საპასუხო რეაქციას იწვევდა წესების გამწვავების თვალსაზრისით და იქაურ მოქალაქეებს განმათავისუფლებლების წინააღმდეგ განაწყობდა.

ასეთ ვითარებაში ბრიტანელები და ამერიკელები იძულებულნი იყვნენ, გამოეცხადებინათ კომენდანტის საათი მათ მიერ დაკავებულ ქალაქებში და მაცხოვრებელთათვის აეკრძალათ 8 კილომეტრზე მეტად თავიანთ სახლ-კარს დაცილება. ყველა მსგავსი ღონისძიება ძირითადად “ვერვოფელთა” გააქტიურების შიშით იყო გამოწვეული და, რა თქმა უნდა, აძლიერებდა გაუცხოების მუხტს დაპყრობილი ზონების მოქალაქეებსა და ოკუპანტებს შორის.

გენერლები ტყვედ ბარდებიან
გენერლები ტყვედ ბარდებიან

ოტო სკორცენიმ პარტიზანული ომი საგანგებოდ გააზრებულ და მომზადებულ პროფესიულ ტერორიზმად გარდაქმნა. მის მიერ განხორციელებული ოპერაციები ჯეიმს ბონდზე დაწერილი წიგნებისა და გადაღებული ფილმების საფუძველი შეიქნა.

“ვერვოლფის” მიმართ შიშისა და დესტაბილიზაციის მიუხედავად, მისი ომი შეზღუდული და დაგვიანებული იყო.

ისინი განახორციელებდნენ დარტყმებს, მაგრამ არა ისე გამანადგურებელს, როგორიც სკორცენის სურდა და რისი იმედიც ჰქონდა. მათ მოკლეს მოკავშირეების დაახლოებით ათასი ჯარისკაცი და მათი დამხმარე.

მათ არ ჰყოფნიდათ რესურსები და ცუდად იყვნენ ორგანიზებულები. ფანატიკოსი სკორცენიც კი მიხვდა, რომ წინააღმდეგობა უაზრობა იყო.

"ვერვოლფის" მემკვიდრეების ნაცისტური მისალმება
“ვერვოლფის” მემკვიდრეების ნაცისტური მისალმება

ოტო სკორცენიმ მთელი თავისი ძალები და შესაძლებლობა ნაცისტური უფროსობის საოკუპაციო ჯარებისგან გადასარჩენად წარმართა. მან შექმნა ადამიანების საიდუმლოდ გახიზვნის მსოფლიოში არნახული, დახვეწილი სისტემა. ეს სისტემა საჭირო იყო ებრაელების გენოციდის შესახებ ჰიტლერის იდეის მსოფლიოში გასავრცელებლად.

ბევრი ნაცისტი ოფიცერი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც არაბ ფიურერ ალ-ჰუსეინს შეუერთდა. ისინი ერთობლივად ჩაუყრიან საფუძველს ახალ ტერორისტულ ერას.

* * *

მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა დაამხეს ბერლინი, ომი გერმანიასთან დამთავრდა. ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა, მაგრამ ათასობით მისი ერთგული მოსწავლე ნაციზმის ვირუსის შემდგომი გავრცელების გეგმას ადგენდა.

1945 წელი ბევრმა აღიქვა, როგორც მნიშვნელოვანი ზღვარი. უნდა აღედგინათ ქვეყანა, მაგრამ იყო ერთი პრობლემა _ ნაცისტური სპეცსამსახურების საერთო მემკვიდრეობისა და მათი ოფიცრებისა და აგენტების ბედი.

უკანასკნელი ბრძანებებით ჰიტლერი თავის ფავორიტ სკორცენის ალპების მთებში გამოცდილი დივერსანტების არმიის შექმნასა და ბრძოლის იქიდან გაგრძელებას ავალებდა, მაგრამ სკორცენიმ იცოდა, რომ ომი წაგებული იყო და სხვა ვარიანტზე გადასვლის დრო დადგა. სკორცენი მთებში იმალებოდა. თავის განკარგულებაში დივერსიული ჯგუფები ჰყავდა, მაგრამ გადაწყვიტა, ომის შემდგომ პერიოდში ბრძოლა არ გაეგრძელებინა და ჩაბარდა ამერიკელებს.

დიდი ომი წაგებული იყო, მაგრამ სკორცენის პირადი ბრძოლა გრძელდებოდა. ციხის საკნიდან იგი თავის აგენტებს სთხოვდა, უზრუნველეყოთ ეს-ეს-ის მაღალი თანამდებობის ოფიცრებისა და მეცნიერების გადაადგილების გზები. მას შეეძლო ამის მოთხოვნა, რადგან იტალიაში შექმნილი ჰქონდა აგენტურული ქსელი ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე. ისინი მისი პირადი აგენტები იყვნენ და არა რაიხის საიდუმლო თანამშრომლები.

.. ვირთხების ბილიკების გამოყენებით, სკორცენიმ ასობით საშიში ნაცისტი უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანა მოკავშირეების გვერდის ავლით ადოლფ ეიხმანის, გესტაპოს შეფ ჰენრიხ მიულერისა და დოქტორ ალბერტ ჰეიმის ჩათვლით, რომლებსაც მოკავშირეები დიდი მონდომებით ეძებდნენ. სკორცენი მათ გაპარებას იმ ფულისა და ძვირფასეულის გამოყენებით ახერხებდა, რომლებიც ომის დროს ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად და მოხელეთა მოსასყიდად იყო შეგროვებული. იგი, როგორც მაფიის ბოსი, თავის ორგანიზაციას ციხის საკნიდანაც ხელმძღვანელობდა.

1948 წელს ჯგუფ “ვერვოლფის” დივერსანტების დახმარებით სკორცენი ღამით ციხის საკნიდან გაიპარა. მას ადრეც შეეძლო გაქცევა, რადგან იმედოვნებდა, რომ მოკავშირეები გაამართლებდნენ. ასეც მოხდა. მაგრამ შეიტყო, რომ გერმანელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დასჯა დენაციფიკაციის ჩარჩოებში და _ გაქრა.

თავიდაპირველად საფრანგეთში იმალებოდა, შემდეგ _ ესპანეთსა თუ იტალიაში, ბოლოს არგენტინაში აღმოჩნდა. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: მან მიიღო ნაცისტური ელიტის დიდი ჯგუფი, რომლის წევრები თავის დროზე გადაარჩინა. ნაცისტი კოლეგები მზად იყვნენ, ცალ-ცალკე მოქმედი ტერაქტების სტრატეგია გარდაექმნათ პროფესიულ მსოფლიო ბიზნესად. ომის დამთავრების დროისთვის, როცა “ვერვოლფის” აქციები უაზრობა გახდა, სკორცენი მიხვდა, რომ ამ “სამუშაოს” გაგრძელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაცილებით თავისუფლად შეიძლებოდა. ტერორიზმის დანერგვა მსოფლიოში მის ამოცანად იქცა.

სკორცენი დაიქირავებს თავის ყოფილ თანამშრომლებს ეს-ეს-იდან და შექმნის უზრუნველყოფის სისტემას, რომელსაც ფულითა და იარაღით შავი ბაზრის მეშვეობით მოამარაგებს.

გავა თვეები და ჰიტლერის ყოფილი ფავორიტი უფრო გაბედულად იმოქმედებს.

50-იან წლებში დასავლეთის ახალი მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირი იყო. დაიწყო “ცივი ომი”. ზოგიერთს ამ დროს გაეღვიძა და გაუმწვავდა შურისძიება. ამის შედეგი იყო, რომ სახეზე ნაიარევის მქონე კაცი ეგვიპტეში ჩავიდა. ყოფილი რაიხელი თანამებრძოლები მას, როგორც ეროვნულ გმირს, მიეგებნენ. იგი დაუყოვნებლივ დაინიშნა ეგვიპტის ლიდერის, გენერალ ნაგიბის პირად მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში.

სკორცენიმაც დრო არ დაკარგა და შექმნა არაბული დივერსიული ქვედანაყოფი და ყველაზე თავზეხელაღებული პალესტინელები არაბ “ვერვოფელებად” აქცია.

50-იან და 60-იან წლებში არაბი პარტიზანებისა და ტერორისტების მომზადების მეთოდები ეგვიპტეში იყო იგივე, როგორსაც სკორცენი “ვერვოლფელების” მოსამზადებლად იყენებდა გერმანიაში 44-45 წლებში. მათ შორის იყო ალ-ჰუსეინის ახლო ნათესავი იასირ არაფატი. მასწავლებელი და მოსწავლე განუყრელი მეგობრები გახდნენ. სკორცენიმ არაფატს ტერორის შექმნის ხელოვნება ასწავლა. არაფატმა მართლაც ბევრი რამ შეითვისა სკორცენისგან _ პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიების ნაირსახეობა. ნაცისტი “კომანდოსები” ამ “საქმეში” საუკეთესონი იყვნენ. არაფატი მის მიერ მოწყობილ ტერაქტებს ნაცისტების მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით განახორციელებდა. იგი სათავეში ჩაუდგა ტერორისტულ ორგანიზაცია “ოოპს”.

სკორცენი და ალ-ჰუსეინი ებრაელების წინააღმდეგ ჰიტლერულ გენოციდს აჩაღებდნენ პალესტინასა და ეგვიპტეში. ნაცისტები “ბოევიკებს” წვრთნიდნენ “პალესტინის გათავისუფლების” ორგანიზაციისთვის; ნაცისტები ამუშავებდნენ სარაკეტო და სხვა ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება ეგვიპტეს ისრაელის წინააღმდეგ შეეძლო.

გერმანელები ომში დამარცხდნენ, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფო ისრაელებისა ნაცისტების მიერ შობილი გენოციდის შეტევას კვლავ განიცდიდა.

1956 წლის ივნისში რევოლუციამ საბოლოოდ გააძევა ბრიტანული ჯარი ეგვიპტიდან. ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა ჰიტლერის თაყვანისმცემელი გამალ აბდელ ნასერი. ოტო სკორცენიმ, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნაცისტს უწოდებდნენ, ისარგებლა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებით და ახალი პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი გახდა.

1950-იანი წლების ეგვიპტე ძალიან საინტერესო, მაგრამ არასტაბილური რეგიონი იყო. ნასერმა ძალაუფლება სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იგდო ხელთ. ქვეყანაში მოქმედებდნენ ოპოზიციური დაჯგუფებები, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი.

სკორცენი და მისი ნაცისტი ინსტრუქტორი ნაცისტები ანტისემიტურ რეჟიმს “ვერვოლფის” დივერსიისა და ტერორის მეთოდებით აძლიერებდნენ.

1948 წლის არაბეთისა და ისრაელის ომის შემდეგ პალესტინელების პატარ-პატარა ჯგუფები რეგულარულად თავს ესხმოდნენ ისრაელს, იტაცებდნენ სურსათ-სანოვაგესა და სასოფლო-სამეურნეო იარაღს. მაგრამ სკორცენის გავლენით ეს თავდასხმები ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებად ტრანსფორმირდა.

ნაცისტებმა, ბოლოს და ბოლოს, მოიკიდეს ფეხი ახლო აღმოსავლეთში და გაშალეს ანტისემიტური ჯიჰადი, რომელიც მსოფლიოს ათეული წლების განმავლობაში მოწამლავს. 50-იანი წლების შუა ხანებში სკორცენი ეგვიპტეში შექმნის ფედოინების ტერორისტულ ჯგუფებს, რომელთა ერთადერთი მიზანი ღაზის სექტორში ებრაელების მკვლელობა იქნება.

მხოლოდ 1955 წელს მოკლეს და დაჭრეს 260 ებრაელი. ფედოინები გონივრულად თესავდნენ პანიკას, რაშიც არ ჩამორჩებოდნენ თავიანთ ნაცისტ მასწავლებლებს. ცხრილავდნენ სარეისო ავტობუსებს, მატარებლებს, სინაგოგებსა და ყანებში მომუშავე გლეხებს. ამ ახალ ანტისემიტურ ტალღაზე გაიზარდა ნაცისტების ახალი თაობა. პალესტინელების ეს ომი იზიდავდა არა მხოლოდ ნაცისტებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, არამედ ამერიკელ ნეონაცისტებსაც. ამ ახალგაზრდებს არ უომიათ, ვერ მოასწრეს, მაგრამ მათ გავლილი ჰქონდათ სკორცენის სკოლა და მონაწილეობდნენ ღაზაზე თავდასხმებში.

1960 წელს ეგვიპტე, რომელსაც ჰიტლერის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი ნასერი ხელმძღვანელობდა, ნაცისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა _ აკრძალეს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათი ლიდერები ან მოკლული იყო, ან ციხეში გამოკეტილი. ყველა _ 75 ათასი ებრაელი სრულად განდევნეს ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყნიდან.

სკორცენი ესპანეთში გადადის და იქიდან იწყებს ახლოაღმოსავლეთის ტერორისტული ორგანიზაცია “პალადინის ჯგუფის” ხელმძღვანელობას. ამ ჯგუფის კლიენტებს შორის იყვნენ მუამარ კადაფი და სადამ ჰუსეინი. ორივეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რომელთა ლიკვიდაცია რაც შეიძლება სწრაფად იყო აუცილებელი.

“პალადინის ჯგუფი” ამ ამოცანას შესანიშნავად ართმევდა თავს. კადაფი აღმერთებდა სკორცენის, მას ძალიან მოსწონდა ნაციზმი.

XX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში სწრაფად იზრდებოდა და ფართოვდებოდა ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი. სკორცენისეული “ოოპიდან” “ჰამასამდე”, “კამე ისლამიამდე” და, რა თქმა უნდა, “ალ ქაიდამდე”. ყველა მათგანი ისტორიული წინაპრის _ “ვერვოლფის” ანაბეჭდის მატარებელია, “ალ ქაიდას” მსგავსი ორგანიზაციული სტრუქტურები, უწინარეს ყოვლისა. მათ არ აქვთ მუდმივი კავშირი ცენტრთან, უშუალოდ ხელისუფლებისგან ფულს არ იღებენ. მათთვის მთავარია სარდლობის მკაცრი სტრუქტურა.

ჩვენი დღეების ტერორისტების ტაქტიკას 70-წლიანი ისტორია აქვს და ოტო სკორცენისთან და ეგვიპტელ ნაცისტებთან არის დაკავშირებული. მათ შვეს ჯიჰადის სამყარო. სკორცენიმ შეიმუშავა “ვერვოლფი” და აჩუქა იგი მსოფლიოს.

ტერაქტები მათი იარაღია, ვისაც არ ძალუძს, სხვა გზით შეებრძოლოს მოწინააღმდეგეს. ეს ტაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა ავღანეთსა და ერაყში ცოტა ხნის წინათ მიმდინარე ომში. “მაინ კამპფიდღესაც ერთერთი პოპულარული წიგნია არაბულ სამყაროში. ნაცისტური იდეოლოგიის მთავარი მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში არის სიძულვილი ებრაელების მიმართ. ნაცისტურ და ახლო აღმოსავლურ ანტისემიტიზმს ერთმანეთს თუ შევადარებთ, ძალიან ბევრ მსგავს სიმბოლოსა და გამოსახულებას ვიპოვით. ეს ნაცისტური პროპაგანდის ხანგრძლივი გავლენის შედეგია.

ამ პროპაგანდის მსხვერპლთა ასაკი უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. “ჰეზბოლასა” და “ჰამასის” ტელესადგურები გადასცემენ ანტისემიტურ პროგრამებს ბავშვებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სკორცენი და ალ-ჰუსეინი 70-იან წლებში გარდაიცვალნენ, ამ ორი მონსტრის მემკვიდრეობა და ჰიტლერის იდეალები ცოცხლობს.

ტელეფილმის ქართული საგაზეთო ვერსია მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here