მთავარი პოლიტიკა ნატოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ნატოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

1841
გააზიარეთ
ტრამპი-მერკელი

ნატოს მორიგი სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელიც 11-12 ივნისს უნდა გაიმართოს ბრიუსელში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც დასავლელ პატრონებთან შეუთანხმებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, განაგრძობს დასავლეთის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზაზე სვლას და კვლავ ცდილობს, მოსახლეობა ილუზორული დაპირებებით გამოკვებოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლის თაობაზე, თუმცასტრატეგიულმა მეგობარმაცოტა ხნის წინათ რიტორიკა შეცვალა და ამერიკული გავლენიანი კვლევითი ცენტრის _ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტჰერითეიჯ ფაუნდეიშენისექსპერტ ლუკ კოფის პირით აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლაზე ალაპარაკდა. მაგრამ ახლა ვითარება, როგორც ჩანს, რადიკალურად იცვლება _ ნატოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი იქნება ნატოს ბედზე, მის მომავალზე.

ორი ლიდერი იმსჯელებს ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, აშშისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ნატოში, ისეთებზე, როგორიც არის ხარჯების თანაბარი განაწილება და ნატოს როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში”, _ ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა შეიძლება ეპოქალური მნიშვნელობის აღმოჩნდეს. ბლოკის დაშლას არ გამოაცხადებენ, მაგრამ ამისთვის მზადების პროცესი, როგორც ჩანს, დაიწყო.

ნატოს წევრი სახელმწიფოები 2 წელიწადში ერთხელ მართავდნენ შეხვედრას მუშაობის შედეგებზე სამსჯელოდ და სამომავლო მიზნობრივი გეგმების დასამტკიცებლად, მაგრამ გლობალური ცვლილებების ტემპის მატებამ მოიტანა ის, რომ 2016 წლის შემდეგ ნატოს სამიტი უკვე ყოველ წელიწადს იმართება. შემდეგი გაიმართება 11-12 ივლისს ბრიუსელში ახლახან აშენებულ ახალ შტაბ-ბინაში, რომელიც მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა.

ღონისძიების წინ ალიანსის გენერალური მდივანი კონსულტაციებს გადის, ასე ვთქვათ, პროექტის მთავარ აქციონერთან _ აშშ-ის პრეზიდენტთან, მით უმეტეს, რომ საკითხი საკმაოდ ბევრია. ფორმალურად კი გამოცხადდა მხოლოდ ორი თემის განხილვა _ ხარჯების განაწილება და ტერორიზმთან ბრძოლა.

აღსანიშნავია, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული, უფრო ზუსტად, საბოლოოდ არ არის დამტკიცებული დღის წესრიგში შეტანილი გეგმა, რომელიც შეადგინეს ამერიკული სტრატეგიული კვლევის ცენტრის _ RAND-ის ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ 2016 წლის სამიტისთვის. RAND-ის სპეციალისტების გათვლებით, ევროპაში ნატოს სამხედრო ამოცანების (იგულისხმება “რუსეთის შეკავება” და “ევროპის ქვეყნების სამხედრო დაცვა”) წარმატებით გადასაწყვეტად აშშ-მა ევროპის კონტინენტზე უნდა გადასხას კიდევ 7 სახმელეთო და სამხედრო ავიაციის ერთი ბრიგადა, რომელიც დაემატება ევროპაში ამჟამად დისლოცირებულ 2 ბრიგადას.

მათგან მხოლოდ სამი მსუბუქი სახმელეთო ბრიგადის განლაგებას დამატებით დასჭირდება დაახლოებით 13 მლრდ დოლარი, სულ კი მძიმე შეიარაღების, მექანიზებული და სატანკო ნაწილების, არტილერიისა და ახლო და საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გადატანას 37-40 მლრდ დოლარი დასჭირდება; პლუს, დამატებითი ნაწილების შესანახავად საჭირო იქნება, სულ ცოტა, 2 მლრდ დოლარი.

ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, აგრეთვე, საკითხი “ნატოს თავდაცვის სიმძიმის ცენტრის გადატანის” შესახებ აღმოსავლეთის ახალ საზღვრებთან. ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მოგვარებულია, მაგრამ “თავდაცვითი ღერძის” შექმნა ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში არ გამოვიდა.

ამ ყველაფრისთვის დამატებითი ხარჯები 2016 წლის სამიტზე მოთხოვნილი იქნა 60 მლრდ ევროს ფარგლებში, მაგრამ 2017 წელს მოგროვდა მხოლოდ 637 მლნ, ისიც აშშ-ის ბიუჯეტიდან. ნატოს დანარჩენმა 27-მა წევრმა სხვადასხვა მიზეზით თავი აარიდა თანხების გამოყოფას ალიანსისთვის.

ასე რომ, როცა ტრამპი ჩივის ფინანსური დატვირთვის არასამართლიან გადანაწილებაზე, მართალია. აშშ-ის გარდა, სამხედრო ხარჯებს დაწესებული ნორმით _ მშპ-ს 2%-ს, ალიანსის ბიუჯეტში რიცხავს მხოლოდ 6 წევრი, რომელთა ეკონომიკაც ძლიერი არ არის. ნატოს ლიდერმა სახელმწიფოებმა კი (განსაკუთრებით, გერმანიამ) უარი განაცხადეს ნატოსთვის “სამხედრო ძღვენის” მიცემაზე.

ამიტომ რამდენიმე დღის წინათ ტრამპმა ულტიმატუმის მსგავსი რამ განაცხადა, დაახლოებით ასეთი შინაარსის: თუ ევროპელები უსაფრთხოებისთვის არ გადაიხდიან, მათ ამერიკის კონტინგენტი ნატოში აღარ დაიცავს. და ეს ხმამაღალი ნათქვამი ევროპაში მკაფიოდ გაიგეს, მაგრამ ტრამპის განცხადებამ უკუეფექტი გამოიღო _ ბრანდერბურგის კარიბჭის დათმობის ნაცვლად მერკელმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შექმნას თავისი ნატო აშშის გარეშე, ხოლო ევროპის ჩინოვნიკები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი, საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.

ტრამპის ლოგიკა მარტივია და გასაგები _ ნატოს ყველაზე მეტი ფული მე უნდა ვუხადო და შეიარაღებითაც მე უნდა მოვამარაგო? რისთვის? სხვების უსაფრთხოება რომ დაიცვას? რა გამოდის _ სხვისი უსაფრთხოება უნდა დავიცვა ჩემი შეიარაღებით და თან ამაში ამ სხვებს ფულიც მე უნდა ვუხადო?

დღეიდან იქნება სხვანაირად: იმან, ვისაც ამერიკის სამხედრო ძალა სჭირდება, ნატოს კი არა, ამერიკას უნდა გადაუხადოს ამაში ფული.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ ლოგიკის ფარგლებში ნატო სრულიად უსარგებლოა ამერიკისთვის და სრულიად ზედმეტი ტვირთი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბაზისო იდეებს მხარს უჭერდა პოლონეთი, ბალტიისპირეთისა და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. მისი 17 “ძველიწევრი ქვეყანა კი, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია მიიჩნევს, რომ ნატომ დასახული ამოცანა შეასრულა და გეოპოლიტიკურად საჭირო აღარ არის. ამჟამინდელ პირობებში ევროკავშირს თავისუფლად შეუძლია, დაიცვას თავისი უსაფრთხოება საკუთარი არმიით, აშშის გარეშე.

მოკლედ, ნატოს ივლისის სამიტზე აქტუალური იქნება ერთი საკითხი _ ფული. ტრამპს დამატებით 60 მლრდ სჭირდება აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასაფინანსებლად. უამისოდ ამერიკის სამხედრო კონტიგენტის შენახვა უსარგებლოა. თავის მხრივ, ევროპას არ სურს ხარჯების გაღება. ამერიკელების მონაწილეობის გარეშე კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობა აზრს კარგავს.

ტრამპის მისწრაფება “მსოფლიოს ოლიმპიდან აშშ-ის ჩამოსვლა” გაცვალოს მატერიალურ პრეფერენციებზე ამერიკისთვის, როგორც რეგიონული ზესახელმწიფოსთვის, უკვე აშკარაა, მაგრამ როგორ მიაღწევს ამ მიზანს ბრიუსელის სამიტზე, ჯერ გაუგებარია. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ, ალბათ, ვაშინგტონში ტრამპი და სტოლტენბერგი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here